რუსეთი, სავარაუდოდ, აღარ ეყრდნობა „ვაგნერის“ მსჯავრდებულ მებრძოლებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 3 თებერვლის ანგარიშში „ვაგნერის“ დაჯგუფებაში რეკრუტირების პროცესს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მსჯავრდებულების რეკრუტირების პროგრამა „ვაგნერში“, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაფიქსირებული პიკის შემდეგ. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის [ФСИН] მონაცემებით, რომლებიც 2023 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ქვეყანაში სულ 433 000 მსჯავრდებულია, რაც 2022 წლის ნოემბრის მონაცემს 6000-ით ჩამორჩება. შედარებისთვის, ФСИН-ის იგივე მონაცემი …

რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 თებერვლის ანგარიშში მიმოხილულია რუსეთის, როგორც იარაღის ექსპორტიორის როლი და მისი ცვლილებები იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთის ეს როლი მისმა უკრაინაში შეჭრამ და საერთაშორისო სანქციებმა შეარყია. ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, უკრაინაში შეჭრამდეც კი, რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე იკლებდა. ახლა კი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება …

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს 20-წლიანი მმართველობის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება ოპოზიციის პროტესტის ფონზე. თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალური ალიანსი“ აცხადებს, რომ 2023 წლის მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს არ შეუძლია საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, რადგანაც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ორჯერ აქვს პრეზიდენტობის უფლება. ერდოღანი კი პრეზიდენტად ორჯერ – 2014 და 2018 წლებში …

ხერსონი კვლავ რჩება რუსეთის დაბომბვების სამიზნედ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა პირველი თებერვლის ანგარიშში სამხრეთ უკრაინაში, კონკრეტულად კი ხერსონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო დღეებში ყველაზე მძიმე დაბომბვების სამიზნე სწორედ სამხრეთ უკრაინა, მდინარე დნიპროს გასწვრივ მდებარე ტერიტორია იყო. რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონი მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებული არტილერიიდან იბომბება. როგორც უწყება აღნიშნავს, ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა 2023 წლის 29 იანვარს ხერსონში კიდევ სამი სამოქალაქო …

რუსეთი დონეცკის ოლქში, სავარაუდოდ, ახალი მიმართულებით შეტევას გეგმავს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 იანვრის ანგარიში უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქებთან – პავლივკასა და ვუჰლედართან განვითარებული სამხედრო მოქმედებების მიმოხილვას ეთმობა. როგორც უწყება 27 იანვრის ანგარიშში წერდა, ამ მიმართულებით გარღვევის მიღწევაზე რუსი კომენტატორების მიერ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციას წარმოადგენდა, ხოლო სინამდვილეში, რუსული ძალები მხოლოდ საცდელ შეტევებს ახორციელებდნენ, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო რეალურ წინსვლაში გადაზრდილიყო. ამჯერად, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, …

„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია“ – გენერალი ჰოჯესი

„ყირიმი ყალიბდება ბრძოლის ველად, რომელიც გადაწყვეტს რუსეთ-უკრაინის ომს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ინსაიდერი“. სტატიაში დეტალურადაა განხილული ყირიმის როლი მიმდინარე ომში და მის ირგვლივ დამოკიდებულებები, როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ასევე თავად უკრაინის შეფასებით. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. სწორედ 2014 წლის ეს მოვლენა სახელდება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მოსამზადებელ …

იქნება თუ არა მობილიზაციის მეორე ტალღა რუსეთში? – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 30 იანვრის ანგარიშში რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში „გამოძახების“ კიდევ ერთი რაუნდის შესაძლებლობას მიმოიხილავს. ბრიტანული დაზვერვა აქცენტს რამდენიმე შემთხვევაზე აკეთებს, მათ შორის, 2023 წლის 22 იანვარს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ყირგიზ შრომით მიგრანტებს რუსეთის სასაზღვრო პოლიციამ რუსეთის დატოვების უფლება არ მისცა, რის მიზეზადაც მათი მობილიზებულთა სიაში ყოფნა დაასახელა. …

ცნობები რუსეთის უკრაინაში წინსვლაზე, სავარაუდოდ, დეზინფორმაციაა – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 27 იანვრის ანგარიში უკრაინაში სამხედრო უპირატესობის მოპოვებაზე რუსი კომენტატორების მიერ გავრცელებულ ცნობებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, რუსი ონლაინკომენტატორები აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში მიაღწიეს მნიშვნელოვან წინსვლას – გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა ორ რაიონში: ზაპორიჟიეს ოლქში, ორიკივის მახლობლად და 100 კმ აღმოსავლეთით – დონეცკის ოლქში, ქალაქ ვუჰლედართან. ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, …

რუსეთი ბელარუსში გაწვრთნილ ჯარისკაცებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 26 იანვრის ანგარიშში ბელარუსში გაწვრთნილი მე-2 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, ამ დივიზიის წვრთნები ბელარუსში უკვე დასრულდა და მისი დიდი ნაწილი უკვე გადაყვანილია რუსეთში, საიდანაც ჯარისკაცები, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად გაიგზავნებიან. ბელარუსი რუსეთის სამხედრო ძალებისათვის წვრთნებს 2022 წლის შემოდგომიდან ატარებს. როგორც …

რუსი სამხედროები T-14-ების მიღებისგან თავს იკავებენ, რადგან ტანკები ცუდ მდგომარეობაშია – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 25 იანვრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაში Т-14 Армата ტანკების გამოყენების შესაძლებლობას მიმოიხილავს. ამ თემაზე ბრიტანეთის დაზვერვა 19 იანვრის ანგარიშშიც წერდა. მაშინ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ექსპერტები მიუთითებდნენ სატელიტურ გამოსახულებებზე, რომლებზეც რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საწვრთნელ ბაზაზე განლაგებული T-14-ები ჩანდა. თუმცა ბრიტანელი ექსპერტების მიერ ამ ტანკების გამოყენება რუსეთისთვის სარისკო ნაბიჯად იყო შეფასებული. ბრიტანული დაზვერვის უახლესი …

ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში თავად ისწავლა კითხვა

4 წლის ბრიტანელი ბავშვი, რომელმაც 2 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა, გამორჩეულად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების ყველაზე დიდ და ძველ საზოგადოებაში – Mensa-ში მიიღეს. ამ საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც ინტელექტის კოეფიციენტის [IQ] სტანდარტულ ტესტში მოსახლეობის 98%-ზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. როგორც BBC-ი წერს, 4 წლის ტედ ჰობსი, Mensa-ს წევრი 3 წლის ასაკში გახდა და …

-53 გრადუსი – ჩინეთის ქალაქ მოხეში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

ჩინეთის ქალაქი მოხე ისტორიულად ძლიერი ყინვის მოწმეა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ მოხეში, 22 იანვარს, დილის 7 საათზე, ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -53 გრადუსი დაფიქსირდა. ჩინური მედიის ცნობით, „ჩინეთის ჩრდილოეთ პოლუსად“ წოდებულ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს, ჩვეულებრივ, დაახლოებით -15 გრადუსია. წელს დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი კი რამდენიმე მეათედი …

გენერალ ტეპლინსკის გათავისუფლება რუსეთში განხეთქილების კიდევ ერთი სიმპტომია – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 24 იანვრის ანგარიში უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის გათავისუფლებას მიმოიხილავს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ტეპლინსკი იყო პასუხისმგებელი 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის შედარებით წარმატებული უკან დახევის ოპერაციაზე დნიპროს დასავლეთით. აღნიშნულის გამო მან რუსეთში შექებაც დაიმსახურა, როგორც უნარიანმა და პრაგმატულმა მეთაურმა. როგორც დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, კვლავაც არაა ნათელი, ინარჩუნებს თუ არა ტეპლინსკი …

სტამბოლში აეროპორტისა და ქალაქის ცენტრის დამაკავშირებელი მეტროს ხაზი გაიხსნა

22 იანვარს სტამბოლში აეროპორტისა და ქალაქის ცენტრის დამაკავშირებელი მეტროს ხაზი გაიხსნა. ხაზის „ქაღითჰანე-სტამბოლის აეროპორტის“ სიგრძე 34 კილომეტრია და ქალაქის ცენტრიდან თურქეთის ყველაზე დიდ აეროპორტში მგზავრების ტრანსპორტირებისთვის 24 წუთია საჭირო. თურქული მედიის ცნობით, მეტროს ხაზი ქაღითჰანეს დასახლებიდან დაიწყებს სვლას და ეუფსულთანისა და არნავუთქოის უბნებს გაივლის სტამბოლის აეროპორტამდე. როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, მეტროს ხაზით  ყოველდღიურად …

გერასიმოვი უკრაინაში მყოფი ჯარის დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 23 იანვრის ანგარიში უკრაინაში რუსული ძალების ახალდანიშნული მეთაურის, ვალერი გერასიმოვის საქმიანობას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, როგორც ჩანს, გერასიმოვმა დაიწყო უკრაინაში განლაგებული ჯარისკაცების ყოველდღიური დისციპლინის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, მას შემდეგ, რაც გერასიმოვი გახდა მეთაური, ოფიცრები ცდილობენ შეამცირონ ისეთი დისციპლინარული დარღვევები, როგორიცაა: სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება, მობილური ტელეფონის გამოყენება, ფორმისა და ვარცხნილობის რეგულაციების …

„ვაგნერი“ რუსეთში იურიდიულ პირად დარეგისტრირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიში რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში „ვაგნერის“ მარიონეტული გასამხედროებული დაჯგუფება იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. ამ იურიდიული პირის სახელწოდება შეიცავს სიტყვას – „ცენტრი“ [ЧВК Вагнер Центр], უკრაინაში მებრძოლ არაფორმალური დაჯგუფებას კი მოიხსენიებენ, როგორც ЧВК Вагнер.  ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, …

რუსეთი, სავარაუდოდ, T14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკის – T-14 Armata-ს გამოყენების შესაძლებლობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის T-14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს. ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, 2022 წლის გვიან დეკემბერში, სატელიტურმა გამოსახულებამ სამხრეთ რუსეთში, საწვრთნელ ტერიტორიაზე დააფიქსირა T-14 ტანკები. მანამდე კი რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებდა, რომ T-14-ები …

უკრაინელებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ ბახმუტის დასავლეთით ააგეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 იანვრის ანგარიში დონბასის ქალაქ სოლედარიდან უკრაინული ძალების სავარაუდო უკან დახევას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 16 იანვრის ბოლოსთვის უკრაინის ძალებმა დიდი ალბათობით სოლედარი რუსი სამხედროებისა და „ვაგნერის“ დაჯგუფების კონტროლქვეშ დატოვეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ დასავლეთით ააგეს. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, სოლედარის აღება ძირითადად „ვაგნერის“ …

სტამბოლში ხეები იანვარში აყვავდა – რა მოყვება „ცრუ გაზაფხულს“

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხეები და მცენარეები შუა იანვარში აყვავდა, რაც ჰაერის ტემპერატურის სეზონურ ნორმაზე მაღლა აწევითაა გამოწვეული და ექსპერტები მას „ცრუ გაზაფხულს“ უწოდებენ. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, თურქეთში ჰაერის ტემპერატურა წელს ჩვეულზე მაღალია. სტამბოლში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დეკემბერსა და იანვარში დაფიქსირდა და 10 ცელსიუს გრადუსს გადააჭარბა. „ცრუ გაზაფხულს“ ბუნებაზე ნეგატიური გავლენა ექნება. სტამბოლის …

„ვაგნერის“ დამფუძნებელ პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვას შორის დაპირისპირება ღრმავდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსების ბოლო ანგარიში რუსეთის სამხედრო საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას მიმოიხილავს. ISW-ის ანგარიშის მიხედვით, „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა, რამდენადაც თავად რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ უარყო პრიგოჟინის განცხადებები სოლედარის აღებაში „ვაგნერის“ როლთან დაკავშირებით. კრემლი კვლავაც საჯაროდ უარყოფს „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებას იმის …

რუსეთმა დნიპროში დაბომბვაზე იცრუა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 იანვრის ანგარიში 14 იანვარს ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისა და გამოყენებული იარაღის ანალიზს ეთმობა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთმა თითქმის 15-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმები და უკრაინის წინააღმდეგ ათობით რაკეტა გაუშვა. მსგავს შეტევებზე გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური მანამდეც წერდა და აღნიშნავდა, რომ ასეთი შეტევები ყოველ 7-10 დღეში მეორდება. …

„ვაგნერის“ თავდასხმების ფონზე უკრაინა ინარჩუნებს პოზიციებს სოლედარში – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 16 იანვრის ანგარიში კრემენაიასა და ბახმუტის სექტორებში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიშის მიხედვით, დონბასის ფრონტის ამ სექტორებში ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა შაბათ-კვირის განმავლობაში. 2023 წლის 15 იანვრის მდგომარეობით კი, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, „ვაგნერის“ დაჯგუფების გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად, ინარჩუნებენ პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთით, სოლედარში. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, კრემენაიას …

ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფასებს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფესებს და ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ამ საკითხზე რეზოლუციის მიღებაზე. „ყველა დემოკრატი გერმანული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ჰოლოდომორთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას გენოციდად აფასებს. უკრაინელი ხალხის პატივისცემისთვის მადლობა გერმანიას და პერსონალურად ლარს კლინგბეილს, ომიდ ნურიპოურს, კრისტიან დუერს და …

ინდოეთის პოლიცია აცხადებს, რომ 200 კგ ჩამორთმეული მარიხუანა ვირთხებმა შეჭამეს

ინდოეთში პოლიციამ დილერებისთვის ჩამორთმეული და განყოფილებაში შენახული 200 კილოგრამი მარიხუანის განადგურება ვირთხებს დააბრალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ვირთხები პაწაწინა ცხოველები არიან, რომლებსაც პოლიციის შიში არ აქვთ. მათგან ნარკოტიკის დაცვა რთულია“, – განაცხადა უტარ-პრადეშის სასამართლომ. სასამართლო ითხოვდა პოლიციას წარედგინა ჩამორთმეული მარიხუანა, როგორც მტკიცებულება ნარკოვაჭრობის საქმეებზე. მოსამართლემ დაასახელა სამი საქმე, რომლებზეც მარიხუანა მღრღნელებმა გაანადგურეს. როდესაც სასამართლომ პოლიციას ჩამორთმეული …

სტამბოლში სასამართლომ 8 658 წელი მიუსაჯა ტელემქადაგებელს

სტამბულის სასამართლომ, განმეორებით განხილვის შემდეგ, ტელემქადაგებელს, 66 წლის ადნან ოქთარს, პატიმრობის სასჯელი 9 803 წლიდან 8 658 წლამდე შეუმცირა. ეს პატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადაა არამხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოში. ამჯერად ოქტარს 891 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მართვის, სექსუალური ძალადობის, განათლების უფლებაზე უარის თქმის, წამების, გატაცებისა და პირადი მონაცემების უკანონო შენახვის ბრალდებით. ადნან ოქთარი …

რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო

უკრაინული მედია და საერთაშორისო რეპორტიორები კიევიდან იტყობინებიან, რომ ქალაქის ცენტრში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული რაკეტები პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა. „თავდასხმა დედაქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა [რაკეტები]. საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. მედიკოსები და მაშველები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – წერს კიევის მერი. …

არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას – პოდოლიაკი

„არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ქალაქ ხერსონიდან რუსული არმიის გასვლას ეხმიანება. „თებერვალში ზოგიერთი ფიქრობდა, რომ უკრაინის არმია „სამ დღეზე“ მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ამ დროისთვის: დაიცვა კიევი, გაათავისუფლა სამი რეგიონი, მოახდინა ხარკოვის დეოკუპაცია და მივიდა ხერსონთან. ბოლო ცხრა თვემ ყველას უნდა ასწავლოს: არ შეგეშინდეთ „რუსული …

„რუსები ნაღმავენ ყველაფერს: ბინებს, კანალიზაციას“ – პოდოლიაკი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსული არმია ქალაქ ხერსონს დატოვებამდე ნაღმავს. „რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რის დანაღმვაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები“, …

კრემლი უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე ჩინეთსა და ინდოეთს  ესაუბრა 

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების საფრთხის შესახებ ინფორმაციის „ენერგიულად“ მიწოდებას, რათა მსოფლიოს აღნიშნული საფრთხის პრევენციისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს. „ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ემზადება ასეთი ტერორისტული დივერსიისთვის. ჩვენ ენერგიულად გავაგრძელებთ ჩვენი …

„ბინძურ ბომბზე“ შოიგუს განცხადების გამო უკრაინა ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტებს იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში არსებულ მშვიდობიან დაწესებულებებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მოიწვია. როგორც კულება წერს, რუსეთის „ცრუ ბრალდებების“ პასუხად, უკრაინა რჩება გამჭვირვალე და „დასამალი არაფერი აქვს“. „რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სასწრაფოდ გამოგზავნოს ექსპერტები უკრაინაში იმ მშვიდობიან დაწესებულებებში, რომლებშიც ბინძური ბომბის განვითარებაზე ავრცელებს …

რუსეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს თითქმის ათეული ადამიანისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების გაგზავნის უკანონო სქემებთან დაკავშირებით ბრალდებები გაასაჯაროვა. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-დან არალეგალური სქემით გატანილი ტექნოლოგიების ნაწილი, სავარაუდოდ, უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრალდებულმა ასევე სცადა რუსეთში „ბირთვული გავრცელების ტექნოლოგიის“ გაგზავნა, რაც …

ირანი რუსეთს დრონებისა და რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა – REUTERS

ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა ორი მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირსა და ორ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი რუსეთს, დამატებით დრონებთან ერთად, „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა. აღნიშნული ნაბიჯი სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ძალების აღშფოთებას გამოიწვევს. „როიტერსის“ თანახმად,  შეთანხმება 6 ოქტომბერს შედგა, როდესაც მოსკოვში რუსეთთან იარაღის მიწოდების განსახილველად ჩავიდნენ …

უკრაინა ირანთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, ისრაელს კი საჰაერო თავდაცვას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. დმიტრო კულებას მტკიცებით, უკრაინის ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებულ დაბომბვებზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, რამდენადაც მან მიაწოდა იარაღი რუსეთს. როგორც The Guardian-ი წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კიევი მალე ოფიციალურად მიმართავს …

კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანმა რუსეთი კამიკაძე-დრონებით მოამარაგა, რომლებიც ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენება. კულებამ ასევე მოითხოვა, რომ შემდეგი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ იყოს უფრო მკაცრი. დღეს, 17 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით ისაუბრა, კამიკაძე-დრონებით კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ …

პოდოლიაკი ითხოვს, კიევის დრონებით დაბომბვის გამო რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ გარიცხონ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის მიერ 17 თებერვალს კიევზე ირანული კამიკაძე დრონებით განხორციელებულ დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“[G20] არ არის. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთის ფედერაცია უნდა განიდევნოს ყველა პლატფორმიდან. „ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყინად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისა და ბრძოლის ხაზის ცხედრებით დასაფარად ტოტალური მობილიზაციის ბრძანებებს გასცემს, რა საკვირველია არ …

„თქვენ ნაძირლებო“, – უკრაინელი ჯარისკაცის მესიჯი მამას, რომელიც რუსების მხარეს იბრძვის

სტატია: The Guardian ________________ 24 თებერვლის პირველ საათებში, როდესაც უკრაინაზე რუსული რაკეტების დარტყმებით ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდ თავდასხმა იწყებოდა, მილიონობით უკრაინელის მსგავსად, არტურმაც მოიმარჯვა ტელეფონი ოჯახთან დასაკავშირებლად. თუმცა, თუ უკრაინელი ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლების უსაფრთხოებაზე ღელავდა, 27 წლის არტურს განსხვავებული გზავნილი ჰქონდა მამისთვის, ოლეგისთვის, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, პრომოსკოვური სეპარატისტული ძალების პოლკოვნიკია. „თქვენ ნაძირლებო“, …

Exit mobile version