მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“

19.12.2024
ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“

დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში.

„მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები.

გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს.

ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე.

სახლები დაბზარულია და ნელ-ნელა ყოველდღე იმატებს. მეწყრული მასა ჩემი სახლიდან დაახლოებით 10-15 მეტრშია, მეტი დაშორება არ არის”, – გვითხრა როინ შავაძემ, სოფელ ჩაოში მცხოვრებმა.

„მეც მეწყერსაშიშ ზონაში ვარ. ჩემი სახლი დახეთქილია, მაგრამ ყურადღების მომქცევი არავინაა. ახლა საფრთხის ქვეშ ვართ, მაგრამ რა ვქნათ? გინდა არ გინდა აქ ვარ. გასახლებაში არ ვართ”, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩაოში მცხოვრები აბესალომ ცეცხლაძე. მისი თქმით, მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერეს განცხადება, მაგრამ აქამდე არავინ გამოხმაურებია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხულოს მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურებს ზოგადი მდგომარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისთვის, თუმცა უწყებებისგან პასუხი მასალის მომზადების პროცესში არ მიგვიღია.

ბოლო დღეებში, უხვი ნალექის პარალელურად, აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გუშინ, 18 დეკემბერს, მეწყერი განვითარდა ქედაში, დღეს, 19 დეკემბერს – შუახევსა და ხულოში.

___________

ფოტო „ბათუმელების“ 2023 წლის არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: