მთავარი,სიახლეები

“განქოცდი! არ დანებდე!“ – წარწერები ბათუმის ბსუ-სთან ბულვარის დირექტორის მოადგილემ წააშლევინა

30.10.2024
“განქოცდი! არ დანებდე!“ – წარწერები ბათუმის ბსუ-სთან ბულვარის დირექტორის მოადგილემ წააშლევინა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“

ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხმები მოპარულია.

წარწერების წაშლა უნივერსიტეტთან მალევე დაიწყეს. ამ პროცესს პირადად ზედამხედველობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე ზაურ თურმანიძე. იგი ადგილზე „ბათუმელებს“ გაეცნო როგორც მოქალაქე.

 

“არა რუსეთს!” – წარწერა ბსუს-თან.

“არ დანებდე!” – წარწერა ბსუს-თან.

“არ დანებდე! ჩვენ აქ ვართ”, – წარწერა ბსუს-თან.

“განქოცდი!” – წარწერა ბსუს-თან.

“არა რუსულ ოცნებას”, – წარწერა ბსუს-თან.

წარწერა ბსუს-თან.

ბსუს-თან წარწერებს შლიან.

ბსუს-თან წარწერებს შლიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: