ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მდე პროფესორი და მოწვეული ლექტორი გაიფიცა. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!“
ლექტორები ახლა უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები.
„გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.
განცხადებას ხელს აწერენ:
- მალხაზ ნაკაშიძე;
- ლაშა ბაჟუნაიშვილი;
- ლეილა ახვლედიანი;
- ირაკლი ბარამიძე;
- კახა სურგულაძე;
- ნელი ახვლედიანი;
- ნათია ხარატი;
- ცირა კაპანაძე;
- ლია დავითაძე;
- ინგა შამილიშვილი;
- ნათია მიქელთაძე;
- ლელა თურმანიძე;
- გიორგი ჩახვაძე;
- დალი ბერიძე;
- მადონა მიქელაძე;
- თეონა ვაშალომიძე;
- ნათია ხაბეიშვილი;
- მარიამ გიორგაძე;
- მილენა მამულაძე;
- ესმა იმერლიშვილი;
- მირანდა შერვაშიძე;
- მარინა გიორგაძე;
- კესო ბორჩხაძე;
- ირაკლი მიქელაძე;
სია განახლებადია.
___
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.
გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.
„ლექტორებო, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები, გამოდით“ – ბსუ-ს სტუდენტი