სამხედრო პოლიციის პარკინგი ტროტუარზე

 

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სამხედრო პოლიციიის მანქანები ტროტუარზეა გაჩერებული. მანქანის არასათანადო ადგილზე გაჩერების შემთხვევაში რეაგირების უზრუნველყოფა შპს „ბათუმის ავტოპარკინგის“ მოვალეობაა.

 

ჯარიმის ფასი ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში 10 ლარია, მანქანის ავტოფარეხში გადატანის შემთხვევაში კი მძღოლმა მის დასაბრუნებლად „ბათუმის ავტოპარკინგის“ ადმინისტრაციას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მანქანის მფლობელობის დოკუმენტებთან ერთად 35-ლარიანი გადახდის ქვითარი უნდა წარუდგინოს.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში „საზანდარსა“ და საშაურმეს საქმიანობა შეუჩერა

 

საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფის ბათუმში რეიდის შედეგად სამი კვების ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა.  მათგან ორს, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საზანდარსა“ და საშაურმეს ჭავჭავაძის ქუჩაზე, საქმიანობა გარკვეული პერიოდით შეუჩერდა.

მუფთი გადადგომას არ აპირებს


გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას დასავლეთ საქართველოს მუფთის, ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ, თავად მუფთიც ადასტურებს. „ბათუმელებთან“ ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მუფთის გადაყენება ხელმოწერებით არ ხდება. ჯემალ პაქსაძე გასულ კვირას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების გამო, ნერვიულობის შედეგად, საავადმყოფოშიც მოხვდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

 

ასფალტი თხილნარი – აგარის გზაზე

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილნარი – აგარის საავტომობილო გზის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს – ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური მდგომარეობა შეამოწმა

 

დღეს, ვირუსული მენინგიტის კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით ქობულეთის რესურსცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და ბაღების დირექტორებთან.

76 წლის ტაქსის მძღოლის ძალადობა არასრულწლოვანზე – დახურული პროცესი ბათუმის სასამართლოში

 

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 10 წლის გოგონასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულის, 76 წლის მამაკაცის საქმის განხილვა მიმდინარეობს.  სასამართლო პროცესი დახურულია. 

„დალაგებული არ გვაქვს – დაყრას იწყებენ“

 

პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვები თუ კოლოფები – მსგავს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბათუმში ბევრი საცხოვრებელი კორპუსის წინა თუ უკანა ეზოში ნახავთ. იმის მიუხედავად, რომ ნაგვის ბუნკერები ხშირ შემთხვევაში მაღალსართულიან სახლებთან ახლოს დგას, მოქალაქეები ნაგვის მოშორებას მაინც აივნიდან ამჯობინებენ. ქალაქ ბათუმის სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები თვეში ორჯერ 580-ზე მეტი კორპუსის შიდა ეზოს ალაგებენ, თუმცა, ამის მიუხედავად,  ეზოების ნაწილი მაინც დანაგვიანებულია. 

ბათუმის პორტში სასამსახურო ძაღლმა მარიხუანა აღმოაჩინა

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 ოქტომბერს  საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ბათუმის პორტი“ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 30,78 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. 

ევროკავშირი – მოვალეობები და სარგებელი

 

 ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და NED-ის მხარდაჭერით აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართება შეხვედრები. შეხვედრაზე ექსპერტები ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, ასევე, შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ ხელშეკრულებაზე, რომლის რატიფიცირება უკვე მოახდინა საქართველომ ევროკავშირთან.   

13937 მოსწავლე საგნობრივი ოლიმპიადისთვის ემზადება

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლების ხარისხის გაუმჯობესების“ პროგრამის „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას.  საგნობრივი ოლიმპიადა მოიცავს ორ ტურს. პირველი ტური, ჩატარდება 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ საგნებში:

მერიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი: ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მერაბ ქიძინიძემ ჩაიბარა. წინასაარჩევნო პერიოდში ის ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის „მხარდამჭერთა დარბაზს ხელმძღვანელობდა“, უფრო ადრე კი ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარე იყო. გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. 

ბათუმში ენმ-ის ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთნ მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

პრობლემები CityPass ბარათით სარგებლობისას მუნიციპალურ ტრანსპორტში

 

მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას CityPass ბარათის მეშვეობით იხდიან. „ლიბერთი ბანკის“ სერვისი რამდენიმე თვეა რაც ამოქმედდა და გაურკვევლობებიც დაიწყო. მოქალაქე ამბობს, რომ ბარათის ერთხელ გატარების შემდეგ არ დაფიქსირდა თანხის გადახდა, ამიტომ მან სამჯერ გაატარა აპარატში ბარათი. მოქალაქემ ისევ ვერ დაადგინა გადახდილი იყო თუ არა მგზავრობის ღირებულება, სათანადო გადამოწმების შემდეგ კი დაადგინა, რომ ავტობუსით ერთხელ მგზავრობაში იმდენი გადაიხადა, რაც ტაქსისთვისაც საკმარისი იქნებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებულ „ბათუმელების“ კითხვებს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელმა ნინო თავაძემ წერილობით უპასუხა.

932 ათასი ლარი ქობულეთის „შუქურას“

 

 ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ მუნიციპალური დაფინანსება გაუგრძელდა. ეს საკითხი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს გადაწყდა, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარემ, იმედა ხაჯიშვილმა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სპორტული საკლუბო გუნდებში პროგრამაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მოხსენება წარადგინა. 

ფუტზალის აჭარის თასის მეოთხედფინალში ბათუმის დინამომ ”ფანები” 9:2 დაამარცხა

 

 

საქართველოს ფუტზალის ჩემპიონატი 2015-თვის ბათუმში აჭარის რეგიონული თასის გათამაშება მიმდინარეობს. დღეს ბათუმის სახემწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მეოთხედფინალი გაიმართა, სადაც ფუტზალის გუნდმა ბათუმის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი „პირატები“ 9:2 დაამარცხა.

გირავდება ბინა სასწრაფოდ!

 

ქალაქ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ახალ აშენებულ სახლში გირავდება 90 კვ/მ ფართობის სამოთახიანი გარემონტებული ბინა. ფასი 20 ათასი აშშ დოლარი. ID 4806


მობ.: 593 44 24 08

         577 07 11 85

ვებ.: www.batumi-makler.com



ბათუმში ენმ-ის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

 

დღეს, 28 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან ყიფილი პოლიტპატმრების აქციას კონფლქტი მოჰყვა. აქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვდნენ, კონფლიქტი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან საპარტულო პოლიცია გამოიძახეს. 

15 ათასი ლარის კომპენსაცია სახელმწიფოსგან დეპუტატის ძმას

 

ქედის მუნიციპალიტეტში უკვე დაასრულეს დაპირებული კომპენსაციების გაცემა – ამ მიზნით 180 ათასი ლარი დაიხარჯა, კომპენსაცია 258-მა ოჯახმა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი, რომელმაც ყველაზე მაღალი კომპენსაცია მიიღო, მაჟორიტარი დეპუტატის – იაშა შერვაშიძის ძმაა. კომპენსაცია გაიცა იმ სოფლის მეურნეობის ნარგავებზე, რომლებიც გაზაფხულზე სეტყვამ დააზიანა.  

აჭარის მთავრობა: ხელვაჩაურში სოციალურ ბინის 3000 ოჯახი ელოდება

 

 აჭარის  მთავრობის ინფორმაციით,  ორთაბათუმში, სოფელ კაპრეშუმში 50 ბინიანი ორი ხუთ სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის თანახმად მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. 

„სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება აუცილებელია“

 

ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სკოლას საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევების თვალსაზრისით,  როგორი დამოკიდებულება აქვთ სკოლის დირექტორებს ამ თემის მიმართ და აპირებენ თუ არა სკოლაში ოჯახში ძალადობის თემაზე საუბარს? ამ საკითხზე „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორის მოსაზრებას გაგაცნობთ. 

თაიგული და წიგნები ევროპის ჩემპიონებს

 

ბათუმის საკრებულოს წევრები ევროპის  ჩემპიონებს ჭადრაკში, ნინო ბაციაშვილს და სალომე მელიას და საჭადრაკო კლუბ ”ნონას” წევრებს: მარიკა ჯაფარიძეს,  გიორგი ჭანტურიას, ხვიჩა სუპატაშვილსა და გურამ ჭანტურიას შეხვდნენ. 

 

VTD GROUP-ი პირველი კომპანია, რომელიც ჰაერის ნაცვლად დასრულებულ ბინებს ყიდის

 

ბათუმში, სამშენებლო ბაზარზე, ხარისხზე ორიენტირებული  კომპანია VTD GROUP-ი შემოვიდა. კომპანია მომხმარებელს ბაზარზე გავრცელებული სერვისის ნაცვლად საკუთარ ხედვას სთავაზობს – მშენებლობის პროცესში არ ყიდის კარკასს და მყიდველს დასრულებულ ბინას სთავაზობს. ეს არის კომპანიის ნიშა და ხარისხის გარანტი. VTD GROUP-ი აქცენტს აკეთებს მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხზე, უსაფრთხოებასა და ერგონომიულობაზე.

შს სამინისტრომ გამოძიება ნივთის დაზიანებისა ან განადგურების მუხლით დაიწყო

 

ხელვაჩაურის  მუნციპალიტეტში,  საწყობში ხანძრის გაჩენის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას ნიშნავს. 

 

ხელვაჩაურში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხელვაჩურში, ცენტრალურ გზატკეცილთან ახლოს სუპერმარკეტის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურების ოთხი ავტომობილი და სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა.

სსკ-ის მუხლები რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას

 

რამდენად ადეკვატური სასჯელის ზომა აქვს გამოყენებული მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილს ამ კონკრეტული საქმის მიხედვით? – მოცემულ შემთხვევაში კვალიფიკაციის სიზუსტე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქმა დაზიანებამ.

პატიმრების წამების საქმე სასამართლოში

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მე-3 საპყრობილის დირექტორის, გიორგი ვეკუასა და მისი მოადგილის ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის საქმის განიხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ამჯერად საქმის გადადება პროკურორმა ითხოვა. ამ ადამიანებს პატიმრების წამებას ედავება სახელმწიფო.

აფთიაქებს ჯარიმის სახით 950 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს მასშტაბით არსებული აფთიაქები შეამოწმა. შემოწმების შედეგად 183 სამართალდარღვევათა ოქმი შედგა,  შვიდ დაწესებულებას კი საერთოდ გაუუქმდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი.  აღმოჩენილი დარღვევების შედეგად გამოვლენილი სახდელების რაოდენობა 950 ათას ლარზე მეტია.  

ქართველი და აფხაზი ბავშვების შეხვედრა სლოვაკეთში

 

დღეს 27 ოქტომბერს, „პრესკაფეში“, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოში მცხოვრები ის სამი აფხაზი ბავშვიც მონაწილეობდა, რომლებიც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ავსტრიასა და სლოვაკეთში მცხოვრებ აფხაზ და ოს ბავშვებს შეხვდნენ.  

იპოთეკარების აქცია მთავრობის სახლის წინ

 

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ იპოთეკარები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ბოლო პერიოდში გახშირებულ გამოსახლებას. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დაბალი, გრძელვადიანი სესხების გაცემაა.

ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, მომავალი 2015 წლისთვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების გაზრდას აპირებს.  

ლუკა და მისი ბენდი

 

 

ლუკა ბურჭულაძე ჯერ ათი წლისაა, თუმცა ოთხი წელია საკუთარი ბენდის შექმნაზე ოცნებობს. სამ ინსტრუმენტზე დაკვრა ექვსი წლისამ ისწავლა, მას შემდეგ გაუჩნდა ბენდის შექმნის იდეაც, მალევე მიხვდა, რომ ბენდის შექმნა ოჯახის წევრებისგანაც შეეძლო, ამიტომაც ჯიუტად მოითხოვდა ბენდისთვის family Band-ი დაერქვათ.

საკრებულოში მიწის აღიარების კომისიამ მუშაობა დაიწყო

 

დღეს  27 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში მიწის   აღიარების კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ახალ საკრებულოში აღიარების კომისია, ახლახანს შეიქმნა.  მიწის აღიარების საკითხზე კომისიაში უკვე 800-მდე განცხადებაა შესული.  

მოქალაქეები „კუბთაუერის“ წინააღმდეგ

 

 

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე,  22 სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განახლდა. 40 მილიონიან ინვესტიციას, აზერბაიჯანელი მოქალაქე მუსა სულეიმანოვი ახორციელებს. მშენებლობის გვერდით, ანუ გოგებაშვილის  ოთხ ნომერში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას. აქ მცხოვრებთა განცხადებით, საცხოვრებელი სახლის შიდა და გარე კედლები  მას შემდეგ დაიბზარა, რაც სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მოქალაქეები კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.

 

ბათუმის სამშობიარო სახლს ახალი დირექტორი ჰყავს

 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი მეან-გინეკოლოგი ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე გახდა. სამშობიარო სახლში არჩევნები გუშინ ჩატარდა. ახალმა დირექტორმა თავის ოპონენტს, ნანა ანანიძეს ხმათა ორი მესამედით მოუგო. ახალი დირექტორი აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთი წლითაა არჩეული.  

100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ცოლის ცემის გამო

 

„100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა“ – ეს განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ცოლის ცემაში ბრალდებულს 20 ოქტომბერს, ანუ მაშინ გამოუტანა, როდესაც ქვეყანაში ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის საქმეები ქართული მედიის მთავარი თემა იყო. ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ქალია. ის ამბობს, რომ სახელმწიფომ სათანადოდ ვერ დაიცვა. მას მოსამართლის განაჩენის გასაჩივრების სურვილი აქვს, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან დაზარალებულს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვს.

ცივი დარბაზიდან ჩემპიონობამდე

 

 

13 წლამდე გელა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობდა, სადაც სკოლის ბაზაზე არსებულ შენობაში სკოლის შემდეგ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. პირველი მასწავლებელი, რომელმაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წესები და ბრძოლაში მოგება ასწავლა, ლევან შავაძე იყო. გელა უკვე 19 წლისაა. 10 წლის განმავლობაში მან შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და საქართველოსთვის ევროპისა და მსოფლიოს პრიზების მოპოვება. ის გახდა: 2011 და 2012 წელს საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის; 2012 წელს მსოფლიო პრიზიორი ჭაბუკებში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში; 2014 წლის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (74 კგ); 2014 წლის ევროპის ჩემპიონი (74კგ); 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (74 კგ); 2014 წელს საერთაშორისო ტურნირის რიგისა და ბაქოს ჩემპიონი.

Exit mobile version