დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 10 წლის გოგონასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულის, 76 წლის მამაკაცის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი დახურულია.
მოსამართლემ სასამართლო პროცესი იმის გამო დახურა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია.
ბრალდებული 76 წლისაა და ის ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მას 9 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარპატიმრობაში მყოფს თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.