ბათუმში უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი უკრაინის საკონსულო სააგენტოს ყოფილ შენობაშია მოწყობილი. უბანზე 151 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ბათუმელები
ბათუმში უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი უკრაინის საკონსულო სააგენტოს ყოფილ შენობაშია მოწყობილი. უბანზე 151 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„13 წლის ვიყავი, როცა სკოლისკენ მიმავალ გზაზე მწვანექუდიანი ჟანდარმები შემხვდნენ და უკან დაბრუნება მიბრძანეს. ვუთხარი, საკონტროლო წერა მაქვს და აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი და გზა გავაგრძელე. ჟანდარმები მომცვივდნენ, ხელები ზურგს უკან გამიკრეს და ასე წამომიყვანეს. სახლში რომ მივედით, მამაჩემს ხელები ააწევინეს და ჰკითხეს: „იარაღი გაქვს?“ მამაჩემმა უთხრა, – კი, თოხი და ბარიო. დედას ძროხა მოეწველა და ვედროთი რძე მოჰქონდა. ჟანდარმმა უთხრა, დააქციე ეგ რძე, მაინც აღარ დაგჭირდებათო. რვა მცირეწლოვანი ბავშვით გაასახლეს ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუა“, – იხესენებს ვანო ქოქოლაძე.
ლათინური ამერიკა, თავისი ხმაურით, ფერებით, ეგზოტიკით, კერძებით, მთვლემარე სიესტებით, გადარეული ხალხით, ბაზრებით, კარიბით, ნაგვითა და ჭუჭყით, ბანანებითა და გაჭირვებით… ლათინური ამერიკა – ეს ორი სიტყვაა პასუხი კითხვაზე, რატომ უყვართ ასე ძალიან მარკესი. აი, ამ გემრიელი, ჭრელაჭრულა, დაუჯერებელი და ყველაზე ნამდვილი ამბების გამო.
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე გრიპი და გაცივება ყველაზე ხშირი დიაგნოზია. თუმცა, გრიპისა და უბრალო გაცივების ერთმანეთისგან განსხვავება აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გრიპი – ვირუსული ინფექციაა და გარდა სასუნთქი მილის დაზიანებისა, მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს პნევმონიის, ანუ ფილტვების ანთების ან შუა ყურის ანთების სახით.
„გონიერი შუქნიშანი“ – ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელიც ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა გამოიგონეს. ბესო ქვაციხელი, ზაზა ირემაძე და ნინო ხიმშიაშვილი თავიანთი გამოგონებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდ ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი 2013“-ის გამარჯვებულები გახდნენ. ახლა სამივე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია. გამარჯვებულებმა თავიანთ გამოგონებაზე „ბათუმელებთან“ ისაუბრეს.
აჭარის სკოლებში სპორტის ყველაზე პოპულარული მიმართულებები ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთია. სკოლების უმრავლესობას ეს სამი სახეობა აქვს არჩეული. სკოლებში ამის მიზეზად, გარდა ამ სახეობების პოპულარობისა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობასაც ასახელებენ. ხუთი რესურსცენტრის მონაცემებით, აჭარის სკოლებში საბაზო და საშუალო საფეხურებზე 303 სპორტის მასწავლებელი ასწავლის.
ბათუმის თიბისი გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა გრძელდება. გამოფენა 22 ოქტომბერს გაიხსნა და მისი ხილვა დამთვალიერებელს 7 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. გამოფენაზე ხელოვანის მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული 30 ნამუშევარია წარმოდგენილი. აკაკი ჯაში ახალგაზრდა მხატვარი, ფერმწერი და გრაფიკოსია. არის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი, მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. ნამუშევარი აქვს სრულმეტრაჟიანი მხატვრული …
Continue reading “აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაში”
კორპუსები ეზოების და გამწვანების გარეშე – ეს თანამედროვე ბათუმის უსისტემო განაშენიანების შედეგებია. ქალაქს არ აქვს განაშენიანების გეგმა, ასევე არ არსებობს კანონი, რომელიც მშენებელს დაავალდებულებს, ხეების დარგვას. ბათუმში რამდენიმე ქუჩაა, სადაც სამშენებლო ბუმია. „ბათუმელები“ დაინტერესდა რას და როგორ აშენებენ კომპანიები და როგორ აკონტროლებს მერია სამშენებლო პროცესს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტს მიმართავს. მურმან დუმბაძის განცხადებით, პარლამენტმა უნდა მიმართოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგარემო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ.
1 ნოემბერს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე კატალონიელი ფოტოგრაფის მანელ ესკლუსას ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.
დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის “ვის ეშინია ფემინიზმის?” ფარგლებში დაგეგმილი ლექციების კურსის მეორე ლექცია, ფილოსოფოსმა თამარ ცხადაძემ წაიკითხა. ლექციის თემა – “ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?”.
24 ოქტომბერს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა – ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სკვერში 40 ძირი ფიჭვის ხე დარგეს.
პაციენტს, რომელმაც მკურნალობის ყველა ეტაპი გაიარა და დადგინდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად ვეღარ გაუმჯობესდება, აქვს ტკივილის შემსუბუქების უფლება. მისი ამ უფლების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. ამას მედიცინის ენაზე პალიატიური მზრუნველობა ჰქვია და ამ ტიპის მზრუნველობის უზრუნველყოფას სახელმწიფოს ევროპის სოციალური ქარტიაც ავალდებულებს. საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ჰოსპისში მოსახვედრად, სადაც პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებს მკურნალობენ, პაციენტები საკუთარ რიგს ელიან. საავადმყოფო კი 19 საწოლზეა გათვლილი და 100 %-ით დაკავებულია.
მარტოხელა, ორი შვილის დედა სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. სამსულიანი ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ცუდი პირობების გარდა, ოჯახს საკვების დეფიციტიც აქვს, არც საოჯახო ნივთები და ჩასაცმელი გააჩნიათ. მარტოხელა დედის სტატუსის გაუქმების შემდეგ მარტოხელა დედების სოციალური ყოფა კიდევ უფრო გაუარესდა.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 1, 2 ნოემბერს, “კარმენის” პრემიერა გაიმართება. ეს ოპერა ბათუმში პირველად დაიდგმება.
დღეს სარფში კულტურათა დიალოგის ფესტივალის პრეზენტაცია მოეწყო. კულტურათა დიალოგის ფესტივალის თემაა “ლაზური გასტრონომია“. პროექტი მიზნად ისახავს მივიწყებული ლაზური კერძების დამზადებასა და ვიდეოფიქსაციას. გადაღებული მასალის გავრცელებას და პოპულარიზაციას.
დღეს, 17:00 საათზე, საჯარო ლექციების ციკლის – “ვის ეშინია ფემინიზმის” მეორე ლექციას პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს. ლექციის თემაა – “ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?“.
იმის გამო, რომ საკუთარი პრობლემები ნაკლებად პრობლემურად ეჩვენებათ, ადამიანები ფსიქოლოგთან მისვლას არ ჩქარობენ და თავიანთი პრობლემებით გარბიან ყველასთან, იქნება ეს მეგობარი, ნათესავი თუ თანამშრომელი – ოღონდ
არა სპეციალისტთან. როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და როგორ შეუძლია სპეციალისტს დახმარება, ამის შესახებ კლინიკური ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი, ირმა კვაჭაძე გვესაუბრა.
25-26 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის ჩემპიონატის III ეტაპი რალი კროსში ჩატარდება.
25-26 ოქტომბერს, ქალაქ სამსუნში, საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის ტარდება, ტურნირში აჭარის ჭაბუკთა ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში, საჩოგბურთო კლუბ “ბათუმის” კორტებზე სტარტს აიღებს ჩოგბურთში აჭარის თასისის გათამაშება.
ბათუმში, 21-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, საბილიარდო კლუბ “პირამიდა”-ში საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ პირამიდაში “AJARA POEN – 2014” მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან, ასევე უკრაინიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან მოწვეული სპორტსმენები ღებულობენ მონაწილეობას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლოგოს დიზაინის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინერესებულ პირს შეუძლია და გამარჯვებული ლოგოს ავტორს 2 000 ლარი გადაეცემა.
ამ წუთებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში კონფერენცია სახელწოდებით “ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში II” იხსნება.
ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წელია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ან არ, ან მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება. დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას ბათუმის ახლად არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მომზადებულ ვიდეორგოლში ჰპირდებოდა. ეს გიორგი ერმაკოვის წინამორბედი რამდენიმე მერის დაპირებაც იყო, თუმცა მერიაში ვერც ამჯერად ასახელებენ ზუსტ დროს, თუ როდის შეძლებენ გენგეგმის მომზადებას.
ბათუმში ძლიერი წვიმების დროს ბონი-გოროდოკში, თამარის დასახლებასა და ჩაქვში აბონენტებს წყალი ხშირად არ მიეწოდებათ. ამ უბნებში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, წყალი ხანდახან სამი დღითაც კი წყდება.
ბათუმში შემოდგომა-ზამთარში მოყვავილე მცენარეების დარგვა ქალაქის სკვერებსა და გზაგამყოფებზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. ჟ. ბათუმში დააკავეს.
აჭარის მთავრობა და გაეროს მოსახლეობის ფონდი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანას ყიდულობს. საპარტნიორო პროექტის ფარგლებში ავტომანქანების მოწოდება ორ ეტაპად, 2014 წლის ბოლომდე მოხდება. პირველ ეტაპზე მანქანები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს გადეცემათ.
ცნობილი სასტუმროების ქსელი „ჰილტონი“ 19-23 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის კვირას აღნიშნავს.
აქციას „ჰილტონ ბათუმიც“ შეუერთდა. სასტუმროს თანამშრომლებმა გარემოს დღე, ბათუმის პლაჟის დასუფთავებით აღნიშნეს.
სატენდერო დოკუმენტში წერია, რომ ავტომანქანა აუცილებლად ვერცხლისფერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 120 ცხენის ძალა, მინიმუმ ოთხი უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, საჭის გამაძლიერებელი, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა…
ამ წუთებში ბათუმში, ევროპის მოედანზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ძალიან ხშირად, მშობლები და შვილები სრულიად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, განსაკუთრებით, მოზარდი შვილების შემთხვევაში. ზოგჯერ მშობლებს ავიწყდებათ, თავად როგორები იყვნენ წლების წინ და უბრალოდ, არ შეუძლიათ, შვილებს ყველაფერი გაუგონ. შვილებს კი უკომპრომისო პოზიცია აქვთ და მიაჩნიათ, რომ ისე არ იცხოვრებენ, როგორც უფროსი თაობები ცხოვრობენ.
1951 წლის 22 დეკემბერი. სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი. დილის შვიდ საათზე ჯარისკაცები ხინკილაძეების ოჯახში შედიან. ბუხრის წინ, დაუპატიჟებელი სტუმრების მოლოდინში ექვს მცირეწლოვან ბავშვს სძინავს. გადასახლებას ელოდებიან მშობლები და ოჯახის ახალგაზრდა რძალი. საკუთარი სახლებიდან იძულებით აყრილი ადამიანები, სატვირთო ეშელონებში გამოამწყვდიეს, კარებს მძიმე ბოქლომი დაადეს და წააწერეს – „Добровольна“. „ასეთი იყო საბჭოთა ცინიზმი. თითქოს ჩვენი სურვილით მივდიოდით, მაშინ, როცა თავზე ავტომატიანი ჯარისკაცები გვადგა“ – იხსენებს ჰაიდარ ხინკილაძე.
სასუნთქი სისტემის დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული მწვავე ბრონქიტია და პულმონოლოგ თეონა მსხალაძის თქმით, იგი ექიმთან მიმართვიანობის მიზეზის პირველ ხუთეულში შედის. მისივე თქმით, მწვავე ბრონქიტის შემთხვევების 80-85% შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება, რადგანაც დაავადების განვითარება კლიმატური პირობების გაუარესებასთან და რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან არის დაკავშირებული.
დღეს, 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმში, ერას მოედანზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.