ნეტგაზეთი • RU

13937 მოსწავლე საგნობრივი ოლიმპიადისთვის ემზადება

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლების ხარისხის გაუმჯობესების“ პროგრამის „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას.  საგნობრივი ოლიმპიადა მოიცავს ორ ტურს. პირველი ტური, ჩატარდება 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ საგნებში:

 

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

ბ) ინგლისური ენა  – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;;

გ) მათემატიკა  – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

დ) ფიზიკა  –  IX;  X;  XI-XII კლასები; 

ე) ქიმია  –  X;  XI-XII კლასები;;

ვ) ბიოლოგია – IX;  X;  XI და XII კლასები; 

 

რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

 

2014  წელს საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სულ დარეგისტრირდა 13937 მოსწავლე. მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4255 მოსწავლე, მათემატიკაში – 2991, ინგლისურ ენაში – 3100, ფიზიკაში -1048, ქიმიაში – 825 და ბიოლოგიაში -1718.

 

 

საგნობრივი ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.

 

ბმულზე შეგიძლათ ნახოთ საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"