ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, აჭარის მაღალმიანეთში ამ დროისთვის ხუთი ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ბათუმელები
ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, აჭარის მაღალმიანეთში ამ დროისთვის ხუთი ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრემიერ მინისტრის დავალებით გამგეობაში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის 23 -კაციანი საგანგებო შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობს.
ბათუმში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს.
ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის, სოფელ განთიადში მცხოვრები თემურ განთიძე ამბობს, რომ ამ წუთებში მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს მდინარის კალაპოტის გამაგრებას.
ხულოს მუნციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უამინდობის გამო გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია: „თოვს და ქარბუქია” – ამბობს მუნიცპალტეტის გამგებელი.
მერი ქაჯაია ბათუმში ცხოვრობს. ის ახლა 82 წლისაა. მამა ხუთი წლის ასაკში საბჭოთა რეჟიმმა წაართვა. „სახლიდან ყველაფერი წაიღეს, რაც მამას ეკუთვნოდა, ფოტოსურათიც კი არ დაგვიტოვეს, მამის სახე მაინც რომ დამრჩენოდა მეხსიერებაში. არც სხვა რაიმე სახსოვარი დაგვიტოვეს“ – გვეუბნება მერი. მერის დედა, სამი თვის ფეხმძიმე ფადიმე კონცელიძე ორ შვილთან ერთად ცხოვრებისეული სიძნელეებისა და რეჟიმის წინაშე მარტო დარჩა.
ბათუმში წვიმს. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.
დღეს 2 ნოემბერს, მეწყერი ჩამოწვა სოფელ შევაბურში ნაზიმ ბასილაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სოფელ ცხემნაში კი სარწყავი არხიდან გადმოსულმა წყალმა ნატრო შილაძის საკარმიდამო ტერიტორია დატბორა, მეწყერული კერები გააქტიურდა სოფელ ზესოფელსა და ოქტომბერში.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცს მაშველები ამ წუთებშიც ეძებს.
თოვლი ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში.
ამ წუთებში (12:12 საათი) აჭარა გურიის საზღვარზე ქობულეთის მუნციპალიტეტში ფიჭვნარისა და ჩოლოქის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დატბორილი ქუჩის გაწმენდას ცდილობენ.
<!** Image 1 align="" sub="პირველი თოვლი ხულოში. ფოტო ელიკო კეჟერაძის" width="600" height="540" >
აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ რიყეთში თოვლში მანქანები ჩარჩა და ვერ გადაადგილდებიან.
რამდენიმე საათის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში მამაკაცი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ქობულეთის გამგებელი. გამგებლის ინფორმაციით, თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი მდინარეში გადამხტარ ძაღლს გადაყვა.
2012 წელს დაარსებული კომპანია „დიეს გრუფის“ ძირითადი მიმართულება სამშენებლო ბიზნესია. კომპანიის მფლობელი ბათუმში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი სერგეი დავიდოვია, „ბათუმელები” „დიეს გრუფის” მფლობელებზე, კომპანიის სამუშაო სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის ხელმძღვანელს, სერგეი დავიდოვის წარმომადგენელს, დავით სალაძეს ესაუბრა.
ბათუმის მერიამ მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობებისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამ სამუშაოს შესრულებისთვის ტენდერში გამარჯვებულს ქალაქის ბიუჯეტიდან 3960 ლარამდე გადაუხდიან. ჯერჯერობით უცნობია ვის შეხვდება ეს დასაწყობებული ქონება. 2013 წელს კი ამ ტიპის ქონება საკრებულომ, ძირითადად, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა.
ოციოდე წლის წინ, ბათუმს გემით ბულგარეთის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ჩემი ბულგარელი მეგობარი ჟენი კიტანოვა ხელმძღვანელობდა, ქ. ბლაგოევგრადის მცხოვრები და თანამდებობის პირი. დავათვალიერებინეთ ქალაქი, გავასეირნეთ პარკსა და სანაპირო ბულვარში, როდესაც გოგებაშვილის ქუჩაზე გამოვედით, ჟენი მეკითხება:
-ესეც ბულვარია?
-არა, ეს უკვე ქალაქის ქუჩაა-მეთქი.
– მე კი ბულვარი მეგონა, ძალიან ჰგავსო.
“გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, ამიტომაც ტენდერი ხელმეორედ გამოვაცხადეთ”-ამბობს “ბათუმელებთან” საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს სატენდერო კომისიის წევრი პაატა მანჯგალიძე.
გუშინ აჭარაში 23 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაინრიჰ ბიოლის ცენტრის პროექტის “ვის ეშინია ფემინიზმის” მესამე ლექცია თინა მეგრელიძემ წაიკითხა. ლექციის თემა იყო „ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში”.
ყინულის მოედანზე ბათუმში ციგურების მოსარგებად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან ბავშვები და აქ ყინულზე პირველ ნაბიჯს დგამენ. ეს მათთვის ერთგვარი ექსკურსიაა, ადგილობრივი ბავშვებისთვის კი – როგორც გართობა და ჯანმრთელობა, ასევე სპორტის სახეობაა.
დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრებ ივანაძეების მრავალშვილიან ოჯახს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან მჟავანაძემ კვების პროდუქტები გადასცეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგნობრივ ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება.
„ბათუმელების“ ფოტოობიექტივში ქალაქში მდებარე ავტობუსის გაჩერებები მოხვდა. ბათუმის „ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ ავტობუსის გაჩერებები დაზანებული არ არის.
ბათუმის „ავტოტრანსპორტის“დირექტორი, პაატა დუმბაძე ამბობს, რომ ამჟამად ახალი მოსაცდელების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს: „მასალას თავისი ვადა აქვს გაშრობის, დაახლოებით სამი კვირის ფარგლებში მოსაცდელები იქნება დასრულებული “ – განმარტავს პაატა დუმბაძე. მისივე თქმით, „ავტოტრანსპორტის“ საკუთრებაში 41 ეთეული შუშის და 20 ერთეული აგურის გაჩერებაა.
რაც შეეხება ახალ გაჩერებებს, „ახალი გაჩერებისთვის თანხა არ გამოყოფილა, ბათუმის მერიამ იჯარით გადასცა ადგილი შპს „ფერტუნა მედიას“ და დაავალა ქალაქში 100 ერთული გაჩერების დამონტაჟება, მაგრამ ეს 100 ერთული უნდა განათავსონ პერიოდულად. წელს დაახლოებით 50 გაჩერება უნდა დაამზადონ, მაგრამ მონტაჟი ჩვენ გვევალება“ – ამბობს პაატა დუმბაძე.
მასალა ჩასწორებულია.
ნოემბერ-დეკემბრში, აჭარის სამუსიკო სკოლებში შერჩეული 40-მდე ბავშვისთვის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხუთი პედაგოგი (ვიოლინო, ალტი, ჩელო, ფლეიტა და კლარნეტი) და ერთი დირიჟორი რეგულარულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.
ებოლას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ზომები საქართველოს საზღვრებზეც დაწესდა. ოთხი ქვეყნიდან, – ლიბერია, სიერა-ლეონე, გვინეა და ნიგერია, სადაც ებოლას ვირუსია გავცელებული, საქართველოს საზღვარზე შემოსული პირები 21 დღის განმავლობაში სპეციალურ კონტროლზე იმყოფებიან. რისკ-ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების რეგისტრაცია საქართველოს სახმელეთო, საჰაერო და საზღაო საზღვრებზე წარმოებს.
ბათუმში ცოტამ თუ იცის, რომ წიგნის მაღაზია “ბიბლუსის” ქსელში პოლიეთილენის გარდა მუყაოს პარკებშიც დებენ შენაძენს. მაღაზიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი ხშირად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მუყაოს პარკით, რომელსაც არ აქვს სახელურები, რთულია რამდენიმე მძიმე ნივთის ერთდროულად წაღება, ამიტომაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად სთავაზობენ მათ ეკოპარკებს.
ჟილინის არხის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ძლიერი წვიმის დროს ბათუმის ქუჩები აღარ დაიტბორება. ახალმა სისტემამ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოხსნას. სამუშაოებს შპს “ჰიდრო” აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა.
უკვე რამდენი წელია აღარ მახსოვს, მაგრამ “წისქვილი” გამუდმებით ტრიალებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკოსების ლექსიკაში, ერთგვარად მითოლოგიზებული ობიექტი-პერსონაჟია, ყოველთვის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტის საკუთრებაშია და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, გამუდმებით საზოგადოების ის ნაწილი ასხამს წყალს, ვინც მოქმედი, არჩეული ხელისუფლებისგან ითხოვს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებას, კანონის პატივისცემას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრებას და ა.შ.
ქედის მუნიციპალიტეტში ყოფილი პოლიკლინიკის შენობა ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდება. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ბინას აქ სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი მიიღებს.
ქობულეთის „შუქურამ“ გორის „დილასთან“ ჩაშლილი მატჩის შემდეგ, 11 ქულით მე-15 ადგილიდან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ლევან მჟავანაძე, რომელიც დღეს პასუხისგებაში მისცეს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებას.
ბათუმის დელფინარიუმის მართვაზე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ უარს აცხადებს და ბათუმის მერიას უბრუნებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ 19 წლის მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული.
ბათუმის მერიამ სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის დაფინანსებას, თანადაფინანსების პროგრამა აამოქმედა. პროგრამის პრეზენტაცია დღეს მერიაში გაიმართა. ახალი პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა ოპერაციული და ქიმიოთერაპიით მკურნალობის დაფინანსება, ასევე მატერიალური დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლებენ ბათუმში 2014 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მოქალაქეები, …
Continue reading “ბათუმის მერიის ახალი პროგრამა სოციალურად დაუცველთათვის”
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2014 წელს, იანვრიდან დღემდე პერიოდში, საქართველოში 23 ქალი მოკლეს. ოჯახური ძალადობის მასშტაბებს ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ. რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები მამაკაცები ქალთა მკვლელობებზე, რას მიიჩნევენ ისინი აგრესიის ზრდის მიზეზად და როგორ ხედავენ მამაკაცის როლს ქალთა უფლებების დაცვაში?