თოვლი ხულოში [ფოტო]

 

ორი დღეა ხულოში თოვს. რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. მაღალმთიან აჭარას  ელექტროენერგია არ მიეწოდება.

7 წლის გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის, მინდია კახიძის ინფორმაციით,  ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 7 წლის გოგონა, რომლის ოჯახის წევრებიც ექიმების დახმარებას ითხოვდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მშობლების მოთხოვნით გადაიყვანა. 

დღეს ბათუმში გამოფენების ფესტივალი იწყება

 

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში „გამოფენების ფესტივალი“ იწყება. 18:30 საათზე ერას მოედანზე შეკრებილ გამოფენის დათვალიერების მსურველებს საგანგებოდ „გამოფენების ფესტივალისათვის“ გამოყოფილი ტრანსპორტი საგამოფენო სივრცემდე მიიყვანს. საგამოფენო სივრცის ადგილმდებარეობას ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ. 

თუ გსურთ თქვენს ქუჩას სახელი შეუცვალონ, მიმართეთ საკრებულოს


საკრებულოს განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძე დღეს მერიის არქიტექტურის სამსახურისა და მერის წარმომადგენლებს ქალაქის  შეხვდა.

აჭარაში ცხრა ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა


„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს, აჭარაში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ცხრა ათასი აბონენტი.

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრები საქართველოს რეგიონებში

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში პრემიერ ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრებს ქმნიან. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“  საჯარო მოხელეებმა არაოფიციალურ საუბარში დაუდასტურეს. „ჩვენ მეტი არაფერი ვიცით, მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში გვთხოვეს დახმარება“, – გვითხრეს მათ. 

ბათუმში წაქცეული ხე მანქანას დაეცა


ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა წააქცია ხე, რომელმაც დააზიანა  ავტომანქანა. 

ხულო ელექტროენერგიის გარეშე

 

ხულოს მუნციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს, მუნციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

გამგებელი:7 წლის გოგონას დასახმარებლად მაშველები მიდიან

 

ხულოს მუნციპალიტეტის გამგებელი “ბათუმელებთნ” საუბრისას ამბობს, რომ ბავშვის დასახმარებლად მაშველები უკვე წავიდნენ. 

 

 

7 წლის გოგონას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება

 

ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 7 წლის გოგონას დღეს დილიდან მოვლითი ძლიერი ტკივილები აქვს წელისა და მუცლის არეში. 

სოფელ ვაშლოვანის გზა ჩაიკეტა, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის

 

ამ წუთებში (4 ნოემბერი, 10:19 წუთი) აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მიდიან ზემო აჭარაში, სოფელ ვაშლოვანში ავადმყოფის დასახმარებლად.  

ჩელებაძე: ”შუქურა” შესაძლოა უცხოელმა ინვესტორმა შეიძინოს

 

 

საქართველოში ფეხბურთის მხოლოდ რამდენიმე კლუბია კერძო მფლობელობაში, უმრავლესობას კი სახელმწიფო აფინანსებს. ქობულეთის „შუქურას“ გასულ კვირას მუნიციპალიტეტმა 932 ათასი ლარი გამოუყო წლის ბოლომდე. ამ თანხაში შედის ფეხბურთელებისთვის ბოლო სამი თვის აუნაზღაურებელი ხელფასები და პრემიები. როგორც „შუქურას“ პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე ამბობს, შესაძლებელია უახლოეს მომავალში „შუქურა“ უცხოელმა ინვესტორმა შეიძინოს. „შუქურას“ ამჟამად 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 16 გუნდს შორის მე-12 ადგილზე იმყოფება. „შუქურაში“ კიდევ ერთი სიახლეა – კლუბის მთავარ მწვრთნელს ამირან გოგიტიძეს უკრაინელი ტრენერი კონსტანტინ ფრალოვი ჩაანაცვლებს. გუნდის სიახლეებზე „ბათუმელები“ რევაზ ჩელებაძეს ესაუბრა.

სისხლი ძუძუს კიბოს დასამარცხებლად

 

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით, 5 ნოემბერს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იმართება აქცია – „გაიღე სისხლი“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს აფრთხილებს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის  მინისტრი, ფერმერებს მოსალოდნელი ყინვების შესახებ აფრთხილებს. მინისტრის განცხადებით,  მიმდინარე წლის 4 -5 ნოემბერს აჭარაში  ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.  

იყიდება ბინა ბათუმის ცენტრში მაკლერის გარეშე (სასწრაფოდ)

 

ქ. ბათუმში, ზუბალაშვილის ქ. N18 ბინა 13-ში (კ.გამსახურდიასა და ზუბალაშვილის კვეთა), მეორე სართულზე  იყიდება სუფთა ბინა, მიშენების პერსპექტივით (ზედა სართულები უკვე მიშენებულია).

გიორგი ერმაკოვის ბრიფინგი ბათუმის მერიაში

 

 

დღეს, სამ ნოემბერს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგი გამართა, სადაც სტიქიის შედეგებზე და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.   ბრიფინგს მერის რწმუნებულები, მერიის  სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

პრესკონფერენცია მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით

 

ხვალ,  4 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მე-5 საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (GEOSTAT) აღმასრულებელი დირექტორი, მერი დაუშვილი, შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქუიქი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე  2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მხარდაჭერის შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

“დილის ტალღიდან” ისევ რადიოში

 

ტელეწამყვანი გიორგი მოისწრაფიშვილი საზოგადოებას ახალ ამპლუაში წარუდგა. გასულ კვირას ის რადიო “აჭარის” ხელმძღვანელად დაინიშნა. გიორგი პარალელურად ტელევიზიაშიც აგრძელებს მუშაობას, თუმცა შვიდი წლის შემდეგ “დილის ტალღა” ეთერში მის გარეშე გავა. “ბათუმელების” მკითხველს გიორგიმ რადიოს გეგმებზე, მუსიკაზე, ელენესა და ამერიკულ ოცნებაზე უამბო. 

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე

 

 

 ბათუმში, ირაკლი აბაშიძის ორ ნომერში საცხოვრებელო სახლის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლების განცხადებით, მიტოვებული სახლის სხვენში უსახლკარო ბიჭი ცხოვრობდა.  

შპს,,ჯანტეკსი”-ს (ს.კ. 245621714 )საყურადღებოდ

 

 

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გატყობინებთ  შპს ,,UNLU”-ს თან (ს.კ 248435359) 2011 წლიდან დღემდე ყოველგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, მათ შორის ზეპრი თუ წერილობითი გარიგებებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე.

 განმცხადებელი: შპს ,,UNLU”-ს (ს.კ 248435359)დირექტორი  ალი ჯან უნლუ

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის მაღალმთიანეთის ენერგო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებს შესაბამისი ზომების ოპერატიულად გატარებისაკენ მოუწოდებს. ჯემალ ფუტკარაძემ ბრიფინგის ჩანაწერი, უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე დღეს გამოაქვეყნა.  

თოჯინების თეატრის საქმეში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე დააკავეს

 

აზერბაიჯანში, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 

მთავრობის საგანგებო სხდომა ბათუმში

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. 
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. ხულოს მუნიციპალიტეტში გათიშულია 5 215 აბონენტი, შუახევში 4 159 და ქედაში 413 აბონენტი. 

ზედამხედველობის სამსახურის პასუხი ღია ჭებთან დაკავშირებით

 

გუშინ ბაგრატიონის ქუჩაზე, ღია ჭაში სამი ავტომანქანა ჩავარდა. ვის ეკისრება  პასუხისმგებლობა ქალაქში არსებულ ღია ჭებთან დაკავშირებით? „ბათუმელები“ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. 

მწვანე კონცხზე მეწყერი ჩამოწვა

 

 

ამ წუთებში, მწვანე კონცხზე, გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას მოქალაქე გვატყობინებს.

ბათუმში სამაშველო სამსახური 45 -ჯერ გამოიძახეს

 

სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ბათუმში მოსახლეობამ სამაშველო სამსახური 45 ჯერ გამოიძახა. 

ხულოს მუნიციპალიტეტს შუქი არ მიეწოდება

 

 

 ხულოს მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  მობილური კავშირი კი რამდენიმე წუთის წინ აღდგა. 

მეწყერი და გახიზნული ოჯახები

 

ხელვაჩურის მუნციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო მაშველებმა ორი ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს.

ბათუმში, ჭაში სამი მანქანა ჩავარდა

 

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, იქ სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია სახლს აშენებს, ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და ჭაში სამი ავტომანქანა ჩავარდა. 

სოფელ ვერნებში სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის

 

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის (1:08 საათი) ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ ვერნებში ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში ვერ მიდის, გზა ჩახერგილია.

 

ბათუმში სახლებიდან და ეზოებიდან წყალს ტუმბავენ

 

სტიქიის შედეგად ამ დროისთვის არსებული ვითარება შეაჯამეს  ბათუმის მერიაში გამართულ თათბირზე.

მწვანე კონცხზე საცობია

 

იმის გამო რომ ჩქვის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა ავტომანქანების მოძრაობა ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია. 

გამგებელი: ჩახერგილია გზები, მეწყერი ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან

 

ამ წუთებში (19:32 საათი) მძიმე ტექნიკა მიდის ქობულეთის მუნციპალიტეტში, სოფელ დაგვასთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. 

მანქანა მეწყერში მოყვა

 

“ბათუმელების” ინფორმაციით ამ წუთებში მახინჯაურთან ახლოს, ჩაქვის გვირაბთან ორმხრივი მოძრაობა შეწყვეტილია.

Exit mobile version