აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „იდუმალი სტუმრის“ საშუალებით კვების ობიექტებში სერვისის ხარისხი შეამოწმა. კვლევის პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართება.
ბათუმელები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „იდუმალი სტუმრის“ საშუალებით კვების ობიექტებში სერვისის ხარისხი შეამოწმა. კვლევის პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართება.
9 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კობა ჩხეიძე სამსახურებრივი მივლინებით სომხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ერევანში გაემგზავრნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ასევე მივლინებით ჩინეთში, ქალაქ ურუმჩაში საკრებულოს წევრი ჯაბა ბერიძე იმყოფებოდა. რა შედეგი მოაქვს საკრებულოს წევრების უცხოეთში მივლინებებს ბათუმის თვითმმართველობისთვის? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს ჯაბა ბერიძემ გასულ კვირას უპასუხა.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბათუმის სამმართველოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექცია ექიმებისათვის თემაზე: ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აქცენტებით: ებოლა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.
21 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში მიწის აღაირების კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„იჩქარე ნელა“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, საკანონმდებლო ორგანოში ამ პრინციპით მუშაობს. მან ორწლიანი მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით ხელზე 89 760 ლარი მიიღო. რა გააკეთა და რა ვერ შეძლო მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ორი წლის განმავლობაში? -დეპუტატის პასუხები „ბათუმელების“ კითხვებზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ დღეს, 21 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „კარგი მმართველობის დეკლარაცია“ გადასცა.
დღეს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ფერწერული ტილოების გამოფენა გაიმართა, რომლებსაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზებით რესტავრაცია ჩაუტარდა.
ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შენობაზე პანდუსი ორი თვეა გაკეთდა. ქედის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქურის განყოფლების უფროსის, თამაზ აბულაძის განმარტებით, ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად პანდუსის დახრილობა 6 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს, კულტურის ცენტრის შენობაზე კი პანდუსის დახრილობა დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.
ევროპის სასამართლომ განსახილველად მიიღო 2006 წლის 12 იანვარს, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დახოცილი რომან სურმანიძის, შოთა (მურად) გორგაძისა და მარად ართმელაძის საქმე. ადვოკატმა სტრასბურგში ქართული სასამართლოების მიერ ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და სისხლიანი სპეცოპერაცია ქართულმა პროკურატურამ სამართლიანად მიიჩნია.
ბავშვობიდან რევოლუციონერს “მარია ჩე” ჩაცმულობის გამო დაარქვეს, 27 წლის მარია ზოიძე ფოტოგრაფია, ის ქობულეთიდან სასწავლებლად ევროპის აკადემიაში მოხვდა. ამბობს, რომ ეს მიზანდასახულობის შედეგია, ამიტომაც უყვარს ჩე გევარა და ზუსტად იცის, რომ მიზანსწრაფულობით ყველაფერი გამოდის.
24 ოქტომბერს, 16 საათზე, სარფში, ღია ცისქვეშ, 12 ლაზური კერძის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართება „კულტურათა დიალოგის ფესტივალის“ ფარგლებში.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში საფარიძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადიდებული მდინარე მათ საკარმიდამო ნაკვეთს ტბორავს და სავარგული ნაკვეთები მიაქვს.
ქალაქ ბათუმში, ორთაბათუმში (თამარის დასახლება) იყიდება 1502 კვ/მ ფართობი მიწის ნაკვეთი. ფასი 12000 ათასი აშშ დოლარი. ID 6328
მობ.: 593 44 24 08
577 07 11 85
სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში 2014 წლის მაისიდან 16 ოქტომბრამდე თვითდაზიანება 59-მა პატიმარმა მიიღო.
ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე (ე.წ პივზავოდის უბანში) იყიდება 62 კვ/მ ფართობის, სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით და ავეჯით. ფასი 50 ათასი აშშ დოლარი. ID 4540
მობ.: 593 44 24 08
577 07 11 85
სოციალურ ქსელში გავრცელდა მინებჩანტვრეული სასწრაფო დახმარების მანქანის ფოტო.
მინია კახიძემ,სასწრაფო სამედიცინო დახმარების აჭარის რეგიონული ცენტრის დირექტორმა “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ ავტომანქანის უკანა საქარე მინა გაბზარული და “დასკოჩილია”, ავადმყოფს გადაყვანისას ქარი არ უქროდა და მინა ჩამტვრეული არ არის.
დღეს 20 ოქტომბერს, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა.
ბათუმის თასის მოსაპოვებლად გამართულ ტურნირში გერმანიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 1999-2000 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობენ. ტურნირი ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება და სამომავლოდ ტურნირში მონაწილე ქვეყნების რიცხვის გაზრდაც იგეგმება.
ქალაქ ბათუმში, ავტოსადგურთან სასწრაფოდ იყიდება 110 კვ/მ ფართობის საშუალოდ გარემონტებული ბინა. ფასი 55 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 252585
597 019963
ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გირავდება ევრორემონტითა და ავეჯით უზრუნველყოფილი სამოთახიანი ბინა. ფასი : 25 ათასი დოლარი.
მობ.: 577 252585
597 019963
უკრაინამ ბათუმში საკონსულო დახურა. როგორც უკრაინის საპატიო კონსულმა ალექსანდრე აკიმოვმა აღნიშნა, საკონსულოს დახურვა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. კონსული დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდა და მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ძველი, სუფთა მაგიდის დასაფარებლებისგან შექმნილი ოთახების ლაბირინთი ცარიელია. ყველაფერი, რაც უნდა ნახოთ და წაიკითხოთ, სუფრებზეა დატანილი. „იმ კაცის ხელში ცხოვრებას ვერაფერს ვეღარ უხერხებ“… „მეცოდებოდა, ვთვლიდი, რომ ავად არის, მერე მივხვდი, რომ ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა“… „მეშინოდა, რომ დედა მიმატოვებდა ამას თუ გავუმხელდი“… „მე მისი მონა გავხდი“… „დღეს მაღაზიიდან გამომაგდეს, სანამ შენი ქმარი ვალს არ დაფარავს, აქედან ვერაფერს მიიღებო“, – წარწერები ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ჩურჩულივით ისმის სუფრების გახამებული ზედაპირებიდან. „საკუთარი სუფრა“ – ასე ეწოდება ქართველი მხატვარ თამარ ჭაბაშვილისა და პოლონელი ანთროპოლიგის, აგნეშკა დუდრაკის გამოფენას, რომელიც ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში18-დან 30 ოქტომბრამდე გასტანს. გამოფენის თემა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაა.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გამოსახლებულ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის მხოლოდ რამდენიმე სახლის შეძენა იგეგმება.
დღეს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ, სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი სტუდენტებზე ზეწოლას აპროტესტებენ.
2014 წლის 18-28 ოქტომბერს ქალაქ ბათუმი ჭადრაკში 8 – 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ევროპის ასაკობრივ ჩემიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე, საქართველოდან 140-მდე, ხოლო აჭარიდან 15 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას.
ბათუმის საკრებულოში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო. იმ პირებმა, ვისაც სურვილი აქვთ გახდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და დარეგისტრირდნენ დარბაზის წევრად. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათ შორის, ბიუჯეტის პრიორიტეტების შემუშავებაში.
რამდენიმე წუთის წინ „ბათუმელების“ რედაქციაში მოქალაქემ დარეკა. მისი განცხადებით, ის ბათუმის ერთ-ერთ უბანში, ზემო გოროდოკში ცხოვრობს. მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნულ უბანში მოსახლეობას წყალი სამი დღეა არ მიეწოდება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ “112”-ში 19 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა 5 ბალიანი შტორმი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმში შეიქმნა კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომლის მართვის კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. ცენტრის შემადგენლობაში შედიან შს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები.
დღეს ბათუმში გამოიდარა. დღის განმავლობაში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.
წუხელ, გვიან ღამით წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებადან, ორი ეკომიგრანტი ოჯახი გამოასახლეს. ისინი ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში იმყოფებიან. გამოსახლების საშიშროება წალკაში ჩასახლებულ 150-მდე ოჯახს კიდევ ემუქრება.
ამ დროისთვის ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და „ ხვალ უკვე ამ კუთხით პრობლემა აღარ იქნება.“
ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა. საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლს.
<!** Image 1 align="left" width="400" height="720" >
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით ამჯერად შტორმს ბათუმის ახალი ბულვარი მნიშვნელოვნად არ დაუზიანებია და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებიც შტორმის დროსაა გადაღებული „ძველი დაზიანებებია ასახული.“
ძიუდო იაპონური ეროვნული ჭიდაობაა, რომელშიც გარდა გდებისა, ნებადართულია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება. ძიუდო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპორტული სახეობაა. 1964 წლიდან ის ოლიმპიურ თამაშების პროგრამაშიც შევიდა. საქართველოში ძიუდოს განვითარება 1957 წლიდან იწყება დღემდე ქართველ ძიუდოისტებს მოპოვებული აქვთ ექვსი მსოფლიო, ხუთი ოლიმპიური და 35 ევროპის ჩემპიონობა. მათ შორის არიან სპორტსმენები აჭარიდან. ბათუმში ძიუდოს პირველი სასწავლო ჯგუფი 1972 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად ბათუმში ძიუდო სკოლა 60 მოსწავლეს ითვლის. მათი მთავარი მწვრთნელია ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2007), სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონი (2008) და მსოფლიო პრიზიორი (2007) ვახტანგ ზოიძე. ვარჯიში ბონის კულტურის სახლის სპორტულ დარბაზში მიმდინარეობს.
დღეს, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ქალბატონმა ნაგავი ქუჩაში გადაყარა. ფაქტი „ბათუმელების “ ფოტოობიქტივმა დააფიქსირა. გარემოს დაბინძურება ადმინისტრაციული კანონით ისჯება და დამრღვევის, ფიზიკური პირის (პირველ შემთხვევაში) 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ამ წუთებში გოდერძის უღელტეხილზე თოვლჭყაპია, ბეშუმში კი თოვს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ დაუდასტურა. სამაშველო სამსახური გოდერძის უღელტეხილიდან მოქალაქემ გამოიძახა.
ამ დრომდე პროდუქტის გატანაზე არ უფიქრია, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, რაც ქართული პროდუქტისთვის ევროპული ბაზრის კარი გაიღო, მეურნეობის გაფართოებაზე დაიწყო ფიქრი. ვაჟა დავითაძე იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომლებიც პროდუქტის წარმოებაში უშუალოდ მონაწილეობენ და მისი შექმნის ტექნოლოგიასაც კარგად იცნობენ. ის მიიჩნევს, რომ ღვინო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია მსოფლიოში. რასაც არ უნდა ეხებოდეს დასმული კითხვა, მისი ყველა პასუხი მაინც ვენახთან მიდის.