Batumelebi | ხუთსულიანი ოჯახი დახმარების მოლოდინში ხუთსულიანი ოჯახი დახმარების მოლოდინში – Batumelebi
RU | GE  

ხუთსულიანი ოჯახი დახმარების მოლოდინში

 

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მერვე შესახვევში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან თავშესაფარს ითხოვს. 

 

 

 

ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მარინა სალვარიძემ შუამდგომლობისთვის ორგანიზაციას _  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ მიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ და მარინა სალვარიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

 

 

მარინა სალვარიძის თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ უშედეგოდ.“

 

 

„ბინა არ მაქვს. 20 წელია ნაქირავებში ვცხოვრობ სამი შვილით. მეუღლე პენსიონერია, ჩერნობილის კატასტროფის დროს ჯანმრთელობა დაუზიანდა, იშემია აწუხებს. გიორგი, რომელიც 10 წლისაა, განსაკუთრებული საჭიროების მქონეა და ინკლუზიურ სკოლაში დამყავს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება – 252 ლარი, გიორგის 100-ლარიანი პენსია და მეუღლის პენსია – 100 ლარია. დახმარებისთვის მივმართე ბათუმის მერიასაც, მაგრამ ყურადღება დღემდე არ მოუქცევიათ“.

 

 

გარდა სახელმწიფოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია დახმარებისკენ საქველმოქმედო ფონდებსაც მოუწოდებს.

საქველმოქმედო ფონდ „მომავლის ხედვის“ ხელმძღვანელმა გოჩა ადამიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სხვა ფონდებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედავენ სალვარიძის ოჯახის საცხოვრებელ პირობებს და განიხილავენ „კეთილი სახლის“ ბინადართა სიაში შეყვანის საკითხს.

 

 

როგორც გოჩა ადამია განმარტავს, საცხოვრებელი კორპუსი _ „კეთილი სახლი“ _ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კახაბერში აშენდება, თუმცა პროექტის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი