სიახლეები

მედეა ჩარკვიანს ბრალი წარუდგინეს

18.02.2014
მედეა ჩარკვიანს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ შპს ,,თექ-ევ ინშაათის“ დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში დახმარებისათვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული იქნა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მმართველი მედეა ჩარკვიანი და სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თექ-ევ ინშაათს“ სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის“ უნდა შეესრულებინა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო – სარემონტო სამუშაოები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე, სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ ფუნქციონირებს ერთ წელზე მეტია და მის ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანას დღეისთვის 300 000-ზე მეტი ლარი ესაჭიროება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარი: ბექა კვიციანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: