„მრავალშვილიან დედას, უპირველეს ყოვლისა, ესჭიროება ღვთის რწმენა და იმედი. მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობა _ ეს არ არის უმთავრესი. ათი შვილი უფლის მადლით მყავს” _ გვითხრა თეა ხომერიკმა.
დღეს, სამ მარტს, მრავალშვილიანი დედებისთვის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა.
„არ არის ადვილი გერქვას მრავალშვილიანი დედა. მე ხუთი შვილის მყავს, ბედნიერი დედა ვარ. მესამე შვილი მინდოდა, რომ პატრიაქრის ნათლული ყოფილიყო და ამიტომ გავაჩინე და ტყუპი დაიბადა, მერე კი მეხუთეც შეგვეძინა. სამი წელია მერიისგან ათასლარიან დახმარებას ვიღებ” _ ამბობს ნატო ბატიაშვილი.
94-მა მრავალშვილიანმა დედამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ათასლარიანი საჩუქრებიც მიიღო.