სიახლეები

ავტობუსის მძღოლების მოთხოვნა და “ავტოტრანსპორტის” დირექტორის პასუხი

18.02.2014
ავტობუსის მძღოლების მოთხოვნა და “ავტოტრანსპორტის” დირექტორის პასუხი

 

 

გია ლორია

 

 

_ ბატონო გია, მძღოლებმა  შიმშილობა დაიწყეს, სხვა მოთხოვნებთან ერთად ისინი თქვენ გადადგომას ითხოვენ, შეხვდით თუ არა მათ?

_ თავიდან ოთხი მოთხოვნა იყო, ხელფასის მომატება, დირექტორის გადადგომა, ოთახის გამოყოფა და კოლექტიური ხელშეკრულება, ყველა მოთხოვნა მოხსნეს და ახლა ჩემ გადადგომას ითხოვენ. 

_ სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდა?

_ არა, არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.

_ თქვენი გადადგომის მიზეზი რა არის თქვენი აზრით?

_ არ ვიცი ზუსტად. ამბობენ, ხელფასი რომ ვერ მოვუმატე, მაგიტომ, სინამდვილეში არის ერთი პატარა ჯგუფი, რომელსაც დირექტორის შეცვლა სურს. მძღოლების ნაწილი დღე-ღამეს ათენებს, სვამს, კარტს თამაშობს და ვისაც მუშაობა უნდა, იმათაც ამის საშუალებას არ აძლევენ. როცა დააპირა ზოგიერთმა მძღოლმა მუშაობა, არ გაუშვეს.

_ მძღოლები ამბობენ, რომ ერთი წლის წინანდელი დაპირება _ ხელფასის  მომატება  _ თქვენ ვერ შეასრულეთ

_ ხელფასები ვერ მოვამატეთ, რადგან სხვა მარშრუტები დავნიშნეთ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვით მათ შემოსავალი ისედაც გაეზარდათ.

_  თქვენ გადადგომას ითხოვენ და თქვენ რას აპირებთ?

_ შეხვედრა გვქონდა დეპუტატებთან, ვიცე-მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან. არსებობს პროცედურები და ვინც დამნიშნა, ისინი თუ ჩათვლიან საჭიროდ, გადამაყენებენ. თანამდებობაზე ჩემი დარჩენის საკითხის განხილვას უკვე დაჰპირდა საკრებულოს თავმჯდომარე გაფიცულ მძღოლებს. ალბათ ბათუმის საკრებულო ამ კვირაში იმსჯელებს ჩემი გადაყენების საკითხზე.

 

P.s. “ბათუმელები“ გაფიცულ მძღოლებსაც ესაუბრა. “250-მდე კაცი ითხოვს ბატონი ლორიას გადადგომას და საათში 50 თეთრით ხელფასის გაზრდას. ხელფასის გაზრდის შეთანხმება იყო ერთი წლის უკან, მაგრამ არ გაიზარდა, დღემდე გვატყუებენ.” _ თქვა შოთა გორგილაძემ, მძღოლმა.

აქციის მესამე დღეს გაფიცული მძღოლებიდან ერთ-ერთს სამუშაოდ გასვლა სურდა, თუმცა დანარჩენმა მას ამის საშუალება არ მისცა. “ეს იყო პროვოკაცია დირექტორის მხრიდან, უნდოდა პატრული შემოეყვანა, რომ ძალადობის ფაქტი აღენიშნათ. ბიჭებმა უბრალოდ არ გავატარეთ ავტობუსი და არავითარ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია” _ განმარტა ვაჟა გოგელიამ, მძღოლმა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: