ნეტგაზეთი • RU

300 ლარი პირველ შვილზე, 400 – მეორეზე – მერიის დახმარება სოციალურად დაუცველებს

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მერიაში ახალი პროგრამა ამოქმედდა. მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე მატერიალური დახმარება გაიცემა. 

ბათუმში რეგისტრირებული 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები პირველი შვილის შეძენასთან დაკავშირებით 300 ლარს, ხოლო მეორე შვილზე 400 ლარს მიიღებენ.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში უნდა დატოვონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 24 63 05. პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 120 ათას ლარს შეადგენს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"