ნეტგაზეთი • RU

დაზიანებები „ჭაჭა თაუერზე“

 

ამოვარდნილი ქვის ფილა, კოშკურის დანაგვიანებული ნაწილები და სხვა მცირე დაზიანებები, რომლებიც ამ ეტაპზე “ჭაჭა თაუერზეა”, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე კეთილმოეწყობა.

 

 

 

 

 „ჭაჭა თაუერი“ ამ დროისთვის ჩაკეტილია და კოშკურაში ტურისტები და დაინტერესებული ვერ შედიან. როგორც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს,  აქვთ თუ არა დამთვალიერებლებს თაუერის კოშკურაში შესვლის უფლება, ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ:

 

„მე როგორც ვიცი კოშკში შესვლა არ შეიძლება. არ გვიფიქრია ამ საკითხზე“-აცხადებს ეთერ მაჭუტაძე  

 

თუმცა მერიაში იმასაც დასძენენ რომ „ჭაჭა თაუერის“ გახსნას ზაფხულის სეზონისთვის გეგმავენ: „კოშკურის გახსნამდე  მოსაგვარებელია იურიდიული დეტალებიც. კერძოდ, კოშკი მერიის მიერ დაფუძნებული აიპის „ტურისტული სააგენტოს“ დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს, რადგან მიწა აჭარის ეკონომიკის საკუთრებაა, შენობა-ნაგებობა კი მერიის, ამ დეტალებზე შეთანხმება მიმდინარეობს“. 

  

“ჭაჭა თაუერის” შადრევნიდან ყოველ საღამოს, 6 საათზე, ხუთი წუთის განმავლობაში ჭაჭა გადმოდის. 

 

„ჭაჭა თაუერზე“ დაზიანებები გაჩნდა

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"