სიახლეები

მოსახლეობა ჩაბარებული მანდარინის საფასურს ითხოვს

22.02.2014
მოსახლეობა ჩაბარებული მანდარინის საფასურს ითხოვს

აქციაში ორმოცდაათამდე ადამიანი მონაწილებდა. ერთ-ერთი დაზარალებულის, ნადიმ ბოლქვაძის თქმით, უკვე მესამე თვეა რაც თანხა არ მიუღიათ და არც ის იციან როდის მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.

 

 

,,ფულის გადახდა არ უნდათ. არც მოსულან, არც დაურეკიათ – დღეს იქნება თუ ხვალ. ხალხს უთხრეს რატომ მოიტანეთ მანდარინი, ჩვენ ხომ არ მოვსულვართო“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ნადიმ ბოლქვაძემ. იგივე პრობლემები მის მეზობლებსაც აწუხებთ.

 

 

,,17-18 ათასი ლარის ოდენობით მანდარინის ფული აქვთ გადასახდელი. პლიუს ამას, 19 მუშას პავილიონში მუშაობის ანაზღაურება არ მიუღია. ახლა ამბობენ პირველ მარტამდე არაფერი  იქნებაო. ამის შემდეგ როგორც ვიცით სუბსიდირება წყდება და რისი იმედი უნდა გვქონდეს? ”

 

 

 დაზარალებულების თქმით „ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ბესარიონ ბიბინეიშვილია“.  ის  სოფელ ერგეში გასხნილ პავილიონს ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში ბიბინეიშვილი მოსახლეობას არ უნახავს, გამორთულია მისი ტელეფონიც.

 

 

„მეც ვცდილობ მასთან დაკავშირებას და ვერსად ვპოულობ. ვერც ის გავარკვიე  კერძო პირია თუ მათ შორის ერთ-ერთი, ვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინის ჩაბარებაზე შეუთანხმდა“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოფლის რწმუნებულმა მალხაზ ზაქარაძემ.

 

 

აქციას მთავრობიდან არავინ გამოხმაურებია.  

 

 

 

„სუბსიდიების გაცემა უკვე დაწყებულია და ნებისმიერ პირს შეუძლია შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კუთვნილი თანხა მიიღოს. ხოლო ის, რომ პირველ მარტს სუბსიდიების გაცემა შეწყდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ამბობს   აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი როინ გოგაძე.

 

მოსახლეობას მანდარინის ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ უწარმოებია: ,,არანაირი საბუთი არ მოუციათ ჩვენთვის. მანდრინი ჩვენი ხარჯებით მივიტანეთ პავილიონამდე, გზის ხარჯიც ჩვენ გადავიხადეთ“.

 

 

სოფელ ერგეს მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით როინ გოგაძე ამბობს, რომ „ეს კერძო კომპანიასა და სამინისტროს შორის დავა არაა და სამინისტრო ვერ ჩაერევა.“

 

 

შეპირებული ანაზღაურების ვერმიღების შემთხვევაში დაზარალებულები დავის გაგრძელებას პროკურატურაში გეგმავენ: ,,რას ვაპირებთ და პროკურატურას მივმართავთ!“

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით წელს პირველად დაინტერებულ პირებს სიმბოლურ ფასად გადაეცათ ციტრუსის შემფუთავ–დამხარისხებელი და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოებისათვის ყოფილი პავილიონების შენობა–ნაგებობები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: