პრიგოჟინთან კავშირი გაწყვეტილია – რუსული მედია

„პუტინმა პრიგოჟინი შესაძლოა ბელარუსში მოკლას“ – წერს CNN-ი. „შესაძლოა პრიგოჟინს შოიგუს და გერასიმოვის გათავისუფლებას დაჰპირდნენ“ – ამას წყაროებზე დაყრდნობით „უკრანისკა პრავდა“ ავრცელებს. „პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის „კავშირზე არ გამოდის“ – ეს უკვე რუსული მედიის სათაურია. „პუტინი არსად იყო“: მედიამ შეიტყო, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება პრიგოჟინთან“, – ესეც მორიგი სათაურია, რომელიც დღეს გავლენიანმა მედიებმა „ვაგნერის“ დამფუძნებელს, …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50 %-ით შემცირდა – ნახეთ, საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის მაისში შემცირდა – რუსეთიდან სულ 154,72 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 50 %-იანი კლებაა „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 159 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს [ზრდა 19 %], მარტში – 223 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 727%], თებერვალში – …

„ეს არის პუტინის ადვოკატობა“ – თეონა აქუბარდია ღარიბაშვილსა და ნატოს მოახლოებულ სამიტზე

რატომ არ სურს სინამდვილეში რუსეთს ნატოს გაფართოება? როგორია მოსკოვის პოლიტიკა მისი მეზობლებისადმი? როგორ ამტკიცებს რუსეთი საკუთარი მაგალითით, რომ კონფლიქტების მოგვარების საშუალება ნეიტრალიტეტი არ არის და რას შეიძლება ელოდოს საქართველო ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან? – „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პასუხობს. თეონა აქუბარდია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და …

რას ამბობდა პატრიარქი კირიონი 105 წლის წინ, როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – ინტერვიუ

„გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“ – 105 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პატრიარქ კირიონ მეორის ფრაზა ახსენდება თეოლოგ შოთა კინწურაშვილს, როცა მას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრეთ. რატომ ხდება ეს დღეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან? თეოლოგი პირველ რესპუბლიკას იხსენებს …

რამდენიმე ნიშანი, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს

„შეიძლება ახლა რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ“, – ამას საქართველოს მთავრობის პირველ პირებზე ამბობს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ მას ვკითხეთ, ხედავდა თუ არა რაიმე ნიშნებს, რაც მიუთითებდა, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს. „თუკი ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, საშინაო პოლიტიკაშიც და საგარეოშიც, ის …

რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს ზეწოლის მექანიზმები ქართულ პოლიტიკაზე – კორნელი კაკაჩია

დღეს, 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა. რას ნიშნავს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საქართველოში? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. „რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს იმ სიტუაციით, რაც ახლა არის საქართველოს …

მოსკოვი-თბილისის ფრენები ყოველდღე შესრულდება – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ავიაკომპანიებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენისთვის მზადება დაიწყეს – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს. სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანიები ყოველკვირეულად შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. „ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები ყოველ კვირას შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა …

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები განაახლა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება დღეს, 10 მაისს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ, თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად. რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 …

რუსეთიდან მარტში 223 მილიონი დოლარი შემოვიდა, ზრდა შარშანდელთან შედარებით 727%-ია

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში 2023 წლის მარტში 727.96 %-მდე [ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი] გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მხოლოდ მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს. 2022 წლის მარტში კი რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ აშშ დოლარი იყო გადმორიცხული. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის …

როგორ დაანგრია რუსულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მამა-შვილის ცხოვრება

დღეს, 6 აპრილს, რუსეთში, ქალაქ ეფრემოვში, სასამართლოს უნდა განეხილა, შეუზღუდავდნენ თუ არა 13 წლის მაშა მოსკალევას მამას, ალექსეი მოსკალევს, მშობლის უფლებებს. მაშას მამას 2 წელი აქვს მისჯილი რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო ცნობებით, ალექსეი მინსკში დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ მისი კვალი გაქრა. მამა-შვილი მოსკალევების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა …

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 5 აპრილს, საღამოს, მოსკოვის ცენტრში, ზნამენკას ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით. „ტელეგრამზე“ გამოჩნდა ხანძრის ამსახველი პირველი კადრებიც. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. _____________ ფოტოზე: ხანძრის ამსახველი კადრები ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.

თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ მეორე ფრონტის თემაზე – სალომე ზურაბიშვილი

„ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს. „რაც არ უნდა ეცადოთ და …

„რატომ ვიხევთ ხერსონიდან?“ – ანეკდოტის გამო რუსეთში კაცს 3 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში ანეკდოტების გამო ადამიანების გასამართლება დაიწყეს. მრავალშვილიან მამას 3 წლით პატიმრობა ემუქრება უკრაინის ომზე ანეკდოტის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს. „- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან? – ვოლოდია, თქვენ ხომ თავად გვიბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისა და ნაცისტებისაგან…“  რიაზანის ოლქში, ქალაქ კასიმოვში მცხოვრებმა ვასილი ბოლშაკოვმა ეს ანეკდოტი რუსულ სოციალურ ქსელში, Вконтакте-ში გამოაქვეყნა …

„მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო“ – სიმონიანი თბილისის აქციებზე

რუსი პროპაგანდისტი, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში „საქართველოს არავინ გადაუსვამს თავზე ხელს და უბრალოდ, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს“. ამის შესახებ სიმონიანი ტელეგრამზე წერს. იგი საქართველოში რუსული კანონის და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და წერს, რომ „თავიდანვე ცხადი იყო“, რომ ეს მათთვის „მეორე ფრონტის გასახსნელად“ იყო საჭირო. …

„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, …

რუსეთში „ვიაგრას“ მიწოდება შეწყდა

რუსული მედიის ცნობით, ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Viatris-ი (Pfizer-ის შვილობილი) წყვეტს რუსეთში ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატის, Viagra-ს მიწოდებას. რუსული მედიასაშუალების, „მედუზას“ ცნობით, 2022 წლის მარტში ამერიკულმა კომპანია Eli Lilly-მ შეაჩერა რუსეთში Cialis-ის მიწოდება, ეს პრეპარატიც ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება. რუსეთში აცხადებენ, რომ ბაზარზე წარმოდგენილია სხვა პრეპარატები, რომლებიც  ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება. „მედუზას“ ცნობით, 2022 წელს უკრაინაში …

ჟურნალისტ პონომარენკოს 6 წელი მიუსაჯეს რუსულ არმიაზე „ფეიკის“ გავრცელებისთვის

რუსეთში, ციმბირის ერთ-ერთი ოკრუგის დედაქალაქ ბარნაულის ლენინის რაიონულმა სასამართლომ RusNews-ის ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს, რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ასევე 5 წლით აუკრძალა პონომარენკოს ჟურნალისტური საქმიანობა. ამის შესახებ იუწყება სოტას კორესპონდენტი, რომელიც სხდომათა დარბაზში იმყოფება. თავის ბოლო სიტყვებში მარია პონომარენკომ განაცხადა: „არასოდეს არც ერთი ტოტალიტარული რეჟიმი არ ყოფილა …

ვინ იხეირა რუსების შემოსვლითა და ფასების გაძვირებით – ინტერვიუ ეკონომისტთან

„ყველაზე დიდი საფრთხე ამ პროცესში არის ენერგომატარებლები, რაც რუსეთში იაფია და ვეღარ ყიდიან დასავლეთში. ახლა ამ გაიაფებამ შესაძლოა გააჩინოს განცდა, ორიენტირი გააკეთონ რუსეთზე და… უკეთეს ფასს მიაღწიონ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ეკონომისტმა გიგა ბედინეიშვილმა. მას იმაზე ვესაუბრეთ, ომის დაწყების შემდეგ ცხოვრების გაძვირება რამდენად უკავშირდება საქართველოში რუსეთის თითქმის მილიონ-ნახევარი მოქალაქის შემოსვლას? ეკონომისტის დაკვირვებით, რუსების მასობრივად შემოსვლამდეც …

„ომის გვეშინია, მაგრამ რუსულ ფულზე უარის თქმა არ გვინდა“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„გაუგებარია, როგორ შეიძლება გეშინოდეს ომის რუსეთთან და იმავდროულად მილიონი რუსის საქართველოში შემოსვლა არ გაშინებდეს?“ – კითხვას უჩენს საზოგადოების დუმილი რუსული ფულის და გავლენების გაზრდაზე ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია და ამჟამად ლონდონში მუშაობს. ის დისტანცირებულად აკვირდება პროცესებს საქართველოში, მათ შორის, რეაქციას, მაგალითად, ბინების გაქირავებაზე, როცა უკრაინაში ომის დასაწყისში ადამიანები ამბობენ, რომ ბინას …

სად წავიდნენ რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს – რუსეთის სტატისტიკის სამსახური

გამოცემა „настоящее время“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე (росстат. данные за 2022 год) დაყრდნობით წერს თუ სად და რამდენი მოქალაქე წავიდა რუსეთიდან 2022 წელს. ამ ინფორმაციით რუსეთიდან: აფხაზეთში წავიდა 5,4 მილიონი მოქალაქე თურქეთში – 4,8 მილიონი ყაზახეთში – 2,7 მილიონი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 1,2 მილიონი ეგვიპტეში – 947 ათასი საქართველოში – 873 ათასი ფინეთში – 873 …

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან

„როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და ეს ძალა მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში. დღეს კი რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის….“ – ამბობს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირი. მისი დაკვირვებით, ხელისუფლება საქართველოში აქტიურადაა ჩართული ერეკლე მეორეს დაცვის კამპანიაში, თუმცა ღიად ვერ ამბობს, რომ ტრაქტატის დადება გამართლებული იყო. „ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს… ის საფრთხეს …

სოჭის პორტი ბათუმსა და აფხაზეთში მგზავრების გადაყვანას აპირებს – რუსული მედია

სოჭის საზღვაო პორტი საქართველოსთან საზღვაო გზით მგზავრების გადაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს  – ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ი წერს. სააგენტოს ცნობით, სოჭიდან საქართველოში მგზავრების ტრანსპორტირება, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება. „სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავი ზღვით აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე – ამის შესახებ TASS-ს  სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ მოხდება [მგზავრთა …

პუტინმა მედვედევს კიდევ ერთი ახალი თანამდებობა შეუქმნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთ ახალ თანამდებობა შეუქმნა დიმიტრი მედვედევს – ის ამიერიდან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც იქნება. „მედუზას“ ცნობით, კომისიაში აქამდე ეს თანამდებობა არ არსებობდა. თუმცა, პუტინის ბრძანებით, მოადგილეს შეეძლება კომისიის სხდომების წაყვანა და მის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნა. დიმიტრი მედვედევი 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა და პუტინი, რომელიც იქამდე რვა წელი …

რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტ „სმოლნინსკოეს“ საკრებულოს წევრი, ნიკიტა იუფერევი რუსეთის პროკურატურასა და შსს-ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. „მედუზას“ ცნობით, იუფერევი მოთხოვნას პუტინის მიერ სიტყვა „ომის“ ხსენებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ „ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი გაასამართლეს. კერძოდ, 21 დეკემბერს პუტინმა ჟურნალისტებთან სიტყვა …

რუსეთში კრეისერ „კუზნეცოვზე“ ხანძარი გაჩნდა

რუსული მედიის ცნობით, დღეს, 22 დეკემბერს, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვზე“. გავრცელებული ინფორმაციით, კრეისერი მურმანსკში იდგა და არემონტებდნენ. რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, მოხდა 20 ადამიანის ევაკუაცია და მსხვერპლი არ ყოფილა. _____________ ფოტო: tass.ru

პუტინი წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით არ გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წელს არ გამოვა ყოველწლიური სიტყვით რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე, იუწყება „კომერსანტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით. წყაროების თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე მზადება პუტინის გამოსვლისთვის მოგვიანებით შეჩერდა, ახლა კი სულაც არ მიმდინარეობს. ასეთ გადაწყვეტილებას გამოცემის წყარო უკრაინის ფრონტზე არსებული მდგომარეობით ხსნის და დასძენს, რომ პუტინისთვის უმჯობესია გამოსვლა მაშინ, …

კრემლი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება – The Insider

მოსკოვის ცენტრში 26 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა. დაცვის ფედერალურ სამსახურში განმარტეს, რომ მიმდინარეობდა „ტაქტიკური სწავლება ტერორიზმის საფრთხის განეიტრალებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ობიექტების დასაცავად“. რუსულმა გამოცემა The Insider-მა გამოარკვია, რომ დაცვის ფედერალური სამსახური გადატრიალებისთვის ემზადება, ეს ტაქტიკური სწავლებები კი მხოლოდ ნაწილია იმ სპეცღონისძიებების, რომელთა გატარებაც მაშინ უნდა დაიწყოს, თუ დაცვის ფედერალური სამსახური …

აშშ-მ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა – Reuters

შეერთებული შტატები აღარ განიხილავს რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად – აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთს 20 წლის წინ მინიჭებული სტატუსი ჩამოართვა. ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლების უხეშმა და ფართო ჩარევამ ეკონომიკაში სერიოზული გავლენა მოახდინა ფასწარმოქმნასა და დანახარჯებზე. მოკვლევის შემდეგ შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი აღარ შეიძლება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად ჩაითვალოს. „ის უნდა …

პოლიციელებს ბათუმში ბინები 2 წლის წინ უნდა მიეღოთ, შსს-ს მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია

ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე ბინების დასრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 4 468 315 ლარია. ბათუმში, ადლიის ქ. N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, კორპუსების მშენებლობაზე შსს-მ  ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ამუშავა, თუმცა ხელშეკრულება ორივესთან შეწყვიტა …

არხანგელსკში სამხედრომ ახალწვეულებს „კამაზით“ გადაუარა, დაიღუპა 2 ჯარისკაცი – მედია

ინციდენტი მოხდა რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, პლესეცკის რაიონის სამხედრო პოლიგონზე. კონტრაქტით მომუშავე სამხედრო „კამაზით“ დაეჯახა ახალწვეულების კოლონას. ორი ჯარისკაცი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს, საღამოს სამხედრო ნაწილის დახურულ პოლიგონზე მოხდა. გამოცემა ASTRA-ს ცნობით, კონტრაქტით მომუშავე 22 წლის სამხედრო ისრაფილ აბჰერდილაევი „კამაზის“ საჭესთან დაჯდა და პოლიგონის ტერიტორიაზე მოძრაობისას ახალწვეულების 20-კაციან კოლონაში შევარდა. ერთ-ერთი ჯარისკაცი …

რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და სახლს დაეცა

მედიის ცნობით, რუსეთში, ქალაქ ირკუტსკში, რუსული გამანადგურებელი, სუ-30 ჩამოვარდა და სახლს დაეცა. მედია ინფორმაციას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორზე, იგორ კობზევზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის ფართობმა 200 კვ.მ-ს მიაღწია. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, სუ-30 სატესტო ფრენის დროს ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა ორი პილოტი.

უგანდა აპირებს რუსეთს ელექტრომობილები მიაწოდოს – კრემლისტური მედია

რუსეთმა და უგანდამ გასულ კვირას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 60 წლის იუბილე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით უგანდის ელჩმა რუსეთში, მოზეს კიზიგემ, თავისი პირველი ინტერვიუ მისცა კრემლისტურ სააგენტოებს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ უგანდა რუსეთისთვის თავისი წარმოების ელექტრომობილების მიწოდებას, „კამაზთან“ თანამშრომლობას, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, უგანდაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას და რუსული ავტომობილების გამოშვებას აპირებს. …

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა კვეთს მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას, ლერმონტოვის – ალექსანდრე პუშკინს, პუშკინის კი ალექსანდრე გრიბოედოვის – ბათუმის დიდი, ხალხმრავალი და გამტარი ქუჩები დღემდე რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობისაა. ბათუმში ასევე არის გოგოლის, ლომონოსოვის, ჩკალოვისა და გაგარინის ქუჩები. „ბათუმელებმა“ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურათმცოდნეებს ჰკითხა, უნდა იყოს თუ არა ბათუმში რუსი მწერლების სახელობის ქუჩები. „ვიღაც …

“სიმართლე ჩვენს მხარესაა” – პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილებს მიმართა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, მოსკოვში, წითელ მოედანზე საზეიმოდ შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების დონის გასაძლიერებლად. „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძმებსა და დებს ზაპოროჟიესა და ხერსონში, დონეცკსა და ლუგანსკში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავზარდოთ …

„როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ“ – რას ეძებენ რუსები გუგლში მობილიზაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლის საძიებო სისტემაში პოპულარული გახდა ისეთი ფრაზების ძიება, როგორიცაა „როგორ წავიდე რუსეთიდან“, „როგორ ავირიდო თავიდან გაწვევა“. თუ უფრო დეტალურად ჩავეძიებით გუგლის ძიებებს, აღმოვაჩენთ, რომ 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების დღეს, რუსეთიდან გუგლში ხელის მოტეხის გზებიც იძებნებოდა, რისი მიზანიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდება იყო: ამავე …

ომში წასვლაზე უარი და ტყვედ ჩაბარება რუსეთში მკაცრად დაისჯება – ახალი კანონი

დღეს, 20 სექტემბერს, რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ომის დროს ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება და სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მკაცრად დაისჯება. ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, „მობილიზაციის, სამხედრო მდგომარეობის და ომის დროს“ ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, დეზერტირობა და ასევე მაროდიორობაც ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად – სასჯელის ზომად კი 10-დან 15 …

Exit mobile version