რუსი გენერლის ტყუილი „აზოვის“ ბატალიონის 2 წევრის დაკავებაზე – ვიდეო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ვლადიმერ შამანოვი ოფიციალური პატაკით წარსდგა საზოგადოების წინაშე და გამოაცხადა, რომ დააკავეს „აზოვის“ დაჯგუფების სპეცრაზმის 2 წევრი. მისი თქმით, ორივე მათგანს რუსი სამხედროების წამებისთვის ეძებდა რუსეთი. გენერალს, ვიდეომიმართვით მალევე, გამოეხმაურნენ თავად „დაკავებული“. მებრძოლების თქმით, მათ დაკავებაზე ინფორმაცია არის ტყუილი. „თავდაპირველად, როგორც სამხედრო პირმა, მინდა გიპატაკოთ… ჩვენმა სპეცრაზმმა ეს ნაძირლები [„აზოველები“] 3 …

ვინც რუსული იცის, ყველა ვაღიაროთ თანამემამულედ – ახალი კანონპროექტი რუსეთში 

რუსეთის დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთს შეუძლია თანამემამულედ აღიაროს ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. დუმის დსთ-ს [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის] საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა (ფრაქცია „ედინაია რასია“) …

ნევზოროვი აპირებს დაბრუნდეს რუსეთში, სადაც მასზე საქმეა აღძრული

რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა, რომლის წინააღმდეგაც რუსული სამხედროების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მუხლით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. ნევზოროვი ონლაინჩართვებში კონკრეტულად არ ასახელებს საკუთარ ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, თუმცა მისივე ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო შეხვედრის ვიდეოზე წერია, რომ შეკრება ისრაელში გაიმართა. დარბაზში კი რუსულენოვანი მსმენელი ზის. „ახლა რაღაც ეჭვები მაქვს და ვყოყმანობ, მაგრამ ყოველთვის …

რუსეთში „მდუმარე მხარდაჭერისთვის“ დააჯარიმეს ანტისაომარი აქციის მონაწილე

მოსკოვში სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა ანტისაომარი აქციის მონაწილე „მდუმარე მხარდაჭერისთვის“. ОВД-Инфо აქვეყნებს ციტატას სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: „ტარას კულიკოვმა, რომელიც იმყოფებოდა მიტინგზე შეკრებილ მოქალაქეთა ჯგუფში, გააცნობიერა, რომ შეკრებილნი გაერთიანებულნი იყვნენ საჯარო ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი ნდობის შელახვის საერთო იდეით და გამოხატა მდუმარე მხარდაჭერა“. რუსეთის მოქალაქე დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით. ეს კანონი რუსეთის დუმამ სასწრაფო წესით მიიღო …

„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი ნობელის პრემიის მედალს ყიდის უკრაინის დასახმარებლად

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი ყიდის ნობელის პრემიის მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. „მე და „ნოვაია გაზეტამ“ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინის ლტოლვილთა ფონდს. აუქციონის სახლებს, რომლებსაც გამოაქვთ გასაყიდად მსოფლიოში ცნობილი ეს ჯილდო, ვთხოვ გამოგვეხმაურონ,“ – წერს დიმიტრი მურატოვი. „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა, ნობელის …

რუსეთში სასამართლომ აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“

დღეს, 21 მარტს, მოსკოვის სასამართლომ კომპანია „მეტა“, რომელიც ფლობს ფეისბუქს, ინსტაგრამსა და ვათსაპს, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთში აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“. რაც შეეხება WhatsApp-ს, შეზღუდვა ამ მესენჯერზე არ ვრცელდება. „ტასის“ ცნობით, მოქალაქეები და ორგანიზაციები არ აგებენ პასუხს ექსტრემიზმზე Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენების გამო. აკრძალვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ამავდროულად, „მეტას“ ეკრძალება რუსეთში …

ჩინეთის დილემა – რა უფრო აწყობს უკრაინის ომში 

უკვე ოთხი კვირაა გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში. ქვეყნებმა, რომლებიც ომის წინა და პირველ დღეებში, არა თუ ეხმარებოდნენ უკრაინას, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მიმართულებით გაგზავნილ სამხედრო დახმარებას, პოზიციები შეიცვალეს. დასავლეთი და რამდენიმე აზიური ქვეყანა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციები და ზომებია მიღებული. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა – რამდენად შორს წავა ჩინეთისა და რუსეთის …

მედვედევი აშშ-ს: გვაქვს ძალა, თქვენი ადგილი მიგიჩინოთ

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მოსკოვს აქვს ძალა, მსოფლიოს აღიარებულ სუპერსახელმწიფოს „ადგილი მიუჩინოს“ და დასავლეთს რუსეთის გასანადგურებლად ველური რუსოფობიის შეთქმულების გაჩაღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, განცხადებები 17 მარტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. მედვედევის განცხადებით, აშშ-მ რუსეთის დასაჩოქებლად „საზიზღარი“ რუსოფობია გააჩაღა. „ეს არ იმუშავებს – რუსეთს აქვს ძალა …

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები ზახაროვას, პესკოვს, სალავიოვს, მედვედევსა და სხვებს

დღეს, 15 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს აწესებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ. ახალი სანქციების თანახმად რუსეთის  სამთავრობო და რეგიონული ხელისუფლების 370-ზე მეტ წარმომადგენელს, პარლამენტარებს, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახების წევრებს, ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, მათი აქტივები კი დიდ ბრიტანეთში, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება. სიაში არიან: პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი …

ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება… მწერენ, რომ სიამოვნებით მომკლავენ – რუსი მსახიობი

ავტორი: იულია აუგი, რუსი მსახიობი გამოქვეყნდა „ნოვაია გაზეტაში“, 2022 წლის 12 მარტს. ბოლომდე, 24 რიცხვამდე – იმ მომენტამდე, როცა დაახლოებით ხუთ საათსა და ორმოც წუთზე ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება პუტინის სასწრაფო ვიდეომიმართვაზე, სადაც მან სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. როცა პუტინმა თქვა, რომ სამხედრო სპეცოპერაციას იწყებს, ისე ხმამაღლა ვიყვირე, რომ პოლინას [ავტორის …

პესკოვი: უკრაინის მთავარი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშე შეგვიძლია

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარება არ უთხოვია. როგორც Reuters-ი წერს, 14 მარტს პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, რუსულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ სრული კონტროლის დამყარება უკრაინის მთავარ ქალაქებზე და მას აქვს უკრაინაში თავისი მიზნების შესასრულებლად საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა ჩინეთის დახმარების გარეშე. 13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო …

„დოიჩე ბანკი“ და „ქოლგეითი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებენ

გერმანული „დოიჩე ბანკი“ აცხადებს, რომ წყვეტს საქმიანობას რუსეთში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ გერმანიის მთავრობას და მის მოკავშირეებს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად“, – ნათქვამია Deutsche Bank-ის განცხადებაში. რუსეთში ინვესტიციებსა და იმპორტზე უარი განაცხადა ასევე კომპანია „ქოლგეით – პალმოლივმა“, რომელიც ჰიგიენურ საშუალებებს აწარმოებს. კომპანიამ შეაჩერა რუსეთში სარეკლამო კამპანიები და 1 მლნ დოლარი …

რუსეთში დააჯარიმეს მღვდელი, რომელმაც ომის წინააღმდეგ იქადაგა

რუსეთში კოსტრომას ოლქის სოფელ კარაბანოვის ქრისტეს აღდგომის ტაძრის წინამძღვარი იოანე ბურდინი 35 000 რუბლით  დააჯარიმეს ანტისაომარი ქადაგებისთვის.  ინფორმაციას რუსული მედია და პროექტი – Сетевые свободы ავრცელებს, რომელიც მღვდელს იურიდიულ დახმარებას უწევდა.  მედიის ცნობით, 6 მარტს საკვირაო ლიტურგიაზე მღვდელმა წაიკითხა ომის საწინააღმდეგო ქადაგება და ასევე, სამრევლოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის პეტიციის ბმული. სასულიერო პირი …

რუსეთმა ომი წააგო, ის ახლა აალებული დრაკონია, რომელიც კუდს ურტყამს ყველაფერს – რუსი მწერალი

რუსეთიდან ემიგრირებული მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი, Настоящее Время-სთან ამბობს, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი წააგო, რუსეთში იმპერიალიზმის დაშლა დაიწყო, თუმცა წუხს, რომ საამისოდ უკრაინას დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია და არავინ იცის, კიდევ რამდენი სისხლის დაღვრა მოუწევს. „პუტინი უკვე დამარცხდა ომში, რუსეთმა წააგო ომში, რუსეთმა მომავალი, ყველაფერი წააგო, მათ (ხელისუფლებამ) ყველაფერი გადაწვეს მომდევნო რამდენიმე ათწლეულით წინსწრებით. რუსეთის სახელმწიფო …

რუსეთში დააჯარიმეს პირველი მოქალაქე რუსული არმიის „დისკრიმინაციისთვის“

რუსეთში დააჯარიმეს პირველი მოქალაქე რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრიმინაციის მუხლით. ქალაქ კოსტრომის სასამართლომ 21 წლის რუს აქტივისტს, ირინა შუმილოვას, რომელიც 5 მარტს ერთკაციანი აქციით, პლაკატით აპროტესტებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სასამართლომ ჯარიმის სახით 30 000 რუბლის [დაახლოებით 220 დოლარი] გადახდა დააკისრა. შუმილოვა ინსტაგრამზე წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ახალი კანონი,  რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი …

ბევრი მსჯელობს როგორ დატოვოს ქვეყანა, ის განწირულია – ინტერვიუ პეტერბურგელ ბიზნესმენთან

„ბათუმელები“ რუსეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა ყოფილ მედიამენეჯერს პეტერბურგიდან. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მან გვთხოვა არ გამოვიყენოთ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. მასთან შეთანხმებით, სტატიაში გამოვიყენებთ პირობით სახელს – გრიშა. გრიშას შვილი ომის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს და რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც გრიშა ამბობს, ეს ახალი კანონის შემოღებამდე მოხდა და შედარებით მარტივად გადარჩნენ. ახლა ვითარება …

რატომ დაიშლება პუტინის რუსეთი – ინტერვიუ ბორის აკუნინთან 

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპაში ემიგრირებული მწერალი, ბორის აკუნინი [გრიგორი ჩხარტიშვილი] რუს ჟურნალისტთან, იური დუდთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის დაშლა პუტინის მმართველობის შედეგად შეუქცევადი პროცესია. ინტერვიუ დუდის youtube არხზე 5 მარტს გამოქვეყნდა.  მწერალი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებით პუტინმა საკუთარი მმართველობის დასასრული მაქსიმალურად დააჩქარა. „პუტინის მმართველობის შედეგად რუსეთის დაშლა შეუქცევადია… ეს უზარმაზარი …

ომის მოწინააღმდეგეები დღეს რუსეთში საპროტესტო აქციებს გეგმავენ

რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ომის წინააღმდეგ აქციას აორგანიზებენ. „მომისმინე. ეს არ არის ჩემი ომი. ეს პუტინისაა. ეს არ არის ჩემი რუსეთი – პუტინისაა. მე არა ვარ პუტინი… აი, ჩემი რუსეთი – არა ომს. აი ჩემი რუსები – პატიოსანი, თავისუფალი. გამოდით ომის წინააღმდეგ“, – ამ შინაარსის ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელ ტელეგრამში ვრცელდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, „რუსეთში …

აშშ რუსეთის მისიიდან დაზვერვის 12 ოფიცრის გარიცხვას იწყებს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის პრესსპიკერი, ოლივია დალტონი, Twitter-ზე წერს, რომ აშშ რუსეთის მისიიდან დაზვერვის 12 ოფიცრის გარიცხვას იწყებს. დალტონის განცხადებით, მათ „ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ბინადრობის პრივილეგიები“, როდესაც „ჯაშუშურ საქმიანობაში ჩაერთვნენ“, რაც, მისი შეფასებით,  უარყოფითად მოქმედებს შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე. „ამ ქმედებას შტაბ-ბინის ხელშეკრულების შესაბამისად ვატარებთ. დღეს გადადმული ნაბიჯები რამდენიმე თვეა, მუშავდება“, – განაცხადა დალტონმა. The …

უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი …

Twitter აცხადებს, რომ მუშაობს რუსეთში ხარვეზების აღმოფხვრაზე

26 თებერვალს სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში Twitter-ზე  ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია დაბლოკილია. Twitter-მა შაბათს განაცხადა, რომ მას შეზღუდული რესურსები აქვს რუსეთის შიგნით და მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე. „ჩვენ ვიცით, რომ Twitter შეზღუდულია ზოგიერთი ადამიანისთვის რუსეთში და ვმუშაობთ ჩვენი სერვისის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობაზე“, – დაწერა კომპანიამ მხარდაჭერის ანგარიშზე. We’re aware that Twitter is being restricted …

„დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დღეს, 24 თებერვალს, დილით დაიწყო. რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა. ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ  შევაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ანტიპუტინური კოალიციის შექმნა! სასწრაფო სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის! დაკეტეთ საჰაერო სივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს“ 10:06 წუთზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ …

„სანქციები იმუშავებს, თუ ის მტკივნეული იქნება რუსეთისთვის“ – ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტთან

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები,“ – მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, სანქციები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მტკივნეული იქნება კონკრეტული და გავლენის მქონე პირებისთვის რუსეთში. დღეს, 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს, რასაც შესაძლოა პროცესზე …

პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს ჯაჭვს გავაკეთებთ – ელენე ხოშტარია

„ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ,“ – წერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და მოქალაქეებს უკრაინის მხარდასაჭერად შაბათს, 3 საათზე, სოლიდარობის აქციას სთავაზობს. ელენე ხოშტარია ქვეყნის მასშტაბით ჯაჭვის მოწყობას ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გეგმავს და ხაზს უსვამს მსგავს ვითარებაში მოქალაქეების მხრიდან პასუხის გაცემას. „ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი დავაფიქსიროთ, …

რას ნიშნავს, როცა აშშ-ის ელჩი ამბობს – „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“

რატომ გადაწყვიტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში შავ ზღვაზე ყურადღების გამახვილება ახლა? – საქართველოს აშშ-ში ყოფილი ელჩი და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ შავი ზღვის გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იზრდება. „თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს …

უკრაინის ელჩი: ბევრი რუსი ხედავს, რომ ბათუმი თანამედროვე ქალაქია, სოხუმი საბჭოეთში ცხოვრობს

რუსეთის მიერ უკრაინასთან ძალების მობილიზაციის ფონზე, როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა? ელიან თუ არა კიევში შეჭრას, რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების პოზიციაზე და მიიჩნევენ თუ არა საკმარისად არსებულ და შესაძლო სანქციებს? ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ესაუბრა. იგორ დოლგოვი: შეიძლება გადაიდგას პატარა, მაგრამ ეფექტიანი ნაბიჯები. მაგალითად, გერმანიის გუშინდელი გადაწყვეტილება, აიკრძალოს …

„დონეცკთან ახლოს დღემდე არ წყდება სროლები“ – მოქალაქე უკრაინაში ვითარებაზე

ანა კნიაზევა უკრაინაში, დრუჟკოვში ცხოვრობს. ეს ქალაქი დონეცკის ოლქს ეკუთვნის. დონეცკის ნაწილი, დონეერსკი, ახლა რუსეთის მიერ კონტროლდება, დრუჟკოვი კი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენილი დონეცკის ადმინისტრაციული ერთეულია. როგორც ანა კნიაზევა გვიყვება დონეცკთან ახლოს 2014 წლიდან დღემდე არ წყდება სროლები და მოსახლეობას მუდმივი დაძაბულობის ქვეშ უწევს ცხოვრება. ანა კნიაზევა, უკრაინის მოქალაქე ქალაქ დრუჟკოვიდან:  ხანდახან ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, …

„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი …

რუსეთის 30-მდე დიპლომატი სამწლიანი ვადის ამოწურვის გამო აშშ-ს ტოვებს

შეერთებული შტატებში რუსეთის საელჩოდან 27 დიპლომატი წავიდა. მათ საელჩო დატოვეს ვაშინგტონის პირობების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც რუს დიპლომატებს აშშ-ში მხოლოდ სამწლიანი ვადით შეუძლიათ დარჩენა. ამ ინიციატივას მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატების გამოხმობა“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არ იგეგმება რუს დიპლომატთა სამწლიანი ლიმიტის შეცვლა. 2021 წლის სექტემბერში აშშ-მ რუსეთის დიპლომატიური მისიის 55-კაციანი …

უკრაინელი ოფიცერი ვიქტორია – ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით

29 წლის ვიქტორია დვორეცკა უკრაინის არმიის რეზერვისტთა ოფიცერია, თან უკრაინის არმიის დახმარების საერთაშორისო ფონდისთვის მუშაობს. „Повернись живим“ – ასე ჰქვია არმიის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და შემწირველები არიან, როგორც უკრაინის მოქალაქეები, ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენები, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს უკრაინის არმიის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია. ოფიცერი ვიქტორია დვორეცკა ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბობს: …

რას ელიან უკრაინაში საქართველოსა და დასავლეთისგან – ინტერვიუ უკრაინელ პროფესორთან

„კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა უფრო აქტიური ყოფილიყო და ნათელი გაეხადა საკუთარი პოზიცია… ჩვენ გვესმის, რომ საქართველო რთულ პოზიციაშია, მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოება გვიჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ დუბოვიკმა, როცა მას უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციის შესახებ ვკითხეთ.  ვოლოდიმირ დუბოვიკი უკრაინაში ოდესას მეჩნიკოვის უნივერსიტეტის პროფესორია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. „ბათუმელები“ …

ერდოღანი ზელენსკის და პუტინს თურქეთში სთავაზობს შეხვედრას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედრას ანკარაში სთავაზობს. „ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში თურქეთი მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას. თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის არ გაღრმავდეს და კრიზისში არ გადაიზარდოს“ – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინას. „ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური რუსეთისთვის …

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

ადრიანა სუსაკი 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალია. თუ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ადრიანა რეზერვისტთა პირველ ნაკადთან ერთად იბრძოლებს. უკრაინაში ადრიანას მსგავსად ახლა 21 ათასი რეზერვისტი ქალია მობილიზებული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი 57 ათასი სამხედრო ქალია. ადრიანას ბათუმიდან კიევში დღეს ვესაუბრეთ. ადრიანა სუსაკი: კიევში ვცხოვრობ მეუღესთან და 6 წლის შვილთან ერთად. ომის ბავშვია. 2014-15 წლის ყირიმის …

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღისა და ფულის მიწოდება. ომის საფრთხის რეალური მოლოდინი აქვთ უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც. ირინა დოცენკო …

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

„თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, საქართველოს ოკუპაცია რამდენიმე საათის საქმე იქნება,“ – მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი. ის უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელია და ამ ეტაპზე მოქალაქეებს წვრთნის – როგორ იმოქმედონ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღეს, 24 იანვარს, ნატომ [ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია] განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გაგზავნის. ბოლო თვეების განმავლობაში …

პუტინმა თქვა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ პუტინმა დღეს, საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.  „მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზანი არ არის ჩემი ხელახალი არჩევა”, – განაცხადა პუტინმა ფორუმის მონაწილის შეკითხვაზე – გეგმავს თუ არა პუტინი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. „მე მაქვს ახალი ვადით არჩევის კონსტიტუციური უფლება. …

Exit mobile version