„ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაზე ვესაუბრეთ: როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აშკარად რუსეთის ორბიტიდან დაშორებას ცდილობენ, საით მიდის საქართველო? „რუსეთის გავლენები მცირდება ასე ვთქვათ გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია …
Tag Archives: რუსეთი
რუსეთის საელჩო ბაქოში: ჩვენი მოქალაქეები ძალადობასა და დოკუმენტების შემოწმებაზე ჩივიან
რუსეთის საელჩო აზერბაიჯანში აცხადებს, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის ტურისტებისგან, საჩივრები მიიღო მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის, დოკუმენტების შემოწმებისა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების კერძოს სახლებში ვიზიტების შესახებ. ამის შესახებ რუსული პუტინისტური მედია „ტასი“ წერს ბაქოში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით. „ბოლო 24 საათის განმავლობაში საელჩომ მიიღო მრავალრიცხოვანი მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, …
ვხედავთ ვითარებას სომხეთში, დასავლეთს შეუძლია ალტერნატივა იპოვოს – უსაფრთხოების ექსპერტი
„პირდაპირ ნატოს თემაზე მომუშავე ადამიანები გაათავისუფლეს, პირდაპირ უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვა რა უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციური მეხსიერების მოშლის გარდა?“ – ამბობს მეგი ბენია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა. მან სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა რამდენიმე დღის წინ, რადგან მას, როგორც კრიტიკულად განწყობილ თანამშრომელს, ასევე პეტიციაზე …
რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ბუჩას დანაშაულებზე უამბო
რუსეთში, მოსკოვის ოლქის სერპუხოვის საქალაქო სასამართლომ რუსული ენისა და ლიტერატურის 65 წლის მასწავლებელს, ნატალია ტარანუშენკოს დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 23 ივნისს იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 1-ელ ივლისს გახდა ცნობილი. სასამართლომ ქალს სამი წლით მასწავლებლად მუშაობაც აუკრძალა. ნატალია ტარანუშენკოს …
Continue reading “რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ბუჩას დანაშაულებზე უამბო”
როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?
„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ? სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი …
Continue reading “როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?”
ევროპა რუსულ ნავთობს აღარ იღებს – „რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე გაქრება“
ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს. როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, …
ოლისოვი: რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას გააგრძელებს
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი უფროსი დიმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტული მედია „ტასსი“ წერს და ოლისოვს ციტირებს: „რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის …
სსრკ იურიდიულად აგრძელებს არსებობას – პუტინის მრჩეველი
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ანტონ კობიაკოვი ირწმუნება, რომ სსრკ დაიშალა სამართლებრივი პროცედურების დარღვევით. შესაბამისად, იურიდიულად ის აგრძელებს არსებობას. „სსრკ ხომ სადღაც იურიდიულად ისევ არსებობს და აგრძელებს არსებობას, რასაც დიდი ხანია, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ამბობენ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან. ამას იმიტომ ამბობენ, რომ დარღვეული იყო სსრკ-ს ე.წ. დაშლის პროცედურა“, – თქვა …
Continue reading “სსრკ იურიდიულად აგრძელებს არსებობას – პუტინის მრჩეველი”
„პუტინი დროს წელავს, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“ – მერცის კანცელარიის ხელმძღვანელი
გერმანიის კანცლერის, მერცის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ტორსტენ ფრეიმ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიმართ გულწრფელი ინტერესის არქონასა და დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. „ბოლო დღეებში განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ რუსეთს აბსოლუტურად არ აქვს ინტერესი იარაღი დადუმდეს. პირიქით, დრონებით თავდასხმები გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ინტენსივობით“, – ციტირებს პოლიტიკოსს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. ფრეის თქმით, პუტინი აშკარად წელავს დროს და ცდილობს …
Continue reading “„პუტინი დროს წელავს, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“ – მერცის კანცელარიის ხელმძღვანელი”
რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში
შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. „რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის …
რუსეთი Apple-ს ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს და 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმით ემუქრება
რუსეთმა საქმე აღძრა Apple-ის წინააღმდეგ, კომპანიას ბრალად ედება “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია. „სასამართლოში დარეგისტრირდა საქმე რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლის მე-3 ნაწილით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლის და შვილზე უარის თქმის პროპაგანდა)“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსწი“, მოსკოვის ტაგანსკის სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით. ოქმი შედგენილია ირლანდიაში რეგისტრირებულ …
რუსეთში სკოლის მოსწავლეები დირექტორმა ჯარის დისკრედიტაციისთვის დაასმინა, მათ 2.5 წელი მიუსაჯეს
ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ, რუსეთის ჯარის დისკრედიტაციაში ბრალდებულ ორ სკოლის მოსწავლეს, სასჯელის სახით 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსწავლეები პოლიციაში სკოლის დირექტორმა დაასმინა. 2023 წლის შემოდგომაზე, ლიცეუმის დირექტორმა ნინა გოვოროვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი სკოლის ორმა მოსწავლემ რუსული არმიის შესახებ გადაიღო ვიდეო „ფეიკებით“ [სიყალბეებით]. სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა ადმინისტრაციული საქმე, რომელიც სასჯელის სახით 50 000 …
რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის
რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის – გადაწყვეტილება დღეს, 17 აპრილს მიიღო რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელის პასუხად. მედიის ცნობით, საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. თალიბანის ქვეყანაში მოქმედების ნებართვის მოთხოვნით რუსეთიდან გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა 31 მარტს უზენაეს სასამართლოში. თითქმის ერთი წლით ადრე, 2024 წლის მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ …
Continue reading “რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის”
დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს
რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს. ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა. დუგინმა ამის …
პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, 22 მარტს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, პუტინის ყოფილი მრჩევლისა და ე.წ. „ნოვოროსიის“ პროექტის იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებაზე წერს. სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას არ აქვს საზღვრები და არსებობს „ყოველგან, სადაც არის რუსული გავლენა“ – კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ ჰუმანიტარული. მან ასევე თქვა, რომ …
Continue reading “პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW”
67 წლის საბჭოთა დისიდენტს რუსეთში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასამართლომ 67 წლის პუბლიცისტს, ალექსანდრე სკობოვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნებისთვის. BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ სკობოვი საბჭოთა დისიდენტია, რომელმაც 1970-იან წლებში გამოიარა ორი პატიმრობა, ბრალდება ანტისაბჭოთა აგიტაციაში და სადამსჯელო ფსიქიატრია. „მთელი რუსული უნიკალურობა დადის იქამდე, რომ მოითმინო ძალადობა ძლიერის მხრიდან და არ შეიზღუდო თავი სუსტებზე ძალადობაში. სწორედ …
Continue reading “67 წლის საბჭოთა დისიდენტს რუსეთში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
უკრაინაში ომის გაგრძელებაში პესკოვი ადანაშაულებს “ომის პარტიას” – ამ ტერმინს იყენებს „ოცნებაც“
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ „კიევის რეჟიმსა და ზელენსკის მშვიდობა არ უნდათ“ და „მათ ომის გაგრძელება სურთ“. პესკოვის თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარმა სკანდალმა აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნება ვითარების დარეგულირება უკრაინაში. „ამ სიტუაციაში აშკარად არ იქნება საკმარისი ვაშინგტონის ძალისხმევა …
რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან
პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი კვლავ „ქართული ოცნებას“ აქებს. დუგინი წერს, რომ ქართველები „გახარებული არიან“ ტრამპის მიერ ზელენსკიზე თავდასხმის ყურებისას და “უხარიათ”, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს. „ქართველები, ალბათ, ახლა უყურებენ როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“; […] გადაარჩინეს ქვეყანა. უკრაინა ყველას აძლევს ამაზრზენ მაგალითს იმისა, თუ როგორი …
Continue reading “რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან”
რუსეთიდან ყველაზე მეტი პირი შარშან შემოვიდა – ბოლო 10 წლის მონაცემები
2024 წელს საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2014-2024 წლის შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში. სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს რუსეთის 1 885 238 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვრები. გასულ, 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, …
Continue reading “რუსეთიდან ყველაზე მეტი პირი შარშან შემოვიდა – ბოლო 10 წლის მონაცემები”
პესკოვი ამბობს, რომ პუტინი მზადაა ტრამპს წინაპირობების გარეშე შეხვდეს
პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ტრამპს პირობების გარეშე შეხვდეს და ამისთვის აშშ-ის პოლიტიკური ნებაა საჭირო. „პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონტაქტისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან. ამისთვის არ არის საჭირო არავითარი პირობები. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის“ …
Continue reading “პესკოვი ამბობს, რომ პუტინი მზადაა ტრამპს წინაპირობების გარეშე შეხვდეს”
პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა თბილისში რესტორანი გახსნა – შენობა უტა ივანიშვილს ეკუთვნის
თბილისში რესტორანს ხსნის რუსი რესტორატორისა და ბიზნესმენის, არკადი ნოვიკოვის კომპანია. ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ნოვიკოვის რესტორნების ქსელის, „сыроварня“-ს გვერდზე აღნიშნულია, რომ „თბილისი сыроварня მალე გაიხსნება“. გახსნის ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, თუმცა რუკაზე მონიშნულია ადგილი – თბილისი, თავისუფლების მოედნის 7 ნომერი. ამ ადგილას სასტუმრო „პარაგრაფი“ მდებარეობს, …
ალიევი რუსეთისგან ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციას ითხოვს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა და ოფიციალურ ბოდიშს, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კომპენსაციას მოითხოვს. აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ალიევმა ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიიდან „ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის“ შედეგად მიღებულმა დაზიანებამ გამოიწვია. მან თქვა, რომ ის გამორიცხავს მიზანმიმართულ ტერორისტულ …
რუსეთისდროშიანი მისალოცის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლებისთვის რუსული დროშის გამოსახულებიანი მისალოცის ელექტრონულად გაგზავნის გამო აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა სამსახური დატოვეს. აკადემიის პრესსამსახურის ცნობით, მათ პირადი გადაწყვეტილებით, განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით. „ინფორმაცია დასვენების დღეებთან დაკავშირებით, მილოცვასთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე აკადემიის თანამშრომლებს გაუგზავნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა, რომელსაც …
Continue reading “რუსეთისდროშიანი მისალოცის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს”
შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა – უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღონ ზომები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში რუსული მოძველებული ნავთობტანკერი ჩაიძირა. რუსული ნავთობტანკერი „ვოლგონეფტ-2012“ შავ ზღვაში 15 დეკემბერს ჩაიძირა. ტანკერს დაბალი ხარისხის საწვავი – მაზუთი გადაჰქონდა. იმავე დღეს კიდევ ერთ ტანკერს, „ვოლგონეფტ-239-ს“ შეექმნა პრობლემა, რომელსაც ასევე მაზუთი გადაჰქონდა. ორივე გემზე დაახლოებით 9000 ტონა მაზუთი იყო. „გარდიანის“ …
რაც უნდა უვარგისი იყოს „ოცნება“, ვერ გაბედავდა ტოტალიტარიზმის დაანონსებას – თამარ ჩხეიძე
„რაც გვქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისედაც დემოკრატიის ფასადი ჰქონდა, თუმცა ამ ფასადს ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ამ ფასადიდანაც გამოვიდნენ და ავტორიტარიზმის კი არა, პირდაპირ ტოტალიტარიზმის დამკვიდრებას ვაპირებთო. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული შეკვეთა,“ – ამბობს ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე. ის გვესაუბრა, რატომ არის დღევანდელ მოცემულობაში არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. „ბათუმელებმა“ ისტორიკოს …
რუსეთმა ქართველ მებრძოლს 14 წელი მიუსაჯა დაუსწრებლად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში
უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს, ალეკო ხეცურიანს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი საქართველოს 39 წლის მოქალაქის, ალეკო ხეცურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. <…> სასამართლომ ხეცურიანს დაუსწრებლად შეუფარდა განაჩენი – 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც …
Continue reading “რუსეთმა ქართველ მებრძოლს 14 წელი მიუსაჯა დაუსწრებლად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში”
EU-სთან ვიზის გაუქმების საფრთხის პარალელურად, პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოა
„ქართული ოცნების“ მიერ დისკრიმინაციული და რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს. დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რითაც გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და გასვლის პროცედურა. ცვლილებები შევიდა 2023 წლის 10 მაისს გამოქვეყნებულ განკარგულებაში, …
რუსეთში კრძალავენ „უშვილობის პროპაგანდას“ და საოჯახო კინოს სიებს ადგენენ საბჭოთა ფილმებით
ბოლო ორი კვირაა რუსეთის დუმაში „რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს“ განიხილავენ. რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ამ პერიოდში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე. მაგალითად, დეპუტატები გეგმავენ აკრძალონ რუსი ბავშვების შვილად აყვანა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, სადაც ნებადართულია სქესის შეცვლა. 17 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პრიორიტეტებს შორის დაასახელა „ტრადიციული …
რა იხუმრა თბილისში სტენდ-აპ კომიკოსმა, რის გამოც იგი რუსეთში დააკავეს
რუსეთში, სტენდ-აპ კომიკოსი დიმიტრი გავრილოვი 13 დღით დააპატიმრეს. მიზეზი გახდა კომიკოსის გამოსვლის თბილისში ჩაწერილი ვიდეო, რომელიც მის იუთუბ არხზე 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა. დიმიტრი გავრილოვს 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა და იგი დამნაშავედ ცნო სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, ასევე ადამიანის ღირსების შელახვაში. გადაწყვეტილება სასამართლომ 9 სექტემბერს მიიღო, ინფორმაცია ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე …
Continue reading “რა იხუმრა თბილისში სტენდ-აპ კომიკოსმა, რის გამოც იგი რუსეთში დააკავეს”
ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, კრემლის პროპაგანდისტულ მედია rbc-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რეპრესიული კანონების პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ აწყობს. „ქართველი ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ [და საქართველო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის – ჩვენი საერთო სამშობლოს დროს], გულდასმით იცავს თავის ისტორიას. …
„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასებას“. „საქართველოს მმართველი პარტია, „ქართულმა ოცნება“ აგრძელებს ნარატივის გავრცელებას, რომელიც ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანია რუსეთის ძალადობის გამართლება საბჭოთა კავშირისა და …
Continue reading “„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი”
თურქეთში, ანტალიაში, უკანონო რუსული სკოლები აღმოაჩინეს – დაიწყო გამოძიება
თურქეთში, ანტალიაში, ორი რუსული არალეგალური სკოლა აღმოაჩინეს – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს. გამოცემის ცნობით, თურქეთის განათლების სისტემამ გამოძიება დაიწყო იმ სკოლებთან დაკავშირებით, რომლებიც სათანადო რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე მუშაობდნენ. ორივე სკოლა მუშაობდა საჭირო ნებართვის გარეშე, რუსული სასწავლო გეგმით, I-VIII კლასები. „ჰურიეთი“ წერს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ანტალიაში გაიზარდა ემიგრაცია რუსეთიდან …
Continue reading “თურქეთში, ანტალიაში, უკანონო რუსული სკოლები აღმოაჩინეს – დაიწყო გამოძიება”
რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?
მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია. რას ნიშნავს საქართველოსთვის ის, რასაც ოფიციალური სტატისტიკის ბოლო მონაცემები აჩვენებს? – როცა 95 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან …
საქართველოში რუსეთიდან 720 142 პირი შემოვიდა – 6 თვის სტატისტიკა
2024 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა. 2024 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 720 142 მოქალაქე შემოვიდა. კვარტალების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება: I კვარტალი – 281 504 II კვარტალი – 438 638 ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება 2023 წლის ამავე პერიოდის მონაცემს, როდესაც საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან …
Continue reading “საქართველოში რუსეთიდან 720 142 პირი შემოვიდა – 6 თვის სტატისტიკა”
„უკრაინელები, ბელარუსები და რუსები ერთი ერია“ – საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთში
სევასტოპოლში გამართული საყოველთაო რუსული ფორუმის – „რუსული სამყაროს“ მონაწილეებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა „რუსი ხალხის – ბელარუსების, მალორუსებისა და დიდი რუსების – სამების“ აღიარების შესახებ; მათივე ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ამ იდეის დისკრედიტაცია კანონით დაისჯება. ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიები და ცალკეული პროპაგანდისტები ავრცელებენ. „თეთრ რუსებში“ …
Continue reading “„უკრაინელები, ბელარუსები და რუსები ერთი ერია“ – საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთში “
რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ
ბათუმში ბევრ ადგილას ისმის რუსული მუსიკა – ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, რესტორანი, ტაქსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ა.შ. ასეა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკა არ უნდა ისმოდეს, მით უფრო იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია. რატომაა მნიშვნელოვანი უარი ვთქვათ რუსულ მუსიკაზე და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ „კულტურა …
Continue reading “რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ”