მთავარი,სიახლეები

სად წავიდნენ რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს – რუსეთის სტატისტიკის სამსახური

10.02.2023
სად წავიდნენ რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს – რუსეთის სტატისტიკის სამსახური

გამოცემა „настоящее время“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე (росстат. данные за 2022 год) დაყრდნობით წერს თუ სად და რამდენი მოქალაქე წავიდა რუსეთიდან 2022 წელს.

ამ ინფორმაციით რუსეთიდან:

  • აფხაზეთში წავიდა 5,4 მილიონი მოქალაქე
  • თურქეთში – 4,8 მილიონი
  • ყაზახეთში – 2,7 მილიონი
  • არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 1,2 მილიონი
  • ეგვიპტეში – 947 ათასი
  • საქართველოში – 873 ათასი
  • ფინეთში – 873 ათასი
  • სომხეთში 843 ათასი
  • ესტონეთში 679 ათასი
  • დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკაში –  579 ათასი
  • ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკაში 551 ათასი
  • უკრაინაში – 471 ათასი

რუსეთი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საქართველო და მსოფლიო საზოგადოება კი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ,,რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. 2022 წლის შემოდგომაზე კი დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „შეიყვანეს“.

მსოფლიო საზოგადოება და კიევი მიიჩნევს, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: