მთავარი,სიახლეები

„მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო“ – სიმონიანი თბილისის აქციებზე

10.03.2023
„მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო“ – სიმონიანი თბილისის აქციებზე

რუსი პროპაგანდისტი, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში „საქართველოს არავინ გადაუსვამს თავზე ხელს და უბრალოდ, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს“.

ამის შესახებ სიმონიანი ტელეგრამზე წერს. იგი საქართველოში რუსული კანონის და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და წერს, რომ „თავიდანვე ცხადი იყო“, რომ ეს მათთვის „მეორე ფრონტის გასახსნელად“ იყო საჭირო.

იგი ასევე წერს, რომ თბილისში მომიტინგეები სკანდირებენ: „სოხუმი, სოხუმი!“

„…არავინაა, ვინც მათ ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს თავზე ხელს არავინ გადაუსვამს და არც ჯარს გაგზავნის იქ, უბრალოდ პირდაპირ დაარტყამენ თბილისს, თუნდაც იმიტომ, რომ ა). ახლა სენტიმენტების დრო არ არის; ბ). თბილისში არ არის კიევ-პეჩორის ლავრა; გ). ჩვენთან არასდროს არავინ არ თვლიდა და არ თვლის თავს ერთ ხალხად  ქართველებთან, ხოლო რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა „თბილისის რუსეთი“ – წერს სიმონიანი.

გუშინ, 9 მარტს, თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს და ხელისუფლების პრორუსულ კურსს აპროტესტებდნენ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

ამავე თემაზე: 

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: