რუსეთში კრძალავენ „უშვილობის პროპაგანდას“ და საოჯახო კინოს სიებს ადგენენ საბჭოთა ფილმებით

ბოლო ორი კვირაა რუსეთის დუმაში „რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს“ განიხილავენ. რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ამ პერიოდში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე. მაგალითად, დეპუტატები გეგმავენ აკრძალონ რუსი ბავშვების შვილად აყვანა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, სადაც ნებადართულია სქესის შეცვლა. 17 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პრიორიტეტებს შორის დაასახელა „ტრადიციული …

რა იხუმრა თბილისში სტენდ-აპ კომიკოსმა, რის გამოც იგი რუსეთში დააკავეს

რუსეთში, სტენდ-აპ კომიკოსი დიმიტრი გავრილოვი 13 დღით დააპატიმრეს. მიზეზი გახდა კომიკოსის გამოსვლის თბილისში ჩაწერილი ვიდეო, რომელიც მის იუთუბ არხზე 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა. დიმიტრი გავრილოვს 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა და იგი დამნაშავედ ცნო სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, ასევე ადამიანის ღირსების შელახვაში. გადაწყვეტილება სასამართლომ 9 სექტემბერს მიიღო, ინფორმაცია ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე …

ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, კრემლის პროპაგანდისტულ მედია rbc-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რეპრესიული კანონების პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ აწყობს. „ქართველი ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ [და საქართველო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის – ჩვენი საერთო სამშობლოს დროს], გულდასმით იცავს თავის ისტორიას. …

„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასებას“. „საქართველოს მმართველი პარტია, „ქართულმა ოცნება“ აგრძელებს ნარატივის გავრცელებას, რომელიც ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანია რუსეთის ძალადობის გამართლება საბჭოთა კავშირისა და …

თურქეთში, ანტალიაში, უკანონო რუსული სკოლები აღმოაჩინეს – დაიწყო გამოძიება

თურქეთში, ანტალიაში, ორი რუსული არალეგალური სკოლა აღმოაჩინეს – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს. გამოცემის ცნობით, თურქეთის განათლების სისტემამ გამოძიება დაიწყო იმ სკოლებთან დაკავშირებით, რომლებიც სათანადო რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე მუშაობდნენ. ორივე სკოლა  მუშაობდა საჭირო ნებართვის გარეშე, რუსული სასწავლო გეგმით, I-VIII კლასები. „ჰურიეთი“ წერს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ანტალიაში გაიზარდა ემიგრაცია რუსეთიდან …

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია.  რას ნიშნავს საქართველოსთვის ის, რასაც ოფიციალური სტატისტიკის ბოლო მონაცემები აჩვენებს? – როცა 95 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან …

საქართველოში რუსეთიდან 720 142 პირი შემოვიდა – 6 თვის სტატისტიკა

2024 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა. 2024 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 720 142 მოქალაქე შემოვიდა. კვარტალების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება: I კვარტალი – 281 504 II კვარტალი – 438 638 ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება 2023 წლის ამავე პერიოდის მონაცემს, როდესაც საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან …

„უკრაინელები, ბელარუსები და რუსები ერთი ერია“ – საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთში 

სევასტოპოლში გამართული საყოველთაო რუსული ფორუმის – „რუსული სამყაროს“ მონაწილეებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა „რუსი ხალხის – ბელარუსების, მალორუსებისა და დიდი რუსების – სამების“ აღიარების შესახებ; მათივე ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ამ იდეის დისკრედიტაცია კანონით დაისჯება. ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიები და ცალკეული პროპაგანდისტები ავრცელებენ. „თეთრ რუსებში“ …

რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ

ბათუმში ბევრ ადგილას ისმის რუსული მუსიკა – ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, რესტორანი, ტაქსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ა.შ. ასეა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკა არ უნდა ისმოდეს, მით უფრო იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია. რატომაა მნიშვნელოვანი უარი ვთქვათ რუსულ მუსიკაზე და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ „კულტურა …

პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ 

„როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს გაუკვირდა, როცა საქართველოს ხელისუფლების რეაქციის არქონაზე ვკითხეთ ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე. „აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი. როგორ ასუსტებს …

„მემორიალის“ 70 წლის თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვეს – „რეპრესიებია. მათთან ვარ, ვისაც დევნიან“

რუსეთში, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი საზოგადოება „მემორიალის“ ერთ-ერთ დამაარსებლისა და თანათავმჯდომარის, 70 წლის ოლეგ ორლოვის სასჯელი – ორწელიწად-ნახევარი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში, ძალაში დატოვა. „მემორიალის“ თანათავმჯდომარე 27 თებერვალს რუსული ჯარის დისკრედიტაციის მუხლით გაასამართლეს სტატიის გამო – „ფაშიზმი უნდოდათ. მათ ის მიიღეს“, რომელშიც ორლოვმა ომი გააკრიტიკა და მას დამანგრეველი უწოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. „ქვეყანა, რომელმაც …

აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ისევ განათავსებს

რუსეთის შეკავების მიზნით აშშ გააძლიერებს ზომებს ნატოს ევროპელი პარტნიორების დასაცავად – გერმანიაში 2026 წლიდან დროებით განთავსდება Tomahawk-ის რაკეტები და სხვა, შორი დისტანციის იარაღი – ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით. მედიაგამოცემები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველად ცივი ომის შემდეგ, გერმანია ისევ განათავსებს თავის ტერიტორიაზე იარაღს, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ …

ბათუმისკენ ფრენები რუსეთის კიდევ სამი ქალაქიდან შესრულდება

22 ივნისიდან Red Wings Airlines-ი სოჭიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს – ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს სოჭის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს. ამავე დროს, „ეხო კავკაზა“ წერს, რომ სოჭის გარდა ბათუმის მიმართულებით ავიარეისები ბათუმის მიმართულებით 7 ივლისიდან შესრულდება ყაზანიდან, კვირაში ერთჯერ, ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ქალაქ უფადან – …

რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის არასასურველად გამოცხადებას განიხილავენ

რუსეთის დუმის კომიტეტმა პირველი მოსმენით რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის არასასურველად გამოცხადების შესაძლებლობას, მათ შორის იმ ორგანიზაციებისაც, რომელთა დამფუძნებლები არიან უცხოური სამთავრობო უწყებები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, „ტასი“ ავრცელებს. „ტასი“ წერს, რომ მოქმედი ნორმები საშუალებას იძლევა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად იქნეს მიჩნეული მხოლოდ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა; …

როგორ იცვლებოდა უცხოური აგენტების კანონი რუსეთში წლების მიხედვით

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ დაინიციირებული რუსული კანონის ანალოგი, თავად რუსეთში 12 წლის წინ მიიღეს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის პირველი ვერსია, თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ეს ცოტა ვინმეს ეხებოდა. რეალურად კი, ამით საფუძველი დაედო რეპრესიული კანონების სერიას, რომელთა არეალიც წლების განმავლობაში ისე გაფართოვდა, რომ საბოლოოდ შეეხო ყველას – არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, უფლებადამცველებს, ცალკეულ აქტივისტებს, პროგრესულად …

რუსეთში ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა დაიწყო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელი, ვიტალი ბოროდინი დღეს, 27 მარტს ტელეგრამზე წერს, რომ დაწყებულია მომღერალ ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა. ბოროდინის თქმით, მან მიიღო პასუხი გენერალური პროკურატურიდან მის მიმართვაზე. „ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა დაწყებულია, პროკურატურა სთხოვს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, აღიაროს პუგაჩოვა უცხოურ აგენტად. იმედი მაქვს, მარეგულირებელი ორგანოები ამ საკითხს …

რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

ყოველ შაბათ-კვირას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, უზარმაზარი რიგები დგას. რიგებია ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პირველივე პატარა ქალაქ ქემალფაშაში მდებარე სუპერმარკეტშიც. შეიძლება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი მოგიწიოს ლოდინი მაღაზიის სალაროსთან, რადგან მარკეტები ქართველი მყიდველითაა სავსე. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სამომხმარებლო კალათაში შედის, მათ შორის კვერცხს (რომელიც ტრანსპორტირებისას ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს) და ტუალეტის ქაღალდს (რომელიც …

ესტონეთმა რუსეთთან შესაძლოა საზღვარი დაკეტოს

ესტონეთმა შესაძლოა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტოს რუსეთის ფედერაციიდან არალეგალური მიგრანტების შესვლის გამო. „ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი შეგნებულად აგზავნის უცხოელების ჯგუფებს ესტონეთის საზღვარზე, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში შესვლის კანონიერი უფლება“ – ნათქვამია ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის პრესრელიზში, რომელიც დღეს, 14 თებერვალს გამოქვეყნდა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ თუ ასე გაგრძელდება, ესტონეთი დახურავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის …

რუსეთში არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელება ქონების ჩამორთმევით დაისჯება

2024 წლის 31 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი კანონში ცვლილებას, ქონების კონფისკაციით დაისაჯოს პირი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკს“, ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს და, ასევე, ისეთი მოწოდებებისთვის, რომელიც „სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“. დოკუმენტი 22 იანვარს შეიტანა დუმაში დეპუტატთა ჯგუფმა პარლამენტის პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით. ვოლოდინმა თქვა, რომ ეს არის დოკუმენტი …

ქონების ჩამორთმევა რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელებისთვის – დუმამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუსული არმიის შესახებ „ფეიკის“ [ყალბი ინფორმაციის] გავრცელებისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ. დოკუმენტში ასევე განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საჯარო მოწოდებისთვის. რუსული სააგენტო „ტასის“ თანახმად, კანონპროექტი ცვლის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 104.1 მუხლს, რომელიც ეხება ქონების ჩამორთმევას და აფართოებს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს,  რომელზეც …

რუსეთში ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას განიხილავენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივით გამოდის, რუსეთში ჩასული უცხოელებისთვის „ლოიალურობის შეთანხმება“ შემოიღონ – წერს „მედუზა“. თავის მხრივ, უცხოელი ამ შეთანხმებით ვალდებულებას იღებს, არ დაარღვიოს „რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის შემოღებული“ აკრძალვები. რუსეთის შსს-ის შეთავაზება გულისხმობს, რომ უცხოელებს რუსეთში ყოფნისას, მათ შორის, აეკრძალებათ: რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის, ასევე ხელისუფლების ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირების ნებისმიერი ფორმით …

რუსეთში „ევროვიზიის“ ანალოგის შექმნას გეგმავენ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო „ევროვიზიას“ ჩამოცილებული რუსეთი გეგმავს საკუთარი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი – „ინტერვიზია“ ჩაატაროს. ამავე სახელის კონკურსი ცივი ომის დროს, საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ტარდებოდა. გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ამ გეგმის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლიუბივომამ განაცხადა. პირველი კონკურსი, შესაძლოა, უკვე 2024 წელს ჩატარდეს – ამბობს რუსეთის პირველი არხის დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი. „ამ კონკურსში არ …

კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი შვილი, ადამ კადიროვი, ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს და დაწერა, რომ ამაყობს საკუთარი შვილით.  ამ ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65%-ით შემცირდა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის სექტემბერში 65.81 %-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 59.47 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49%-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც – …

რუსეთისა და ირანის ურთიერთობა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 9 ოქტომბერს, რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობაზე წერს. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბოლო წლებში რუსეთის პარტნიორობა ირანთან გაძლიერდა და დაჩქარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით. „საერთაშორისო იზოლაციამ აიძულა რუსეთი გადაეტანა თავისი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა ადრე ნაკლებად სასურველი პარტნიორობისკენ დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. ანალიტიკოსები წერენ, რომ …

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებს

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ თანახმად, რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. განცხადება საბორნე მიმოსვლის დაწყების შესახებ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ გააკეთა, რომლის თქმით, ბორანს 300 მგზავრი ეყოლება. „ტასის“ თანახმად, განცხადება პადალკომ ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან. „ვისაუბრეთ საზღვაო მიმართულებით საბორნე მომსახურების …

რუსეთიდან 73.82 მლნ დოლარამდე შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2023 წლის ივლისშიც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში რუსეთიდან საქართველოში 73.82 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიური ტემპის მაჩვენებელში 26%-იანი კლებაა. ზაფხულის სეზონის დადგომამდე კი, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში. მაგალითად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267.62 მლნ აშშ დოლარი დარიცხეს, რაც წლიური მაჩვენებლით 1095 %-იანი ზრდაა. საქართველოს ხელისუფლების …

პოლიციამ 9 პირი დააკავა ბათუმის ნავსადგურთან აქციაზე

ბათუმის ნავსადგურთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა. „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებს შსს. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან …

ბათუმის ნავსადგურში პოლიცია აქციის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ აძლევს

ბათუმის ნავსადგურში აქცია ღამის 12 საათზე დაიწყო რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს: სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევს ნავსადგურთან შეკრების საშუალებას, როგორც აცხადებენ, „უსაფრთხოების“ მიზნით. ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან: ადგილზე იმყოფებიან შსს-ს მაღალჩინოსნები აჭარიდან. პოლიცია აცხადებს, რომ ორმაგი ჯებირები უსაფრთხოების მიზნით არის გამოყენებული, თუმცა ბათუმის …

უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი რუსეთში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი. ამის შესახებ რუსული მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. ჯამში უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტ მებრძოლს რუსეთმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე. რუსული მედია წერს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული მამუკა მამულაშვილს, …

ბათუმის ნავსადგური დატოვა საკრუიზო გემმა, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებიან

დღეს, 27 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსულ საკრუიზო გემთან. აქციის მიმდინარეობისას, დაახლოებით 21 საათზე, გემი გავიდა ბათუმის ნავსადგურიდან. ბათუმში დღეს აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომელშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა …

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

„Говорит Москва!“ – ამ ორი სიტყვით გამოეხმაურა 2023 წლის მაისის ბოლოს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერში საქართველოს პრემიერს, რომელმაც უკრაინაში ომის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა. „არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს“ – ეს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა – მიჰაელ როტი პრემიერ ღარიბაშვილზე. პირდაპირ თუ ირიბად ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა კრემლისას ემთხვევა. უკრაინაში …

რუსეთში ასაფეთქებლების მწარმოებელ ქარხანაში 6 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 7 ივლისს, რუსეთში სამარას რეგიონში, ჩაპაევსკში, „პრომსინტეზის“ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. ეს ქარხანა ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა. რუსული მედიის ცნობით,  „პრომსინტეზის“ ქარხანა სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთსა და დსთ-ეს ქვეყნებში.

„რუსეთი ოკუპანტია“ – მაისურზე წარწერის გამო მოქალაქე ბათუმში სტადიონზე არ შეუშვეს

„რუსეთი ოკუპანტია“,  „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია “ – მაისურზე ამ წარწერების გამო აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე დღეს, 5 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს. მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ წარწერები სარეკლამო ინფორმაციას შეიცავს და ამ მაისურით სტადიონზე შესვლა არ შეიძლება. „ეს არის რეკლამა, ეს არის რაღაც ამონაბეჭდი, რომელიც არის აკრძალული …

რუსეთის თავდაცვა კიევს მოსკოვზე 5 დრონით თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 4 ივლისს, დილით, მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა. რუსეთი მომხდარში კიევს ადანაშაულებს. „ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩახშობილ იქნა და ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე. მსხვერპლი და ნგრევა …

„რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით, რაც ფაშიზმზე საშიშია“ – ჯოხარ დუდაევი რუსეთის მომავალზე

1995 წელი. ინტერვიუ ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევთან. ინტერვიუ გავიდა დამოუკიდებელი რუსული  ტელეკომპანია „ვიდ“-ის გადაცემა „ვზგლიადში“ [Взгляд]. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1996 წელს მოკლეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. „რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით. ეს არის ადამიანის მოძულე, ყველა იდეოლოგიაზე ძალიან სახიფათო და ქრონიკული დაავადება, უფრო საშიში, ვიდრე ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი“, – ამბობს ინტერვიუში ჯოხარ დუდაევი, რომელიც იქვე დასძენს. -„მეც …

Exit mobile version