რუსეთში სასამართლომ გააუქმა „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია

დღეს, 5 სექტემბერს, მოსკოვში სასამართლომ დააკმაყოფილა „როსკომნადზორის“ სარჩელი 2006 წელს რუსული მედიასაშუალების, „ნოვაია გაზეტასთვის“ გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო „ნოვაია გაზეტას“ ბეჭდური ვერსიის რეგისტრაციის მოწმობა. „როსკომნადზორმა“ „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ სარჩელი რეგისტრაციის მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით ივლისის ბოლოს შეიტანა. სარჩელის ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ 2006 წელს გამოცემამ შეცვალა რედაქციის დამფუძნებელი, მაგრამ …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში ისევ შემცირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 100.59 მილიონი აშშ დოლარი გამოგზავნეს, რაც 150 %-იანი წლიური ზრდაა. თუმცა ივნისში კი, ეს მაჩვენებელი იყო 492 %-ით გაზრდილი [231.44 მლნ აშშ დოლარი]. ასევე, მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა 888 %-ით [313.9 მლნ აშშ დოლარი], აპრილში კი, 300 %-ით …

6 თვეში რუსებმა 145 000 დასმენის წერილი დაწერეს, ძირითადად ანტიუკრაინული

როსკომნადზორმა, რომელიც რუსეთში კომუნიკაციებსა და კავშირგაბმულობას აკონტროლებს,  მოქალაქეების მიმართვიანობის მონაცემები დაითვალა და გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველი ნახევარში, მთლიანობაში შესულია 144 835 განაცხადი – მეოთხედით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ Censor.NET იუწყება BBC-ზე დაყრდნობით. მიმართვიანობის პიკი იყო 2022 წლის მარტში – საჩივრების რაოდენობა გასულ მარტთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. „როსკომნადზორს მოქალაქეები ყველაზე ხშირად …

„აზოვის“ პოლკი: ქალი, რომელსაც დუგინას აფეთქება ბრალდება, არასდროს ყოფილა „აზოვის“ წევრი

„აზოვის“ პოლკი აცხადებს, რომ ქალს, რომლის სახელი და გვარიც და სამხედრო ბილეთიც რუსეთის სპეცსამსახურებმა დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე გამოაქვეყნეს, არანაირი კავშირი არ აქვს „აზოვის“ პოლკთან და არც მისი წევრი ყოფილა როდისმე. „ეს ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ კავშირი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებასთან, სინამდვილეში არაფერია, თუ არა „იაროშის მორიგი სავიზიტო ბარათი“. თავად ტერაქტი …

თუ ესტონეთი რუსეთს არ გადასცემს ბრალდებულს, მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ – რუსი სენატორი

რუსულ მედიაში ვრცელდება რუსი სენატორის, ვლადიმერ ჯაბაროვის კომენტარი იმის შესახებ, რომ თუ ესტონეთი რუსეთს არ გადასცემს დარია დუგინას აფეთქებაში ბრალდებულს, რუსეთმა „მკაცრი ზომები“ უნდა მიიღოს ესტონეთის წინააღმდეგ. საუბარია უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკზე, რომელიც დღეს, 22 აგვისტოს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას აფეთქებაში დაადანაშაულა. FSB-ეს ცნობით, დუგინას მკვლელობის შემდეგ ვოვკი …

დუგინის პირველი კომენტარი შვილის აფეთქების შემდეგ

რუსი მილიარდერი, პარტია „მართლმადიდებლური რუსეთის“ წევრი, კონსტანტინ მალოფეევი, ტელეგრამზე ავრცელებს ტექსტს, რომელიც, მისივე თქმით, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის, კრემლის იდეოლოგს, რომლის შვილიც, დარია დუგინა 20 აგვისტოს ააფეთქეს მანქანაში. „როგორც იცით, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 20 აგვისტოს ჩემი შვილი, დარია დუგინა მხეცურად მოკლეს ჩემ თვალწინ აფეთქების შედეგად. ის შესანიშნავი მართლმადიდებელი გოგონა იყო, პატრიოტი, სამხედრო …

ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში „ვოსტოკის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად

ჩინეთის „სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ ძალები გაემგზავრებიან რუსეთში და მონაწილეობას მიიღებენ საერთო სამხედრო წვრთნებში – „ვოსტოკ – 2022“. ინფორმაცია დღეს, 17 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნებს რუსეთი უმასპინძლებს და მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთის, ბელორუსის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, წვრთნებში მონაწილეობა ჩინეთსა და რუსეთს …

5 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილზე პუტინს აკრიტიკებდა და ბავშვებმა ჩაწერეს

ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინა გენს, რუსეთში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ. გენი პენზას ოლქის სკოლაში ასწავლიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ირინა გენი „მტრულად იყო განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ავრცელებდა აშკარად ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ“. ბრალდების საფუძვლად იქცა მოსწავლეებისა და მასწავლებლის საუბარი. გენი მოსწავლეებს რუსეთ-უკრაინის …

უკრაინის სკოლებში ოკუპანტის ენა უნდა ისწავლებოდეს? – ომბუდსმენის განმარტება

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ენის საკითხი საკმაოდ მწვავედ განიხილება: რუსულენოვან უკრაინელებს აღარ სურთ ოკუპანტის ენაზე ლაპარაკი, ამიტომ ბევრი გადადის უკრაინულ ენაზე. თუმცა, უკრაინის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირდაპირი ჯერ კიდევ არ არის აკრძალული. როგორც განათლების ომბუდსმენმა, სერგეი გორბაჩევმა „მედია დეტექტორთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ მშობლები თავს ეთნიკურ რუსებად თვლიან, მათ შეუძლიათ სკოლას მიმართონ …

დააჯარიმეს კაცი, რომელმაც დაწერა, რომ 1 დღის სპეცოპერაციის ფასით ქალაქს ცხელი წყალი ექნებოდა

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის ავტოზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი ალექსეი პოდნებესნი 30 000 რუბლით დააჯარიმა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციის“ გამო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც ქალაქში საბინაო და კომუნალური მომსახურების პრობლემებზე ეწერა და სიტყვა „სპეციალური ოპერაცია“ ბრჭყალებში იყო ჩასმული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაარხი SOTA ავრცელებს ტელეგრამზე, სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად. კრემლი უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს არა ომს, …

მოსკოვში სარაკეტო და საარტილერიო წარმოების ცენტრის დირექტორი დააკავეს

მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის აკადემიის სარაკეტო და საარტილერიო მეცნიერებების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის წარმოების მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორს, ანდრეი გრუძინსკის. „6 ივლისს დაკმაყოფილდა გამომძიებლების შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებაზე,“ – განაცხადეს სასამართლოში. რუსული მედიის ცნობით, გრუძინსკი პატიმრობაში 22 აგვისტომდე დარჩება. მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მეცნიერი ეჭვმიტანილია თავდაცვის სახელმწიფო შეკვეთის …

მაისში რუსეთიდან 313 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში

ფულადი გზავნილები რუსეთიდან უკვე 888 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში 313.90 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით 888-პროცენტიანი ზრდაა. ფულად გზავნილებზე სტატისტიკურ მონაცემს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ივნისის მონაცემები ჯერ არ განახლებულა. აპრილში რუსეთიდან საქართველოში გზავნილები დაახლოებით 300 პროცენტით გაიზარდა – აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.98 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, …

რას აკეთებს სუსი, როცა საქართველოდან ყალბ ამბებს ავრცელებენ და მოსკოვს რეაგირებას სთხოვენ

საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ შეტევას – მითს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე. პროპაგანდისტული ომის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის მითებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები ალაპარაკეს. მაგალითად, „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა, კრემლის მედიიდან რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა რეაგირება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე. „თქვენ ხშირად იმეორებთ ოკუპაციას. გეთანხმებით 20 …

რუსეთში შესვლა აუკრძალეს ბაიდენის ცოლ-შვილსა და ცნობილ პროფესორებს

დღეს, 28 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსოფობიული კურსის ჩამოყალიბებისთვის“ რუსეთში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების 25 მოქალაქეს. სიაში არიან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცოლი, ჯილ ბაიდენი და შვილი – ეშლი ბაიდენი. ასევე, რუსეთში შესვლა აუკრძალეს „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე წევრსა და აშშ-ის პრესტიჟული უნივერსიტეტების: სტენფორდის, ჰარვარდისა და კოლუმბიის პროფესორებს. მათ შორის …

მელიტოპოლში რუსი ჯარისკაცები ბლით მოწამლეს – ქალაქის მერი

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუს სამხედროებს შორის მასობრივი მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება. მელიტოპოლის მერი,  ივან ფედოროვი ამბობს, რომ ამ გზით ადგილობრივი ფერმერები აპროტესტებენ ოკუპაციურ რეჟიმს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, იუწყება უკრაინული „24 კანალი“. მელიტოპოლის მერი ამბობს, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის 99% ეწინააღმდეგება ოკუპაციას. ფედოროვმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპაციის მიმართ …

რუსეთი ჩინეთის ლუკმა გახდება – უკრაინელი გენერალი ომში გამარჯვების პირობებს ასახელებს

უკრაინა რუსეთთან ომს აუცილებლად მოიგებს – ამაში საეჭვო არაფერია. მაგრამ არ ღირს მტრის სათანადოდ შეუფასებლობაც. მას აქვს საკმარისი რესურსი ხანგრძლივი ომის საწარმოებლად. მას არც უზარმაზარი დანაკარგები გააჩერებს, რადგან კრემლისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. თუმცა, ჩინეთი არც თუ უსაფუძვლოდ ელის, რომ რუსეთის ფედერაცია „მისი ლუკმა“ გახდება.  ძალზე მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელმძღვანელობა არ წავიდეს რაიმე დათმობაზე აგრესორთან, ქვეყნის …

„პუტინი ეშმაკია“ – ბოლო ზარზე ამ შეძახილისთვის დაღესტნელ გოგოს ბოდიში მოახდევინეს

რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ იზბერბაშში სკოლის მოსწავლემ ბოლო ზარზე ომი გააპროტესტა. „არა ომს, თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!“ – განაცხადა მიკროფონში გოგომ სკოლის დასრულების დღეს, ბოლო ზარის ღონისძიებაზე. ამ შეძახილების ამსახველი 12-წამიანი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. ვიდეოჩანაწერში ისმის ტაშის ხმაც. მოგვიანებით გოგომ ბოდიში მოიხადა განცხადებისთვის.  ვიდეო, რომლითაც ის ბოდიშს იხდის, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. …

რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ

რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მცირდება და ის კიდევ უფრო მეტად შემცირდება. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ეკონომისტი საუბრობს, თუ რა გახდა რუსეთიდან ფულადი …

„თითქოს პუტინი ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში“ – სანქციების ეფექტი რუსეთში

„პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში,“ – ამ შთაბეჭდილებას უტოვებს სანქცირებული პუტინის ქცევა ეკონომიკის ანალიტიკოსს, გიგა ბედინეიშვილს, რომელსაც სანქციების შედეგებზე ვესაუბრეთ: რა დაემართა რუსეთის ეკონომიკას და რა შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა ახლო მომავალში? ხომ ვერ მოახერხებს რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძიებას? ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი საბჭოთა კავშირში …

ფინეთის ნატოში შესვლა საფრთხეა რუსეთისთვის – კრემლი

ფინეთის შესვლა ნატოში რუსეთისთვის საფრთხეა – ამის შესახებ დღეს, 12 მაისს, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს ზომებს ამ სიტუაციის საპასუხოდ, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, რუსეთის პრაქტიკული ქმედებები ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაზე დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საზღვართან. „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება …

ჩინეთმა უარი თქვა რუსული ხომალდების მიღებაზე თავის ორბიტალურ სადგურზე

რუსული ხომალდები ჩინეთის კოსმოსურ სადგურ „ტიანგონში“ ვერ მოხვდებიან. ამის შესახებ სამშაბათს, 10 მაისს, ჩინეთის ტელევიზიის ეთერში ჩინეთის საჰაერო კოსმოსური სამეცნიერო და სამრეწველო კორპორაციის (CASIC) წარმომადგენელმა იანგ იუგუანმა განაცხადა. „მომავალში შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნების ტერიტორიიდან პილოტირებული და სატვირთო კოსმოსური ხომალდების გაშვება [ტიანგონგში]. მაგრამ რუსეთის შემთხვევაში არის ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია. რუსეთი მდებარეობს ძალიან მაღალ განედზე, ხოლო ჩინურ …

პუტინს ორი ვაჟი ჰყავს: პირველი 2015 წელს დაიბადა, მეორე 2019 წელს – SonntagsZeitung 

შვეიცარიული გამოცემა SonntagsZeitung-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ორი ვაჟი ჰყავს.  ვლადიმერ პუტინის პირველი ვაჟი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა, ხოლო მეორე 2019 წელს – რუსეთში. გამოცემის ცნობით, ბიჭების დედა ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევაა. შვეიცარიელი ჟურნალისტების წყარო კი, „ძალიან ახლობელი კოლეგაა“ იმ გინეკოლოგის, რომელმაც ორივე შემთხვევაში მიიღო კაბაევას მშობიარობა. გაზეთი ექიმისა და მისი ნაცნობის ვინაობას მათი …

პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ G20-ის სამიტზე მიწვევას – Bloomberg

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები დათანხმდნენ ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას „დიდი ოცეულის“ (G20) 2022 წლის სამიტზე, რომელიც კუნძულ ბალიზე  15-16 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სამიტზე ორივე პრეზიდენტის მიწვევა ხაზს უსვამს იმ დელიკატური ბალანსის დაცვის მცდელობას, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა – ინდონეზია ცდილობს, როგორც G20-ის სამიტის წლევანდელი მასპინძელი. რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრი …

„ანტიპუტინისტური კანონის“ მისაღებად ბათუმში ხელმოწერებს აგროვებენ

დღეს, 28 აპრილს, ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, საქველმოქმედო ფონდი „ნათელი საქართველო“ აქციას მართავს. აქციის მიზანი ხელმოწერების შეგროვებაა. „ეს არის ინიციატივა  1 000 000 ხელმოწერის შესაგროვებლად, რომ პარლამენტს მივაღებინოთ, ასე ვთქვათ, ანტიპუტინისტური კანონი“, – ამბობს სანდრო შელია, „ნათელი საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. როგორც სანდრო შელიამ გვითხრა, მათი ძირითადი მოთხოვნებია საქართველოში აიკრძალოს პროპაგანდა, რუსეთისგან დაფინანსებული პრორუსული ორგანიზაციები …

ავსტრია გაზის საფასურს რუსეთს არა რუბლში, არამედ ევროში გადაუხდის – ავსტრიის კანცლერი

მასალის თავდაპირველი ვერსია შეცვლილია. პირველად გამოქვეყნებულ მასალაში ეწერა, რომ ავსტრია თანახმა იყო რუსეთისთვის რუბლში გადაეხადა გაზის საფასური. ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე ხანში ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა ავსტრიის კანცლერმა და განაცხადა, რომ ავსტრია გააგრძელებს გაზის საფასურის გადახდას ევროში.  ___________________________ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა, დღეს, 27 აპრილს, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრია …

რუსეთის დუმის სპიკერი კოლეგებს ყველას დასჯით და ტერიტორიების დაბრუნებით აგულიანებს 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს [დუმა] სხდომაზე სპიკერმა, სერგეი ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ყველას დასჯიან“, ვინც მათ „ბევრი რამე წაართვა“. სპიკერის თქმით, ქვეყანა „ახლა იბრუნებს ტერიტორიებს“. სერგეი ვოლოდინმა თავის კოლეგებს ასე მიმართა: „ჩვენ რესურსები არ დაგვიკარგია. ისინი გაყინეს. ჩვენ ისინი უნდა დავიბრუნოთ – ეს ამოცანა უნდა დავისახოთ. როდესაც მოვიფიქრებთ, რა წაგვართვეს. კი, ჩვენ ძალიან ბევრი რამ წაგვართვეს. ქვეყანა …

ФСБ: ჯგუფი ჟურნალისტ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა

სააგენტო TASS-ი წერს, რომ რუსეთში დააკავეს ადამიანების ჯგუფი, ვინც კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა. სააგენტო ინფორმაციას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე [ФСБ] დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით გეგმავდნენ ჟურნალისტ სოლოვიოვის მკვლელობას. ФСБ აცხადებს, რომ აქვს აღიარებითი ჩვენებები. ФСБ-ს ცნობით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღიარებენ ვ. …

ამდენ საშინელებაშია დამნაშავე რუსეთი და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე – გალკინი

რუსი შოუმენი, იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე გამოეხმაურა ოდესაში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი. „აღდგომის დღესასწაულის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დღეს, რუსეთის მფრინავი რაკეტები მიფრინავენ ოდესაში საცხოვრებელი სახლისკენ, იღუპება ოჯახი, იღუპება 3 თვის ბავშვი. ერთდროულად ლოცულობთ იერუსალიმის პატრიარქთან ერთად მშვიდობაზე. თქვენ, ოფიციალურ პირებს, მოგაქვთ წმინდა ცეცხლი …

ხერსონელი მღვდლის თქმით, ის ოკუპანტებმა ტყვეობაში წამებით დაითანხმეს თანამშრომლობაზე

ხერსონელი მღვდელი, რომელიც 30 მარტს დაატყვევეს რუსმა სამხედროებმა, ჰყვება იმის შესახებ, რომ წამების შედეგად ხელი მოაწერა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობს რუსულ არმიასთან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ 30 მარტს აიყვანეს. იმის შესახებ, თუ რა გადაიტანა ტყვეობაში, მღვდელმა აღდგომის წინა დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და გაავრცელა. მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი ვიდეომიმართვაში ჰყვება, …

მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე დღეს, 21 აპრილს, გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც სანქციები უწესდებათ კომპანია META-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდება 29 ამერიკელს, მათ შორის ბიზნესმენებსა და ექსპერტებს, „რომლებიც რუსოფობიურ განწყობებს ქმნიან“. სანქცირებულთა სიაში ჰარისისა და ცუკერბერგის გარდა მოხვდნენ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ედვარდ პრაისი, …

„ტელეგრამის“ მფლობელმა „ფორბს“ სთხოვა, აღარ უწოდონ რუსი მილიარდერი

„ტელეგრამის“ მფლობელმა პაველ დუროვმა „ფორბს“ სთხოვა, აღარ მოიხსენიონ, როგორც რუსი მილიარდერი. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორბსი“ ავრცელებს. „პაველმა მრავალი წლის წინ დატოვა რუსეთი და არ აპირებს დაბრუნებას“, – განუცხადა Forbes-ს მისმა წარმომადგენელმა. დუროვი Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელია. 2014 წელს მან დატოვა რუსეთი და დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, …

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა გაანულო,“ – ყველაზე მეტად ამ რისკს ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს თავი აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ საქართველომ თავად ვეღარ აღიქვას თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ რუსეთზე საუბრით დავიწყეთ: არის თუ …

„არ გაებათ“ – კულებას თქმით, რუსეთი აპირებს ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, უცხოურ მედიასა და პოლიტიკოსებს რუსეთის მხრიდან სავარაუდო მასიური დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ აფრთხილებს. კულებას თქმით, სწორედ ისინი იქნებიან რუსეთის სამიზნე უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რათა ხელი შეუშალონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. „რუსეთმა იცის, რომ იარაღის მიწოდება არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ამიტომ რუსეთი მობილიზებულია ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას. მოსკოვი ამზადებს მასიურ …

„მე ამას ომის დანაშაულებს ვუწოდებ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი რუსული ჯარის სისასტიკეზე

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას Twitter-ზე ვრცელი პოსტით აჯამებს. „ყველამ ვნახეთ ბუჩას შემზარავი კადრები. აი, რა ხდება, როდესაც პუტინის ჯარისკაცები უკრაინული ტერიტორიების ოკუპირებას ახდენენ. ისინი ამას გათავისუფლებას ეძახიან. მე ამას ომის დანაშაულებს ვუწოდებ. რუს ოფიციალურ პირებს მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა. ევროპა უკრაინის გვერდითაა, მეტად ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ განადგურებულ ქალაქებში მყოფი …

აჭარას შეუძლია საქართველოდან გამოყოფის პროცედურები დაიწყოს – რუსი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განცხადებით, აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“. კლიმოვი ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თბილისი მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა. კლიმოვის თანახმად, ზურაბიშვილმა ეს განცხადება ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომ ცხინვალს რუსეთის …

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

„სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციმზსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია… “ – ეს ჯოხარ დუდაევმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, 27 წლის წინ, 1995 წელს თქვა, როცა რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებულ ომზე საუბრობდა. „თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს…, მსოფლიოს დიდი უბედურება ელის,“ – ამბობდა მაშინ ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ნათლად აღწერდა, რით განსხვავდება …

Exit mobile version