რუსეთში ისტორიკოსს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინაში ომის შესახებ პოსტისთვის

რუსული კულინარიის ისტორიკოსს, პაველ სიუტკინს რუსეთში 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯეს უკრაინაში ომის შესახებ პოსტისთვის. 61 წლის ისტორიკოსი 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს და „ომის ფეიკზე“ ბრალდება წაუყენეს ტელეგრამზე 2022 წელის აპრილში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც კიევზე საჰაერო დარტყმები და ბუჩაში მომხდარი მკვლელობები იყო განხილული. „კიევი დაბომბეს – პუტინის ომს პირდაპირი ანალოგიები ჰქონდა ჰიტლერის ომთან. ახლა მას …

„ვინ არიან ისინი, ვინც ფარცხალაძემ დატოვა და მისი მითითებით მუშაობენ?- ინტერვიუ

„ფარცხალაძის ამბავი ზუსტად ამას აჩვენებს კარგად, რომ ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს – იგი არის გამომხატველი ოკუპანტის მითითებების,“ – ანა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, ოთარ ფარცხალაძის ამბავი – …

როგორ შეიძლება იმოქმედოს ბინების გაქირავება-გაყიდვის ფასებზე რუსეთიდან მიგრაციის ახალმა ტალღამ

რუსეთში სავარაუდო მობილიზაციის შიშმა მიგრაციის ახალი ტალღის მოლოდინი გააჩინა. არაერთი რუსული და საერთაშორისო მედიაგამოცემა წერს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთში, შესაძლოა, მობილიზაცია გამოცხადდეს. ამ ვარაუდს აძლიერებს ისიც, რომ რუსული ბანკებიდან მოქალაქეებმა მილიარდობით რუბლის გატანა დაიწყეს. დამოუკიდებელი რუსული მედიაგამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რუსეთში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა 10%-ით …

რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run],“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მას რუსეთში ბანკებიდან მასობრივად თანხების განაღდებაზე ვესაუბრეთ: რა დაეტყო უკვე რუსეთის ეკონომიკას და საითკენ …

ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში პროევროპული აქციის 2 მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალით ჩანს, რომ გამვლელი აგინებს და ემუქრება აქციის მონაწილეებს. „ჩამოარეს და მითხრეს, რატომ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო… შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პლაკატით იყო მისული: „რუსეთი ოკუპანტია“. მას და აქციის …

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტის მიზანია გააფრთხილოს პუტინი – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ორი ამერიკული გამოცემა – The Wall Street Journal და Politico – წყაროებზე დაყრდნობით ერთდროულად წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტის მიზანია პუტინი გააფრთხილოს – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. მედიის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე …

„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან

ბოლო ათ დღეში სოციალურ მედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულ ენაზე ჩაწერილი ორი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინტერვიუებში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სუფრაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საყვარელ კერძებზე, ავტომობილებზე, ცხოვრების სტილზე და საერთოდ არ ახსენებს რუსულ ოკუპაციას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმიტომ, რომ ორივე ინტერვიუ 9-12 აგვისტოს შუალედში გამოქვეყნდა, 2008 წლის …

რუსეთის საგარეო თბილისს მოუწოდებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროცესის დაწყებისკენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 8 აგვისტოს, ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს. რუსეთის საგარეო ომის დაწყების ინიციატორად კვლავ სააკაშვილის მთავრობას მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ  2008 წელს „რუსეთი იძულებული გახდა გადაღობებოდა აგრესორს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოუწოდებს ყველას [ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს], განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ „პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და …

The Rise of “Outer Russia”: Silence at Home and a Cultural Boom Abroad

By Ana Kalandadze, Washington, U.S. The Rise of “Outer Russia” Latest report in a series of Russia Tomorrow examined how a Russian full-scale invasion of Ukraine in 2022 was followed by a massive exodus of Russian artists and cultural leaders abroad. A panel at the Atlantic Council in Washington DC moderated by Brian Whitmore, nonresident …

როგორ აისახება „ინტერ რაოს“ დასანქცირება საქართველოზე – კომენტარი

„ბანკებს ანგარიშებს დაუკეტავენ, თუ ესენი გააგრძელებენ ლარში ოპერირებას. ეროვნული ბანკი რისკის ქვეშ აყენებს ამ განცხადებით ქართულ ბანკებს“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ვესაუბრეთ თემაზე – როგორ აისახება პრაქტიკულად მომხმარებლებზე „თელასის“ საბოლოო მფლობელის – რუსული კომპანიის დასანქცირება? არის გამოსავალი ეროვნული ბანკის განაცხადი, რომ ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ? ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2026 წლის …

არჩევანი ღმერთსა და კრემლს შორის – ესტონეთი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს

„ესტონეთი მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს ღმერთსა და კრემლს შორის არჩევანის გასაკეთებლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სტატია ეხმიანება ესტონეთის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ესტონეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ შეიძლება ჰქონდეთ ადმინისტრაციული ან სხვა, დაქვემდებარებული კავშირები საზღვარგარეთ მდებარე რელიგიურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ამართლებენ ან მხარს უჭერენ ომს, აგრესიას ან ტერორიზმს და საფრთხეს …

რუსეთიდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მედვედევი დაესწრება

ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთიდან ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება. ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედვედევი ისევ ვერ მოხვდა პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ საარჩევნო სიაში, იმის მიუხედავად, რომ მედვედევი …

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა უფრო დამღუპველია მისთვის“ – ინტერვიუ რუსეთში კრიზისზე

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ …

რუსეთის მოქალაქეების კომპანია გონიოში 4000 კვ.მეტრზე ვილებს აშენებს

სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ „ოცნების“ მხარდამჭერები [შემწირველები] ან დეპუტატები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები. გონიოში არაერთი მშენებელი უცხოეთის მოქალაქეა, მაგალითად ოკუპანტი რუსეთის, ან უკრაინის თუ ისრაელის. მაგალითად, გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს. კომპანია 2023 …

„რუსეთი არ ეგუება სამხრეთ კავკასიის დაკარგვას, შეიძლება სომხეთს გაზი გაუთიშოს ზამთარში“ – ინტერვიუ

„სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია ნელ-ნელა კიდევ უფრო მოშორდება რუსულ გავლენებს. მთავარ გამოწვევად რჩება საქართველო, რადგანაც სომხეთის რეალური ევროინტეგრაციისთვის საქართველო განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, საქართველო რჩება რუსეთის გავლენის მთავარ წყაროდ სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს გიორგი ტუმასიანი, მას სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე ვესაუბრეთ. ფაშინიანის სომხეთში ხელისუფლებაში დარჩენით რა ეტაპზე გადადის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევის ბრძოლა? რა …

„თუ საჭირო იქნება, გავალთ ОДКБ-დან“ – ფაშინიანი

საარჩევნო დებატების დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება“, სომხეთი გავა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“- ОДКБ-დან. სომხური გამოცემა news.am-ის ცნობით, დებატების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საბჭოს წევრმა და პარტიის ლიდერის ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა, ფაშინიანს ჰკითხა, რატომ არ იყო ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. „ჩვენ გადავწყვეტთ; უცხოელი აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვქნათ. ჩვენ არ …

25-დღიან სარეზერვო წვრთნებზე მიჰყავთ რუსეთიდან სომხეთში ჩასული კაცები – ფაშინიანის საარჩევნო ბრძოლა პუტინთან 

„რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას სომხეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე ვესაუბრეთ. 7 ივნისს გადაწყდება: სომხეთი პროევროპულ გზას განაგრძობს, თუ რუსეთის ორბიტაზე შემოტრიალდება. „სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს …

რა შანსი აქვს ფაშინიანს რუსეთს თავი დააღწიოს, როცა პუტინი ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს – ინტერვიუ

„პუტინმა აამოქმედა ე.წ. ელექტორალური დესანტი. აპირებენ დაახლოებით 50-დან 100 ათასამდე რუსეთში მცხოვრები სომეხი გააგზავნონ სომხეთში არჩევნებისთვის. რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები არ არიან პოლიტიკურად აქტიურები, ახლა კი, დაუფინანსებენ მგზავრობას, ფრენას და ჩავლენ სომხეთში იმისთვის, რომ ხმა მისცენ. პუტინი ცდილობს, რომ დარაზმოს ეს ადამიანები – ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს…“ – გვიყვება კავკასიოლოგი გიორგი მჭედლიშვილი. მას სომხეთის არჩევნებზე ვესაუბრეთ, …

„ფაშინიანი ამბობს, რომ ფასების ზრდა არ აშინებს, რადგან სომხეთი გამდიდრდება“ – რუსული პროპაგანდისტული მედია

„სომხეთის ხელისუფლება არ არის შეშფოთებული სასაქონლო ფასების ზრდით, თუ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება, რადგან ისინი გამდიდრებას ელიან ქვეყნის „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ გადაქცევით“, – წერს რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“. სააგენტოს ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ გარნიში გამართულ საარჩევნო მიტინგზე განაცხადა ამის შესახებ. „მაგალითად, არალოგიკურია სომხეთის მაღალი ფასებით დაშინება, რადგან მაღალი ფასების მუქარას პასუხი აქვს: ჩვენ გაცილებით მეტი …

საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს

რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა. საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული …

„ეს ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია“ – რას აჩვენებს აჟიოტაჟი რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტზე

„ეს უძლურების ნიშანი უფრო არის, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. სხვა ვეღარაფერს დიდად ვეღარ აკეთებენ,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტებზე ატეხილ აჟიოტაჟზე ვესაუბრეთ. „დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“ – რას აჩვენებს რუსეთის რეაქცია ფაშინიანის წარმატებულ სვლებზე ევროკავშირისკენ? „თუ რუსეთის …

რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად

28 აპრილს, ღამით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კვლავ ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების თანახმად, ქარხნის ახლოს მდებარე ქუჩებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ქალაქის მერიამ მათთვის დროებითი განსახლების ცენტრი გახსნა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „კედრი“ [რუსეთში მიჩნეულია უცხოეთის აგენტად] ტელეგრამზე წერს, რომ ქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი შავი ღრუბელია და დამწვრის სუნი დგას. ასევე,  …

ალიევმა რუსეთს ბოდიშიც კი მოახდევინა, ხოლო თბილისმა უსაფრთხოების მოტივით ევროპასთან გაწყვიტა კავშირი – ინტერვიუ

„ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით. არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო -აზერბაიჯანი სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს, იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის,“ …

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

„ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს… ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს. რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, მას კრემლის მორიგ გზავნილზე ვესაუბრეთ: ევროკავშირის წევრი თუ გახდებით, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეგიყვანთო. ვალერი ჩეჩელაშვილი …

პუტინს ჯარის გაგზავნის უფლება ექნება უცხოეთში გასამართლებული რუსების დასაცავად – ახალი კანონი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმაში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის არმიის გამოყენების ნებართვას იძლევა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მათი დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში. კანონპროექტი დუმას 19 მარტს წარედგინა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დებულება შექმნილია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად მათი დაპატიმრების ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში …

პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე. „ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა. როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი …

„დიპლომატიური გამბედაობა“, ანუ როგორ ესაუბრა ფაშინიანი პუტინს – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ. „ასე პუტინი ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას გეზი აიღოს ევროპისკენ“ – ინტერვიუ „რეალურად, …

რატომ არ აწყობს პუტინს ომის დასრულება?

4 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ვერ აღწევს ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? – ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, დავით სიხარულიძეს და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? „აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დამთავრება. მას რომ …

როგორ იბრძოლეს 105 წლის წინ ქვეყნის გადასარჩენად – „მითია, რომ არავის უნდოდა ბრძოლა საქართველოსთვის“

„უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურია და აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან. ასევე, ბათუმი იყო ქალაქი, სადაც იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში,“ – 105 წლის ამბებს იხსენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. 1921 წლის 25 თებერვალს …

„შეიძლება რუსეთმა „ოცნება“ აიძულოს, მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება“ – ინტერვიუ

„ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი. მას მიუნხენის უსაფრთხოების მორიგ კონფერენციაზე ვესაუბრეთ, გზავნილებზე, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა გააჟღერეს. გიორგი მელაშვილს ლავროვის მოადგილის ახალ განცხადებაზეც ვკითხეთ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც უნდა იფიქროს – ეკონომიკური სარგებელი დიდიაო. …

ყულევის პორტი სანქცირების რისკის ქვეშ – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

ევროკავშირმა, მეოცე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა, ყულევის პორტი დაასანქციროს. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 19 სასანქციო პაკეტს მოიცავს. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ შეზღუდვებს. სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პასუხად და ამ სანქციების ძირითადი მიზანი რუსეთის მთავრობასა და …

„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს …

ყულევის ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობი მიაწოდეს – რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ზე

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა. 40 143 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში 8 იანვარს შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობტანკერმა NOSTOS ყულევის ნავსადგური 12 იანვარს დატოვა და უკან, ნოვოროსიისკის პორტისკენ გაემართა. „[ნავთობტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული …

მედვედევის პასუხი აშშ-ის: არ ეთამაშოთ რუსეთს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე აქვეყნებს საშობაო მილოცვას და ქარდს წარწერით – „არ ეთამაშოთ რუსეთს“. როგორც ჩანს, მედვედევი პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 იანვარს X-ზე გაზიარებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოს, რომელზეც ეწერა: „არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან“. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მედვედევის პასუხია უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი, შინაარსის გარდა, ადასტურებს ვიზუალური მსგავსებაც. …

ფინეთში დააკავეს კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის ორი წევრი

ფინეთის პოლიციამ დააკავა კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი სატვირთო გემ Fitburg-ის ეკიპაჟის ორი წევრი და ეკიპაჟის კიდევ 2 წევრს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და ყაზახი მეზღვაურები, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებული. ფინური მედია წერს, …

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

31 დეკემბერს ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. გემი სანქტ-პეტერბურგიდან ხაიფასკენ [ისრაელი] მიემართებოდა. გემი ამჟამად ფინეთის ქალაქ კირკკონუმის პორტში იმყოფება. პოლიციამ უკვე …

Exit mobile version