მურმან დუმბაძე: ჩვენ 11-ზე მეტ ხმას მივიღებთ

 

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ბაციკაძემ, საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა და ავთანდილ ბერიძემ თანამდებობები უნდა დატოვონ. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ბაციკაძისა და ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად 11-ხმაზე მეტი შეგროვდება. 

შეღავათები ბიზნესს, ზარალი ბიუჯეტს – მთავრობისგან

 

 

ბათუმის ცენტრში დიდი მშენებლობები ინვესტორთა და ხელისუფლების ერთგვარი გარიგების შედეგად რძელდება. გარკვეული კრიტერიუმითა და ბუნდოვანი მოსაზრებებით ბათუმის მერიამ კომპანიები მოსაკრებლის გადახდისგან გაათავისუფლა, რის გამოც ქალაქის ბიუჯეტმა ასობით ათასი დოლარი უკვე დაკარგა. რატომ ჩადიან ბათუმიდან ინვესტორები პრემიერ-მინისტრთან, რა გარანტიებს იღებენ რის სანაცვლოდ და თბილისიდან მიღებული მითითებების შემდეგ რას პატიობს მშენებლებს აჭარის მთავრობა, უფრო კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრის რა დავალება შეასრულა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას?

პოლიტიკოსები, რომლებსაც ელექტრონული ფოსტა სახლში რჩებათ

 

პოლიტიკოსები ხშირად ისეთ რამეს ამბობენ, რაც შემდეგში არ ან ვერ დასტურდება. ბოლო თვეებში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. სულ ბოლო კი ის იყო, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თავისი ყოფილი თანაგუნდელის – მურმან დუმბაძისა და ლევან ვარშალომიძის ტრაპზონში ჩუმი შეხვედრა დააანონსა. უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი თვეების განმავლობაში იმას ამტკიცებდა, რომ აჭარის მთავრობა კორუფციაშია ჩართული, ორი თვის შემდეგ კი საპირისპირო არგუმენტები გააცნეს საზოგადოებას. შავი პიარით მხოლოდ ხელისუფლება არ არის დაკავებული – როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ამ მეთოდზე ოპოზიციაც არ ამბობს უარს. რა განაპირობებს პოლიტიკოსების მსგავს ქმედებებს? 

სულხან ღლონტი: კრიზისიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები

 

აჭარაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა  მართვის არსებულმა სტილმა და ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ კრიზისს – ასე მიიჩნევს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სულხან ღლონტი. მისი აზრით კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნებია. 

სვეტლანა კუდბა: ფართობს თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ  აჭარის მთავრობა დეპუტატ სვეტლანა კუდბასთვის 300 კმ/მ ფართობის გადაცემას აპირებს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაშიც დაუდასტურეს. მთავრობის ინფორმაციით, დოკუმენტაცია ფართობის გადაცემაზე გამზადებულია და მომზადებულია ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაც.  უმაღლესი საბჭოს ოპოზიციაში მყოფი დეპუტატები ამ ფაქტს სვეტლანა კუდბას მოსყიდვის მცდელობად აფასებენ, რადგან დეპუტატებმა 20 თებერვალს უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის ორი წევრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს  უნდა უყარონ კენჭი.  

მედეა ვასაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა სვეტლანა კუდბას 300 კვადრატულ მეტრ შენობას სთავაზობს

 

18 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული სხდომის შემდეგ ტელეჟურნალისტებთან ცრემლები ვერ შეიკავა უმაღლესი საბჭოს წევრმა, მედეა ვასაძემ. ის ამბობს, რომ გაიგონა, როგორ იგინებოდა საბჭოს წევრი, დავით ბაციკაძე მათი მისამართით, ვინც 20 თებერვალს ჩანიშნულ სხდომაზე მისსა და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას დაუჭერს მხარს. „მე ჩემი პოზიცია წინასწარ მაქვს დაფიქსირებული და ბუნებრივია, მოვიაზრე თავი, რომ ვიყავი ამ გინების ადრესატი“, – ამბობს მედეა ვასაძე „ბათუმელებთან“. დავით ბაციკაძემ კი განაცხადა, რომ ხვალ აპირებს დაცვის სამსახურს სთხოვოს, ამოიღოს უმაღლესი საბჭოს დერეფნებში დაყენებული ვიდეოთვალის მასალები, რათა დაამტკიცოს, რომ მედეა ვასაძე სიმართლეს არ ამბობს.   

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდება

 

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“  დახურული სხდომიდან დეპუტატი სვეტლანა კუდბა ატირებული გამოვიდა. დღევანდელი  შეხვედრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას უკავშირდება, რომელიც 20 თებერვალს, 17:00 საათზე არის ჩანიშნული. სხდომაზე ოპოზიციის მიერ დაყენებულ მოთხოვნას უნდა უყარონ კენჭი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ბაციკაძისა და საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას შეეხება.  

რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში?

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატაციამ უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენა დღის წესრიგში. რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში,  იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი პარტიის წევრების გადადგომას მხარს უმრავლესობა დაუჭრეს და რას გეგმევს  ამ პროცესების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“? საკითხზე  „ბათუმელებთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი უმაღლესი საბჭოში, ეკა თარგამაძე საუბრობს.  

 

ბაციკაძე უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში ნაცმოძრაობის მოსვლის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს აანონსებს

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვევლინოს მმართველ ძალად. პროცედურები უკვე დაწყებულია – „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერჯერობით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელის გადაყენების პროცედურას იწყებს. ამისთვის საჭირო 11 ხმა ამ პარტიას, სავარაუდოდ, უკვე აქვს. უმაღლეს საბჭოში ნაცმოძრაობის  8-კაციან დეპუტაციას „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების გადაყენებაში მხარს უჭერს დეპუტატი მედეა ვასაძე. არაოფიციალური ინფორმაციით, პროცესს მხარს დაუჭერს „ოცნების“ კიდევ ორი დეპუტატი. თუ ეს ცვლილება შესაძლებელი გახდა, თანამდებობებს უმაღლეს საბჭოში ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაიკავებენ ან რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. დავით ბაციკაძე – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რიგგარეშე არჩევნებს ემხრობა. „ბათუმელები“ დავით ბაციკაძეს ესაუბრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ირაკლი ბარამიძის პროკურატურაში დაბარებაზე

 

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბარამიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.  

საკრებულოს მანდატით უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის

 

13 თებერვალს გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა ცვლილება კანონში, რომელიც მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებს საშუალებას აძლევს კენჭი იყარონ აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად და ამავდროულად არ დათმონ საკრებულოს წევრის მანდატი. 

62,3 მილიონი ხელფასებისთვის – აჭარისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები

აჭარაში საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ხელფასებს საქართველოს, აჭარის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ბიუჯეტებიდან იღებენ. ადგილობრივი ბიუჯეტების მაგალითზე, თანაფარდობა ბიუჯეტების შემოსავლებსა და შრომის ანაზღაურებას შორის განსხვავებულია. როგორც სხვადასხვა საფინანსო სამსახურში ამბობენ, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა ამ თანაფარდობას.

რა ხდება ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში

 

პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი აღმასრულებელი მდივნის მოსვლის შემდეგ დიდი რეორგანიზაცია დაანონსეს. როგორ აისახება ეს პროცესი რეგიონულ ორგანიზაციებზე და დაიწყო თუ არა მზადება არჩევნებისთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა თამაზ თურმანიძემ უპასუხა. ინტერვიუ იბეჭდება სტილის დაცვით. 

უმაღლესი საბჭოს წევრი პროკურატურაში დაიბარეს

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ ის პროკურატურაში დღეს, 12 თებერვალს, 18:00 საათზე არის დაბარებული.   

ბათუმის მერია: ჩავლეიშვილს კანონით ჰქონდა აუქციონის გაუქმების უფლება

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად გაეუქმებინა აუქციონი, რადგან ის ერთპიროვნულად აწერდა ხელს აუქციონის გამოცხადებას. ამ საკითხზე განმარტება ბათუმის მერიაში მას შემდეგ ვითხოვეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ აუდიტის სამსახურმა ბათუმის თვითმმართველ ერთეულში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დავით ბალაძის მოთხოვნით გაუქმებული აუქციონი

 

 

გახდება თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნა ბათუმის საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის დაკავების მიზეზი? – აუდიტის დასკვნა 2013 წლის 24 აპრილს დაგეგმილ აუქციონს შეეხება, რომელიც იმავე დღეს მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გააუქმა. „აუქციონის შეწყვეტით არ განხორციელდა მოსალოდნელი ინვესტიციები, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები შემცირდა არა ნაკლებ ერთი მილიონ 315 ათასი ლარით“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.   

სამი მილიონი სტიქიის შედეგების საკომპენსაციოდ

 

 

 აჭარაში გასულ წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ,   საქართველოს მთავრობამ აჭარას სამი მილიონ 500 000 ლარი გამოუყო. სტიქიის შედეგად ბათუმში 402 ოჯახი დაზარალდა. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ოჯახების ნაწილობრივი კომპენსაციისთვის აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან წინასწარ გამოყო 261 800 ლარი, რომელიც დაზარალებულმა მოსახლეობამ უკვე  მიიღო.  

მოსმენები პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე

 

სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი  სასჯელაღსრულებისა და პრობაცის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ანგარიშებს მოისმენს.

საკრებულოდან უმაღლეს საბჭომდე მანდატის დაკარგვის გარეშე – ცვლილება კანონში

 

დღეიდან კანონი საკრებულოს წევრს საშუალებას აძლევს კენჭი იყაროს უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად და ამავდროულად არ დათმოს საკრებულოს წევრის მანდატი. საკითხს მხარი უმაღლეს საბჭოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ არ დაუჭირა. რატომ დაიწუნა ოპოზიციამ პროექტი, ამის შესახებ „ბათუმელებს“  უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი, ეკატერინე თარგამაძე  ესაუბრა. 

 

ავთანდილ ბერიძის გადაყენება შესაძლებელი ხდება

 

„ქართული ოცნების“ რიგები აჭარის უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთმა დეპუტატმა – მედეა ვასაძემ დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტიას  აღარ ჰყავს უმრავლესობა. დღეიდან 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ყველაზე მეტი – 8 დეპუტატი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება. რას შეცვლის ეს პოლიტიკური თვალსაზრისით და ხომ არ არის მოსალოდნელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებაც. „ბათუმელების“ კითხვებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა სულხან ღლონტმა უპასუხა.

მედეა ვასაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრმა მედეა ვასაძემ პარტია  და  ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება დღეს, 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დარჩება თუ არა მედეა ვასაძე უმრავლესობაში?

 

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა  ვასაძე დღეს, 16:00 საათზე, უმაღლესი საბჭოს შენობაში ბრიფინგს გამართავს.

ტრენინგი

გასული უმარლესი საბჭოს არჩვნებისთვის ნაციონალური მოძრაობის  სლოგანი  იყო” დასაქმებული არჩვნებისთვის” 4 წლის შემდეგ  პოლიტიკური პარტიების  სიებს თუ დავაკვირდებით  მხოლოდ თითონ დასქმმდნენ

ვის ირჩევს ბათუმი

 

ბათუმის მაჟორიტარობისთვის საქართველოს პარლამენტში, სულ რვა კანდიდატი იბრძოლებს. კონკურენციის მიუხედავად, აქტიური საარჩევნო კამპანიით მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი გამოირჩევა. 

აჭარის მთავრობის კომენტარი მედეა ვასაძის განცხადებაზე

 

2015 წლის 24-26 მარტს, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში აჭარის არ რესპუბლიკის მონაწილეობის ფორმატი დეპუტატ მედეა ვასაძესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. დეპუტატმა ამ ყველაფერზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც სხვა განმარტება არც ერთ მხარეს აღარ გაუკეთებია. მედეა ვასაძის წერილში საუბარია აჭარის მთავრობაზეც, აქედან გამომდინარე „ბათუმელები“ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ლევან ვასაძეს ვეთანხმები

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ სვეტლანა კუდბამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის  მოსაზრება გააზიარა, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე საუბრობს. „ასევე აუცილებლად მისაღებია კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს იმ ტიპის საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ძირს უთხრის ოჯახს, ტრადიციას და წესიერებას“… სხვათაშორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ქვეყნის მტრები არიან”, – აცხადებს ლევან ვასაძე. იზიარებს თუ არა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ლევან ვასაძის აზრს?  „ბათუმელებმა“ სვეტლანა კუდბას რამდენიმე კითხვით მიმართა.   

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

 

24 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე გახდა.

საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასები 2015 წელს

 

 ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.  ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა წარადგინა. სხდომაზე თანამდებობის პირების სახელფასო დანამატების საკითხიც განიხილება.

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე გახდება

 

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჯუმბერ ბერიძე გახდება. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ ჯემალ მუსხაჯბამ დაუდასტურა. 

უმაღლესი საბჭო ისევ მოლოდინის რეჟიმში

 

მორატორიუმი, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს  „ქართული ოცნების“  ფრაქციამ მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის პროცედურის შეჩერების მიზეზად დაასახელა, ისევ ძალაშია. უმაღლეს საბჭოში ისევ  ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელიან.

პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 174 მილიონით განისაზღვრა

 

აჭარის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი 174 მილიონი ლარითაა წარმოდგენილი. ამის თაობაზე განცხადება დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ გააკეთა.  მინისტრის განცხადებით, წინა წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ცხრა მილიონი ლარითაა გაზრდილი.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში “ოცნებას” ოპოზიცია დაეხმარა

 

გადათვლით დგინდება, რომ საკითხი ჩავარდებოდა, უმრავლესობას საკუთარი ხმებით ოპოზიციიდან საკრებულოს სამი წევრი რომ არ დახმარებოდა. თანამდებობის პირის გადაყენება მისი ოპოზიციაში გადასვლის გამო ხელვაჩაურის საკრებულოში პრეცედენტი არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ფაქტები კვლავაც იქნება – “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს აჭარაში თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვა და კახი კალაძის მეგობარი თანამდებობაზე

 

36 წლის რატი მეგრელიძე ქობულეთის გამგებლის მოადგილედ  ორი თვის წინ დაინიშნა. ის ასლან აბაშიძის პირად დაცვაში მუშაობდა. წინა ხელისუფლების დროს საარჩევნო შტაბშიც მუშაობდა, როგორც თვითონ ამბობს, „ნაციონალებს“ თავისი ავტორიტეტით ეხმარებოდა. რატომ დანიშნეს მეგრელიძე გამგებლის მოადგილედ და რა კავშირები აქვს ენერგეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან? – „ბათუმელების“ კითხვებს რატი მეგრელიძემ უპასუხა.

ჩიტიშვილი 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე

 

„ჩვენ გვქონდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით რომ რეგიონში სამუშაო ადგილების ნაკლებობა იყო და ინვესტიციები არ შემოდიოდა. რაც შეეხება მთავრობის ანგარიშს, მე აქ მომავლის მოლოდინის რეჟიმი უფრო დავინახე, მაგრამ ისიც კარგია რომ მომავლის იმედი აქვთ. საუბარი იყო 150 მილიონიან ინვესტიციაზე, იმაზე რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მოხდება . ეს ყველაფერი ადრე რომ დაწყებულიყო კარგი იქნებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვნახოთ, თუ შეასრულებენ იმას, რასაც გვპირდებიან“- აცხადებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ალექსანდრე ჩიტიშვილი.

არჩილ ხაბაძე მთავრობის ორწლიან მუშაობას აფასებს

 

 

„2014 გამოცოცხლების, 2015 – წინსვლის და 2016 უკვე შედეგების მიღების წელი იქნება“, – ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მთავრობის ორწლიანი მუშაობა.

ვინ არიან ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის წევრები


„უნდა დავინახოთ რამდენი ვართ, არანაირი სხვა მიზანი ამ ორგანიზაციას არ აქვს“, -განმარტეს „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრში“, სადაც ამბობენ, რომ ერთადერთი  მოტივით ერთიანდებიან  –  ირაკლი ღარიბაშვილს და მის პოლიტიკურ კურსს უჭერენ მხარს. მათივე თქმით, კურსი დასავლურია, თუმცა ცენტრში გაწევრიანებულთა შეხვედრაზე „ბათუმელების“ ფოტოობიექტივმა ის პირებიც დააფიქსირა, რომლებმაც 2014 წლის მარტში, ბათუმში, ნატოს საწინააღმდეგო აქცია გამართეს.

Exit mobile version