სიახლეები

უმაღლესი საბჭოს წევრი პროკურატურაში დაიბარეს

12.02.2015
უმაღლესი საბჭოს წევრი პროკურატურაში დაიბარეს

 

ირაკლი ბარამიძე

ირაკლი ბარამიძის განცხადებით, საქმე ეხება 2011 წელს ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობას.

„მოედნების მშენებლობა 2011 წელს განხორციელდა, სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გულებმა“ შეასრულა.  სატენდერო თანხა 80 ათას ლარს შეადგენდა. 

თანაპარტიელის პროკურატურაში დაბარებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს  უმცირესობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს:

ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში

„ჩვენ ირაკლი ბარამიძის პროკურატურაში დაბარებას  პირდაპირ ვუკავშირებთ უმაღლეს საბჭოში განვითარებულ პროცესებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 4 თებერვალს უმაღლეს საბჭოში დაკარგა უმრავლესობა და ჩვენ დავაანონსეთ შესაძლო საკადრო ცვლილების შესახებ, ამისთვის გადავდგით პირველი ნაბიჯი და შევიტანეთ  წერილი, უმაღლესი საბჭოს ხუთი წევრი აწერდა ხელს იმას, რომ გადაყენებულიყო ერთ-ერთი კომისიის წევრი. ამ ფონზე გააქტიურდა საქმე, რომელიც ჩვენს კოლეგას მაღალმთიანი რეგიონიდან, ფრაქციის თავმჯდომარეს, ირაკლი ბარამიძეს უკავშირდება და ის დაიბარეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით. გამოძიება 2014 წელს არის დაწყებული, თუმცა მხოლოდ დღეს გააქტიურეს“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საბჭოში თითოეულ ხმაზე დაიწყო ნადირობა, რადგან „თითოეული ხმა წყვეტს დღეს უმაღლეს საბჭოში უმცირესობა -უმრავლესობის ბედს“. 

„ჩვენ ამას ვუკავშირებთ უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან თანამდებობების დაკარგვის შიშს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.   

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: