სიახლეები

პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 174 მილიონით განისაზღვრა

08.12.2014
პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 174 მილიონით განისაზღვრა

 

 

 

„ბიუჯეტში შენარჩუნებულია ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კომპონენტი, გაზრდილია ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სადაც ინოვაციური პროექტების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, ეს იქნება სასათბურე მეურნეობის და მესასაქონლე მეურნეობების განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ახალი სტადიონის და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისთვის“ – აცხადებს მინისტრი.

 

2015 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი ტრანსფერის გამოყოფაცაა გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნებიდან, აჭარის მთავრობამ არ გაითვალისწინა შენიშვნა ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგან ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასევე, გზების დეპარტამენტისთვის სპეცტექნიკის შესაძენი თანხები არ იქნა 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული.

 

„საგზაო დეპარტამენტთან შევთანხმდით, რომ ამ ტექნიკის შეძენა მოხდება ეკონომიების ხარჯზე“- აცხადებს აჭარის ფინანსთა მინისტრი.

 

 

ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული  თანხები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის მშენებლობისთვის, რადგან დავით ბალაძის თქმით,   მშენებლობის პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის. „როცა იქნება პროექტი, მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი გამოიძებნება უმაღლესი საბჭოს შიდა ბიუჯეტში. თუმცა,  გადასაწყვეტია მიწის  საკითხი, თუ  სად შეიძლება აშენდეს შენობა“.   

 

 დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სამინისტროებმა, შესრულებული საქმიანობის ანგარიშიც წარმოადგინეს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: