„საქართველოს რკინიგზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2014 წლის 8 თვის მონაცემებით მისმა შემოსავალმა „ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 335,1 მლნ. ლარი, რაც 9,3%-ით (28,6 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“. მსგავსი მოგების მიუხედავად, რკინიგზამ ბათუმი-თბილისის „ღამის მატარებელის რეისი, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, სწორედ იმის გამო გააუქმა, რომ „ძვირი ჯდება“. საქართველოს რკინიგზაში საჭიროდ არ მიიჩნევენ მოქალაქეებს განუმარტონ, რატომ გააუქმეს აღნიშნული რეისი? ხომ არ გამართავენ რკინიგზის სადგურს ისე, რომ თბილისში შუაღამით ჩასულმა მგზავრებმა კომფორტულ გარემოში გაათიონ? ხომ არ გაიზრდება მგზავრობის ფასი? რატომ მიიღო საქართველოს რკინიგზამ ეს გადაწყვეტილება? – კითხვებზე პასუხის გაცემას თავი არ აარიდა პარლამენტარმა მურმან დუმბაძემ, რომელიც საკითხზე მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია.