„დეპუტატის ძმამ დამჭრა“

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატის, სილოვან ბერიძის  შტაბის წევრი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მამუკა მახარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ბარამიძის ძმამ, ბაქარ ბარამიძემ ორი დღის წინ დაჭრა. თავად ბაქარ ბარამიძეც დეპუტატი იქნება ახალი მოწვევის ქედის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. შს სამინისტროში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ.

 

 

ნაციონალურმა მოძრაობამ 103-ე უბანი მეორე ტურში მოიგო

 

ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის 103-ე საარჩევნო უბანზე, მეორე ტურში გაიმარჯვა. თუმცა, საკრებულოში თავიანტი კანდიდატის გაყვანა მაინც ვერ შეძლო, რადგან მათ ოლქის 11 უბნიდან, მხოლოდ ერთ უბანზე შეძლეს საკმარისი ხმების დაგროვება. 

გიორგი ერმაკოვი ნაციონალების ბრალდებებს პასუხობს

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ ბრიფინგს პასუხობს და აცხადებს, რომ ის  და მისი პოლიტიკური გუნდი ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება, „მათ შორის 21 ივლისს ლევან ტეტემაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებასაც“. 

 

ლეიბორისტული პარტია აჭარის პროკურატურას მიმართავს

 

 ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით რობაქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა ოლქებში დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევების გამო, აჭარის პროკურატურას მიმართავს. მისი  განცხადებით, 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების დროს ცალკეულ საარჩევნო უბნებში მასობრივად ჰქონდა დარღვევებს ადგილი. 

ნაციონალური მოძრაობა: ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ახალისებს

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში პარტიის აქტივისტის ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურენ და განაცხადეს, რომ  ხელისუფლება  პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას  ახალისებს. პარტიის ბათუმის ოფისში ამ თემაზე განცხადება მიხეილ მაჭავარიანმაც გააკეთა:

„რა დღეში ხარ, პოემას წერ?“ – ამბავი 30-ე უბნიდან

 

„ვინ ხარ შენ მართლა, რა დღეში ხარ“, „პოემას წერ?“ „დარბის ჭიაყელასავით“, „ვისი გაზრდილი ხარ, სად ხარ გაზრდილი?“ „პოლი ხომ არ გაქვს მოკრასკული, სახლში წასვლა არ გინდა?“, „გაჩერდი ნუ ხმაურობ, ხელი გვეშლება“ „ასე არ შეიძლება, მომავალი წინ გაქვს“- ამ და სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ძირითადად „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის მიმართ აკეთებდნენ. კომისიის წევრებთან ხმამაღალი საუბარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც მოუწია. კომისიის თავმჯდომარე ამ ორი ორგანიზაციის სხვა დამკვირვებლებით ჩანაცვლებას, ბათუმის #79-ე ოლქის თავმჯდომარისგან ითხოვდა.

ვინ რამდენი მანდატით შედის ბათუმის საკრებულოში

 

 

პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 42,5 პროცენტით, ანუ შვიდი მანდატით იქნება წარმოდგენილი, სულ (19590 ხმა); „ნაციონალური მოძრაობას“ სამი მანდატი ექნება (8643 ხმა),  „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ორი მანდატის მოპოვება შეძლო (4548 ხმა). 

103-ე საარჩევნო უბანი გაბათილდება

 

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმის მეხუთე ოლქში  არჩევნები ხელმეორედ ჩატარდება, რადგან უბანზე შედეგები ვერ დაჯამდა.  მეორე ტური 29 ივნისს უნდა გაიმართოს.

 

 

ამ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ყურაშვილი 600 ხმით ლიდერობს.  

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქედის მუნიციპალიტეტში

 

ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით,  გამგებლის თანამდებობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით დუმბაძე დაიკავებს. მან არჩევნებზე ხმების 52-ი პროცენტი მიიღო.  ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ზურაბ ავალიანმა კი  ხმების 22,64 პროცენტი მიიღო. 

ხულოში მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და პატრიოტთა ალიანსს შორის გაიმართება

 

ხულოს 8-ე4 ოლქის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით მეორე ტური იქნება ხულოს მუნიციპალიტეტშიც. გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ამ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მოქმედი გამგებელი ბესიკ ბუაჩიძე (49,7%) და „თარხან მოურავი პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე (31,7%) იბრძოლებენ.

 

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ოთარ შაინიძეს ხულოში მან ხმების 10,87% მიიღო.

ყოფილი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატად

 

გზა ბათუმის მერიის სამსახურებიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრობამდე ლევან ანთაძის აზრით ის უპირატესობაა, რომლის გათვალისწინებითაც ამომრჩეველმა 18 კონკურენტს შორის არჩევანი მასზე უნდა შეაჩეროს.  ის ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საარჩევნო დაპირებების გარდა მან „ბათუმელების“  კითხვებს  წინა მთავრობიდან წასვლის მიზეზებზეც უპასუხა.

არიგებს თუ არა დავით თარხან – მოურავის პარტია „სუპებს“?

 

„ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ თარხან-მოურავის პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ამომრჩევლებს USAID -ის ჰუმანიტარულ საკვებს ურიგებს. დავით რობაქიძე ამბობს, რომ  აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა და აპირებს, რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს

„ნაციონალური მოძრაობა“ ინციდენტს ხელისუფლებას აბრალებს

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გუშინ მომხდარ ინციდენტს ბრიფინგით გამოეხმაურა და ფაქტს „ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული“ უწოდა.

ფიზიკური დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის

 

ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ბათუმში, მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი თავართქილაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „ჩემი პლაკატებიც ჩამოიხევა“

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი თავართქილაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში სდებს ბრალს და მოუწოდებს, რომ თანამდებობიდან გადადგეს:

პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა

 

დღეს დილით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარაში იმყოფებოდა. მან გონიოში ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ოცნებაზე“ გაბრაზებულები დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

 

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბათუმის 79-ე ოლქში დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი თერთმეტმა საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. მათ შორის ყოფილი მინისტრი, სამინისტროებისა და ბათუმის მერიის სამსახურების ყოფილი თანამშრომლები და მმართველი პარტიის სიაში ვერ მოხვედრის გამო გაბრაზებულებიც არიან.  

,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო სია ბათუმში

 

“ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო სიაში პირველი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. აჭარის მთავრობაში ის ერთ-ერთ გავლენიან პირად მიიჩნევა. “ოცნებაში” მას ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიაზრებენ. თუმცა ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. ამ თანამდებობაზე “რესპუბლიკელები” მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავენ.

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანობის დარბაზიდან“

 

არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი გეგმავდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის შემდეგ კი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“ საგანგებოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დააარსა.  ამ გაერთიანების სახელით 46 წლის  მერაბ ხიმშიაშვილი  ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს.  რას ჰპირდება ამომრჩეველს არჩევის შემთხვევაში? – გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="508" >

ბათუმის მერობის კანდიდატი: „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ“

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ გადაცემას – „შეუზღუდავ სივრცე“, ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ნუგზარ ჩხაიძე სტუმრობდა.  ის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ წარადგინა.   ნუგზარ ჩხაიძემ გადაცემაში წინასაარჩევნო გზავნილები გაახმოვანა:

 

„ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, დასაქმება და ინდუსტრიის განვითარება“- ეს ნუგზარ ჩხაიძის წინასაარჩევნო დაპირებებია. გადაცემაში ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ, კანდიდატის შეხედულებები ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, ქალაქის ურბანულ განვითარებასა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე.   

„ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადებას აკეთებს

 

დღეს 19 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე  ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადება გააკეთა

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

 

დღეს, 19 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კოალიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, კანდიდატები დამსახურების ნიშნით შეირჩა. 

 

მაჟორიტარობის კანდიდატები:

 

ძველი ბათუმის უბანში კენჭს იყრის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი. რუსთაველის უბანზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი კობა ჩხეიძე იბრძოლებს, რომელიც ბოლოს აჭარის მთავრობაში მუშაობდა. ჯავახიშვილის უბანშიც „რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილია წარდგენილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. აღმაშენებლის ოლქში „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძეა წარდგენილი. 

 

აეროპორტი-გონიო-კახაბერის ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე კი ირაკლი მიქელაძე იბრძოლებს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოლქში ვაჟა რამიშვილია წარდგენილი, ბაგრატიონის ოლქში – ექიმი თეიმურაზ ორაგველიძე, ბონი-გარადოკი-ბარცხანის ოლქში – იურისტი ლევან კინწურაშვილი, თამარის დასახლებაში კი „თავისუფალი დემოკრატების “ წევრი, ჯაბა ბერიძე. ურეხი-ხელვაჩაურის ბათუმზე შემოერთებულ ოლქში  თემურ ბასილაძეა წარდგენილი.

ბათუმის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“: დღეს არის ოჯახის დღე, პატრიარქის კურთხევით

 

დღეს 17 მაისს, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ერმაკოვი, ფერიის ეკლესიაში წავიდა წირვაზე დასაწრებად. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალსტებს მერობის კანდიდატის თანაშემწემ მიაწოდა.  დღის პირველი საათისთვის გიროგი ერმაკოვი ბათუმის საკათედრო ტაძარში მისვლასაც გეგმავს. მერობის კანდიდატს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა:

 

„ნაციონალები“ გიორგი ერმაკოვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ედავებიან

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, ადმინისტრაციულ რესუსრს იყენებს. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია „გია ერმაკოვი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან მერობის კანდიდატი მერის რანგში არ უნდა ესწრებოდეს მერიის პროგრამების განხორციელებას“- ეს განცხადება დღეს ბათუმის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ გააკეთა.

ლეიბორისტული პარტიის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე

 

<!** Image 1 align="" width="400" height="400" >

 

 

ხვალ 6 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.

 

ლეობორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი  ნუგზარ ჩხაიძე იქნება. ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი იქნება პარტიის ხელმძღვანელი აჭარაში, დავით რობაქიძე. 

 

 

 სხვა კანდიდატები: ბაინაზიშვილი რევაზ, რეჟისორი, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე,   უპარტიო.   ჯაფარიძე დავით ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  უპარტიო. ძნელაძე ნაიმე  რეჟისორი, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრი.   კურცხალიძე ზვიად ინჟინერი, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრი.

 

 

გასპარიანი ვლადიმერ  ტექნიკური, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრო.  ჩხიკვაძე ირმა   ბუღალტერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.  ტრაპაიძე გოჩა  დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.  რობაქიძე მარინა  ლეიბორისტული პარტია. მიქელაძე ნუგზარ  არქიტექტორი, დრ/უმუშევარი,   ლეიბორისტული პარტიის წევრი.

 

 

დავითაძე ნანა  აგრონომი, დიასახლისი. ბათუმი მწვანე კონცხის დასახლება.  ცინცაძე ნანი ტექნოლოგი, დრ/უმუშევარი.  კობალაძე ილია  დრ/უმუშევარი,  დუმბაძე მურმან  დრ/უმუშევარი,  ცეცხლაძე უშანგი  დრ/უმუშევარი, შუშანიძე რომან , ფარტენაძე გურგენ დრ/უმუშევარი,

 

 

 რიჟვაძე როსტომ  აგრანომი, დრ/უმუშევარი,  კიღუაშვილი მანონი  პედაგოგი, დრ/უმუშევარი,  ძნელაძე მერაბ ინჟინერი, დრ/უმუშევარი.

„დაპირებები იქნება მოკლე და კონკრეტული“

 

 

ინტერვიუ ბათუმის მერობის კანდიდატთან „ნაციონალური მოძრაობიდან“

 

 

პარტიებმა ბათუმის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელეს. ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით ექიმი ტრავმატოლოგი გია დიასამიძე იქნება. ნაციონალების „უცებ შერჩეული“ უპარტიო მერობის კანდიდატი საარჩევნო გეგმებზე საუბრობს. 

პრემიერ-მინისტრი ბათუმში

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბათუმში იმყოფება. ათ საათზე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს შეხვდა, შეხვედრა მედიისათვის დახურული იყო. 

 

„ეროვნული ფორუმი“: „ნაციონალებს არ მივიღებთ“

 

„ეროვნულმა ფორუმმა“, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნების“ წევრია,  დღეს ქედაში რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა.  პარტიის მხარდამჭერებს ქედის ოფისის თავმჯდომარედ რამაზ გოლომანიძე ეროვნული ფორუმის გენერალური მდივნის მოადგილემ  და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ანანიძემ წარუდგინა. 

„უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას“

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ  სტილისტ-რედაქტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. კონკურსის შედეგები ერთმა კონკურსანტმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც  საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკუსის შედეგები ბათილად სცნო და აღნიშნულ ვაკანსიაზე მეორე ტური გამოაცხადა.  უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ პირველ კონკურსზე გამოცხადებული ვაკანსიები სხვა, ახალი ვაკანსიებით ჩაანაცვლა,  სტილისტ-რედაქტორის ვაკანსია  კი საერთოდ გააუქმა.   

 

„ქართული ოცნება“ აჭარაში რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ასახელებს


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ მახარაძე, საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატმა ნოდარ ქარცივაძემ ჩაანაცვლა. ნოდარ ქარცივაძე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის, არმაზ ახვლედიანის  მამიდას შვილია.

ერთი წელი პარლამენტში – მურმან დუმბაძის ანგარიში

 

რა გააკეთა ამომრჩევლისთვის ბათუმის მაჟორიტარმა პარლამენტში მუშაობის ერთი წლის განმავლობაში. მურმან დუმბაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. 

გიორგი ერმაკოვი – ერთდროულად ორ თანამდებობაზე

 

დღეს  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ერმაკოვის ლეგიტიმაციის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, გიორგი ერმაკოვი, რომელიც მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს, ამავდროულად მერის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელიცაა.

ქობულეთში საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ხელძღვანელად აირჩიეს

 

 

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პრაიმერი  მიმდინარეობს, რომლის შედეგებითაც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ვინაობა გამოვლინდება.   

ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიწის რეფორმას გეგმავს

 

აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით  შეხვდნენ. როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი ანზორ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ძირითადი საკითხი, რომელიც პრემიერთან განიხილეს, კოალიციაში შემავალი პარტიების კვოტები იყო. 

14 ხმა ერთის წინააღმდეგ – ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

 

 

ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. 14 ხმით ერთის წინააღმდეგ ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა.  

 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მერის გათავისუფლების წინააღმდეგ ერთი ხმა საკრებულოს წევრს, გენო თებიძეს ეკუთვნოდა. 

არჩილ ხაბაძე: „ბიძინა აფხაზავასთან კითხვები გვაქვს“

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს არჩილ ხაბაძემ მთავრობის აპარატსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში შესაძლო თანამდებობრივ ცვლილებებზე ისაუბრა. 

Exit mobile version