„აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და მით უფრო ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარება აქვს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას დღეს, 23 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ვესაუბრეთ: რას აჩვენებს ეს ამბავი …
Tag Archives: პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში
„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია. მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე …
რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში
სად გაქრა ოპოზიციონერი, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ბრძოლის ველს არასდროს დატოვებს, ოპოზიციონერი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩაკეტილ საჯარო სივრცეებს არღვევდა და ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ფანჯრიდან შედიოდა? ის ხშირად მართავდა ბრიფინგებს, აპროტესტებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამხელდა მაღალჩინოსნებს, აჩერებდა საკრებულოს სხდომებს. ბევრი აკრიტიკებდა და არასერიოზულ ქცევადაც კი აფასებდა ხმაურს, რომელსაც რეზო ხარაზი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს …
Continue reading “რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში”
„ივანიშვილი… ერთს დაიჭერს, მეორე გამოჩნდება“ – „ბათუმელების“ გამოკითხვა
სამართლებრივად დასაბუთებულია, თუ პირდაპირ ჩანს ივანიშვილის განზრახვა – გაანადგუროს ოპოზიცია? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა
ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან
„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, …
განათლება, როგორც უფლება – ბათუმში ფორუმს მართავს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის
„განათლება, როგორც სოციალური უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე სამართლიანი აწმყოსა და მომავლისთვის“ – ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს, 4 ივლისს, ბათუმში, ფორუმი განათლების პოლიტიკის შესახებ, რომლის ორგანიზატორიცაა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები თემებზე: განათლების გამოწვევები ბათუმსა და აჭარაში; სად დგას დღეს განათლების სისტემა საქართველოში და რა საფრთხეს უქმნის მას „ოცნების“ პოლიტიკას; როგორი უნდა იყოს განათლება …
შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“
მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო. მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის. ჩემი …
როგორ აფინანსებს ხალხი ოპოზიციონერს – პოლიტიკოსი ქალი ოფისისა და პარტიის გარეშე
„ყველა ხელფასზე დაგერიცხება. მცირედია, მაგრამ გულით მოძღვნილი შეიწირების“, – ეს მესიჯი დამოუკიდებელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალს, თეონა ჭალიძეს მოქალაქემ მისწერა. „მცირედი“, რომელიც მოქალაქემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გაიღო, 5 ლარია. პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე 6 თვეა, რაც საკუთარი საქმიანობის დაფინანსებას ხალხს სთხოვს. ამ დროის განმავლობაში მან 50-55 სტაბილური მხარდამჭერის გაჩენა შეძლო. ყველაზე მცირე შენატანი, რაც მოქალაქეებმა მისი საქმიანობის დასაფინანსებლად …
Continue reading “როგორ აფინანსებს ხალხი ოპოზიციონერს – პოლიტიკოსი ქალი ოფისისა და პარტიის გარეშე”
„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე
„ნებისმიერ სიმძიმეზე, რომელიც ამ საქმეს ახლავს – ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს, რომელმაც ელენე ხოშტარია უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში. ელენე უკანონო სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე ნაწილდება და სახელმწიფოს როცა ვამბობ, იგულისხმება მისი ინსტიტუტები,“ – ამბობს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი და „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი. მას სინდისის პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის …
Continue reading “„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე”
რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება
პარტია „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე, წერს, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის პოლიტსაბჭოს. ვრცელ სტატუსში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვრცლად მიმოიხილავს გადაწყვეტილების მიზეზს. მირდატ ქამადაძის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ: „დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს“ და მის პოლიტსაბჭოს. ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა …
Continue reading “რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება”
„მე პოლიტიკას არ ვეხები“ – რა დგას ამ ფრაზის უკან სინამდვილეში
„მე აპოლიტიკური ვარ“ – ხშირად ისმის ეს ფრაზა ადამიანებისგან, როცა მათ ესაუბრები არამხოლოდ ქვეყნის საფრთხეზე და პროევროპული გზის ჩაკეტვაზე, არამედ პირად პრობლემაზე, რის გამოც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. „ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ვიძახი, რომ ვინმემ არც ქოცები დაგვიძახოს, არც ნაცები“ – ამ მიმართვით დაიწყო, მაგალითად, ტაქსის მძღოლების 13 მაისის გაფიცვაზე სიტყვით გამოსვლა ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა და ორგანიზატორმა, …
Continue reading “„მე პოლიტიკას არ ვეხები“ – რა დგას ამ ფრაზის უკან სინამდვილეში”
რა უთხრეს აჭარის სოფლებში „თავისუფლების მოედანს“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან
პოლიტიკურმა პარტიამ, „თავისუფლების მოედანმა“ აჭარის სოფლებში იმოგზაურა. პოლიტიკოსები შეხვდნენ, გაესაუბრნენ ადამიანებს, შეაგროვეს ამბები და დაასკვნეს, რომ „ცვლილება რეალურად ყველას უნდა და ამომრჩეველი სოფელში პოლიტიკოსს მხოლოდ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ ელოდება. საჭიროა მეტი კომუნიკაცია რეალური ნდობის მოსაპოვებლად“. „თავისუფლების მოედანი“ კამპანიის ფარგლებში – „საქართველოს გულისთვის“, რეგიონებში მოგზაურობს. შემდეგი გაჩერება კახეთი და კახეთის სოფლები იქნება, მანამდე კი …
Continue reading “რა უთხრეს აჭარის სოფლებში „თავისუფლების მოედანს“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან”
რა მოხდებოდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ დარჩენილიყო და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ
„შეიძლება, რომ ქვეყანასთან გავავლოთ ანალოგია: ხვიჩა კვარაცხელიას რა ბედიც ელოდა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე საქართველოც, ალეგორიულად რომ შევადაროთ. რუსეთი არის ადგილი, სადაც შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ გაგაჩნია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო. რუსეთში ყოფნა ნიშნავს, ჩაკეტილ სისტემაში ყოფნას, საიდანაც თავს ვერ აღწევ და ხარ გაყინული …
„თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
დღეს, 25 აპრილს, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენლებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას შეხვდებიან. „შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი და სურვილები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად. იმისთვის, რომ მთელი ეს მხარე გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან და იზოლაციიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ …
Continue reading “„თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს”
„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?
„ივანიშვილი ბორგავს“ – მიიჩნევს ივანიშვილის ჯგუფის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე საკადრო ცვლილებებზე, რაც გუშინ, 21 აპრილს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაგვაცნო. ამ საკადრო ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, ბრიტანეთისგან დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდება. „ბათუმელები“ რამდენიმე პოლიტიკოსს ესაუბრა ბოლო საკადრო ცვლილებებზე „ოცნებაში“ და იმაზე, თუ რა იყო მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის აპრილიდან აჭარის …
Continue reading “„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?”
„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ
რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთის მაგალითზე, აკლია თუ არა ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მიაღწიოს საქართველომ ახალ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, ეკა აკობიას ესაუბრა. ქალბატონო ეკა, რა შეიძლება ასწავლოს ქართულ ოპოზიციას უნგრეთის, კონკრეტულად კი პეტერ მადიარის მაგალითმა. ითქვა, რომ მისი წარმატება ხალხთან ახლო ურთიერთობამ განაპირობა. თქვენი აზრით, …
„პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანები დაისჯებიან“ – ინტერვიუ „არალეგიტიმურობის აღქმის“ ახალ კანონზე
„ეს მიუთითებს ადამიანის უფლებების მზარდ კრიზისზე, სადაც საკანონმდებლო კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი ხდება… როდესაც ვსაუბრობთ აღქმების საკითხზე, ეს უფრო მეტად აჩენს რისკს იმისა, რომ ამის მიზანი არის რეალურად გამოხატვის თავისუფლების სისხლისსამართლებრივი რეგულირება, რომ აი, განსხვავებულ აზრს ეშინოდეს იმისა, რომ ამ აზრის გამოხატვის შემდეგ მასზე შეიძლება სისხლის სამართლის რეპრესია განხორციელდეს,“ – მიიჩნევს თამარ ონიანი, „ახალგაზრდა იურისტთა …
„გამოდის, რომ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა“ – ადვოკატი 8 პოლიტიკოსის დევნის საქმეზე
„პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური აქციების ხელმძღვანელების აქტივობა ვიღაცამ თუ შეაფასა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნაწილია და პროკურატურის შეფასება არასწორია. თუ ამაზე განაჩენი დადგა, ეს იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკა საერთოდ,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელიც ე.წ. საბოტაჟის, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დევნის საქმეზე …
„ესაა მომავლის განადგურება, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბნელ, უკულტურო მასას“ – ინტერვიუ
„ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად. იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს,“ – ასეთია ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მოსაზრება „ოცნების“ ბოლო კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც „გრანტების შესახებ“ კანონი, იურისტების შეფასებით, შესაძლოა, სუფრასთან გაჟღერებულ თქვენს კრიტიკულ აზრსაც კი შეეხოს. ფილოსოფოსის დაკვირვებით, საქმე გვაქვს არამხოლოდ ინსტიტუციების გაქრობასთან და პროტესტის ჩახშობასთან, …
„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან
გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს …
Continue reading “„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან”
რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან
„მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ დიდი ერთობით… მზია ამაღლობელი და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე …
Continue reading “რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან”
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ
გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დღეს, 23 იანვარს დატოვა. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 7 თვე იყო პატიმრობაში. გიორგი ვაშაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია. იგი ე.წ. წულუკიანის საგამოძიებოს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს. „შემართებით ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი… მინდა, მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ …
Continue reading “გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ”
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს. ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში …
„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან
„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე. მასთან ინტერვიუ ბათუმში …
„სისტემამ სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია“ – თორნიკე თოშხუას წერილი ციხიდან
„სისტემამ დიდი ხანია დატოვა დემოკრატიული მოქმედების ზონა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, დანერგა უკანონო რეპრესიები და სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია, ანუ სახეზეა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომლის მთავარი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაა,“ – წერს ციხიდან გამოგზავნილი წერილში პატიმარი, თორნიკე თოშხუა. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობდა აუდიტორად. …
„კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ალბათ ირანის მოვლენებს“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან
„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი …
Continue reading “„კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ალბათ ირანის მოვლენებს“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან”
ივანიშვილის 13 ნაბიჯი დემოკრატიის გასაქრობად საქართველოში
რამდენიმე ამბავს ვიხსენებთ 2025 წლიდან, რომელიც აჩვენებს, რა ნაბიჯებით სცადა ივანიშვილის „ოცნებამ“ დემოკრატიის განადგურება საქართველოში, ავტორიტარიზმის განმტკიცება და, შესაბამისად, ქვეყნის რუსეთთან დაახლოება. იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის „ოცნება“ უკვე ტროტუარზე დგომასაც კი კრძალავს და ამისთვის ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ, წელიწადზე მეტია პროევროპული აქციის მონაწილეები ისევ ქუჩაში არიან. მზია ამაღლობელის საქმე: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ „იბრძოლეთ, სანამ …
Continue reading “ივანიშვილის 13 ნაბიჯი დემოკრატიის გასაქრობად საქართველოში”
რატომ ვერ დაიცვა ივანიშვილმა ფარცხალაძე ამჯერადაც? – ეს არის გარკვეული ხარკი კრიმინალთან | ინტერვიუ
„ივანიშვილს, როგორც ჩვეულებრივ მაფიოზს, აქვს კრიმინალების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია და ზედ დამატებული, ასევე საკმაოდ კრიმინალიზებული რელიგიური ინსტიტუტის კურთხევა… ივანიშვილმა სახელმწიფო ჩაანაცვლა კრიმინალურ-მაფიოზური სინდიკატით. ყველა ეს გადაწყვეტილება ახლა ამის თვითაღიარება და ლუსტრაციაა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაზე ვესაუბრეთ: „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორს „ოცნება“ განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავება. „ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ აქვს …
„ყველას უნდა იყოს მომავალი პრემიერი, პირველი ოპოზიციონერი“ – რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას
„…დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო,“ – გვიყვება პოლიტიკური აქტივისტი, პროევროპული წინააღმდეგობის წევრი დავით ჯინჭარაძე. მას ვესაუბრეთ ოპოზიციის ერთობის შესაძლებლობაზე, ვიდრე ივანიშვილის დაჯგუფება ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და პროტესტის …
კობახიძე თუ არ არის კორუფციაში ჩაფლული, ეს სულ არ ნიშნავს, რომ სისტემა ხელს არ შეახოცავს – ინტერვიუ
„ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი მმართველობის ანომალიური, კორუფციული სისტემა, რომლის მძევალიც შემიძლია ვთქვა, რომ თავადაცაა. მეჩვენება, რომ საჭირო მომენტში შესაძლოა, ეს ისრები მისკენაც იყოს მიმართული,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე ვესაუბრეთ: ვინ არის დამნაშავე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებსაც კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, მმართველი ძალის ვერსიით, თავად …
„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ
„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც …
Continue reading “„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ”
პროკურატურამ დაარღვია კანონი, დასავლეთს მიანიჭა მტრული ქვეყნების სტატუსი – კომენტარი
ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაარღვია კანონი ოპოზიციური ლიდერებისათვის ახალი ბრალის წარდგენისას. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. პროკურატურის სწორედ ამ განცხადებას ეხმიანება ირაკლი მელაშვილი და განმარტავს, რატომ დაარღვია კანონი …
„ოცნება ამით ევროკავშირს ეუბნება: მე მყავს მძევლები, უარესად ვიმოქმედებ“ – ინტერვიუ
„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ “ პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება, ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ პროკურატურის მორიგ გადაწყვეტილებაზე – ოპოზიციონერ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინეს. „ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები …
ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში „ოცნება“ ახსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტს, გამოცემას – არა
სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზეც, თუმცა სარჩელში „ოცნებამ“ გამოტოვა რამდენიმე მედიასაშუალება და სარჩელის ავტორებმა მედიაგამოცემების დასახელებას, მხოლოდ ჟურნალისტის მითითება ამჯობინეს. „ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჟურნალისტებს არასათანადოდ ეპყრობოდა. „ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცალკე …
„ვიდრე შენ არ გეხება, ამჯობინებ დუმილს. ასე დამყარდა საბჭოთა ტერორიც“ – ინტერვიუ
„როგორც ჩანს, ანესთეზია ძალიან საფუძვლიანად გაკეთდა,“ – საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, იმ ადამიანებზე ვკითხეთ, რომლებიც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობენ საპროტესტო განწყობის მიუხედავად. რის გაკეთება შეუძლიათ მათ? „მესმის ტოტალური დაღლა. როდესაც მთელ ცხოვრებას ამ პროცესში ატარებ: სულ რევოლუციაა და გადატრიალება, მუდმივად ცვლილების მოლოდინია. გასაგებია, რომ ადამიანი იღლება. ყველას ერთი …
Continue reading “„ვიდრე შენ არ გეხება, ამჯობინებ დუმილს. ასე დამყარდა საბჭოთა ტერორიც“ – ინტერვიუ “
რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ
რა იცვლება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – თანამედროვე ჩინეთის სპეციალისტი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რეალურად რამდენად გაღრმავდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, თუმცა „ამის პოტენცილი არის“. „საფრთხე არის სხვა რამ: თუკი ქართული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ვერ მოხერხდა ისე, რომ მართლაც შეუძლებელი იყოს ამხელა რაოდენობის ტვირთის გატარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვანაცვლებს ზანგეზური. …
Continue reading “რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ”