სიახლეები

სამი მილიონი სტიქიის შედეგების საკომპენსაციოდ

10.02.2015
სამი მილიონი სტიქიის შედეგების საკომპენსაციოდ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენებისგან მიყენებულმა საერთო ზარალმა 3 500 000 ლარი შეადგინა. აქედან 261 800 ლარი გამოიყო ბათუმის დატბორვის შედეგად დაზარალებული 402 ოჯახის საკომპენსაციოდ.  როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე აცხადებს,  დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაცია სოციალური ქულების მიხედვით მისცეს.

„700 ლარი გაიცა საკომპენსაციოდ იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასამდე იყო. გარდა ამისა, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ და მიმდინარეობს ამ ობიექტების აღდგენა“.

2015 წლის 5 თებერვლის საქართველოს მთავრობის განკარგულებით,  3 223 014 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  გამოიყო.

აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.

ერთი მილიონ 333 ათასი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აჭარაში, ერთი მილიონი ლარი ბათუმის ინფრასტრუქტურას, 424, 3 – ქობულეთის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული, 465,7 ლარი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის.

„სტიქიის შედეგად დაზარალდა ხიდები და გზების მონაკვეთები, აღნიშნული თანხა ამ ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება“- აცხადებს კახა შაშიკაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: