„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკადრო პოლიტიკაზე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ დღეს, 31 მარტის ბრიფინგზე საკადრო პოლიტიკაზე  განცხადება გააკეთა.

ასმათ დიასამიძე: რაღაც გაორებული ვარ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების შესახებ ამბობს: 

 

 

არჩილ ხაბაძე თურქეთის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

 

დღეს, 28 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) პრეზიდენტსა და წევრებს შეხვდა.

ჯემალ ფუტკარაძე: ქალი უფრო მეტ წვლილს შეიტანს, თუკი ოჯახში იტრიალებს

 

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის („ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი), ჯემალ ფუტკარაძის მოსაზრებით,  ქალების წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ისინი ოჯახში იტრიალებენ. 

დავით ბაციკაძე: პარტიებს კვოტირების ვალდებულება არ უნდა ავკიდოთ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის („საქართველოს კონსერვატიული პარტია“) დავით ბაციკაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი  უჭერს მხარს, ხელოვნური და იძულებითია.  

სამხედრო გემების საქართველოში შემოსვლის საკითხს პრემიერი გადაწყვეტს

 

უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემების საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლა-არშემოსვლის საკითხში ამიერიდან ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ ჩაერევა. ამ საკითხში უშიშროების საბჭო, რომლის სხდომებსაც ქვეყნის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია.

წაკითხული აქვთ თუ არა დეპუტატებს აჭარის კონსტიტუცია?

 

აჭარის კონსტიტუციაში წერია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს 11 დეპუტატი ირჩევს. ამის მიუხედავად, დეპუტატებმა გასულ კვირას ახალი ვიცე-სპიკერი რეგლამენტის მოშველიებითა და გაუგებარი განმარტებებით 8 ხმით აირჩიეს. სხდომაზე მყოფ დეპუტატთაგან ხმამაღლა არც ერთს არ დაუფიქსირებია, რომ ვიცე-სპიკერის არჩევას, აჭარის კონსტიტუციით, 11 ხმა სჭირდება. რატომ მოიქცნენ დეპუტატები ასე – ეს თემა საზოგადოებაში დღემდე დისკუსიის საგანია. არაერთი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ დეპუტატების უმრავლესობას აჭარის კონსტიტუცია წაკითხულიც კი არა აქვს, ხოლო მას, ვისაც წაკითხული აქვს – ამ უმთავრეს დოკუმენტს არაფრად აგდებს საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

 

აჭარიდან ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასასწრებად გამგზავრებული კოლონა ამწუთებში რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილდება.

 

 როგორც აჭარაში ენმ-ს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)  ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, აჭარიდან აქციაზე 2500-ზე მეტი ადამიანი მიდის. კირთაძის თქმით, ადამიანები საკუთარი ავტომობილებით მიემგზავრბიან თბილისში, თუმცა მათ ნაწილს საწვავით პარტია დაეხმარა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე: კარგი იქნებოდა, 7 ნოემბერს ხალხისთვის კვერცხები ესროლათ და არ ეცემათ

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ის ძალადობას და კვერცხების სროლის ფაქტს გმობს, თუმცა კარგი იქნებოდა, შვიდ ნოემბერსაც  კვერცხები ესროლათ ხალხისთვის და არ ეცემათ. 

4765 მომატებული შტატი აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში

 

აჭარისა და ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტების მიხედვით, შტატში, 6129 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ხელფასს ამ ბიუჯეტებიდან იღებენ. მომუშავეთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 4765 ადამიანითაა გაზრდილი. საბიუჯეტო ორგანიზაციებში გასამრჯელოს კონკურსგარეშედ დანიშნული შტატგარეშე თანამშრომლებიც იღებენ, რომელთა რაოდენობა ცვალებადია და არც მათთვის ხელფასად გასაცემი თანხაა დაკონკრეტებული. აჭარისა და ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდა ბიუჯეტის ახალი პრინციპით შედგენას უკავშირდება. 

გიორგი ერმაკოვი დეპუტატებზე თავდასხმაში მონაწილე პირების შესახებ

 

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს, 17 მარტს კომენტარი გააკეთა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, იურიდიული პირების თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, მერის კომპეტენცია არ არის. 

დემოკრატიის ინსტიტუტი: უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას არაფრად აგდებს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“, დღეს, 17 მარტს, დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა, აჭარის და საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებზე და მუხლებზე, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2015 წლის 13 მარტს, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის ფარული კენჭისყრით არჩევის დროს დაარღვია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას  „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ.

 

  

ჯემალ ფუტკარაძემ ჟურნალისტებს სტატუსი შეახსენა

 

უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ, რომელიც ცხრა მარტს, რვა ხმით, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად აირჩიეს,  ჟურნალისტებს უსაყვედურა. ჯემალ ფუტკარაძის განცხადებით, მისი ახალი სტატუსი ტელეეთერში სრულყოფილად არ არის მითითებული: 

დეპუტატების ბრიფინგი ვიცე-სპიკერის სახლში

 

დღეს, 16 მარტს, უმაღლესი საბჭოს ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის სახლში ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადების მიზეზი  „თავისუფალი თაობის“ წევრების მხრიდან  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ფიზიკური და კერძო საკუთრების ხელყოფის დაანონსება იყო. გუშინ „თავისუფალი თაობის“ წევრებმა ჯემალ ფუტკარაძის სახლზე წარწერები გააკეთეს. მათ შორის იყო წარწერა – „მოღალატე“.  გუშინვე „თავისუფალი თაობის“   წევრებმა  საქართველოს პარლამენტის წევრის, მურმან დუმბაძის ოჯახთან სტუმრობაც დააანონსეს.    

გენო გელაძე: ჯემალ ფუტკარაძის ამ ფორმით არჩევა კონსტიტუციის არცოდნა და უპატივცემულობაა

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძე რვა ხმით აირჩიეს. იურისტი და განათლების დოქტორი გენო გელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აჭარის კონსტიტუციით რვა ხმით თავმჯდომარის მოადგილის არჩევა შეუძლებელია.  გენო გელაძის შეფასებით, გამოდის რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ერთ ნაწილს  აჭარის კონსტიტუცია არ წაუკითხავს, ზოგიერთებმა კი რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან კანონს პატივი არ სცეს. 

„გადადექი“, „გადადექი!“ – ავთანდილ ბერიძემ სხდომა დატოვა

 

უმაღლესი საბჭოსა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების წევრის სულხან ღლონტის განცხადებით, სხდომიდან წასული ავთანდილ ბერიძის ადგილი ახლად არჩეულმა ვიცე-სპიკერმა, ჯემალ ფუტკარაძემ დაიკავა, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა.   

ვიცე-სპიკერად არჩეული ჯემალ ფუტკარაძე ავთანდილ ბერიძემ არ აღიარა

 

აჭარის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის ვიცე-სპიკერად ჯემალ  ფუტკარაძე აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე სულ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ვიცე-სპიკერის პოსტზე მედეა ვასაძე  წარადგინა, მედეა ვასაძემ კი „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა დაასახელა. კენჭისყრის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათილად გამოაცხადა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.      

სააკაშვილის ფოტოები ბათუმის ქუჩებში

 

ბათუმის ქუჩებში დღეს მიხეილ სააკაშილის ფოტოები გამოჩნდა წარწერით: “ჩვენ გვახსოვს 26 მაისი”, “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში”… 

 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ფრაქციის წევრები იყვნენ ტაძარში და სხდომის ჩატარებაც იქ გადაწყდა”

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძე, საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან საუბარში ამბობს, რომ 7 მარტს ფრაქციის სხდომა, სადაც ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი გადაწყდა, სასულიერო სემინარიის  საკლასო ოთახში ჩატარდა:„მე გახლდით სახლში, დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა ჩამოვსულიყავი.

ეპისკოპოსი სპირიდონი: რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა ერთი სახელმწიფო გახდება, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ

 

8 მარტს youtube-ზე გავრცელდა სხალთის მთავარეპოსკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგება, სადაც ის საუბრობს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და უკრაინის მომავალზე. მეუფე სპირიდონის თქმით,  უკრაინა, რუსეთი და ბელორუსია გამთლიანდება და ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რომელსაც სათავეში ეყოლება მეფე. მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები – ომი რუსეთთან გამოწვეულია „მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით“.

ჩაშლილი ტენდერები სოფლის მეურნეობის სამინისტროში

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სამინისტრომ შესაძლებელია პირველი კვარტლის შედეგები ვერ დადოს. მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილების გამო დაგეგმილი ტენდერები ჩაიშალა.

არჩილ ხაბაძე: მთავრობის გადაყენების მოთხოვნა უტოპიურია

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. „თავისუფალ დემოკრატები“ აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 

ბათუმელი „ნაციონალები“ კიევში სააკაშვილსა და ვარშალომიძესთან შესახვედრად


უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ, ცხრა მარტს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი არ ესწრებოდა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. ისინი უკრაინაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. რა თემებზე ისაუბრეს კიევში და რას გეგმავენ ყოფილი მმართველი პარტიის წევრები დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით? ამ თემაზე „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს წევრს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძეს ესაუბრა.

დავით ბალაძე: პარტიებმა პოლიტიკური ქულების მოპოვება დაიწყეს

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის სულხან ღლონტის მიერ გაკეთებულ განცხადებას – აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე გამოეხმაურა.

ჯემალ ფუტკარაძე ავთანდილ ბერიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. მიზეზად კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე სვეტლანა კუდბაზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს.

 

ფუტკარაძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ზეწოლას ახორციელებდა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ დეპუტატზე.

 

“მე მიმაჩნია და ვთვლი, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,  ავთანდილ ბერიძემ ვერ უზრუნველჰყო ის მენეჯერული თვისებები და მოვალეობა რაც მას აკისრია, ვერ შეინარჩუნა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში და დღემდე არსებული ვაკანსიები ვერ შეავსო. ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი სესიაა, რომელიც ჩაიშლება, ეს ყველაფერი არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საბაბი. მე მოვუწოდებ ბატონ ავთანდილს რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რამეთუ პროცესი დაწყებულია და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს,” – განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ. 

 

სულხან ღლონტი: აჭარის მთავრობას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ

 

აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სულხან ღლონტი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მოითხოვს. 

აკაკი ძნელაძე ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციდან გარიცხვის დეტალებზე

 

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, აკაკი ძნელაძის ინფორმაციით, დღეს ფრაქციიდან ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს. აკაკი ძნელაძე ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ გუშინდელ შეხვედრასაც უკავშირდება. მისი თქმით, ფრაქცია სვეტლანა კუდბას გარიცხვას არ აპირებს. აკაკი ძნელაძემ „ბათუმელებთან“ ფრაქციის დღევანდელი სხდომის შესახებ ისაუბრა. 

დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ უმსჯელია

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების – ჯემალ ფუტკარაძისა და სვეტლანა კუდბას ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ უმსჯელიათ. 

გახდება თუ არა ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერი?

 

3 მარტს აჭარის უმაღლეს საბჭოში  ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრის მედეა ვასაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ სხდომაზე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურის განხილვაც შესთავაზეს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 20 თებერვალს გახდა, როცა თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. 

ბათუმის მერის კომენტარი მურმან დუმბაძის ბიუროს სავარაუდო გასახლებაზე

 

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრის და ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს მერიის შენობიდან გასახლების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის

 

ხშირად გვესმის, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, ვერ გეტყვით ეს რამდენად ქართული ფენომენია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებში პოლიტიკის ეს განსაზღვრება იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ ამას გეტყვის ბავშვიც და დიდიც.  ასეთად არის სახელდებული დღეს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „სახელი საქმის ნახევარია“, ამ ლოგიკით ამ საქმის მიმართ უნდობლობა საფუძველშივე ძევს ამომრჩევლისთვის.  ამავე ლოგიკით ვინც პოლიტიკას აკეთებს, ამავე დროს აკეთებს „ბინძურ საქმეს“, ან რატომაც არ გააკეთებს, ის ხომ ასეთ პროცესში მონაწილეობს. ასეთ დროს გამოჩნდე განსხვავებული არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი. ეს არის წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცვალოს და მისი შეცვლა ალბათ ჩვენი თაობის პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

147 მილიონი ლარი ავტომობილებისთვის

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 

 

აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას პასუხობს

 

გონიოს მოსახლეობას, რომლებმაც აქცია გამართეს და ჩამორთმეული მიწების დაბრუნება მოითხოვეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა.  იმ მიწების სანაცვლოდ, რომლებიც ინფრასტრუქტურული ან კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ზონაშია მოქცეული, არჩილ ხაბაძე გონიოს მცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართობებს სთავაზობს. 

აჭარის მთავრობა მშენებლობისთვის მიწას ითხოვს

 

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი და  სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს. ამისთვის მთავრობის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პოლიტსაბჭოზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებს მოუსმინეს

 

როგორც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის გვერდზეა აღნიშნული, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

„ქართულ ოცნებაში“ ფუტკარაძისა და კუდბას ფრაქციიდან გარიცხვაზე მსჯელობა დაიწყო

 

ფრაქცია „ქართული ოცნება“ სვეტა კუდბასა და ჯემალ ფუტკარაძის პასუხისმგებლობის საკითხს ორშაბათს, 23 თებერვალს განიხილავს. ამ დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ, მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ალესანდრე ჩიტიშვილის თანამდებობებიდან გადაყენების საკითხს. სავარაუდოდ მათ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ დაატოვებინებენ.

Exit mobile version