სიახლეები

რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში?

17.02.2015 • 1727
რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“  აჭარის უმაღლეს საბჭოში?


ეკატერინე თარგამაძე
ეკატერინე თარგამაძე



„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა, რომ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნეს უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე და კომისიის ხელმძღვალენი ალექსანდრე ჩიტიშვილი, რამდენად გაქვთ  „ქართული ოცნების“  წევრების მხადაჭერის იმედი და კონკრეტულად ვისი ხმის იმედი გაქვთ?

 

„დღევანდელი პროცესი ლოგიკური გაგრძელებაა ადრე დაწყებული პროცესისა. ბევრი განცხადება გაგვიკეთებია იმაზე, რომ უუნაროა ფაქტობრივად ხელისუფლება. ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი გადაყენების შესახებ და „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებთან იქნება ეს ე.წ მურმან დუმბაძის ჯგუფი თუ „თავისუფალი დემოკრატები“, მათთან ამ თემაზე  საერთოდ არ გვქონია კონსულტაციები იქედან გამომდინარე,  რომ თუკი ისინი გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას და ფიქრობენ, რომ არის ბევრი უნიათობის ფაქტია რეგიონში, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ კენჭისყრი მომენტში.


ანუ „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულ დეპუტატებს გამოცდას უტარებთ?

 

გამოცდას არა. ჩვენ დავაყენეთ წინადადება, ისინი ამბობენ, რომ ბევრი რამ არ მოსწონთ და ჩვენ ვიყავით ინიციატორი, რომ შეგვეცვალა ეს რეალობა. ჩვენ თანამდებობეზე პრეტენზიები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, გვინდოდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია დოკუმენტურად.  ყველაფერს კენჭისყრის დღე გადაწყვეტს.


დავუშვათ გადააყენეთ დავით ბაციკაძე და ალექსანდრე ჩიტიშვილი, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს პრეტენზიები თანამდებობაზე, მაშინ ვინ წარმოგიდგენიათ ამათ ნაცვლად?

 

ჩვენ თანამდებობები გქვონდა სხვადასხვა ორგანოებში და შესაბამისი პასუხისმგებლობაც გვქონდა. ამიტომ ხალხმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, დეპუტატთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს იმედები არ გამართლდა, ამიტომ ახლა არის ის პერიოდი, რომ მათ შეცვალონ სამოქმედო გეგმა.


თქვენ დააყენეთ ინიციატივა და გატანის შემთხვევაში, თქვენ ამბობთ, რომ  არ გაქვთ გეგმა, თუ ვის დანიშნავთ ამ თანამდებობაზე?

 

მოიძებნება რესურსი იმის, რომ  ვინმე ჩაენაცვლოს.


თქვენი პარტიიდან?

 

ამას გადაწყვეტს უმრავლესობა.


თქვენს გეგმებში თუ განიხილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება?

 

ჩვენ ეს საკითხი ერთხელ უკვერ დავაყენეთ, მაგრამ მაშინ ჩემი კოლეგების ნაწილი მხარს არ უჭერდა ამ საკითხს. ზოგადად, რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, ამაში დიდი წილი თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხიც არის.


თქვენი პარტია არის იმისთვის მზად, თუკი შეძლებთ დაანონსებულ ცვლილებას, რაზეც თქვენ საუბრობთ, აიღოთ საკანონმდებლო მართვის სადავეები რეგიონში?

 

ჩვენი თვითმიზანი არ არის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. ჩვენი თვითმიზანია ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რეგიონში იმისთვის, რომ განვითარდეს.


მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დატოვებენ თანამდებობებს, აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?

 

რიგგარეშე არჩევნების შესახებ განცხადებას ძირითადად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები,  ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმას, რომ მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ფიქსირდება თანამდებობების დაკარგვის შიში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავთ იმაში, თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა.


ანუ თქვენ იბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ერთი ფლანგი მეორეს ჩაენაცვლოს?

 

ჩვენი მიზანია ის, რომ რეგიონში დაფიქსირდეს რეფორმების ახალი ტალღა, ის განვითარების ტემპები, რაც იყო. ვფიქრობ, ამ პოზიციას გაიზიარებენ მმართველ გუნდშიც, რომელთაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ.


ამ რეფორმების სათავეებთან თუ წარმოგიდგენიათ მურმან დუმბაძე?

 

მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით ბევრი ღიმილის მომგვრელი განცხადება კეთდება ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძე მათი რჩეული იყო ბათუმის მაჟორიტარად და ცოტა უცნაურია მათი მხრიდან ასეთი კრიტიკის მოსმენა. ჩვენი მხრიდან მურმან დუმბაძესთან არანაირ მოლაპარაკებას და გარიგებას ადგილი არ აქვს. ეს, უბრალოდ, სასაცილოა.   


მე გეკითხებით თქვენი პარტიის გეგმებზე უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებზე, თქვენ მპასუხობთ, თუ რა სასაცილოა ქართული ოცნება. იქნებ მიპასუხოთ, თქვენი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, უახლეს მომავალში რას გეგმავს უმაღლეს საბჭოში?

 

ჩვენ ვგეგმავთ იმას, რომ კენჭისყრაზე დავაყენეთ ეს საკითხები, ველოდებით რა რეაგირება ექნება ამაზე უმრავლესობას, რადგან მოგეხსენებათ, რომ 11 ხმაა საჭირო იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს და სამომავლო გეგმებს ამ პროცესების შემდეგ გავაჟღერებთ.


ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, დავუშვათ აიღეთ ეს 11 ხმა და გადააყენეთ „ქართული ოცნების“ წევრები თანამდებობებიდან, თუ არც თქვენ ოცნებობთ თანამდებობზე, მაშინ ვის ნიშნავთ ამ პოსტებზე?

 

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რა თქმა უნდა, დადგება დღის წესრიგში თანამდებობებთან დაკავშირებული საკითხები და იმედია, დეპუტატები შეჯერდებიან შესაფერის კანდიდატურაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: