„მოზარდებთან ამ თემებზე საუბარი სასიცოცხლოდ აუცილებელია“ – დისკუსიები ქობულეთსა და ქედაში

„სკოლის ადრეული წლებიდანვე აუცილებელია ვისაუბროთ მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულ გარემოზე, რომელიც ქმნის ქვეყანას, სახელმწიფოს და სადაც უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა მიიჩნევდეს… სამოქალაქო ცნობიერება და კანონის უზენაესობაზე დამყარებული ურთიერთობა კი სწორედ სასკოლო კედლებში უნდა იწყებოდეს“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, ორგანიზაცია „საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი. მალხაზ ჭკადუა, ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი ვალდებულებების  …

შშმ პირების მიმართ დისკრიმინაცია და გამოწვევები – დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

ხელვაჩაურის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გამართა შეხვედრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებსა და თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა. მახოს სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 მოსწავლე სწავლობს, ამიტომ ეს თემა დისკუსიაში მონაწილე მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. სადისკუსიო თემის იდეა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლიანა გორგაძეს ეკუთვნის. მან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ …

„მნიშვნელოვანია არასდროს დავმალოთ ძალადობა“ – რაზე საუბრობენ მოზარდები განახლების სკოლაში

„სულ მაინტერესებდა გამეგო, ადამიანები რატომ ვართ გულგრილები მაშინ, როცა ვხედავთ, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ. ამის შესახებ ჩვენს სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი ამბობს, თუ სხვის საქმეში ჩავერევით, შესაძლოა მერე თვითონ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ვისწავლე, რომ მე მიცავს კანონი და თუ სადმე ძალადობის შესახებ გავიგებ და ვაცნობებ …

როგორ შევამციროთ ძალადობრივი გარემო ჩვენ ირგვლივ – დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემაზე მერისის საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლა-პანსიონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ კონკურსის გზით შერჩეული 10 სკოლიდან ერთ-ერთია. კონკურსის იდეა ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის/დისკუსიის ჩატარებას გულისხმობდა. შეხვედრის თემა – ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემები – ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მერისის საჯარო სკოლა-პანსიონის …

მითები და რეალობა ბავშვთა ძალადობაზე – დისკუსია ცხემლისის სკოლაში

„თუ გვსურს უფრო ჯანსაღი, სწორად მოაზროვნე თაობა და ნაკლები მსხვერპლი, აუცილებლად უნდა გავზარდოთ ინფორმირების კამპანია. ამ მხრივ, არაფორმალური შეხვედრები, აქტივობები, ტრენინგები, კონკურსები და მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვების ცოდნისა და ინფორმირებულობისთვის, არამედ ზრდასრულთა ცნობიერების ამაღლებისთვისაც“, – ამბობს ქეთევან გოგაძე, შუახევის სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლის პედაგოგი. ცხემლისის სკოლა ერთ-ერთია იმ 10 საჯარო სკოლიდან, რომლებიც არასამთავრობო …

დისკუსია კონკურსის წესით შერჩეულ დანისპარაულის სკოლაში

„არაფორმალური განათლება ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის დღემდე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის. მათ არ უნდა იგრძნონ, რომ ქალაქებში მეტი შესაძლებლობებია. მათაც უნდა შევუქმნათ გარემო, სადაც ექნებათ თავისუფალი სასაუბრო სივრცე, იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღები პირები. საზოგადოებაში ფესვგამდგარი მახინჯი სტერეოტიპებისა და სტიგმების დასამარცხებლად საუბარი და კომუნიკაციაა საჭირო“, – ამბობს ელზა ლემსაძე, სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციებისა და …

გენდერული სტერეოტიპები – დისკუსია ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დისკუსიის ჩატარების იდეის კონკურსში აჭარის 10 სკოლა შეარჩია. კონკურსის იდეა ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის/დისკუსიის ჩატარებას გულისხმობდა. შერჩევის პროცესში მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის რესურსცენტრებისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. გამარჯვებული სკოლები: [checklist] დანისპარაულის საჯარო სკოლა ( ხულო) განახლების საჯარო სკოლა (ხულო) ხაბელაშვილების საჯარო სკოლა (შუახევი) ცხემლისის …

ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს

დღეს, 21 მაისს, სასტუმრო „ლე მერიდიანში“ ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა დაიგეგმა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში.  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლეჯები ,,ბლექსი“ და ,,ახალი ტალღა“ – ეს ის სასწავლებლებია, რომლებიც მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებას და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო, …

ყველა სოფელს თავისი ფული – როგორ ეხმარებიან არასამთავრობოები ქედის მცხოვრებთ [Video]

„სოფლის პროგრამაში არის ძალიან ბევრი, სასარგებლო წინადადება, რაც გამაცნეს და მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ჩავერთვები და ვეცდებით, რომ ეს პროგრამა სოფლის წინსვლისკენ, მომავლისკენ, სიხარულისკენ იყოს მომართული და სოფელში ახალგაზრდობის დარჩენის საწინდარი იყოს“, – ამბობს იამზე გოგიაშვილი, რომელიც სოფელ ცხემნაში ცხოვრობს. ცხემნა მაღალმთიანი სოფელია ქედაში, რომელიც მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. …

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ NED-ის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს აჭარის სკოლებისთვის დისკუსიების ჩატარების იდეების მიღებაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის 5 მუნიციპალიტეტის: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს – პედაგოგებსა და ადმინისტრაციას. მსურველებმა კონკურსის მონაწილეებს უნდა მიაწოდონ ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის, დისკუსიის, შეხვედრის იდეა. აგრეთვე, უნდა დაასახელონ შესაბამისი სფეროს სპეციალისტი …

80-მა ახალგაზრდამ აჭარაში ისწავლა, როგორ გამოიცნოს ყალბი ახალი ამბები

ინტერნეტში ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ამოიცნო ყალბი ამბავი, თავის დაცვა რომ შეძლო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2020 წლის მარტიდან აჭარის მთის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სწორედ ამ კუთხით მუშაობს. ახლახან ორგანიზაციამ დაასრულა მეორედ გამოცხადებული ონლაინკურსი, რომელშიც 9 სოფლიდან 80 ახალგაზრდა იყო ჩართული. სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ორ თვეს გაგრძელდა. Zoom-პლატფორმაზე მონაწილეებმა …

საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე – ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით

„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია …

უწყლო სოფელი ხულოში – როგორ მოაგვარა არასამთავრობომ წლობით გადაუჭრელი პრობლემა

შუახევში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სხალთის ისტორიული ხეობისკენ რომ გადაუხვევთ, დაახლოებით 17 კილომეტრში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მახალაკურია. ხეობის ცენტრალურ სამანქანე გზასა და სოფელს ერთმანეთისგან მდინარე სხალთის ღრმა ხეობა ჰყოფს. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ სოფელში, ადგილობრივების თქმით, 105 კომლია, თუმცა, ძირითადად, დღეს 75 ოჯახი ცხოვრობს. თანაც, მათი უმეტესობა აქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდის. მახალაკურში არის უბანი, …

როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით

დაბა შუახევიდან ოთხიოდე კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან მარცხნივ, აღმართზე, ვიწრო გზა ადის. სოფელი, სადაც ეს უასფალტო გზა მიდის, ცენტრალური  მაგისტრალიდან არ ჩანს. როცა სოფლის გზას დაადგები, პირველი მოსახლე დაახლოებით ორ კილომეტრში ჩნდება. ეს სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სადაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ჩანჩხალოში ჩვენი სტუმრობის …

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …

გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა

თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული. „ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც …

ფოტოკონკურსი 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის – „გაიცანი ჩემი სოფელი“

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს – „გაიცანი ჩემი სოფელი“.  ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია მობილური ტელეფონითაც. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებსაც პრიზებს გადასცემენ.  კონკურსში მონაწილემ 2020 წლის 15 ივლისამდე, ელფოსტაზე: batumiijh@gmail.com უნდა გააგზავნოს ფოტომასალა მოკლე აღწერით და პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ნომერი. „თუ ხარ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდა, …

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ …

330 მოსწავლე აჭარიდან ერთ ჯგუფში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელთა მიზანიც მედიაწიგნიერება და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, აჭარის რეგიონში – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 330 მოსწავლე გაწევრიანდა. სალომე ფუტკარაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი: “პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაციის …

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების …

14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ონლაინ-კურსი აჭარაში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს მიღებას ონლაინ-კურსებზე, რომლის თემაა: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-18 წლის ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს ცოდნა და გახდეს გამარჯვებული. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSeHb5BgDukhvHRZRb…/viewform რეგისტრაცია გაგრძელდება 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით 2 მარტს, ბათუმში, დისკუსია შედგა. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. მალხაზ ჭკადუა, მოდერატორი: შეხვედრა ეხება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი აირჩია ახალდაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ. ჩვენ …

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “ლე პორტში” დისკუსია შედგა. შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული. ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა მენეჯმენტს უკვე მიმართა საგაფიცვო მოთხოვნებით. ერთ-ერთი მოთხოვნა ტელევიზიაში სტატუსკვოს აღდგენაა – საინფორმაციო სამსახურების რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება. “ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის თანამშრომლების პრობლემა,” – …

„ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით“ – როგორ გადააქციეს ბათუმი კიტჩად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე – ახალი მშენებლობები ისტორიულ ზონაში. შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის მოხსენება შემდეგ საკითხებს შეეხო: არსებული ვითარება ბათუმის ისტორიულ ნაწილში; დაგეგმილი და განხორციელებული სამშენებლო პროექტები და მათი ზეგავლენა ქალაქზე; საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორ და რას აშენებენ ისტორიული ქალაქების დაცულ ზონებში, როგორ იცავენ ბალანს ახალ მშენებლობებსა და კულტურული …

„მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მეზიზღება… ასე ხდება დემონიზება“ – მაია ცირამუა

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა დისკრიმინაციისა და თანასწორობის თემაზე. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოხსენება წაიკითხა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ თემაზე დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები. მაია ცირამუა: მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი და ძირითადად იმ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რომლებსაც მძიმე ტრავმული გამოცდილება აქვთ, ეს იქნება …

ბსუ-ში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება

ხვალ, 21 თებერვალს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. დისკუსიის მომხსენებელი ფსიქოლოგი მაია ცირამუა ისაუბრებს იმაზე, თუ რა განსაზღვრავს დისკრიმინაციულ ქცევას და როგორ მუშაობს წინასწარგანწყობა, ასევე სტერეოტიპები. დისკუსიის თემა იქნება: როგორ მივაღწიოთ თანასწორობას. დისკუსია უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგება და მისი ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დასწრება თავისუფალია.

კრემლისა და ხელისუფლების ტროლები, ბრძოლა ორ ფრონტზე – დისკუსია ბათუმში

25  იანვარს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დისკუსია  გამართა.  შეხვედრის თემას ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა  წარმოადგენდა.  „ყალბი ანგარიშები სოციალურ მედიაში და  ანეკდოტური მტკიცებულებები საზოგადოებაში“ – ამ საკითხზე   მოხსენება მედიის  განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ  კინწურაშვილმა წაიკითხა. თამარ კინწურაშვილი: ჩვენ  წლებია  ვავლენდით  რუსულ  დეზინფორმაციას  ქართულ მედიასაშუალებებში და შიდა  აქტორებზე  არ გვქონია  ფოკუსი, იმიტომ, რომ მიგვაჩნია,  გაცილებით  დიდი  …

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების …

მედიაწიგნიერების სკოლა 14-დან 26-წლამდე ახალგაზრდებისთვის ბათუმში

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ მედიაწიგნიერების 4-თვიან პროექტში მონაწილეობისთვის იწვევს აჭარაში მცხოვრებ 14-დან 26-წლამდე ახალგაზრდებს. შერჩეულ მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და პარტნიორი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში გამართული 3-დღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემის გამოწვევებს. ეს არის ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი, რომლის დროსაც მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას: როგორ იმუშაოთ სოციალურ ქსელებში;  როგორ გაარჩიოთ ერთმანეთისგან ყალბი ინფორმაცია …

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა

რა არის ნეიტრალიტეტი? – ეს იყო შეხვედრისა და დისკუსიის თემა 28 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონში“. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია. „ნეიტრალიტეტის“ ან „სამხედრო მიუმხრომლობის“ თემა ხშირად აქტიურდება, როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას. რას მოიაზრებს რეალურად ნეიტრალიტეტი? როგორია სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიცია და ნეიტრალიტეტის სახეები? – სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს …

რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

„სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესის ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ. რა არის ნეიტრალიტეტი და რას მიიღებს ქვეყანა, თუკი იგი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს? – ეს იყო დღეს, 28 ოქტომბერს, …

ბოშა ქალის ერთი დღე სახლსა და ბაზარში

ქობულეთში, სოფელ გელაურში, მცხოვრები ბოშა ქალები თავს ბაზრებში ვაჭრობით ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. სამუშაო დღე მათთვის ადრე დილას იწყება. ალაგებენ სახლს, ამზადებენ სადილის, შემდეგ კი ჩანთებს და ასე მძიმე ჩანთებაკიდებულები მიდიან სავაჭროდ. ასეთია გელაურელი ბოშა ქალების ყოველდღიურობა – ისინი უმეტეს შემთხვევაში, ბათუმში დადიან სავაჭროდ. ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბოშა ქალები მუდამ ეზიდებიან მძიმე ტვირთს ჩანთებით, …

ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს

„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს.  მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის …

ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ნივთებს ბავშვებისა და უფროსებისთვის

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “ბათუმელების” ორგანიზებით გრძელდება ნივთების შეგროვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამო ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, დროულად შეიძინოს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად სკოლაში, ბაღში დადიან და განსაკუთრებით ესაჭიროებათ გამძლე და …

ალექს ჩიღვინაძე: ბოშები ჩაკარგული არიან უთანასწორო საზოგადოებაში გაჩენილ უფსკრულში

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი ბოშები არათუ საკმარისად ინტეგრირებული, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და მათ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენები გვაქვს.  მე, პირადად, არ გამიგია, რომ ქართული სახელმწიფო რამეს აკეთებდეს არათუ ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგადად, ნებისმიერი უმცირესობისა და მარგინალიზებული ჯგუფისთვის. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დაკავებულია დღესასწაულების გამოგონებით, ამ დღესასწაულების აღსანიშნავი ზეიმების ორგანიზებით და არაფერს აკეთებს იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც …

Exit mobile version