„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 14-15 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეხება. ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: „მთავარი ევროპული ღირებულება …
Tag Archives: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეგმავს ეროვნული უმცირესობების სკვერის მოწყობას. ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაში მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მისი გამწვანება. 2017 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე იგეგმება ხეების დარგვა. აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. პროექტი დამტკიცებულია ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და …
Continue reading “ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]”
ბათუმელი აზერბაიჯანელები
საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს, ძირითადად, შერეული ოჯახები აქვთ და რუსულ-ქართულად საუბრობენ. მათ ბათუმში სათვისტომო არ აქვთ და ამ ფუნქციას ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ასრულებს, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი …
„ერასმუსის“ ახალგაზრდული პროგრამები – საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში
18 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, ბათუმის “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ” საკონფერენციო დარბაზში Erasmus+ Youth-ს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ თანამშრომლობით მართავს ერასმუს+ ახალგაზრდული პროგრამების საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს: • ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები; • ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები; • ევროპის მოხალისეობრივი სერვისი /EVS. • …
Continue reading “„ერასმუსის“ ახალგაზრდული პროგრამები – საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში”
სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]
დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაცია. კვლევის თემაა სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ კვლევის შესახებ სოციოლოგ ქეთი სართანიას ესაუბრა. გადაცემის წამყვანია ხატია სიხარულიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია …
Continue reading “სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]”
ბათუმის მერობის კანდიდატები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდებიან
ხვალ, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ [გამსახურდიას #6] ბათუმის მერობის კანდიდატები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა 5-7 წუთის განმავლობაში წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპასუხონ აუდიტორიის შეკითხვებს. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინფორმაციით დისკუსიაში მიწვეულები არიან მერობის კანდიდატები: ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ლაშა კომახიძე …
Continue reading “ბათუმის მერობის კანდიდატები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდებიან”
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან
რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში? რა რისკებს ხედავს არასამთავრობო სექტორი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ხელისუფლებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” ეთერში შეკითხვებს გიორგი მშვენიერაძე პასუხობს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე. გადაცემის წამყვანია დავით ჯინჭარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის …
Continue reading “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან”
გერმანელების ნაკვალევი ბათუმში
ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმელი გერმანელი, ირინა შმიდტი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ირინა აქ ცხოვრობდა თავის ქართულ-გერმანულ ოჯახთან ერთად. 9 წლის იყო, როდესაც გერმანიიდან კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს მშობლებთან ერთად. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, თეოფილე ტუნაძე. ვაჟთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად 1976 წელს ჩამოვიდა. 90-იან წლებში, როდესაც მის ოჯახს გერმანიაში …
„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – პოსტერების კონკურსი
ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – აცხადებს პოსტერების კონკურსს. პოსტერი ორიგინალური ხერხით უნდა ამხელდეს: ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ მასობრივ საშუალებებს, მათთან დაკავშირებულ ქართულენოვან მედიას [გაზეთებს, ვებგვერდებს, ფეისბუქგვერდებს] და/ან სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით [მითებით, ფოტომანიპულაციებით, სიძულვილის, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული ენის გამოყენებთ] გავლენას ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებაზე. პოსტერები სასურველია ეხმიანებოდეს ანტიდასავლური …
Continue reading “„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – პოსტერების კონკურსი”
ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი – დისკუსია [ანონსი]
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 27 აგვისტოს, ბათუმში, თავისუფალ სივრცეში, საღამოს 7 საათზე, გაიმართება დისკუსია თემაზე: ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი მომხსენებელი – გიორგი კიკონიშვილი, ბლოგერი. მოდერატორი – თომა კაკაბაძე, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი. მისამართი: ბათუმი. ზვიად გამსახურიას ქუჩა № 6; თავისუფალი სივრცე, დისკუსიის დაწყების დრო: 27 აგვისტო, 19:00 დასწრება თავისუფალია
„რატომ კლავენ კაცები ქალებს“ – დისკუსია ქედაში
2017 წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გამართავენ დისკუსიას თემაზე: „რატომ კლავენ კაცები ქალებს“ მოდერატორი: ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. მომხსენებელი: თიკო ცომაია, პროფესორი, პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10 [ყოფილი არქივის შენობა] საკონტაქტო პირი: …
Continue reading “„რატომ კლავენ კაცები ქალებს“ – დისკუსია ქედაში”
„ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ” – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან ბათუმში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 11 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა დრამატურგთან, მწერალ დავით გაბუნიასთან თემაზე – „ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ”. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იქნება. დასწრება თავისუფალია. პროექტის მენეჯმენტის მხარდაჭერია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სამშენებლო კომპანია „გზები”. მისამართი: ბათუმის …
მოზარდები თავიანთ ფესტივალზე ქართველებს ელოდებიან
ისინი უკვე სამი დღეა დიდ სამზადისში არიან – ხვალ, 31 ივლისს კი, თავიანთი ნამუშევრებით აუდიტორიის წინაში უნდა წარსდგნენ. დღეს და გუშინ 20-მდე ბათუმელმა მოზარდმა და სტუდენტმა – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა საკუთარი ხელით მოხატეს ჩანთები, რომლებსაც ხვალ ფესტივალის სტუმრებს საჩუქრად გადასცემენ. კოლონადებთან ეროვნული უმცირესობების ფესტივალი გაიმართება და 20 საათიდან დაიწყება. კოლონადებთან ასევე მოეწყობა იმპროვიზებული სცენა …
Continue reading “მოზარდები თავიანთ ფესტივალზე ქართველებს ელოდებიან”
ფესტივალი ბათუმში შვიდი ეროვნული უმცირესობის ნაციონალური სამოსითა და კერძებით
31 ივლისს, 20:00 საათიდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები. კოლონადებთან მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები. უკრაინული …
Continue reading “ფესტივალი ბათუმში შვიდი ეროვნული უმცირესობის ნაციონალური სამოსითა და კერძებით”
გამოხატვის თავისუფლება აჭარაში [ვიდეო]
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ მომზადებული სიუჟეტი, იმის შესახებ თუ როგორ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოება და როდის ცდება ეს უფლება საზღვრებს. სიუჟეტი, რომელიც აჭარაში სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების შეფასებებს მოიცავს, ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული მაყურებლებისთვისაც ჟესტური ენის თარგმანით. სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით. სიუჟეტის ავტორი: სალომე ფუტკარაძე.
რატომ ითხოვენ მოქალაქეები საპატრიარქოს დაფინანსების წესის ცვლილებას [ვიდეო]
“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ინტერნეტ-გადაცემა შეუზღუდავი სივრცე. სტუმარი: რესპუბლიკური პარტიის წევრი, იურისტი – თამარ კორძაია. წამყვანი: მალხაზ ჭკადუა. გადაცემა მზადდება ფონდ NED-ის მხარდაჭერით.
მოსწავლე და მასწავლებელი დღეს [ვიდეო]
სიუჟეტის თემა ეხება დღევანდელ რეალობაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს. ამ თემაზე გულწრფელ საუბარს ბევრი რესპოდენტი ერიდება, თუმცა არიან ისეთებიც ვინც პრობლემებზე ღიად საუბრობს. სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით.
ქობულეთის ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაცია “ღირსეული სიბერე” ქობულეთში 2009 წლიდან მუშაობს, მისი მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტერესების ლობირებაა. სიუჟეტიდან თქვენ გაიგებთ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ბენეფიციარები თავად ჰყვებიან საკუთარი წარმატებისა და პრობლემების შესახებ. რაში ეხმარება ორგანიზაცია მათ და როგორია მისი წვლილი ხანდაზმულთა მიმართ არსებული რეალობის გაუმჯობესებაში. სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის …
კონკურსი მოსწავლეებისთვის ესეს მომზადებაზე
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კონკურსს ესეს მომზადებაზე. კონკურისის თემაა გამოხატვის თავისუფლება კონკურსში მონაწილეობის მიღება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 14 -18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ. ესეს თემა შეიძლება იყოს მრავალმხვრივი და ასახავდეს ავტორის ორიგინალურ და ინდივიდუალურ მოსაზრებას გამოხატვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტულ მაგალითებს, ან თემასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ავტორისეულ ხედვას. ტექსტის …
Continue reading “კონკურსი მოსწავლეებისთვის ესეს მომზადებაზე”
რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს
31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და …
Continue reading “რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს”
დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას
2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ NED-ის მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სულხან ოქროპირიძე – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან …
Continue reading “დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას”
„სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს“ – დისკუსია შუახევში
„შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“ – ამ თემაზე დისკუსია დაბა შუახევში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი იყო დავით ლოსაბერიძე, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან. დავით ლოსაბერიძე, დისკუსიის მოდერატორი: 1991 წლიდან მოყოლებული მეხუთე რეფორმა ხორციელდება და ყოველ ჯერზე რაღაც ნაბიჯი იყო წინგადადგმული. ევროპაში ჩვენ გვეუბნებიან, …
Continue reading “„სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს“ – დისკუსია შუახევში”
დისკუსია – ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები
დისკუსია თემაზე: „ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“, დაბა ხულოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა . დავით ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან: თემა ძალიან დიდია და შევეცდები ზოგადი ხედვები და პრობლემები ჩამოვაყალიბო იმ შესაძლებლობებზე რაც არსებობს და გაჩნდა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოყენება …
Continue reading “დისკუსია – ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები”
სმენადაქვეითებულთა პრობლემები აჭარაში [ვიდეო]
სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე მოქალაქეების პრობლემებსა და შესაძლებლობებზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი პალინა ჯაღათაშვილია. ის არსებულ რეალობაზე საუბრობს და დაბრკოლებებზე, რომელიც გადალახა. სიუჟეტში აღწერილია, რა შესაძლებლობა აქვთ სმენაშეზღუდულ ადამიანებს მიიღონ განათლება და დასაქმდნენ. სიუჟეტი ელზა ლემსაძემ და ქეთი ადეიშვილმა მოამზადეს და ის ჟესტურ თარგმანსაც შეიცავს. სიუჟეტი მომზადდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” …
Continue reading “სმენადაქვეითებულთა პრობლემები აჭარაში [ვიდეო]”
გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი
საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ. გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და …
Continue reading “გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი”
გიორგი მაისურაძე: ლენინის და ბრეჟნევის პორტრეტები ახლა ხატებით უნდა ჩაანაცვლონ [ვიდეო]
„მე შეიძლება გამიმართლა იმაში, რომ გარდატეხას მოვესწარი – დავიბადე საბჭოთა კავშირში და მახსოვს, კაბინეტებში ლენინის ხატებად ქცეული პორტრეტები. სინამდვილეში არც ის ლენინი არავის არ აინტერესებდა, არც წაეკითხათ არც მარქსი და არც ლენინი… მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდათ. ახლა სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო და ახლა ასეა საჭირო – ლენინის და …
ლევან გიგინეიშვილის ლექცია ტოლერანტობის შესახებ [ვიდეო]
24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში. დისკუსიაზე მოხსენება – ტოლერანტობის ფენომენი ევროპის და საქართველოს მაგალითებზე, წაიკითხა ფილოლოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. დისკუსია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი
16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართება. დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი ისაუბრებს კანონზე, რომელიც მცირეწლოვანებთან ქორწინების დასჯას ითვალისწინებს; არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე ისაუბრებს თემაზე, უნდა დაისაჯონ თუ …
Continue reading “დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი”
ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“
კაცობრიობის ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად. ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ უკეთებიათ. ბოლო დროს ბევრი …
Continue reading “ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“”
პოლიტიკური დისკუსია – რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი
ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 218 საშტატო ერთეულით გაიზარდა. აქ დასაქმებისთვის კონკურსის გამოცხადება სავალდებულო არ არის. წლების განმავლობაში ა(ა)იპ-ები მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური აქტივისტების დასაქმების ადგილად სახელდება. სასამართლო პროცესებს იგებენ ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი – ამ თემაზე პარასკევს, 5 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში …
Continue reading “პოლიტიკური დისკუსია – რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი”
აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“
„ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მომზადებული კლიპი გავიდა ტელევიზიებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მინდა, ვთქვა, სამართლინიც“, – ასე უპასუხა ბათუმის მჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, აკაკი ძნელაძემ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე ბულვარის შესახებ დასმულ შეკითხვას. აკაკი ძნელაძესთან ერთად, დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი …
Continue reading “აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“”
16 თებერვალს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური დისკუსია გაიმართება
„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი“ – ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსია „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 16 თებერვალს, 17 საათზე გაიმართება. დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან: მურმან დუმბაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და აკაკი ძნელაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რამდენად შეძლეს ბათუმისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. …
დისკუსია ტოლერანტობაზე სოფელ დოლოგანში
13 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეკლა შერვაშიძემ და ნიკა სვანიძემ. დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პროექტის – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” – ფარგლებში, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.