ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა

ბოშები არათუ საკმარისად, საერთოდ არ არიან ინტეგრირებულნი. ზოგადად, სხვადასხვა თემისა თუ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაცია სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის თანაბარი პასუხისმგებლობა მგონია. ერთმა მატერიალური პირობები უნდა შეუქმნას, მეორემ – სოლიდარობა გამოიჩინოს და მიიღოს. სტიგმები და სტერეოტიპები ერთსა და იმავე მორევში ატრიალებს აღნიშნულ ჯგუფს და ისევ უბიძგებს თავადაც ამ სტერეოტიპების (ქურდები, მათხოვრები, მჩხიბავები) მიმართულებით იმოძრაონ, რადგან საზოგადოებაში არ …

პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია  – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა. სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:  სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს …

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ბოშებზე – „ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია“

მიშა ჩარკვიანი, რეჟისორი ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი პირადობის მოწმობის გარეშეა და ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით, ვერ იღებენ ვერავითარ დახმარებას, განათლებას, ვერ ვითარდებიან… მათი ცხოვრება ძალიან შორსაა იმ ელემენტარული საჭიროებებისგან, რაც ადამიანს ყოველდღიურად უდგას. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ძალიან ცოტა ადამიანს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ცხოვრება. ეს …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში

ნარგიზ ჯინჭარაძე,  ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.  მას შემდეგ, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მათთან და გააქტიურდა ეს პრობლემა, იქედან თუ ავითვლით, ინტეგრაციის საკმაოდ კარგი ხარისხი და დინამიკაა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის.  ეს არის გრძელვადიანი საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოსა და საზოგადოების როლებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს …

ელენე პროშიკიანი: სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია

ელენე პროშიკიანი, ბოშათა საკითხების კოორდინატორი „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“ ჩემი აზრით, საქართველოში მცხოვრები ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება ნაკლებია, რადგან საქართველოში მცხოვრები ბოშები არ არიან იმდენი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებად განიხილონ და მათთვის რამე გააკეთონ. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ძალიან გვეხმარება, მაგალითად, პირადობის მოწმებების აღებაში. ეს სერვისი არ არის უფასო, ამაში ხელს …

როგორ იცნობ ბოშებს? | ქვიზი

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. თვალი გვადევნეთ და გაიგეთ მეტი.

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …

გომარდულში მოხალისეებისთვის ბანაკი მოეწყო

ავტორი: მარიამ მუთიძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებისთვის 2-4 აგვისტოს შუახევში, კურორტ გომარდულში, საზაფხულო ბანაკი მოეწყო.  საზაფხულო ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ძირითადი საკითხების შესახებ, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; თავისუფალი აზრის გამოხატვისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.  პირველ დღეს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქენდალ დობინსი მონაწილეებს ესაუბრა ადვოკატირებაზე. საღამოს გაიმართა ფილმის – „დამალული ფიგურების“ …

საქველმოქმედო კამპანია 6-შვილიანი დედის დასახმარებლად

სტატია 32 წლის ქალზე, რომელიც ნაქირავებ ბინაში, სიღარიბეში ზრდის 6 შვილს, batumelebi.ge-ზე 22 ივლისს გამოქვეყნდა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით მიმდინარეობს საქველმოქმედო კამპანია ოჯახის დასახმარებლად. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები შეაგროვეს,  კომპანიებმა –  „მარდი ჰოლდინგმა“ და „ანბანის კოშკმა“ კი ოჯახს პროდუქტი და ტკბილეული შეუძინეს. საქველმოქმედო კამპანია გრძელდება. თუ გსურთ, დაეხმაროთ ოჯახს, სადაც ბავშვები იძულებულნი არიან იატაკზე დაიძინონ …

პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

24 ივნისს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება“. 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა უნდა გავითვალისწინოთ  მსგავსი ფორმით მოსაზრებების გამოხატვის დროს. შეხვედრას უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონალური ოფისების მენეჯერი. დისკუსიაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. საუბრისას …

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

19 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ახალგაზრდებისთვის  გამართა  დისკუსია  თემაზე – ბავშვთა შრომა. დისკუსიის მომხსენებელი „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ აჭარის  ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ილონა დიასამიძე იყო. დისკუსიაზე  ამავე თემაზე მომზადებული  სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც  აჭარაში ბავშვთა  შრომას ასახავს. სიუჟეტის თანახმად, არასრულწლოვანთა უმეტესობა,  არ  არის ინფორმირებული თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, არ იციან რა უნდა მოითხოვონ  დამსაქმებლისგან, რას მიაქციონ ყურადღება და რა …

ბავშვთა შრომა – დისკუსია ბათუმში [ანონსი]

ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 15:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის ოფისში გაიმართება. დისკუსია თემაზე: ბავშვთა შრომა [checklist] რა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნებმა სამსახურის ძიებისას რა საფრთხეები ახლავს ბავშვთა შრომას როგორ იცავს არასრულწოვნების დასაქმებას კანონი [/checklist] შეხვედრაზე გაიმართება ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტის ჩვენება. იქნება საუბარი რისკებზე, საფრთხეებსა და რეკომენდაციებზე. დასწრება თავისუფალია. მისამართი: …

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] …

რა პრობლემები უნდა მოგვარდეს ლეღვაში, რომ სოფელი არ დაიცალოს

24 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს და „ბათუმელების“ წარმომადგენლებმა დისკუსიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, მოსაზრებები და შეხედულებები მოისმინეს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა. შორენა ამაღლობელი, „ბათუმელები“: დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და ამ პრობლემების …

საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

სოფელი ზედა  ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში  მდებარეობს.  2012  წელს აქ  ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის  ყურადღების  ცენტრში  ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე. …

მოქალაქეების თხოვნა ჟურნალისტებს: აკონტროლეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხი

ქედის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხარაულაში  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა აჭარის  ტელევიზიისა და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენლებს თავიანთ სოფელში არსებული პრობლემები და  მოსაზრებები გააცნეს. ადგილობრივებმა პრობლემებზე საუბრისას, პირველ  რიგში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  შესრულებული სამუშაოების ხარისხი გამოყვეს. მაგალითისთვის მათ გზის მოწესრიგება დაასახელეს. მათ  მედიის  წარმომადგენლებს სთხოვეს, მეტად ადევნონ  თვალი ამ პროცესს – რამდენად  …

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თამთა მ. [სახელი შეცვლილია] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს. თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, …

დისკუსია: გურიის მხრიდან ნებისმიერი მანქანა ადის გომის მთაზე, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სატვირთო 

8 მაისს, „თავისუფალ ჟურნალისტთ სახლის“ ორგანიზებით, მედია-დისკუსია შუახევის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ხაბელაშვილების მაცხოვრებლებთან გაიმართა. შეხვედრების მიზანი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება იყო. შეხვედრების  ფორმატი მოიცავდა მედიის წარმომადგენლების მონაწილეობას დისკუსიაში. ხაბელაშვილებში გამართული შეხვედრის მონაწილეები ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“  წამყვანი ივანე ბაკურაძე და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი  ზოსიძე იყვნენ. თავდაპირველად მოქალაქეებს …

ხელისუფლებამდე რა ინფორმაციის მიტანა სთხოვეს მოქალაქეებმა ჟურნალისტებს

„მედია და საზოგადოება“ – ამ სახელწოდების დისკუსიათა ციკლის ფარგლებში,  12 აპრილს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კიდევ ერთი  შეხვედრა  გამართა.  ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბოძაურის  მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები  „ბათუმელების“ რედაქტორმა  ეთერ  თურაძემ და  „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“  ხულოს  ბიუროს  ჟურნალისტმა ლენა მამულაძემ მოისმინეს. მსგავსი შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება და მისი  მიზანია  აჭარის  რეგიონში მოქმედი …

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, …

Marika Wveraidze – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტროლი [კვლევა]

მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 8 აპრილს, გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით – „სახელისუფლებო ტროლები TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ“. კვლევის მიხედვით, „გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა …

ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია – რას მოუყვნენ ჟურნალისტები მოსწავლეებს

8 თებერვალს ბათუმის №25 საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ამავე  სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მსგავსი დისკუსიების მიზანია აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და აუდიტორიასთან საკუთარი აზრის გამოთქმის უნარების გამომუშავება. ამ საკითხზე თავიანთი გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიარეს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ …

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა

რამდენად არიან სკოლები საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი რეაგირებისთვის? – სწორედ ეს იყო 2019 წლის 7 თებერვალს, ბათუმის №9 საჯარო სკოლაში დისკუსიის საგანი. შეხვედრა თემაზე – „უსაფრთხო სკოლა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია  გააცნეს. დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო სკოლა; რამდენად იციან …

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …

ახალი პროექტის პრეზენტაცია ბათუმის №1 საჯარო სკოლაში

23 იანვარს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში ევროინტეგრაციის გააზრება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უშუალო მონაწილეობით, ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი არსისა და სიკეთის შესახებ ინფორმირების გაზრდით. პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება. ბათუმის №1 საჯარო სკოლა, რომელთანაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 2018 წლის 7 ნოემბერს მემორანდუმი …

საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საჩუქარი ბავშვებს ყოფილი 25-ე ბატალიონის დასახლებიდან

„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ფინანსური დახმარებითა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 229 ბავშვმა დღეს, 14 იანვარს, პერსონალური საახალწლო საჩუქარი მიიღო. „დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ გასული წლის ოქტომბერში მოამზადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასოციაცია – „ქართველები …

ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ.  ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი:  ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი …

კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე

ლიკას საფლავის ქვაზე მამაკაცის სახელი დააწერეს – ავთო, ფოტოც ბიჭისაა. საფლავის ქვა ლიკას ოჯახის წევრებმა შეუკვეთეს. მათ არც სიცოცხლის შემდეგ მიიღეს ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო. სიცოცხლის ბოლო დღეებში ლიკას მხოლოდ ბაბუა უვლიდა. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება ჰქონდა და ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სამძიმრის მიღებაზე უარი …

ერთი დღე თავშესაფრის გარეთ – 14 ქალის ამბავი [ფოტო]

“ეს დღე დაუვიწყარი იქნება, სულ მემახსოვრება”, “დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ”, “ციური გოგო, რა ლამაზი ხარ, ვეღარ გიცანი,” – 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ქალებისთვის. სპეციალურად 10 დეკემბრისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაგეგმა სოციალური კამპანია – #ვიზრუნოთერთმანეთზე, რაც სათნოების სავანეში მცხოვრები 14 ქალის ერთი დღით სავანეს მიღმა, სხვა …

გასეირნება სილამაზის სალონიდან დაიწყო – თავშესაფარში მცხოვრები ქალების 10 დეკემბერი

10 დეკემბერს მსოფლიომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 2018 წელს  ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციას 70 წელი შეუსრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გადაწყვიტა ეს დღე წინა წლებისგან განსხვავებულად აღენიშნა: #ვიზრუნოთერთმანეთზე – ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ბათუმის სათნოების სავანის ბინადრებს დღესასწაული მოუწყო. ბათუმის სათნოების სავანე 122 ბენეფიციარს ემსახურება. 68 ქალიდან მხოლოდ 14-ს …

ასლან ჭანიძე: თორნიკე რიჟვაძის ასეთი განცხადება დუღილის ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს

ძალადობის საფრთხეს ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და …

„რელიგია და ტოლერანტობა“ – დისკუსია ბათუმში

ბათუმში 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰილტონის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსია თემაზე –  „რელიგია და ტოლერანტობა“. დისკუსიის მომხსენებლები არიან: არარატ გუმბალიანი, სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელი რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი პადრე გაბრიელე ბრაგანტინი, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ვიკარი ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ეთო გვრიტიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და ბათუმის №1 საჯარო სკოლის ურთიერთგაგების მემორანდუმი

დღეს, 7 ნოემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლსა” და ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი  №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია მგელაძემ და  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გამგეობის თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სკოლასთან ერთად სემინარებს, კონფერენციებსა და გამოფენებს მოაწყობს, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცხადებული პროექტებისა და კონკურსების შესახებ მიაწვდის …

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში

ხვალ, 31 ივლისს, 19:00 საათიდან  ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან,  ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა  „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული,  ბერძნული, უკრაინული, ებრაული,  სომხური დიასპორებისა და აჭარის აფხაზური გაერთიანების  ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა  ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან.  კოლონადებთან განთავსებულ  იმპროვიზებულ სცენაზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ …

ბენდი „ერთად“ მახუნცეთის ცენტრში მუსიკალურ პერფორმანსს 4 აგვისტოს გამართავს

“მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” –  ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ცენტრში 4 აგვისტოს ჩატარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინფორმაციით, შეხვედრის თარიღი მოსალოდნელი ამინდის გამო შეცვალეს. მუსიკალურ პერფომანსს ბენდი “ერთად” ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ცენტრში ნაცვლად 29 ივლისისა, ჩაატარებს 4 აგვისტოს, 16:00 საათზე. პერფორმანსი მზადდება პროექტის ფარგლებში –  „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა …

Exit mobile version