ბენდი „ერთად“ მახუნცეთში – პერფომანსი და მასტერკლასი [ანონსი]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში  2018 წლის 29 ივლისს, 17:00 საათზე მულტიკულტურული ბენდი „ერთად“ პერფომანსს და მასტერკლასს ჩაატარებს   პერფომანსი/მასტერკლასი ჩატარდება ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახუნცეთის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ბენდი „ერთად“ შეასრულებს ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს; შეხვედრის მიზანია, პროექტის …

ასოცირების ხელშეკრულება, ვალდებულებები და შესრულება – შეხვედრა სოფელ ჭარნალში [ანონსი]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კლუბში 2018 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე დაესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე   შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გააცნობს მოსახლეობას სამინისტროს ხედვებს, მიმდინარე და სამომავლო პროგრამებს, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრა …

ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება [ანონსი]

ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან 2018  წლის 31 ივლისს, 19:00 საათიდან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა  „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული,  ბერძნული, უკრაინული, ებრაული,  სომხური დიასპორების და აჭარის აფხაზური გაერთიანების  ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა  ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან. კოლონადებთან განთავსებულ  იმპროვიზებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა …

ვიდეოკონკურსი – საქართველოს ადგილი ევროპაში

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ – საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ეს კონკურსი თქვენთვისაა! გიყვართ გადაღება და ემოციების ამ ფორმით გაზიარება? გადაიღეთ მობილური ტელეფონით 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეორგოლი, ატვირთეთ youtube-ს არხზე და ბმული გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: batumiijh@gmail.com სიტყვა „ვიდეორგოლი“ ნუ შეგაშინებთ, ეს ისეთივე პატარა და მარტივი ვიდეოა, როგორსაც, დარწმუნებული ვართ, ხშირად იღებთ მეგობრებთან ერთად და მათ გარეშეც. კონკურსში მონაწილეობა …

ბენდი „ერთად“ შუახევში – მუსიკალური პერფორმანსი [ანონსი] 

შუახევის მუნიციპალიტეტში 24 ივნისს, კვირას, 14:00-დან 16:00 საათამდე, ბენდი „ერთად“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ პერფორმანსს. პერფორმანსი/მასტერკლასი ჩატარდება შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ. [checklist] შეხვედრის ბოლოს  ბენდი „ერთად“ შეასრულებს  ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს მაყურებელს ექნება  შესაძლებლობა, სპეციალურ ეკრანზე  თვალი ადევნოს  ვიდეოგრაფიკას, რომელიც …

სოფელში სიტყვის თავისუფლების სახელით

სოფელ ცივაძეებში გასულ კვირას ბათუმელი სიტყვის თავისუფლების ქომაგები იმყოფებოდნენ – ახალგაზრდები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“. მათთან შესახვედრად მისული მოქალაქეები ხშირად იმაზე წუხდნენ, რომ ჟურნალისტები მათთვის ძირითადად ხელმიუწვდომლები არიან. შეხვედრებს ესწრებიან მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ არსებულ პრობლემებზე ამზადებენ გადაცემებს, სტატიებსა და სიუჟეტებს. როგორც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ამბობენ, მსგავსი შეხვედრების  მიზანია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებების …

„ ჩვენ მეტი გვჭირდება“ – შეხვედრა მოსწავლეებთან ხულოში

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მეცხრე შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში 6 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათი მოსაზრებები და შეხედულებები გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა, მაგდა მარუაშვილმა და ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ კორესპოდენტმა, ეკა ბარამიძემ მოისმინეს. მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. სამწუხაროდ, არც თუ ისე ხშირად გვეძლევა საშუალება, რომ …

ზვიად ქორიძე: ფაშიზმის მაჩვენებელია, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური სუნი

4 მაისს ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გამართა დისკუსია თემაზე: „ეროვნული უმცირესობები საქართველოში“. გთავაზობთ ზვიად ქორიძის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას. ზვიად ქორიძე: ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები, გვაქვს განსხვავებული ხედვა ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რა არის უცვლელი. ეს არის პრობლემა, რაზეც მე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ თქვენთან მესაუბრა. ამ 27 …

რა პრობლემები აქვთ სოფელ ვაშლოვანში – შეხვედრა ჟურნალისტებთან

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მერვე შეხვედრა 5 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში გაიმართა, სადაც მოსახლეობას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები შეხვდნენ. მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენი გადაცემის პრიორიტეტია ხალხი, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აწუხებთ. პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ბაღის ბავშვიდან დაწყებული, უხუცესი ადამიანებით დამთავრებული, მაგალითად: ქუჩები – რომლებსაც არა აქვს ჯებირები, …

„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს  დისკუსიათა  ციკლს პროექტის – „მედია და საზოგადოება”  შეხვედრის ფარგლებში. მორიგი, მეშვიდე  დისკუსია 4 აპრილს,  შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.  ახალგაზრდების მოსაზრებები  ამჯერად აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა  გიორგი  ლელაძემ და „ბათუმელების“ კორესპონდენტმა,  ეკა  ბარამიძემ მოისმინეს. შეხვედრის  პროცესში ჟურნალისტები აცნობენ  საზოგადოებას თავიანთი მედიასაშუალებების  მიზნებს,  მუშაობის  სპეციფიკასა და პრინციპებს,  შემდეგ კი მოსახლეობის  მოსაზრებებსა …

კონკურსი Street Art-ი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კიდევ ერთ კონკურსს პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში. სთრით არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმაა და მკაფიოდ გამოხატული ურბანული ხასიათით გამოირჩევა. მხატვრებმა უნდა შექმნან  5 განსხვავებულ ესკიზი ეთნოკულტურაზე, რომლებიც ასახავს ეროვნული უმცირესობების კულტურას. გამარჯვებული ესკიზებით  აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მოიხატება საჯარო სივრცე. Street Art-ის მიზანია თანამედროვე ხელოვნების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. კონკურსის გამარჯვებული …

ვიდეო კონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  აცხადებს ვიდეო კონკურსს 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის.  კონკურსის  თემა: საქართველო და ევროპა – მითები და რეალობა.  აჭარის  რეგიონში მცხოვრებ  ახალგაზრდებს გაქვთ შესაძლებლობა,  მობილური ტელეფონით გადაიღოთ  2-3 წუთიანი ვიდეო-რგოლი, ატვირთოთ youtube-ს არზე და  გამოგვიგზავნოთ ბმული ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com საკონკურსო  ნამუშევარში თქვენ შეგიძლიათ: ასახოთ  ერთ ან რამდენიმე მითი; აჩვენოთ როგორ  გავლენას ახდენს საზოგადოებაზე არასწორად მიწოდებული ინფორმაცია; შემოგვთავაზოთ თქვენი ხედვა როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროინტეგრაციის მიმართ ფაქტებისა დაინფორმაციის გაყალბებას;  ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი, 18:00 საათი. კონკურსის  …

შეხვედრა მედიასთან ხელვაჩაურში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში მეექვსე შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გაიმართა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე და „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ესაუბრნენ. შეხვედრის ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ინფორმაციისა გაცვლასა და დისკუსიას სხვადასხვა პრობლემაზე. არჩილი კახაძე, „ბათუმელების“ მარკეტინგის …

ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ მერისში – რა აწუხებს მოსახლეობას?

5 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში შეხვედრა გაიმართა დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, სოფო ხელაძემ და „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ეკა ბარამიძემ ადგილობრი მოსახლეობის პრობლემები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის  პრობლემების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.  მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთში, ხელვაჩაურსა და  ქედაში. სოფო ხელაძე,  აჭარის ტელევიზიის …

რა აწუხებთ ხელვაჩაურში მოსწავლეებს – შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან

2018 წლის 23 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და ჟურნალ „ბათუმელების“ წარმომადგენლები. შეხვედრის ფორმატში მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა. ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს მათი სოფლის, დაბისა თუ სკოლის პრობლემებზე.    დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, …

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან

2018 წლის 15 თებერვალს სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აჭარის ტელევიზიისა და „ბათუმელების“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ მოსახლეობისთვის მათი მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა, მოსახლეობას კი ჰქონდა შესაძლებლობა წამოეწია ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის …

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში [ანონსი]

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ გიწვევთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენაზე. ანგარიშები შეეხება შემდეგ საკითხებს: [checklist] კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა შრომის სტანდარტები ბავშვთა უფლებები გარემოს დაცვა თანასწორობა [/checklist] 16 თებერვალს, 11:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ოფისში, ბათუმში, მემედ  აბაშიძის №48-ში, გაიმართება ანგარიშის  …

რატომ ევროპა? – იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება ჩვენ შეგვეძლოს

ივერი შაინიძე, მე-11 კლასის მოსწავლე რატომ ევროპა და არა რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საჭირო ევროპის ისტორიისა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა. უბრალოდ, საჭიროა ობიექტური თვალით შევადაროთ არსებული დემოკრატიული რეალობა რუსეთსა და ევროპაში. შედარების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ევროპა დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე რუსეთი. დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ …

რატომ ევროპა? – ვისწავლოთ როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო

შოთა მორთულაძე, სტუდენტი „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა. რა არის ევროპა? რა ღირებულებები გააჩნია მას? რას გვთავაზობს ის? კითხვები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოების ნაწილმა პასუხი არ იცის და არც სურს, რომ გაიგოს, ვინაიდან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ღირებულებებითა და იდეოლოგიით …

ძალა ერთობაშია, ერთობა კი – ევროპაში

დათო ჯინჭარაძე, მე-12 კლასის მოსწავლე სახელი „ევროპა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ევროპა ფინიკიის მეფის ასული იყო, რომელიც ზევსმა ევროპის მამას  მოსტაცა. ბერძნულ ევროპასა და ევროპის კონტინენტს, სახელის გარდა, ბევრი საერთო რამ ახასიათებთ. ისევე როგორც ქალიშვილი ევროპა, ევროკავშირიც ბევრი მითითაა მოცული და ფინიკიის მეფის მსგავსად, ის საქართველოსაც მოსტაცეს. როგორ მოგვტაცეს ევროპა? ვინ წაგვართვა ევროპელობა? …

რატომ ევროპა – ერთი სული მაქვს საქართველოც ასე განვითარდეს

ნინა თურაძე, მე-7 კლასის მოსწავლე პირველი წლები სკოლაში, უბრალოდ, საშინელება იყო. ერთი ახალგაზრდა დამრიგებელი გვყავდა, ქალი. ამ ქალის დამსახურებაა, რომ  ჩვენ – მის მოსწავლეებს გაგვიჩნდა ბევრი კომპლექსი. ბავშვები ვერაფერს ვბედავდით. საერთოდ ვერაფერს. და ძალიან გვეშინოდა (თითქმის ყველა მასწავლებელი ასეთი იყო). ერთი ბიჭი გვყავდა კლასში, ამ მასწავლებელმა ეს ბიჭი უბრალოდ ამოიჩემა – სულ ეუბნებოდა, მიდი კითხვა …

სვლა ევროპისკენ

ლანა კაპანაძე, სტუდენტი ,,ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს… იმათ ბევრი უშრომიათ ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი საცადი უსინჯავთ, სანამ ახლანდელ თავიანთ მდგომარეობას, მღიმარე ბედს მოიპოვებდნენ“, – წერს ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს,[1] ; „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო, ჯერჯერობით, დასავლეთი ევროპა არის“[2] – ამბობს სერგეი მესხი. …

ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“ – რატომ ევროპა?

თინათინ გიორგაძე, მასწავლებელი საქართველო ევროცენტრული ქვეყანაა. ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ეყრდნობა არა მარტო ბიბლიურ ცოდნასა და ევროპულ ცივილიზაციას, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფილოსოფიურ წარმოდგენას – ანტიკურობისა და ქრისტიანობის შერწყმას. მწამს აღნიშნული (მასწავლებელი ვარ) და არაერთი სასწავლო პროექტი განმიხორციელებია მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გაცნობა-ამაღლების მიზნით, რამაც, იმავდროულად მომცა საშუალება, ჩავღრმავებოდი საკითხს, განმეხილა კოლეგებთან ერთად …

ევროპული მხარდაჭერა

ცირა ჯგერენაია, იურისტი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მმართველობის ფორმა დემოკრატიულია, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ის ეყრდნობა კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის დაუშვებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს. ყველა ეს ფასეულობა ევროპული ღირებულებებიცაა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს. მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭირო იყო შექმნილიყო  ევროპის სხელმწიფოთა შეთანხმებისა და კომუნიკაციის გარკვეული …

ევროპა არ გვსურს, ევროპა გვჭირდება – რატომ ევროპა

ნინი გოლიაძე, სტუდენტი საქართველო უდიდესი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციებისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყანაა. არაერთი დაბრკოლების, ბედის უკუღმართობის, მტრობის, ძმათაშუღლისა თუ დაპირისპირების მიუხედავად, დღეს ჩვენ ისევ ვარსებობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. განა მარტო გადარჩენისთვის?! არა, ვიბრძვით ღირსეული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც სჭირდება გზა, რომელიც გააძლიერებს შინაგანად, აღუდგენს საკუთარი თავის რწმენას და მომავალს იმედის თვალით შეახედებს. ასე იყო …

რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული

თამარი თურაძე, მე-9 კლასის მოსწავლე 2014 წელი დირექტორმა გადაწყვიტა ფორმები შეეკერა. აი, ისეთი სკოლას თავისი გერბი რომ ჰქონოდა. რამდენიმე კვირაში ფორმები მოვიდა – გოგოების იყო ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ზოლებით, ბიჭების – შავი. ორივე ფორმას მარცხენა მხარეს ჰქონდა გამოსახული წიგნი და ზემოთ ცისარტყელა ეხატა. ბავშვები გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ასეთი ნიშანი ჰქონდეს ფორმას – ბარემ ზემოდან …

რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს

ხატია რომანაძე, სტუდენტი „1 800 000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ“, – ეს ფრაზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყვება ჩემს ცნობიერებას. კარგად მახსოვს, როგორ ვიზეპირებდი ამ ციფრებს: მილიონ რვაასი ათასი… მილიონ რვაასი ათასი… მაშინ, ალბათ ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, არც ზეზვასა და მზიას დაჭყეტილთვალებიანი პორტრეტები მხიბლავდა ისტორიის წიგნის ფურცლებზე. მხოლოდ ერთი განზრახვა მამოძრავებდა …

რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები

თამთა თავართქილაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც საქართველოს განვითარებაში დაეხმარებოდა. ინსტიტუციურად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები იმიჯნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პარალელურ რეჟიმში ცდილობდა და ცდილობს ამ ორგანიზაციებში შესვლას. ინტეგრაციის პროცესების დაწყებიდანვე საქართველოში გამოჩნდა ანტიგლობალისტი, ანტიევროპული ხალხი, ორგანიზაციები …

რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველომ საბჭოთა წარსულის გააზრება – ინტერვიუ

რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველოს საზოგადოებამ საბჭოთა წარსულის გააზრება, როგორი იყო ქართველების როლი საბჭოთა რეჟიმის ფუნქციონირებაში, რა როლს ასრულებდა სტალინის სამშობლო „წითელი ტერორის“ განხორციელებაში? – გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის“ სტუმარია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი დავით ჯიშკარიანი. ინტერვიუს უძღვება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე თაკო ნინიძე.

რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დღეს  უფრო მეტად ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ევროპულ ურთიერთობებზე და ღირებულებებზე, ვიდრე წლების წინ. რა შეიძლება იყოს ევროპით  ჩვენი ასეთი დაინტერესების, მისწრაფების მიზეზი?  ბუნებრივია, მტაცებლური მიზანი არ გვამოძრავებს, რადგან  ბუნებით მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ.  ზოგადად, ყველაფრის ადამიანებამდე, ადამიანურ გრძნობებამდე დაყვანა მიყვარს, ამიტომ შევეცდები ეს კულტურათაშორისი საკითხი ასე წარმოვაჩინო. ადამიანს აქვს  ურთიერთობის …

რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი

ხატია ზუხუბაია, სტუდენტი სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილის მთავარი კითხვა მყარად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. პასუხიც ასეთი იყო, ვერ გაგვერკვია „უფრო“ საითკენ ვიხრებოდით. ვავლებდით კონტურებს, სადაც ვამტკიცებდით, რომ ევროპას მივეკუთვნებოდით, თუმცა თანაკლასელის მიერ შემოსაზღვრული საქართველო სხვა კონტინენტის ნაწილს უფრო ემსგავსებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ევროპა არა ტერიტორიული მოცემულობა, არამედ იდეაა, რომელიც ადამიანად ყოფნის უფლებას გაძლევს …

წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა

თაკო ნინიძე, სტუდენტი ვინ ითვლება ნამდვილ ევროპელად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფასეულობებს შორის? რა ითვლება ევროპულ ფასეულობად? ჩვენ, ქართველები, უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ, საწყისად იბერია – რომის ურთიერთობები ავიღოთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და სწორედ მისი ბიუსტი …

რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე

ლიზა კახაბერიძე, მეათე კლასის მოსწავლე „ევროპა – თუნდაც იმიტომ, რომ ვნახოთ, შეიძლება მოხუცებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ველოსიპედებით სეირნობდნენ და საღამოობით სალსას ცეკვავდნენ“, – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ  მწერალს, ლია ლიქოკელს ეკუთვნის. როცა პირველად წავიკითხე ეს ფრაზა ძალიან გავმხიარულდი,  წარმოვიდგინე როგორ სეირნობს ველოსიპედით, წითელ შარვალში, ზოლიან წინდებსა და ჭრელ ჰალსტუხში  გამოწყობილი ბაბუა. ერთდოულად სასაცილო და სასიამოვნო …

სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა

მალხაზ რეხვიაშვილი, სტუდენტი არსებობდა „სახელმწიფო“, რომელშიც ყველას ყველაფერი ჰქონდა, ყველა მუშაობდა, ყველა მოგზაურობდა და მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე თავს ყველა მეფესავით გრძნობდა. ადამიანებს ამ სახელმწიფოში ისე მოსწონდათ ცხოვრება, რომ მათ განსხვავებული აზრიც კი არ გააჩნდათ. სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კავშირის/თანამეგობრობის შეფასებისას სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი – განსხვავებული აზრი. მისი არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ …

 რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

ლილე მესხიძე, მე-10 კლასის მოსწავლე ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უფრო სწორად სკოლიდან. აჰ… სკოლა ხომ ყველასთვის საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძილია აღვწეროთ ჩვენი უსაყვარლესი, უმშვენიერესი სკოლა…. ჯოჯოხეთი. ვარ 15 წლის და, ჯერჯერობით, გამოცვლილი მაქვს 6 სკოლა. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მეორე სემესტრიდან ისევ უნდა შევიცვალო და სხვაგან გადავიდე. რატომ?… ეჰ, ჩემო …

კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება  დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 24-25 ნოემბერს კულტუროლოგმა, ცირა ელისაშვილმა, მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე  – „კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს. ცირა ელისაშვილი: არსებობს კულტურის ზოგადი და კონკრეტული აღქმა.  თუ ვიტყვით  – …

Exit mobile version