ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება

ვისაც მოსწონს ნაქარგი საოჯახო ნივთები თუ ტანსაცმელი, რომლებიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშებია, ასევე ხელნაკეთი თოჯინები თუ სხვა საგნები, ხვალ, ბათუმში, 14:00-საათიდან შეიძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. მათ შორის იქნება პატიმრობაში მყოფი ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ხელნაკეთი ნივთებიც, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მის მეუღლეს გადაეცემა. 5 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის …

ბათუმში დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება – გაიმართება დისკუსიები და კინოჩვენებებიც

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი შეიქმნა, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და  კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარების განვითარება. ეს საქმე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა წამოიწყო – ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე სთავაზობენ ახალგაზრდებს ამ კურსის გავლას. სასწავლო კურსის საკითხებია: დემოკრატია და საქართველო; ადამიანის უფლებები და მისი პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში; მედიის ბრძოლა არსებობისთვის; საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა. სასწავლო კურსის …

კონკურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის აჭარაში, დაფინანსდება 3 პროექტი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება“. პროექტს უჭერს მხარს ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED]. პროექტის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს.  კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი იდეების, ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს …

„სიმართლე არის ჩვენს მხარეს“ – საჯარო დისკუსია ბათუმში ევროპულ მომავალზე

7 ივლისს ბათუმში გაიმართა  საჯარო დისკუსია  „ევროპული მომავალი და საზოგადოება“, რომლის ორგანიზატორიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  (აჭარის რეგიონალური ჰაბი)  იყო. შეხვედრის პირველ ნაწილში ფილოლოგმა მაია ახალაიამ საბჭოთა იდენტობის და მის ჩამოყალიბებაში ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა კი – პროპაგანდისტულ მესიჯებზე დასავლეთის წინააღმდეგ. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. „პოლიტიკა ისედაც განსაზღვრავს ადამიანის …

“ინფორმირებულობა ყველაზე დიდი იარაღია – მოქალაქეს შეუძლია თავისი უფლებებიც დაიცვას და სხვისიც”

როგორ შეიძლება მივიღოთ ჯანდაცვის სერვისებზე ინფორმაცია, სად უნდა მოვიძიოთ, ვის უნდა მივმართოთ და რა ვადაში მივიღებთ პასუხს – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს აინტერესებთ ჯანდაცვის კუთხით. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის სოფლებში მცხოვრები ქალების, ბავშვების, მოხუცების და შშმ პირების ინფორმირებისთვის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ საინფორმაციო …

დღეს ვინც ხოტბას ასხამს „ოცნებას“, მათაც მოიშორებენ, უკეთეს მლიქვნელს ნახავენ – ასლან ჭანიძე

„ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ ველი გაათავისუფლოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან“- ამბობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია აჭარაში წლებია მუშაობს და ათობით პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტები. „ბათუმელებთან“ საუბრისას ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები …

ტენდერი სასტუმროს და საკონფერენციო სივრცის მომსახურებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე. ტენდერი ცხადდება პროექტის ,,ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო …

რატომ არ ისმის უსახლკაროების ხმა მედიაში – დისკუსია

14 დეკემბერს ბათუმელ უსახლკაროებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უმასპინძლებს. შეხვედრის ორგანიზატორი კი „ბათუმელების“ რედაქციაა. ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ყოველ ხუთშაბათს, 15:00 საათზე, უსახლკაროები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს – ისინი ან ბათუმის მერიასთან იკრიბებიან, ან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ცდილობენ გავლენიანი ჯგუფების ყურადღება მიიქციონ. რატომ არ უნდა ვიყოთ გულგრილი, როდესაც გარშემო ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სახლი. …

მუსლიმი თემი მედიაში – დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში

17 ნოემბერს, დღის ორის ნახევარზე, ბათუმის ახალ მეჩეთში ადგილობრივ მუსლიმ თემთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ადგილობრივ მედიაში მუსლიმი თემის გაშუქების საკითხებსა და გამოწვევებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება, თუ რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ 6 წლის შემდეგ. შეხვედრის მომხსენებელი „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე იქნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან რეგიონში მომუშავე სხვა ჟურნალისტები. შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა …

სტუდენტების ხმა მედიაში – დისკუსია ბათუმში

პარასკევს, 17 ნოემბერს, ბათუმში, გაიმართება შეხვედრა და დისკუსია სტუდენტებთან თემაზე – „სტუდენტების ხმა მედიაში“. ისმის თუ არა სტუდენტების ხმა ქართულ მედიაში? რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტური ინიციატივების, აქტივობების, პროტესტის, განათლების საკითხების გაშუქება? რა როლი აქვთ სტუდენტებს საქართველოს ევროინტეგრაციაში? – შეხვედრაზე სწორედ ამ თემებზე შედგება დისკუსია. შეხვედრის მოდერატორია „ბათუმელების“ ჟურნალისტი და მმართველი რედაქტორი ნანა კვაჭაძე. შეხვედრა გამოცემა …

„ცოდნა, კონტაქტები და ადამიანები, ეს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა მომცა“

თამარ გვარიშვილი ესტონეთში, ტალინში, იურიდიული კომპანია Lex Law Office-ის იურისტია. ტალინში ვილნიუსიდან მოხვდა, სადაც Mykolas Romeris უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ევროპისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართალს სწავლობდა. თამარის კარიერული და საგანმანათლებლო გზა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ დაიწყო. „როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მივედი, ვიცოდი, რომ ჟურნალისტობას არ ვაპირებდი. მაგრამ ეს ორგანიზაცია ბევრ რამეში დამეხმარა. აქ მიღებული ცოდნა მადგება მთელი …

გამოწვევები ბიზნესისა და მედიის თანამშრომლობისას – დისკუსია ბათუმში

ბიზნესისა და მედიის თანამშრომლობის გამოწვევებზე იმსჯელებენ ბათუმში მოქმედი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები და გაზეთ „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე. შეხვედრას, რომელიც დღეს, 13 ნოემბერს, 17 საათზე დაიწყება, Rooms Hotel Batumi მასპინძლობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება მედიის როლს ბიზნესსაქმიანობისა და გარემოს გაუმჯობესებაში. დისკუსიის ფორმატში განხილული იქნება ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითები და გამოწვევები. შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის …

ახალგაზრდების თვალი, ანუ ვის რა ასწავლა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” აჭარაში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 22 წლის ხდება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციას 60-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ საქმიანობამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ. მადონა ფალავანდიშვილი ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომელია, ფინანსისტად მუშაობს. მადონა ამბობს, რომ მისი პროფესიული უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროექტებს, რომლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დახმარებით მოხვდა. „2021 წელს „თავისუფალ ჟურნალისტთა …

მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში – დისკუსია ბათუმში

„მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში“ – ამ თემაზე გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 12 ნოემბერს, კვირას, 17:00 საათზე. შეხვედრამდე 1 საათით ადრე, 16:00 საათზე კი ამავე სივრცეში გაიხსნება ფოტოგამოფენა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას ასახავს. შეხვედრის პირველ ნაწილში “ბათუმელების” ჟურნალისტი ევა [ნინო] ართმელაძე ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე, რაც მაღალმთიანი აჭარის სოფლებსა და იალაღებზე მცხოვრები ადამიანების, მათი …

რას იხსენებს კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლზე“

თათია ბოლქვაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრია საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. სწავლობდა კოლეჯებში, სინგაპურსა და უელსში. ბაკალავრიატი ოქსფორდის უნივერსიტეტში ისწავლა. დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი. თათია ამბობს, რომ მისი საგანმანათლებლო გზა 14 წლის ასაკში ჯერ „ბათუმელების“ მედიასკოლაში, მედიასკოლიდან კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ დაიწყო. „14 წლის ვიყავი, როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოვხვდი. მაშინ ძალიან დაინტერესებული ვიყავი …

დისკუსია მომავალ იურისტებთან – ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის სტანდარტები

ბათუმში სტუდენტები, მომავალი იურისტები, პლურალისტური მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის სტანდარტებს განიხილავენ. ბსუ-ს და სხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან დისკუსია 10 ნოემბერს, 12 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება. სტუდენტებს აღნიშნულ თემებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, თამარ წულუკიძე ესაუბრება. შეხვედრა იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედიის თავისუფლება – გზა …

მედიის როლი მიგრაციის საკითხების გაშუქებაში – დისკუსია

რა როლი აქვს მიგრაციის საკითხების გაშუქებაში მედიას? – ამ თემაზე ბათუმში დისკუსია გაიმართება. დისკუსიას „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი გაუძღვება. შეხვედრა „ბათუმელების“ ოფისში 7 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. დისკუსიაზე მოწვეულნი არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მრავალწლიანი ემიგრაცია და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. დისკუსიაზე განხილული იქნება, თუ რა გავლენას ახდენს მედიის მიერ გაშუქება საზღვარგარეთ წასვლის …

მედიის როლი თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში – დისკუსია ბათუმში

პირველ ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „ბათუმელების“ ჟურნალისტ ლელა დუმბაძესთან ერთად თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში მედიის როლზე იმსჯელებენ. შეხვედრა ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ოფისში გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ის გამოწვევები და მიღწევები, რაც თემს თვითრეპრეზენტირებისა და ადვოკატირების პროცესში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ეთიკურ და მიუკერძოებელ მედიას გარემოსა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ძალისხმევაში და …

ახალი პროექტი ქალებისა და შშმ პირების გასაძლიერებლად აჭარაში

თუ აჭარაში ცხოვრობ, ხარ 16 წელზე ზევით ქალი, ან შშმ პირი და ქმნი დეკორატიულ-გამოყენებით ნივთებს, სუვენირებს, ქარგავ ან სხვა ტიპის ხელსაქმით ხარ დაკავებული, შეგიძლია პროექტში ჩაერთო, განვითრდე, საქმე ბიზნესად აქციო და შემოსავლის წყაროზეც იზრუნო. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა CIPDD-მ, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ …

ევროკავშირის სამწლიანი პროგრამა დასრულდა – გაიგე, რა გაკეთდა ახალგაზრდების დასასაქმებლად

27 სექტემბერს ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოება ერთად ახორციელებდნენ სამიზნე რეგიონებში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ევროკავშირის პროგრამების მენეჯერის, ნიკა ყოჩიშვილის თქმით, სამწლიანი პროგრამის მთავარი მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა: …

„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო

„ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და შანსი იყო, რათა უფრო განვითარებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ამ ცოდნითა და გამოცდილებით წინსვლა უფრო გამიადვილდება“, – ამბობს ანა ცივაძე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტში მონაწილეობდა. ანას მსგავსად „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტში 800-მდე ახალგაზრდას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, მათ …

„ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ღამე დაძინების ეშინია“ – ეკომიგრანტი კაპრეშუმიდან

ხელვაჩაურის სოფელ კაპრეშუმში, სოციალურ სახლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოციალური სახლები აქ 2016 და 2021 წლებში აშენდა. მარინა ქოქოლაძე კაპრეშუმის სოციალურ სახლში უკვე ორი წელია ცხოვრობს. მისი ოჯახი აქ მაჭახლის ხეობიდან გადმოვიდა. სახლით კმაყოფილია, განცხადების დაწერიდან მალევე დააკმაყოფილეს საცხოვრებლით, მასთან ერთად აქ მისი სოფლიდან კიდევ ათზე მეტი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად.  …

მზია მასწავლებლის ფერების სამყარო წონიარისის სკოლაში

მზია ხალვაში ხელოვნების მასწავლებელია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი წონიარისიდან. იგი სოფლის საჯარო სკოლაში ასწავლის ხელოვნებას, და, ასევე ჩართული სხვადასხვა აქტივობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მზია მასწავლებლის საკლასო ოთახი კალეიდოსკოპს ჰგავს და იქ შესული ბავშვებიც სხვადასხვა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან – ხან აჭარულ სახლს აშენებენ, ხან ქვებისგან აწყობენ პეიზაჟებს, ხანაც ქსოვენ ან კენჭებისგან ხიდებს აგებენ. მოკლედ, გამოგვყევით და ერთად ვნახოთ, …

რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

„ინტერნეტბიბლიოთეკა, შეკრების ადგილი ახალგაზრდებისთვის, უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. არის რაღაცები, რაც განსაკუთრებით გვჭირდება,“ – ასე უპასუხა მეათეკლასელმა ნინი დევაძემ კითხვას, რა სჭირდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სკოლის მოსწავლეებს. სოფელში კულტურის სახლი დგას, თუმცა დაკეტილია და სარემონტო. ბავშვებს არ აქვთ სივრცე, სადაც სკოლის შემდეგ აქტივობებისთვის შეიკრიბებიან. ლარისა ქოქოლაძე ახალშენის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ერთ-ერთი …

დაგვინიშნეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მერიას

„პრობლემა ნებისმიერ სოფელს აქვს, მაგრამ გორგაძეების უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ტრანსპორტი არ გვაქვს,“ – ასე იწყებს გორგაძეებში მცხოვრები თემურ გვარიშვილი თავისი სოფლის შესახებ საუბარს. სოფელ გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორ წელზე მეტია სოფელში სამარშრუტო მიკროავტობუსი აღარ მოძრაობს. მოსახლეობას კი კილომეტრების გავლა ფეხით უწევს. „რამდენიმე „მარშუტკა“ გამოიცვალა სოფელმა, …

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები. აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ …

რეპორტაჟი აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლიდან – ვიდეო

ხულოს რაიონის სოფელი ირემაძეების საშუალო სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელს ატარებს. სკოლაში 70-მდე მოსწავლეა. სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და ოჯახის ახლობელი იხსენებენ მერაბს, ჰყვებიან მასზე ამბებს. იხსენებენ ომის დღეებს, მძიმე დღეებს, როცა სოფელსა და გარესამყაროს შორის გაწყვეტილი იყო კავშირი. მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა გობაძე იხსენებს მერაბს …

რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან

„გვინდა გვქონდეს სააბაზანო, რომ ვარჯიშის შემდეგ დავიბანოთ“, „დიდი ფართი და კარადებიც არ გვაქვს, რომ გამოვიცვალოთ და აქ დავტოვოთ ჩვენი სპორტულები“, „ახალი ლეიბები და შტანგებიც გვინდა“, – გვეუბნებიან ხულოს სოფელ ბოძაურის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ, სკოლის პირველ სართულზე მოწყობილ, საკმაოდ შელახულ, მცირე დარბაზში ძალოსნობაში ვარჯიშობენ. ძალოსნობის კლუბს ბოძაურში 12 წევრი ჰყავს. კლუბის წევრები ერთად მიდიან დარბაზში …

კონკურსი აჭარაში პარტნიორი საჯარო სკოლების შესარჩევად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული  პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში  დამატებით 10 პარტნიორი საჯარო სკოლის შესარჩევად. სკოლები შეირჩევა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.  თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 საჯარო სკოლა. შერჩეული სკოლის  ბაზაზე შეიქმნება  ან/და  გაძლიერდება  მოქმედი  სამოქალაქო კლუბი, …

პროფესიული სასწავლებლების პირველი სტუდენტური ფესტივალი ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეეძლოთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებმა სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში ფესტივალზე წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მათი პროგრამებისა …

გოდრების 83 წლის ოსტატი სოფელ დანდალოდან

ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის. „დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი …

„ევამიანი“ – სასკოლო დასის სპექტაკლი ქალთა ძალადობაზე ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე

ბათუმში, დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, 30 და 31 მაისს, 18:40 საათზე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თეატრალური დასი „სარკე“ საქველმოქმედო სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლი, სახელწოდებით -„ევამიანი“ ასახავს ქალთა ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. „სპექტაკლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გაანალიზოს ის სიტუაციები, რომლებშიც ძალადობის მსხვერპლნი ხვდებიან და აღიქვან ის შესაძლებლობები, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს. პროექტი კონცენტრირებულია ქალთა ძალის წარმოჩენაზე, 5 …

ბათუმში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს გამართავს. ადგილმდებარეობა: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 53. დრო: 11:00 – 18:00 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. „ფესტივალი …

რა სჭირდება მოხალისეობის ხელშეწყობას – ფორუმი ბათუმში

19 მაისს ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მათთვის სასურველი პროგრამის პოვნას შეეცადნენ. 16 ორგანიზაციას ფორუმზე საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მისულ ახალგაზრდებს მოხალისეობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდნენ. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ფორმალური და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დონეზე მოხალისეობის აღიარება და აღრიცხვა, სახელმწიფოს მხრიდან …

„მინდა გავხსნა ხილის საწარმო“ – შშმ ქალების გეგმები და გამოწვევები  

44 წლის ზეინაბ თურმანიძემ ქედაში, სოფელ მერისში, სილამაზის სალონი გახსნა. ზეინაბი შილაკის სპეციალისტია. თავის სალონში სტილისტიც დაასაქმა. ახლა უნდა, რომ საქმიანობა გააფართოოს, ამისთვის კი ფინანსები სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გაიარა მან სპეციალური ტრენინგკურსი, სადაც პროექტის წერა ისწავლა. „ამ ტრენინგებმა მომცა იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ დავინახო ჩემი შესაძლებლობები. ჩემი სურვილი და ოცნება ავისრულო და კიდევ …

ევროკავშირის პროექტის წარმატებული სტაჟიორები დააჯილდოვეს

„21 წლის ვარ, აქამდე არსად ვყოფილვარ დასაქმებული. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გასული წლის პირველი ივლისიდან ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირება დავიწყე“ – ამბობს დიანა აბულაძე. დიანა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტშია ჩართული, რომლის ერთ-ერთი მიზანია 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. 18 მაისს პროექტის …

Exit mobile version