ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს

10.01.2022 • 4512
სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს

ბათუმის ბიუჯეტში 2022 წელს პროგრამისთვის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – 6 246 022 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 25 122 ლარი იქნება ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა თანადაფინანსების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებია.

ამ პროგრამის ფარგლებში რემონტდება მრავალბინიანი სახლების სახურავები, ფასადები, ლიფტები, კანალიზაციის სისტემები ეზოებში და ასევე ტარდება საერთო ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროგრამას მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს.

პროგრამაში ჩამოთვლილია ყველა ის მისამართი, სადაც 2022 წელს აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, გარდა იმ მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოებისა, რომელთა კეთილმოწყობა-რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 მილიონი ლარია გაწერილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით არჩევენ ასეთ ეზოებს და ამასთან ვთხოვეთ მოეწოდებინათ იმ ეზოების მისამართები, სადაც პროგრამის ფარგლებში წელს 1 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სამმართველოდან პასუხად მხოლოდ ეს მოგვწერეს: „ეზოების მისამართების შერჩევა საჭიროების მიხედვით ხორციელდება“.

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოებს, ისინი შემდეგ მისამართებზე უნდა ჩატარდეს:

საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია

მისამართები: დ. თავდადებულის ქ.N83; ალ. ჩხაიძის ქ.N6; ჯავახიშვილის ქ.N74; ქათამაძის ქ.N44; ქუთაისის ქ.N31; 9 მარტის ქ.N7; პუშკინის ქ.N25, მრავალწლიანი პროექტებია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2022 წ.წ.] შეადგენს 427 996,27 ლარს [არ გადაგვიმოწმებია, მაგრამ როგორც სამმართველოში განმარტეს, ამ მისამართებზე დაწყებულია სამუშაოები 2021 წელს, ან ხელშეკრულებაა გაფორმებული და სამუშაოები 2022 წელს გაგრძელდება და დასრულდება – ავტ].

სახურავების რეაბილიტაცია ჩატარდება ასევე შემდეგ მისამართებზე: იმედაშვილის შეს. 16/18; ფარნავაზ მეფის/კ.გამსახურდიას ქ. N44/27; ჯავახიშვილის ქ. N72დ (ოძელაშვილის 20ა); ლერმონტოვის ქ. N36/38; წერეთლის N1; რ. კომახიძის შეს N6ა; ლერმონტოვის ქ.N90.

პროგრამის მიხედვით, „სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ამზადებს ამხანაგობა. განცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება სამ და მეტსართულიანი სახლების სახურავების გადახურვას; ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე განისაზღვრება სახურავისა და შესაბამისი კონსტრუქციების (კედლების, ჭერის) მდგრადობა და სიმყარე, რაც შეიძლება გახდეს პროგრამაში მონაწილეობის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი“.

უშუალოდ 2022 წლის ბიუჯეტიდან ამ კუთხით 606 498 ლარი დაიხარჯება, ხოლო ამხანაგობები ჯამში 6 126 ლარს გადაიხდიან.

მრავალბინიანი სახლების და ეზოების კომუნალური სისტემის მოწესრიგება

მისამართები: პუშკინის ქ. N35დ; ს. ხიმშიაშვილის ქ. N64; ჯავახიშვილის ქ. N72ბ; ლერმონტოვის ქ. N21; ბარათაშვილის ქ. N1; გორგასლის ქ. N146; ფარნავაზ მეფის ქ. N70; რ. კომახიძის შეს. N6ა; გიორგი ბრწყინვალეს ქ. N54; ლერმონტოვის ქ. N18; ბარათაშვილის ქ. N27; ფრ. ხალვაშის ქ. N332; მელაშვილის ქ. N20; გორგასლის ქ. N2; ჯავახიშვილის ქ. N61; მ. აბაშიძის ქ. N57; ს. ხიმშიაშვილის ქ. N3; მელიქიშვილის ქ.N48; ლუკა ასათიანის ქ. N47; ნობელების ქ. N44; ლერმონტოვის ქ. N106ა; გენ. ასლ. აბაშიძის ქ. N7; 26 მაისის ქ. N16; მაიაკოვსკის ქ. N3ა; ვაჟა ფშაველას ქ. N63.

„მრავალსართულიან/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფში და სარდაფიდან გამომავალი მოძველებული (ექსპლუატაციისთვის უვარგისი) და ამორტიზებული კომუნალური სისტემის (საკანალიზაციო) შეცვლა; 100%-ით ახორციელებს ა(ა)იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ადგენს სამმართველო“, – აღნიშნულია პროგრამაში.

ამ კუთხით წელს 1 მილიონ 300 ათასი ლარია გაწერილი ბიუჯეტში.

ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი

მისამართები: ლერმონტოვის ქ. N14; ფარნავაზ მეფის ქ. N135; ჰ. აბაშიძის ქ. N10/12; ინასარიძის ქ. N9; აღმაშენებლის ქ. N24; ტაბიძის ქ. N23; ახმეტელის ქ. N3 [მრავალწლიანი პროექტებია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2021-2022 წ.წ.) შეადგენს 737 234,13 ლარს].

ასევე მრავალწლიანი პროექტები ხორციელდება მისამართებზე: 26 მაისის ქ. N10; ლ. ასათიანის ქ. N2/27; ჭავჭავაძის ქ. N78/88; გორგილაძის ქ. N88; გრიშაშვილის I ჩიხი სახლი N3; გრიბოედოვის ქ. N24 [სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2021-2022 წ.წ.) შეადგენს 757 460,23 ლარს].

ახალი ლიფტები დამონტაჟდება ასევე შემდეგ მისამართებზე: ანდრია პირველწოდებულის ქ. N58; 26 მაისის ქ. N10/12; ლეონიძის ქ. N4 (სამგ); აღმაშენებლის ქ.N15; აღმაშენებლის ქ. N30; აღმაშენებლის ქ. N16; ტაბიძის ქ. N23.

პროგრამის მიხედვით, „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟი და ახალი თანამედროვე ლიფტის მონტაჟი – ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – მერიის სამმართველო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ადგენს სამმართველო“.

ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ლიფტებისთვის წელს 1 880 567 ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან, ხოლო ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა იქნება ჯამში 18 996 ლარი.

სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია

მისამართები: ახმეტელის ქ. N1 ; ახმეტელის ქ. N3 ; ახმეტელის ქ. N5; ახმეტელის ქ. N7; ახმეტელის ქ. N9; შავშეთის ქ. N6; კობალაძის ქ. N5 [აქაც მრავალწლიანი პროექტებია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2022-2023 წ.წ.) შეადგენს 4 749 917,64 ლარს]. უშუალოდ 2022 წლის ბიუჯეტიდან კი 325 ათასი ლარი დაიხარჯება.

ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციას 100%-ით ახორციელებს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო.

მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი და რეაბილიტაცია

მისამართები: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას N107; ქ. ბათუმი, ი.ნონეშვილის N1; ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის N8; ქ. ბათუმი, ტბ. აბუსერიძის N31; აღმაშენებლის ქ. N19; შარაშიძის ქ. N23; ფრიდონ ხალვაშის XIII ჩიხი N13.

ეს სამუშაოებიც მთლიანად ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 2022 წელს 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: