მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

10.12.2021
ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა.

ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია, რასთან დაკავშირებითაც ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. დღეს, მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი,“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილობით განმარტებაში.

სხვა კითხვებს დღეს ამ უწყებაში არ უპასუხეს.

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მაღაზიათა ქსელის, „ფარფურის“ მფლობელია. ის მუქარის შემთხვევაზე მიმდინარე წლის ივნისშიც საუბრობდა. მაშინ  „ფარფურის“ 2 მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო მერაბ ფარტენაძე ამბობდა, რომ ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით ემუქრებოდნენ. მაღაზიებში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიებამ ერთი არასრულწლოვანი დააკავა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: