მთავარი,სიახლეები

„არ გადადო“ – აქცია ავარიული სახლების შესწავლის მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

08.12.2021
„არ გადადო“ – აქცია ავარიული სახლების შესწავლის მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

დღეს, 8 დეკემბერს, მოძრაობა „არ გადადოს“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია პერფორმანსით ავარიული სახლების შესწავლა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის შესასვლელთან ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს და გამოიტანეს  აუდიომასალა, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვონ შენობები სიცოცხლისათვის სახიფათო სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა.

„ჩვენ ვითხოვთ, მომზადდეს ავარიული სახლების ექსპერტიზის დასკვნები მერიის დაფინანსებით, ამის შესაძლებლობა მოსახლეობას არ აქვს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნაგერვაძემ.

აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ავარიული სახლების შესწავლაზე მოთხოვნა ბათუმში განსაკუთრებით 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში მდებარე სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ გაიზარდა. მუნიციპალურ ინსპექციაში ასობით განცხადება შევიდა საცხოვრებლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროგრამა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე 8 დღით ადრე დააანონსა. მისი თქმით, 2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის ჩათვლით, ავარიულ სახლებში მცხოვრები სულ 3 ათასზე მეტი ოჯახის პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა პროგრამის დეტალებზე, როგორ მოხდება ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება, ან რაში დაიხარჯება 80 მილიონი ლარი, მთავრობა დაზუსტებულ ინფორმაციას არ ავრცელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: