სიახლეები

ბათუმის მერია ყიდის მიწას, რომელიც სხვა ნაკვეთთან მისასვლელს კეტავს

23.01.2022
ბათუმის მერია ყიდის მიწას, რომელიც სხვა ნაკვეთთან მისასვლელს კეტავს

26 იანვარს დასრულდება ელექტრონული აუქციონი, რომელზეც ბათუმის მერიას გასაყიდად 1 134 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს გამოტანილი. 1 კვ.მ-ის გასაყიდი საწყისი ფასი 677 ლარია. მთლიანი ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი კი – 767 718 ლარი. საგარანტიო თანხა/ბე – 383 859 ლარი.

ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში იზღუდება მომიჯნავედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, ამიტომ, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მყიდველი ვალდებულია ამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, ამავე ნაკვეთის მესაკუთრესთან [შპს „ნევ-ბათ ჯგუფი“] შეთანხმებით, სერვისტუტის უფლებით დატვირთოს.“

გასაყიდი ნაკვეთი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის 127-ში მდებარეობს [რეფერალური საავადმყოფოს უკან]. გასაყიდ ნაკვეთსა და ჟიული შარტავას გამზირს შორის არსებული ტერიტორია კი, შპს „ორბი ლუქს პალასის“ საკუთრებაშია.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის 30%-ის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში;
  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის 20%-ის („ბე“-ს თანხის გამოკლებით დარჩენილი ნაწილის) გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი [1] და ნაკვეთი [2], რომელთანაც მისასვლელი იზღუდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: