მთავარი,სიახლეები

ბათუმის ვიცე-მერად ლევან დავითაძე დანიშნეს

13.12.2021
ბათუმის ვიცე-მერად ლევან დავითაძე დანიშნეს

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია. დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ისაუბრა ბრიფინგზე ამ ცვლილებების შესახებ.

ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე გახდა, რომელიც აქამდე შპს „ბათუმის წყალს“ ხელმძღვანელობდა.

ლევან დავითაძე „ბათუმის წყლის“ დირექტორად 2021 წლის თებერვალში არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა, რომელიც მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ „ბათუმის წყლის“  მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დააფიქსირა – კერძოდ, „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა მაშინ, როცა საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი.

ლევან დავითაძე, ახლა უკვე ბათუმის ვიცე-მერი, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაწინაურებიდან დღემდე სწრაფი ტემპით მდიდრდება. 2016 წელს, ბათუმის მერიის ა(ა)იპის – ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი, რამდენიმე თანამდებობის ცვლილების პარალელურად, ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხა, ასევე აიშენა 700 კვადრატული მეტრი სახლი ევრორემონტით ქალაქის გარეუბანში.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/363529/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: