ყველაზე მაღალი და დაბალი რეიტინგის მქონე სპეციალობები უნივერსიტეტში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014-2015 სასწავლო წლისთვის 1052 პირველკურსელი მიიღო. ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტის სტატუსი წელს სოციალურ, მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტმა მოიპოვა. ყველაზე პოპულარული სპეციალობა კი სამართალმცოდნეობაა – აქ ერთ ვაკანტურ ადგილზე 24 აბიტურიენტი მოდიოდა. 

სოფელ ჩანჩხალოში სწავლა არ დაიწყო

 

 დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი მოსწავლეთა მშობლების პროტესტი იყო. სოფელში მიმდინარე გვირაბის მშენებლობის გამო სკოლის შენობას გაუჩნდა ბზარები, რის გამოც მშობლები შვილების სკოლაში გაშვებაზე უარს აცხადებენ.

 

საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას” საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

 

სკოლებში სწავლა დაიწყო

 

დღეს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გასული წლისგან განსხვავებით, ბათუმის ყველაზე მაღალკონტინგენტიანმა პირველმა საჯარო სკოლამ, პირველკლასელთა რაოდენობა შეამცირა. მიზეზი, განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო, რომელიც კლასში მხოლოდ 25  მოსწავლის ყოფნას ითვალისწინებს. 

„საქართველოს საკუთარი ფლოტი უნდა ჰყავდეს“

 

 

დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აკადემიამ სხვადასხვა მიმართულებებზე 500 ახალი სტუდენტი მიიღო. 

სკოლის თვითმმართველობა

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეები აჭარის ათზე მეტ საჯარო სკოლაში იმის გასარკვევად იყო, თუ რამდენად არიან მოსწავლეები სკოლის მართვაში ჩართულები.

 

მოსწავლეთა მიზანია გაარკვიოს, სკოლის თვითმართველობის მიზანი და ფუნქცია.   

 

 

 

<!** Image 1 align="" width="600" height="821" >

საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში სწავლა განახლდა

 

გავრცელებული ვირუსული მენინგიტის გამო, საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.  

საჯარო სკოლების პირველ – მეოთხე კლასებში სწავლა მაისის ბოლომდე არ განახლდება

 

ვირუსული ინფექციის, მენინგიტის გახშირებული შემთხვევების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, თვის ბოლომდე მხოლოდ პირველიდან მეოთხე კლასების ჩათვლით იქნება შეწყვეტილი.

კითხვის პროექტი – მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის

 

მოსწავლეებს კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაში  ეხმარებიან. „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც საქართველოში მესამე წელია ხორციელდება. პროექტში მონაწილე სკოლები  საქართველოს ყველა რეგიონიდანაა შერჩეული. 

ექვსი ბათუმელი სტუდენტი ნორვეგიაში

ტურიზმის ფაკულტეტის ექვსი სტუდენტი – მინდია კურცხალიძე, ანა ჯაფარიძე, ანა სანიკიძე, ვახტანგ გვენეტაძე, ირმა დოლიძე და გიორგი გელაძე 20 აგვისტოდან ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში ისწავლის. გამარჯვებული სტუდენტების ვინაობა კონკურსის საფუძველზე გაირკვა. კონკურსში მონაწილეობა 62 სტუდენტმა მიიღო, მათგან პირველ ეტაპზე 16 სტუდენტი გადავიდა. შესარჩევი კონკურსი გაიმართა შემდეგი პირობებით: ინგლისურ ენაში ტესტირება, კომუნიკაციის უნარი, კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარი და საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი.

განათლების სამინისტრო პროგრამების განხილვას იწყებს

 

 

2014 წლის 5 მაისს, 11 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება 2015–2018 წლების პროგრამების და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა.

 

 

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისთვის

 

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისათვის ერთდროულად დასვენების, შემეცნების, ახალი ადამიანების გაცნობისა და გართობის საშუალებაა. სად და როგორ შეიძლება მოსწავლემ ზაფხული შინაარსიანად გაატაროს? 

სიახლეები ხელოვნების უნივერსიტეტში

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი კონტინგენტს 1300 სტუდენტით ზრდის, თუმცა ამ დრომდე უცნობია, უნივერსიტეტი დარჩება თუ არა არსებულ შენობაში. ახლა უნივერსიტეტში 284 სტუდენტი სწავლობს. ხელოვნების უნივერსიტეტის გეგმებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა ქეთევან ვაჩეიშვილმა – ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. 

ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი

 

თქვენი აზრით, რომელია ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ? – ეს შეკითხვა ბათუმელ სკოლის მოსწავლეებს დავუსვით. გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლებაა. “ბათუმელები” რამდენიმე მოსწავლის მოსაზრებას გთავაზობთ ამ თემაზე.

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

 

განათლების მიღება საზღვარგარეთის ქვეყნების სასწავლებლებში დღეს იმაზე უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. თუ არ გაქვს საკმარისი ფული საზღვარგარეთ წასასვლელად განათლების მიღება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. დისტანციური სწავლება საშუალებაა საკუთარი განათლების მენეჯმენტი თავად გაწიო და მინიმალური დანახარჯით მიიღო განათლება. არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა საგნის კურსები. მათ შორის ნაწილი ფასიანია, ნაწილი – უფასო. კურსების გავლის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისა და დიპლომის მიღებაც შესაძლებელია.

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში

 

 

თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა, როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები ამ სქემაში და რა ბედი ელით იმ მასწავლებლებს, ვინც უკვე გაიარა სერტიფიცირება. „ბათუმელები“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორს კახა ჟღენტს ესაუბრა. 

ახალი შესაძლებლობა სტუდენტებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების – Tempus და Erasmus Mundus მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა. ამ პროგრამების გარდა უნივერსიტეტში მოქმედებს გაცვლითი პროგრამა – Mevlana, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა აფინანსებს; აგრეთვე უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ უნივერსიტეტებთან.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში სწავლის საფასური შემცირდა

 

დღეს სასწავლო ცენტრ “ანრიში”, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ ღია კარის დღე მოაწყო. შეხვედრაზე აბიტურიენტებს სწავლის საფასურთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს.

სამინისტრო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს

 

წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამას ახორციელებს.

უნივერსიტეტის რექტორის შესახებ

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,

საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი

 

აბიტურიენტობის ფასი

 

„მთელი წელი რეპეტიტორებთან მეცადინეობა დაახლოებით 3 600 ლარი მიჯდება, ამას დამატებული რამდენიმე საგანი, რომელიც საატესტატო გამოცდებზე ჩავაბარე, თუმცა ახლა ვფიქრობ, საატესტატოს ისეც ჩავაბარებდი, რომ არ მევლო რეპეტიტორებთან”, ამბობს ანა გვარიშვილი, რომელიც წელს აბიტურიენტია.  

რას ამბობენ სტუდენტები სტალინზე

 

რას ფიქრობთ სტალინზე – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა სტუდენტებს დაუსვა. 

25 ათასი საათი სკოლაში

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ გიჟდებიან თენგიზ კუჭავაზე, მათი მათემატიკის მასწავლებელზე. უყვართ, რადგან კარგად ასწავლის. უყვართ იმიტომ, რომ არ ბრაზდება, არ უყვირის და არ ლანძღავს. უყვართ, რადგან არ არსებობს მოსწავლე, ვისაც მათემატიკა არ შეაყვარა. თენგიზ კუჭავა 38 წელია მასწავლებელია. ჯამში სკოლაში 25 ათასზე მეტი საათი აქვს გატარებული. 

ძალადობა სკოლაში

 

ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლა ტანჯვისა და სტრესის მიზეზია. ამის მიზეზი ხშირად ხდება დაცინვისა და აბუჩად აგდების შემთხვევები, რაც პირდაპირ ან ირიბ ტერორში გამოიხატება: თანატოლთა ან  უფროსკლასელთა მხრიდან მუდმივი ძალადობა – ცემა, მუქარა, დამცირება, ჭორების გავრცელება.  

მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ

 

რამდენად ხშირია თქვენ ირგვლივ შემთხვევებიროდესაც თქვენი თანატოლი სხვა თანატოლების მიერ  ჩაგვრის ობიექტი ხდება? რა შემთხვევაში ხდება ეს და რა არის ამის მიზეზი?  ამ კითხვაზე სკოლის მოსწავლეები პასუხობენ

როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში

 

 

როგორ უნდა მიიღო განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სად შეიძლება მოიძიო დაფინანსება, როგორ უნდა შეარჩიო სასურველი კოლეჯი ან უნივერსიტეტი – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტმა დალი ხომერიკმა ისაუბრა. 

მოსაზრება: რას ურჩევენ სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას

 

 

<!** Image 2 align="left" width="300" height="537" >თეონა ბოლქვაძე: უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვურჩევდი, უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ. როცა ადმინისტრაციაში რამის საკითხავად მივდივართ, ათას ადგილას გვამისამართებენ. უკვე მეოთხე კურსზე ვარ, ოთხი წელია მესმის, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული ჟურნალი, თუმცა ამას ვერა და ვერ მოაბეს თავი. დღემდე ქულების გაგება კედელზე გამოკრულ სიებში გვიწევს, რაც არაკომფორტულიცაა და უხერხულიც. არც შეფასების სისტემა მომწონს, საკმაოდ დიდი ჯგუფები გვაქვს, ამის მიუხედავად მინიმალურად ათი შეფასება უნდა დააგროვო, რაც იმ სისტემაში რაც ჩვენთანაა, შეუძლებელია. ფაქტიურად ვერ ასწრებ დაგროვებას მაშინაც კი, როცა არ აცდენ, მერე კი მაღალი აკადემიური შეფასება არ გაქვს. სიებთან დაკავშირებით ადმინისტრაციას ვურჩევდი დროულად შეადგინონ სიები, ხშირად გამოცდებიც კი ერთმანეთს ემთხვევა, სტუდენტს არჩევანის გაკეთება გიწევს, რომელს დაესწრო და რომელი გადაბარებისთვის მოიტოვო. ასევე პრობლემურია საგამოცდო დრო, შეიძლება რაღაც საგნებისთვის ნორმალურია ორი საათი, თუმცა მე პირადად ვსწავლობ საგნებს რომელთათვის ორი საათი პრობლემურია, მეტისმეტად ცოტა დროა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინო.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="720" >გური ბურჭულაძე: პირველ რიგში მინდა ვურჩიო, რომ გააცნობიერონ საკუთარი მოვალეობა, ადგილი და ასევე როლი. მოვალეობაში ვგულისხმობ მომსახურების იმ მინიმალური სტანდარტების დაცვას, რომელიც მოეთხოვება ნებისმიერს, ვინც სტუდენტებისგან ფულს იღებს. კიდევ ვურჩევდი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელსაც უნივერსიტეტი მიიღებს, აუცილებლად იყოს შეთანხმებული სტუდენტებთან, ინფორმაციის დონეზე მაინც მიეწოდოს სტუდენტს გონივრულ ვადებში და არა უშუალოდ იმ დროს, როგორც ხდება ძირითადად ახლა, როცა სტუდენტებს ფაქტის წინაშე გვაყენებენ მხოლოდ. კიდევ, თუ თავისუფალი მოდული არსებობს, დაე რეალურად იარსებოს, ერთი სტუდენტიც თუ იქნება, რომელსაც ექნება სურვილი, გაიაროს მაგალითად ევროპისმცოდნეობა, ამ ერთი სტუდენტის სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. მინდა, რომ უფრო მეტად თავისუფალი გახდეს დასწრება ლექციებზე და სემინარებზე, არ მიექცეს ყურადღება მიმდინარე შეფასებას და იყოს მკაცრად კონტრორილებადი და ამავდროულად 50% + 1 საბოლოო გამოცდა.

 

<!** Image 3 align="left" width="300" height="720" >დიანა ბაუჟაძე: უპირველეს ყოვლისა ადმინისტრაციას ვურჩევდი ღია კომუნიკაციას სტუდენტებთან, გამომდინარე იქედან, რომ მათი საქმიანობა, მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად სტუდენტებისა და ლექტორების შეუთანხმებლად ხდება. ასევე ვურჩევდი, რომ ხარისხის ამაღლების მიზნით უვარგის ექსპერიმენტებს თავი დაანებონ და რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ კუთხით, მოკლედ გამჭირვალე, ღია სისტემის ჩამოყალიბებას ვურჩევდი.

 

ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველი სტუდენტის წინაშე ანგარიში ჩააბროს, თუ რა გააკეტა ერთი წლის განმავლობაში, როგორ მოხდა პრიორიტეტების გადანაწილება. ყურადღება უნდა მიაქციოს ინფრასტრუქტურის გავითარებასაც, ის რომ გათბობა და ელემენტარული პირობები არ არსებობს გეპეიში და მწვანე კონცხზე, ეს არის ადმინისტრაციის ბრალი.

რა ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობაში

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში ცვლილებებია. თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე, ჯგუფ “აპოლიტიკის” ლიდერი ზურაბ მესხიძე იტალიიდან დაბრუნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. ამ დრომდე მის მოვალეობას თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლელა ფაღავა ასრულებდა, თუმცა გასულ კვირას ლელა ფაღავამ თანამდებობა დატოვა და საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით პირველ ვიცე-პრეზიდენტად მინურ პაქსაძე აირჩიეს, რომელიც ასევე „აპოლიტიკის” მხარდამჭერი იყო, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი უჩა აბრამიშვილი, ყოფილი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ზურაბ მესხიძე თვითმმართველობის პრეზიდენტი კვლავ გახდება სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სტუდენტის სტატუსი აღუდგება, რომელიც აქამდე უცხოეთში სწავლის გამო ჰქონდა შეჩერებული. რა გახდა სტუდენტურ თვითმმართველობაში უთანხმოების მიზეზი? ”ბათუმელები” ყველა მხარის მოსაზრებას გთავაზობთ.

 

საკლასო შეფასების ახალი სისტემა

 

მომავალი წლიდან, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების და სასკოლო შეფასების სისტემები შემუშავდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 24 ათასამდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.

25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში

 

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლი წლიდან საჯარო სკოლებში, კლასებში, მოსწავლეთა რაოდენობა 25-მდე შემცირდება. ახალი სტანდარტი პირველ ეტაპზე მხოლოდ პირვეკლასელებზე გავრცელდება. რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები სამინისტროს ინიციატივაზე და როგორ აპირებენ ისინი გადაწყვეტილების შესრულებას.

გამოცდები უნივერსტეტში, ხარვეზების ფონზე

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სასწავლო სემესტრი დასკვნითი, ორმოცქულიანი გამოცდებით დასრულდა. ზოგიერთი სტუდენტი გამოცდების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, ადმინისტრაცია კი შეფასებებს პროცესის ანალიზის შემდეგ გააკეთებს. 

კონკურსი მეხუთე და მეექვსეკლასელებისათვის

 

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს რეგისტრაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, ობიექტურობისა და  საჯარო ქცევის კულტურის გამომუშავებას.

  

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების რეგისტრაცია 21 მარტამდე გაგრძელდება

 

 

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებში წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა დაემატა სამი საგამოცდო საგანი: ქართული ენა, განკუთვნილი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება სურთ, ბუნებისმეტყველება და უცხოური ენა-კომპიუტერი.

„შარვალი კაბის ქვეშ – “ბათუმელების” სტატიაზე მოკვლევა დაიწყო

 

სახალხო დამცველის აპარატმა „ბათუმელების“ სტატიაზე მოკვლევა დაიწყო. სტატიაში საუბარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში დაწესებულ სასკოლო ფორმაზე იყო. დირექტორის გადაწყვეტილებით,  მოსწავლე გოგონებს სკოლაში შარვლით მისვლა ეკრძალებათ. 

მაია მიმინოშვილი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, დღეს ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს შეხვდა.   

როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს,  მიმინოშვილმა მეთორმეტე კლასელებთან ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მე-16 სკოლის დირექტორი გასაუბრების შედეგებს გაასაჩივრებს

 

ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის, გასაუბრების შედეგების გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო. 

Exit mobile version