კლასში ჩარჩენილები

 

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საჯარო სკოლებში კლასში 273 მოსწავლე ჩარჩა. აქედან, 116 მოსწავლე ექსტერნის გამოცდაზე არ გავიდა, 157-მა კი გამოცდები ვერ დაძლია. სკოლებში აცხადებენ, რომ ჰყავთ სტატუსშეჩერებული მოსწავლეებიც. თუმცა, მათ შესახებ ზუსტი მონაცემები ბათუმის რესურსცენტრს ამ დროისთვის არ მოეპოვება. რესურსცენტრში განაცხადეს, რომ სტატუსშეჩერებული მოსწავლეების აღრიცხვა წლის ბოლოს დაიწყება. 

სკოლა მოსწავლის პირად ცხოვრებაში

 

 

თემო 12 წლის იყო, როცა მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით „აღმზრდელობითი გაკვეთილი“ ჩაუტარა იმაზე, თუ რატომ არ უნდა გაებუტოს მამას, რომელიც მასთან ერთად აღარ ცხოვრობს. შემთხვევებს, როცა პედაგოგები უხეშად იჭრებიან მოსწავლის პირად სივრცეში, ხშირად აქვს ადგილი. როდის ეკრძალება მასწავლებელს მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა და რა შემთხვევებშია სკოლა ვალდებული რეაგირება მოახდინოს ფაქტებზე? 

 

სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

 

 

აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოსა და შუახევში ათამდე სკოლა სხვადასხვა საგნის სპეციალისტების გარეშეა დარჩენილი. 6 მარტის მონაცემებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე: პედაგოგი.გე შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული შვიდი სკოლიდან 19 ვაკანსია იყო განთავსებული. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით კი, ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 20 ვაკანსიაა.

ნახევარი მილიონი ლარი სოფელ ოქტომბრის სკოლისთვის

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ნახევარმილიონიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს.

ბრიტანეთის საბჭო ქართველი მასწავლებლების გადამზადებას აპირებს

 

განათლების ფონდი ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში დასაქმებული პედაგოგების ინგლისურ ენაში გადამზადებას აპირებს. 

სამაგისტრო გრანტი 2,25 მილიონი ლარით განისაზღვრა

 

2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება გუშინ, 9 მარტს გამოქვეყნდა.

მანუჩარ ლორია: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ვიდეორგოლებს რექტორობის კანდიდატების შესახებ.

სამუსიკო სკოლის პრობლემები

 

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ძველ ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა, სადაც სასწავლებელია განთავსებული, 1917 წელს აშენდა. სკოლა კი 1976 წლიდან ფუნქციონირებს. დაახლოებით ათი წლის წინ ამ შენობაში სამხედრო კომისარიატიც ყოფილა განთავსებული, რის გამოც კედლებს მწვანე მაუდი გადააკრეს, რამაც კლასებში აკუსტიკა ჩაახშო. შენობაში სამუსიკო სკოლის დაბრუნების შემდეგ, კედლებს მაუდის ნაჭერი მოაშორეს და აკუსტიკაც აღდგა, თუმცა შენობა წლებია არ გარემონტებულა, მოძველებულია წიგნადი ფონდიც. 

18 პროფესია კოლეჯში

 

ქვეყნის მასშტაბით პროფესიულმა სასწავლებლებმა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყეს. გამონაკლისია ბათუმის პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“, რომელმაც მისთვის გამოყოფილი კვოტა საშემოდგომო მიღებაზე სრულად აითვისა. აჭარის რეგიონში სულ ორი პროფესიული სასწავლებელია. რა განათლებას იღებენ პროფესიულ კოლეჯებში, რომელ სპეციალობაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და ახერხებენ თუ არა დასაქმებას სტუდენტები სწავლის დამთავრების შემდგომ – „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. 

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

 

 

2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. მაგისტრანტობის კანდიდატებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge უნდა გაიარონ. ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მათ უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

რა შეცვალა “აინშტაინმა“ სკოლაში

 

2010-2011 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ პროგრამა „აინშტაინის“ ფარგლებში საჯარო სკოლები ლაბორატორიებით აღჭურვა. ერთეული ლაბორატორიის ფასი 13 800 ლარი იყო. ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის სკოლებს ასამდე სახეობის ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცათ. რა შეცვალა „აინშტაინმა“ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში და როგორია დღეს პროექტის ეფექტი აჭარაში? 

სასკოლო კლუბების ეფექტი

 

სასკოლო კლუბების შექმნისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება  რეგიონში არსებულ ყველა სკოლას შეუძლია. „სასკოლო კლუბების”  პროგრამას სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ამ პროგრამით 11 კლუბი დაფინანსდა, კლუბებისთვის გამოყოფილმა თანხა ჯამში 35 ათასი ლარი იყო. რა ეფექტი აქვს სასკოლო კლუბების მუშაობას  და რამდენად ითვალისწინებენ მოსწავლეთა ინტერესებს სამუშაო თემის შერჩევისას? – „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა. 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატები

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება. მოქმედი რექტორის გადადგომის შემდეგ, არჩევნებისთვის რამდენიმე კანდიდატი უკვე ემზადება. ისინი ბსუ-ს ბოლო რექტორის მუშაობას დადებითად აფასებენ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტში ხარვეზები ისევ რჩება, რომელთა გამოსწორება უნივერსიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია. რას მიიჩნევენ უნივერსიტეტის ნომერ პირველ პრობლემად რექტორობის მსურველები და როგორია მათი ხედვა უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე. 

ბათუმელი მოსწავლეების გამარჯვება კონკურსში “მე – ომბუდსმენი“

 

ბათუმელი მოსწავლეები:თათია ბოლქვაძე და ნინო ბერიძე კონკურსის – „მე – ომბუდსმენი“ გამარჯვებულები გახდნენ, მათ პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულები დღეს, 4 იანვარს, თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ დააჯილდოეს. 

აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები

განათლების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 33 მილიონ ლარს შეადგენს. 2012 წელს სამინისტროს დაფინანსება 27 მილიონი ლარი იყო. რა შეიცვალა სამინისტროს პრიორიტეტებში და რა რეკომენდაციები მისცეს განათლების მინისტრს  არასამთავრობო ორგანიზაციებმა? – ბიუჯეტის პროექტის განხილვა გასულ კვირას დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შედგა. 

დეკანის არჩევნები და დაპირისპირება სდტუდენტსა და ლექტორს შორის ბათუმში

 

22 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არჩევნების მესამე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად გამარჯვებული ქეთი ბერიძე, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, თუმცა ეს შედეგი საბოლოო შეიძლება ამჯერადაც არ აღმოჩნდეს, დეკანობის მეორე კანდიდატი ირაკლი მანველიძე სასამართლოს მიმართავს.

ახალგაზრდააა მასწავლებლები სკოლაში

 

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებელთა დეფიციტია. ახალგაზრდები შტატების არრსებობის გამო ან სამსახურს ვერ პოულობენ, ან საერთოდ არ მიდიან სკოლაში სამუშაოდ დაბალი ანაზღაურების გამო. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული „მასწავლებელთა არსებულ და საჭირო რაოდენობებს შორის ბალანსის“ კვლევის მიხედვით, ორი წლის წინ მასწავლებელთა საშუალო ასაკი სკოლებში 47 წელი იყო. ყველაზე „ახალგაზრდულები“ იყვნენ სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლები, რომელთა საშუალო ასაკი 44 წელს აღწევდა. რატომ არ/ვერ მიდიან ახალგაზრდები სკოლებში მასწავლებლად, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული კვალიფიციური კადრის მომზადება-დასაქმება?  „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. 

ბსუ-ს რექტორს უფლებამოსილება შეუწყდა

 

ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორს, ალეკო [ალიოშა] ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუწყდა.

მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე

 

საჯარო სკოლის პედაგოგებს ახალი სანქციები დაუწესდათ. შესაბამის ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ხელი გასული წლის 31 დეკემბერს მოაწერა. ახალი რეგულაციის მიხედვით პედაგოგს დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დისციპლინური სახდელი დაეკისრება. სახდელის ვადად  კი 1 წელი განისაზღვრა.

სასაჩუქრე პაკეტი ბათუმის უნივერსიტეტისგან

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხდა. კალმების, სამაჯურების, ჭიქებისა და პოლიეთილენის პარკების შესაძენად უნივერსიტეტი, საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში, მაქსიმუმ 18 760 ლარს გადაიხდის.

მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადა იწყება

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საგნობრივ ოლიმპიადაში. სარეგისტრაციო ვადაა 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.  

ბსუ-ს რექტორის კაბინეტი დაკეტილია

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალეკო [ალიოშა] ბაკურიძის კაბინეტი დაკეტილია, მისაღებში არც მდივანი არ ზის. 

ბათუმის უნივერსიტეტში მობილობის პროცესი დაიწყო

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ-ში მობილობის  წესით ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნული  ცენტრის  ელექტრონულ  პორტალზე გაიაროს რეგისტრაცია 2015  წლის 23 იანვრიდან  5 თებერვლის ჩათვლით. 

„ბაღის თანამშრომლები ხელფასს მაინც აიღებენ“

 

 

ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლები ხელფასს, სააღმზრდელო პროცესების შეჩერების მიუხედავად, მაინც აიღებენ.

9,4 მილიონი უმაღლეს სასწავლებლებს ბათუმში

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტები აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში 9,4 მილიონი ლარით დაფინანსდება. უმაღლესი სასწავლებლების სუბსიდირება უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მოხდება, თუმცა მათ შორის არ იქნება ბათუმის საზღვაო აკადემია.

ქობულეთის ბაღებიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ რამდენიმე თანამშრომელს 2015 წლიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. 

სტაჟირება უცხოეთში

 

უცხოეთში [ევროპის რეგიონებში] აჭარიდან გაგზავნილი სტაჟიორი მიიღებს ერთჯერად ფულად დახმრებას – 950 ლარს, ხოლო აჭარაში მიღებული უცხოელი სტაჟიორი – 3 000 ლარს. უცხოეთში აჭარიდან წელს 10 სტაჟიორი გაიგზავნება, ადგილზე კი 2 უცხოელს მიიღებენ. დამტკიცებულია სპეციალური ქვეპროგრამა, რომლისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 17 100 ლარი. მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გუშინ დაიწყო და 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსები და ოლიმპიადები აჭარის სკოლებში

 

2015 წელს ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გეგმავს აჭარის  ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ჩაატაროს საგნობრივი ოლიმპიადა, პოეზიის, ხატვის კონკურსები, ლიტერატურული მარათონი; ასევე კონკურსი მათემატიკასა და ქართულ ენაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. იგეგმება ექსკურსიები წარჩინებული მოსწავლეებისთვის.

ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლაში

 

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებელთა დეფიციტია. ახალგაზრდები შტატების არრსებობის გამო ან სამსახურს ვერ პოულობენ, ან საერთოდ არ მიდიან სკოლაში სამუშაოდ დაბალი ანაზღაურების გამო. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული „მასწავლებელთა არსებულ და საჭირო რაოდენობებს შორის ბალანსის“ კვლევის მიხედვით, ორი წლის წინ მასწავლებელთა საშუალო ასაკი სკოლებში 47 წელი იყო. ყველაზე „ახალგაზრდულები“ იყვნენ სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლები, რომელთა საშუალო ასაკი 44 წელს აღწევდა. რატომ არ/ვერ მიდიან ახალგაზრდები სკოლებში მასწავლებლად, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული კვალიფიციური კადრის მომზადება-დასაქმება?  „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.  

მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა და სახდელები

 

ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით მასწავლებელს შესაძლოა მისცენ შენიშვნა; გამოუცხადონ საყვედური; სასტიკი  საყვედური ან გაათავისუფლონ სამსახურიდან. დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესითაც.

სკოლების საუკეთესო შედეგები აჭარაში 2014 წელს

 

საგნობრივი ოლიმპიადების, ლიტერატურული მარათონისა და ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აჭარაში ბათუმის #14 საჯარო სკოლას აქვს, ოლიმპიადის გამარჯვებული ამ სკოლის ოთხი მოსწავლე გახდა. ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კიდევ ორმა მოსწავლემ გადალახა, #14 სკოლის ოთხ მასწავლებელს კი საამინისტროს მიერ გადაეცა სიგელი წარმატებული პედაგოგიური მუშაობისთვის.  

სტუდენტები: უნივერსიტეტი სწავლას გვაძალებს

 

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებისთანავე სტუდენტებს უთხრეს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 16-ქულიანი საგამოცდო ბარიერი 21 ქულამდე გაიზარდა. ამ ინფორმაციამ სტუდენტების ვნებათაღელვა გამოიწვია, ისინი უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი მუშაობა მოუწევთ. სტუდენტების მოთხოვნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავად სტუდენტებისგან შედგება. კომისიის მიზანია განსაზღვროს, არის თუ არა საგამოცდო ბარიერი სწავლის ხარისხის შესაბამისი. 21-ქულანი ბარიერი საქართველოს თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტშია.

ლექტორები სტუდენტების მოთხოვნაზე

 

2014 წლის სასწავლო სემესტრის ბოლოს, 23, 24 და 25 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ხარისხისა და საგამოცდო ბარიერის შესაბამისობასთან დაკავშირებით, რამდენიმე სტუდენტისა და რექტორის ინიციატივით შექმნილი კომისია გამოკითხვის სახით კვლევას ატარებს. კვლევის შედეგად გაირკვევა, დარჩება თუ არა უნივერსიტეტში 21 ქულიანი საგამოცდო ბარიერი.   

გრანტი დოქტორანტებისათვის


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უკვე მეორე წელია აცხადებს საგრანტო კონკურსს დოქტორანტების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 28 უნივერსიტეტის, მათ შორის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსაც. გასულ წელს გრანტი ბათუმის უნივერსიტეტის სამმა დოქტორანტმა მოიპოვა. საგრანტო კონკურსში ელექტრონული რეგისტრაცია 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.  

ვინ გახდება დეკანი? – სტუდენტი ლექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები განმეორებით ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია ვინ გახდება ფაკულტეტის დეკანი. საარჩევნო კომისიას სამი დღე აქვს იმისთვის, რომ კომისიაში შესული საჩივრები განიხილოს. საჩივრით ბსუ-ს საარჩევნო კომისიას მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ მიმართა. ის აცხადებს, რომ მის მიმართ არჩევნების პროცესში ზეწოლა განხორციელდა და მოითხოვს მისი საარჩევნო ბიულეტენი გაუქმდეს. კომისიას საჩივრით მიმართა დეკანობის ერთ-ერთმა კანდიდატმაც. 

Exit mobile version