სიახლეები

სკოლებში სწავლა დაიწყო

15.09.2014 • 1895
სკოლებში სწავლა დაიწყო

 

პირველი საჯარო სკოლა, მე-6 კლასი

 

„წელს მივიღეთ 125 პირველკლასელი, შარშან 180 გვყადა. ინფრასტრუქტურა აღარ გვიწყობს  ხელს. მომავალ წელს ალბათ გადაიჭრება ეს პრობლემა, რადგან განათლების სამინისტრო ახალი შენობის აგებას დაგვპირდა“-აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე.

 

 

დირექტორის განცხადებით,  წელს სიახლეები შეეხო უცხო ენის სწავლებას და დამრიგებლის საათს: „სიახლეა ის, რომ მეხუთე კლასიდან იწყება უცხო ენის სწავლა, ასევე შეიქმნა ახალი სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიც თემატურადაა ჩაშლილი თუ რა უნდა ისწავლებოდეს პირველ და შემდგომ საფეხურებზე, იქნება დამრიგებლის საათი. სიახლეა ისიც რომ ყველა მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პროფესიულ სქემაში“.

 

 

წელს საჯარო სკოლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ექიმების შერჩევა დაიწყო.  პირველ საჯარო სკოლას ექიმი არ აუყვანია, სკოლაში ექთანი მუშაობს, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარდა, სკოლის სანიტარულ მდგომარეობაზეც არის პასუხისმგებელი. 

 

 

„ჩვენ ექთანი გვყავს სკოლის ორივე კორპუსში, არ ვიცი რამდენად იყო საჭირო ექიმის აყვანა, რადგან სკოლისთვის ექთანი უფრო მისაღებია, რადგან დიაგნოზის დასმა არ ხდება სკოლაში, მთავარი პირველადი სამედიცინო დახმარებაა. ძალიან გვეხმარებიან ექთნები მოსწავლეების აცრებზე და კომისარიატში წაყვანის დროს. ექთანი კურირებს ჰიგიენურ მდგომარეობასაც, ექიმი რამდენად შევა საპირფარეშოში და იქ შეამოწმებს  სისუფთავეს არ ვიცი“- აცხადებს დირექტორი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: