23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს. საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, …
Tag Archives: ბათუმის საქალაქო სასამართლო
პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“
„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით. დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …
Continue reading “პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“”
„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს
დღეს, 19 მარტს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ სოფელში – შარაბიძეებში დაკავებულ 30 პირი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ ბრალდებულს, რომელიც საქართველოში არაა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქალ ბრალდებულს კი, მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა – 7 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი ბრალდებული გათავისუფლდება. ამ საქმეზე სულ 77 ბრალდებულია. სხვა დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო …
„ჩემს შვილზე ციხეში იძალადეს, სცემეს. დანაშაულის აღიარებას აიძულებენ“ – ენვერ შარაძე ხელვაჩაურიდან
„ჩემმა შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მასზე ციხეში იძალადეს, სცემეს, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებენ,“ – ამბობს ენვერ შარაძე. იგი „ხელვაჩაურში, მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის, თამაზ შარაძის მამაა. ამ საქმეზე მკვლელობისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა გოგი ბარამიძე უკვე გაასამართლეს. მსაჯულებმა ვერდიქტი 2026 წლის 4 მარტს მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგი ბარამიძე დამნაშავეა. მას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. …
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე
დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის სახით მიუსაჯა წლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე გამოაცხადეს. ———— საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ღამით ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის …
Continue reading “ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე”
„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს“ – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე სასამართლოში
„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს… მომზადებული დანაშაული იყო და ტანსაცმელზე დენთის კვალი არ ამოვიდა. გარკვეული დრო იყო გასული და ტანსაცმელი შეიძლება გაერეცხათ. ვცდილობდით, მოგვეპოვებინა ფეხსაცმელი, რაც ვიდეოკადრში ჩანს, მაგრამ ოჯახმა ეს ფეხსაცმელი გადამალა,“- ნაფიც მსაჯულებს მიმართა უფროსმა გამომძიებელმა, ჯემალ ცეცხლაძემ. მან 3 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. გამომძიებელს …
ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?
„წილს სთხოვდნენ, ეს ნამდვილად ვიცი, თვითონ მელაპარაკა ამის შესახებ“, – ნაფიც მსაჯულებს გადახედა მოკლული კაცის დამ, ნათია ბოლქვაძემ და ჩვენების მიცემა განაგრძო. დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინეს. ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც დღეს მთელი პროცესის …
Continue reading “ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?”
მძღოლს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – ავარია გონიოში, რომელსაც 3 ქალი ემსხვერპლა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულს, რომელიც გონიოში ავარიაში მოყვა, ამ ავარიის შედეგად კი, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფი სამი ქალი დაიღუპა. საუბარია 2025 წლის 14 ივნისის შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. დაკავებულს ბრალი სსკ-ის …
„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს
დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ლუკა კურტანიძეს, „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის 29 ივლისს შეუფარდა. ლუკა კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 2025 წლის 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, …
Continue reading “„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს”
„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი
„არ დასტურდება არცერთი საპოლიციო ფუნქცია/მოქმედება, რასაც ასრულებდა ირაკლი დგებუაძე და რომლის გამოც მან მიიღო სილა. ერთადერთი, რაც ბრალდების აღწერილობიდან დარჩა, არის ის, რომ გაარტყა ხელი, სინამდვილეში კი – გააწნა სილა. მხოლოდ ეს გარემოება დასტურდება უტყუარად საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მტკიცებულებებით, რაც არ იძლევა მზია ამაღლობელის ქმედების არც სსკ-ის 3531-ე [პოლიციელზე თავდასხმა] და არც 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის …
„მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა“ – რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის განაჩენში?
„სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში „მზია ამაღლობელის საქმეზე“. მზია ამაღლობელის საქმის ადვოკატები საჩივარში დეტალურად აღწერენ, როგორ დამალა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა ბრალდების აბსურდულობას, ასევე იმას, თუ როგორ არღვევდნენ კანონს თავად პოლიციელები. მეტიც, სააპელაციო საჩივარში პრაქტიკულად ლაპარაკია იმაზე, რომ მოსამართლემ მოსამართლეობაზე უარი …
ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს
ისრაელის მოქალაქეს, სიმონ ლევიევს [ნამდვილი სახელია შიმონ ჰაიუტი], „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს, ბათუმში საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა. „ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას …
სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბათუმელმა სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ სასჯელი სრულად მოიხადა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 8 სექტემბერს დატოვა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად. გამოძიება მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვე გრძელდებოდა. 25 …
Continue reading “სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს”
აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს
დღეს, 20 აგვისტოს, აქტივისტი თამარ კურატიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2000 ლარით დააჯარიმა. სამოქალაქო აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს. 6 აგვისტოს საღამოს, იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გაჩნდა მზია ამაღლობელის სტენსილი – „სილა …
Continue reading “აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს”
„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ
„რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა,“ – კატეგორიულია იურისტის, გურო იმნაძის შეფასება მზია ამაღლობელის განაჩენზე. მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ჟურნალისტი 2 წლით გაუშვა ციხეში. 6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა …
Continue reading “„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ”
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილზე – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე …
„არ გატყდეთ, დრო ჯერ კიდევ არის”- რეპორტაჟი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესიდან
„დრო ჯერ კიდევ არის, ბრძოლა ბოლომდე“,- მიმართა დასკვნითი სიტყვის დროს მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზს. დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს, დღის 2 საათზე გამოაცხადებს. მოქალაქეები სიმრავლის გამო დღესაც სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი სასამართლოს ფოიეში დარჩა. დარბაზში და მზიამდეც …
Continue reading “„არ გატყდეთ, დრო ჯერ კიდევ არის”- რეპორტაჟი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესიდან”
რეპორტაჟი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესიდან – „თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე“
პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა – ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა უკვე თქვეს. ბოლო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელი ცისფერი პერანგით მოვიდა – დარბაზში შემოადგა თუ არა ფეხი, დარბაზს ხელი აუწია მოსალმების ნიშნად და გაუღიმა. „თავისუფლება მზიას“- ამ შეძახილებით ახმაურებული დარბაზი დახვდა მოსამართლე ნინო სახელაშვილს. დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა, ბევრმა ვერ …
Continue reading “რეპორტაჟი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესიდან – „თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე“”
პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება
პარასკევს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს. 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის დასკვნითი სიტყვა – პროკურორმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება შესთავაზა, რაც ბრალის …
Continue reading “პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება”
რა ხდებოდა ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესზე ბათუმში
დღეს, 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ლუკა კურტანიძეს, „ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს. კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი …
Continue reading “რა ხდებოდა ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესზე ბათუმში”
დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ
დღეს, 25 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოიტანა გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმეზე. საქმე არსებითი განხილვით დასრულდა. მოსამართლემ ხუთივე პირი დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურ ძალადობაში და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა [აქედან მამუკა ჯორბენაძემ 18 000 ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 თვის …
ბათუმში 20 დღით დააპატიმრეს აქციების მონაწილე, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელმა უჩივლა
ბათუმში მოქალაქე ლევან ხორავა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 20 დღით დააპატიმრა. მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს მანდატურებმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 25 ივლისს გამოაცხადა. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს „ნაბოზარი“ უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის …
„დამაპატიმრეთ, პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ“ – ლევან ხორავა მოსამართლეს
„…მე სამშობლოსთვის სისხლი დამიღვრია და ისევ დავღვრი, თუ საჭიროა. დამაპატიმრეთ, არ მაქვს პრობლემა… პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ ოღონდ. პატიმრობამ კი არა, მურვან ყრუმ და თემურ ლენგმა ვერ დააჩოქეს საქართველო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მოქალაქე ლევან ხორავამ. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა …
ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის
„განყოფილებიდან დამიკავშირდნენ, თეა ლაღაძეს მიაყენეთ შეურაცხყოფა სასამართლო სხდომაზეო და მიჩივლა მე,“ – აცხადებს ლევან ხორავა, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. თეა ლაღაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე ის წარმოადგენს შსს-ს სასამართლო სხდომებზე. მაგალითად, თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმე. ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. …
Continue reading “ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის”
მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი
„ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა. 14 ივლისს მზია ამაღლობელს მოუსმინა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მან მზია ამაღლობელს იმის საშუალებაც კი არ მისცა, რომ მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან გამოსულიყო. „ამავე დარბაზში ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებიც …
Continue reading “მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი”
„გულზე არაფერი სჭირდა მამაჩემს. მის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ“ – ონისე ცხადაძე
„ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად… მოვა დრო ამ ქვეყანაში, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, აი, იმ გამხდარი ბიჭით დამთავრებული [მანდატური], იქ რომ ზის და ჰგონია არაფერს აშავებს, ყველა პასუხს აგებთ. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება მინდა… თუ გინდათ, მოგიყვებით, როგორ მოგიკვდათ მამაჩემი. ჭიშკართან იპოვეს მკვდარი. ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, იმასაც …
რა ხდებოდა მზია ამაღლობელის პროცესზე, სადაც ჩვენება ეთერ თურაძემ მისცა – რეპორტაჟი
„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ”- უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, დღეს, 4 ივლისს. დღეს ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მომზადებულ სტატიაში მოწმეების მონათხრობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ. ვერც ფოტოს ნახავთ – …
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 4 ივლისს, დღის პირველი საათიდან გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერად დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს. ამ საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება”
მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან
„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები. დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების …
Continue reading “მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან”
ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“
სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ. ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა. ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის …
სტიკერის გაკვრაზე მეორე ჯარიმა 1000 ლარია, მზია ამაღლობელი ისევ გაასამართლეს – რეპორტაჟი
დღეს, 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო …
სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ
დღეს, 18 ივნისს, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღის პირველ საათზე დაიწყება. დღეს მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად დაესწრება. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების …
Continue reading “სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ”
რა მოხდა ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის განხილვაზე – რეპორტაჟი სასამართლოდან
„თქვენ ბრალად გედებათ განზრახ მკვლელობა“ – მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 15 ივნისს, ბრალდებულ გოგი ბარამიძეს. 36 წლის გოგი ბარამიძეს პროკურატურა ხელვაჩაურში ბესიკ ბოლქვაძის განზრახ მკვლელობაში სდებს ბრალს. ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე 4 ივნისს ჩაცხრილეს საკუთარ ავტომანქანაში და ავტომანქანა მდინარეში გადააგდეს. გოგი ბარამიძე 14 ივნისს დააკავეს კიდევ ერთ პირთან, თამაზ შარაძესთან ერთად, რომელსაც …
Continue reading “რა მოხდა ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის განხილვაზე – რეპორტაჟი სასამართლოდან”
ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ივნისს ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცის, ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარიპ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო. ბრალდებულ გოგი ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის …
Continue reading “ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ვალერი ქოჩიაშვილი, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ თავად ვალერი ქოჩიაშვილმა ისაუბრა ტიკტოკის საკუთარ გვერდზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსამართლე სალიხ შაინიძეს განუხილავს 10 ივნისს. „მოვიწოდებ მთავრობას, დროულად გააძევონ გერმანიის ელჩი საქართველოდან. რისთვის ვითმენთ და კიდე მე მაჯარიმებთ 1000 ლარით?!“ – ამბობს ვალერი ქოჩიაშვილი ამ თემაზე ჩაწერილ ერთ-ერთ …
Continue reading “1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა”
ვინ ითხოვს მზია ამაღლობელის მეორედ დასჯას სტიკერის მიწებების გამო
„არ ქნა გოგო, არა“ – ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომელიც ისმის 2025 წლის 11 იანვარს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერს წარწერით – „იფიცება საქართველო“. შესაძლოა ბრალდების მხარეს ეგონა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის – „არ ქნა გოგო არა“ – პოლიციელს ეკუთვნის. სინამდვილეში ეს ბათუმის პროევროპული აქციების …
Continue reading “ვინ ითხოვს მზია ამაღლობელის მეორედ დასჯას სტიკერის მიწებების გამო”