ბათუმში 1000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე კორპუსის ეზოში საპროტესტო წარწერისთვის

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე თამარ კურატიშვილი 1000 ლარით დააჯარიმა კორპუსის ეზოში შესრულებული წარწერისთვის: „ ირაკლი #ვაფშეარვიცნობ  ბესელიას  გილოცავ დგებუაძე ნათლისღებას“. „როდის მერეა კორპუსის შიდა ეზო შენობის ფასადი?“ – შეკითხვით მიმართა თამარ კურატიშვილმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. „სხვამ თუ ეს წაიკითხა, მისთვის გასაგები იქნებოდა, რას აპროტესტებდით?“ – სხდომაზე იკითხა მოსამართლემ. „იმ …

დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული. 4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია …

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი …

ხვალ, 4 მარტს, ბათუმის სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროცესი გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის 2 საათზე დაიწყება. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, …

ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს სტიკერის გაკვრის საქმეზე

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ, ციალა ქათამიძემ მოწმის სახით ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა მოითხოვა, რაც შსს-ს წარმომადგენლებმა კატეგორიულად გააპროტესტეს. შსს-ს წარმომადგენლების თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაიკითხოს „ვინმე ირაკლი დგებუაძე“, როცა მას ციალა ქათამიძე არ დაუკავებია და ამ საქმის მასალებში საერთოდ არ ჩანს. ციალა ქათამიძე სამოქალაქო …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სტიკერის გაკვრის საქმეზე გადაიდო

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს მზია ამაღლობელის საქმე უნდა განეხილა, კონკრეტულად კი, შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრა. მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ. სხდომის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით …

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

დღეს, 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია. პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია …

რა ვადაში განიხილავს სასამართლო შუამდგომლობას მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებაზე

მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით ხვალ, 13 თებერვალს მიმართავენ. სასამართლო ვალდებულია შუამდგომლობის დარეგისტრირებიდან 24 საათში განიხილოს მისი დასაშვებობის საკითხი და შესაბამისი განჩინება გამოსცეს. თუ სასამართლო მზია ამაღლობელის შუამდგომლობას დასაშვებად მიიჩნევს, მან პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების საკითხი შემდეგ 24 საათში არსებითად უნდა განიხილოს. ზეპირი მოსმენის სხდომას ბრალდებულიც უნდა …

სტუდენტი და პიანისტი ანრი კაკაბაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში  „4 სტუდენტის და დეკანის საქმის“  არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეზე პიანისტი და კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე კი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სტუდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევენ. ამავე საქმეზე კიდევ 3 სტუდენტი და დეკანი მამუკა ჯორბენაძე წინასასამართლო სხდომაზე გირაოთი გაათავისუფლეს. პატიმრობაში მყოფი ანრი კაკაბაძე არაერთი …

სტუდენტ, პიანისტ ანრი კაკაბაძის საქმეზე დღეს ბათუმში სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ანრი კაკაბაძის საქმის“ არსებითი განხილვა იწყება. ანრი კაკაბაძის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი ღამეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში ათევს. სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა ევროპული …

ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე

დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, …

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა. გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი …

მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა აქციის 12 მონაწილე – „ქუჩის გადაკეტვის საქმე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 500-500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის 12 მონაწილე „ქუჩის გადაკეტვის საქმეზე“. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკიპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები აქციაზე მაინც შეიკრიბნენ, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მათ ტროტუარზე  გადასვლა მოსთხოვა. ამ საქმეზე მოსამართლემ დღეს, 24 იანვარს დააჯარიმა: გოგიტა სოლომონიძე, ირაკლი ჯორბენაძე, აზა გაბუნია, თორნიკე კაკალაძე, ლარა ქარცივაძე, ირმა …

სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 23 იანვარს, დატოვა. ის ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს. ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაასამართლა. ხვალ, 24 იანვარს 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორს დატოვებენ სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძე და შუშანა მაცაბერიძე. ბათუმში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ საჯარო სივრცეებში გაკვრის პროცესში 20 ადამიანი დააკავეს. …

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების …

ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“

„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა. აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც …

მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააპატიმრა, კვალიფიკაცია არ აქვს

მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე… 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში,“ – ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ,“ – მიიჩნევს …

ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორ დაკავებულ პირს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5-5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ლაშა და გიორგი გაბაიძეები ძმები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა …

„საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი“ – საია მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს. საია მიიჩნევს, …

მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”. „პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს. მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს …

ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო …

ვინ არის 3 ახალი მოსამართლე ბათუმში – მათ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ

ბათუმში სამი ახალი მოსამართლე შეუდგა მუშაობას: მარიანა ფომაევა – ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ვიქტორ მეტრეველი – სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, ეკატერინე კახნიაშვილი – სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ახალი მოსამართლეები 2024 წლის 24 დეკემბრიდან გაამწესეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ მოსამართლეებს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. მარიანა ფომაევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 32 წლისაა. მას თბილისის …

რა დაწერეს პოლიციელებმა ოქმებში ბათუმში აქციის დროს გზის გადაკეტვის საქმეზე – „ჩვენი დაშინება უნდათ“

„უნდათ, რომ შეგვაშინონ, უსამართლობაა ყველგან, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ… აუცილებლად მივალ სასამართლოში. რა უნდა ქნას მოსამართლემ, დამიჭერს? დამიჭიროს. ყველას ხომ ვერ დაგვიჭერს?“ – კითხულობს მოქალაქე დარიკო ჩიტაძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეა, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას აპროტესტებს და სასამართლოში დაიბარეს. 2024 წლის 16 დეკემბერს ბათუმში კოკისპირულად წვიმდა, თუმცა საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები …

პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე …

კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა. აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა. …

აბიტურიენტი შვილის მოსამზადებლად დედა მარჩენალდაკარგულის პენსიას ითხოვს – სასამართლო არ ჩქარობს

17 წლის არასრულწლოვანი გოგოს დედამ შვილის დახმარების მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წელს მიმართა, თუმცა მოსამართლეს ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია. სვეტლანა ხაბელოვა ამბობს, რომ ის, როგორც დედა და მარჩენალდაკარგული შვილის მეურვე, სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებს. ახლა ეს თანხა თავისი შვილის, ირინას კონკრეტულ საგანებში მოსამზადებლად სჭირდება, რადგან მოზარდი მეთორმეტე კლასში გადავიდა და აბიტურიენტია. …

ქალი, რომელმაც კობახიძეს „მონა“ დაუძახა ბათუმში, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ხათუნა ბერიძე – მან პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა. ეს 2024 წლის 6 ივნისის შემთხვევაა: ბათუმში, გმირთა ხეივნის გახსნის შემდეგ, ხეივანში მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა. მას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და ვიდეოს გადაღება პრემიერის თანმხლებმა პირებმა შეუზღუდეს. …

მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე

„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს …

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელობაში ბრალდებული – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. გამამართლებელი ვერდიქტი მსაჯულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს მიიღეს. საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით,  23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა. მსაჯულებმა ბრალდებული …

განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში

„…თუ მართალი იყო, რატომ მიატოვა? როცა დანა ჩაარტყა ჩემს შვილიშვილს, სასწრაფოს რატომ არ გამოუძახა? ან პოლიციაში რატომ არ მივიდა, ამ კაცმა ჭკუიდან გადამიყვანაო? სამჯერ ჩაარტყა დანა, სამჯერ… მკლავის ძალით მოერეოდა მარტო, ისე გაელახა, კაფანდარა ბიჭი იყო ჩემი შვილიშვილი,”- ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა ნაფიც მსაჯულებს ქალმა, რომელმაც შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცა სასამართლოს. დღეს, 19 …

ჯერ გაამტყუნა, შემდეგ გაამართლა – რა თქვა მოსამართლემ უსახლკაროების აქციაზე შშმ პირის დაკავებაზე

„ვინ დამიძახა სასამართლოში?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მარტოხელა დედამ – მაგული ფუტკარაძემ, იმ შშმ პირის დედამ, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს, ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე დააკავეს. დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა შშმ პირი – ჯაბა კურცხალიძე. მანამდე კი, აპრილში, დაკავებიდან მეორე დღეს იგივე პირი – ჯაბა კურცხალიძე იმავე საქმეზე ამ მოსამართლემ სამართალდამრღვევად …

აქციაზე შშმ პირის დაკავების საქმე – სააპელაციომ ბათუმის სასამართლოს ხელახლა დაავალა განხილვა

ბათუმელ მოსამართლეს, ხათუნა ბოლქვაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან უკან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნეს „აქციაზე შშმ პირის დაკავების საქმე“. აქციაზე დაკავებული შშმ კაცი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სამართალდამრღვევად ცნო, თანაც ისე, რომ პროცესს არც ადვოკატი ესწრებოდა, არც დაკავებულის კანონიერი წარმომადგენელი. უსახლკაროების აქციაზე, 2024 წლის 19 აპრილს, უსახლკარო და შშმ პირი პოლიციელებმა დააკავეს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. „პირველი ინსტანციის სასამართლომ …

16 წლის ბიჭის ზღვაში დაღუპვის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს …

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ზღვაში 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს. საუბარია ბათუმში 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ …

„მაღაზიიდან 1 სნიკერსი გამოიტანა“ – ყაჩაღობაში ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ელის

„დილით შემოვიდა შეტყობინება მაღაზიის დაყაჩაღებაზე,“ – უთხრა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს ბათუმის მე-6 განყოფილების ინსპექტორმა, ცოტნე ქართველიშვილმა, რომელსაც ბრალდებული კაცი შემთხვევის ადგილთან ახლოს, „ინტურისტის“ წინ გაჩერებულ ავტომანქანაში უპოვია. „ეს ის მაღაზიაა, რომელიც პოლიციის განყოფილების გვერდითაა, დაახლოებით 50 მეტრში?“ – მოწმეს ჩაეკითხა ადვოკატი შოთა ხორავა. „დიახ,“ – მოკლედ მოუჭრა ადვოკატს სამართალდამცველმა. დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ძმის სანადირო თოფით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია 2023 წლის 2 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ხელვაჩაურში, სოფელ კიბეში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. სასამართლო პროცესებზე მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებული მკვლელობის მოტივად მშობლების შეურაცხყოფას ასახელებდა და არასასურველ სასიყვარულო ურთიერთობას. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი …

Exit mobile version